შეგონება საკუთარ თავს


თუ მოყვასისთვის არ ზრუნავ, 
მაშინ რაღაში ვარგიხარ?!
თუკი სიკეთეს არ თესავ, 
უფალს რაღაში არგიხარ?!

რაღაა მაშინ სიცოცხლე, 
ქვეყნად რაღასთვის დადიხარ?!
თუ ღმერთი გულში არა გყავს, 
სიცოცხლეშივე მკვდარი ხარ;

განა შენია სიცოცხლე,
სხვებისთვის უნდა იცოცხლო,
ვინც მოყვასისთვის თავს სწირავს, 
სიკვდილის შემდეგ ის ცოცხლობს;

თუკი უფალი არ გიყვარს, 
მასთან ვერასდროს მოხვდები,
...და სანამ გარდაიცვლები,
სიცოცხლეშივე მოკვდები;

ამიტომ, სანამ გაქრები, 
სანამ სუნთქავ და დადიხარ,
გიჯობს, იმაზე იფიქრო, 
ქვეყნად ვის რაში არგიხარ;

სიცოცხლე მხოლოდ წამია, 
წამია შენი ცხოვრებაც,
...და თუ ღმერთისთვის იცოცხლებ, 
მაშინ გექნება ცხონება;
***
ღმერთო, შემინდევ ცოდვილს და...
ერთი ნატვრა მაქვს ნეტარი:
ნეტავი შენთვის ვიცოცხლო 
და შენთვის მოვკვდე ნეტავი !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი