მერაბი და ზვიადი


როცა ერი ერობდა და 
გული ჰქონდა ზვიადი,
ორი სხივი მოგვცა ღმერთმა 
გასარღვევად წყვდიადის;

ვაჟკაცობის, ქართველობის 
ორი სვეტი დიადი,
ორი დიდი ბუმბერაზი–
მერაბი და ზვიადი;

მაგრამ რადგან ავირჩიეთ 
ბოროტი და წყვდიადი,
არ გვეღირსა მზის ამოსვლა 
და აღარც განთიადი;

ეხლა ისღა დაგვრჩენია, 
ერთი ნატვრა დიადი:
ღმერთო, ისევ დაგვიბრუნე 
მერაბი და ზვიადი !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი