ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს
ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს, ნეტავ, შემეძლოს, ძლიერ ჩაგიკრა გულში და გითხრა ისევ: დღეს უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე მიყვარდი გუშინ; ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს ისევ შენი თვალები მენატრებიან, რომ გითხრა კვლავაც: მიყვარხარ ისე, ჯერ რომ არავის არ ჰყვარებია; ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს მინდა, შემოგახვიო მანდილი წმინდა და გითხრა ისევ, ძვირფასო ჩემო, შენს მეტი ქვეყნად არავინ მინდა; ამ მაისის დღეს, ჩემო სიცოხლევ, კვლავ მინდა გითხრა: მიყვარხარ ისე, ასი რომ მომცეს ღმერთმა სიცოცხლე, ასჯერვერ შენთვის ვიცოცხლებ ისევ; ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს ისევ, ათასმეერთედ მინდოდა მეთქვა: ჩემე სუნთქვა ხარ, ჩემი სიცოცხლე, თვალის სინათლე და გულის ფეთქვა; ამ გაზაფხულის ლამაზ დღეს მინდა, კვლავ გაღიარო ჩემს ქალად-ღმერთად და გითხრა ისევ, სიცოცხლე მინდა შენს გვერდით მხოლოდ და შენთან ერთად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი