სამშობლოს გავედრი, უფალო!
სამშობლოს გავედრი, უფალო, ნაკლიანს, დაჩეხილს, დაკორტნილს, მომაკვდავს, ნაღვლიანს, შენს მიერ მოცემულ სამოთხეს თაფლიანს, ღვთისმშობლის წილხვედრილს, კურთხეულს, მადლიანს; შეგვინდე ცოდვილებს ღვთისაგან განდგომა, გვაკმარე ცრემლები, გვაღირსე ადგომა, გვაჩუქე სიცოცხლე – კვლავ ფეხზე დადგომა, გთხოვ, შეგვაძლებინე დიადი აღდგომა! სამშობლოს გავედრი, უფალო, ვარდიანს, დაცემულს, შერცხვენილს, ცოდვიანს, დარდიანს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი