რამდენიც უნდა დავეცე...
რამდენიც უნდა დავეცე, იმდენი უნდა წამოვდგე; დემონებს უნდა გავექცე, უფლისთვის უნდა გამოვდგე; ეშმაკს ვერ დავემონები, ვიცი, რომ გამიჭირდება; უფალ ღმერთს ცოდვის მონები, ნეტავი რაში სჭირდება?! გინდ ლეგიონი დამეცეს, მაინც უფლისკენ დავდგები; თუნდაც ათასჯერ დავეცე, ათასმეერთედ ავდგები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი