გაბრიელ მთავარანგელოზს


დაჩეხეს და დააქციეს, 
არ დატოვეს ნაგლეჯი,
კორტნიან და სისხლსა სწოვენ 
დაცემულს და გახლეჩილს;

დაიფარე საქართველო 
იმიერ და ამიერ,
წმიდა მთავარანგელოზო, 
უტკბილესო გაბრიელ !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი