სიკვდილო...


სად მოდიხარ, შენ სიკვდილო, საიდან მეპარები,
განა როდის დაგიძახე, გაგიხსენი კარები?!
მშვიდად მოდი, შე წყეულო, ტკივილს ნუ ეფარები,
თორემ სულ არ გამოგყვები, სულ არ გაგეკარები;
თუკი ღმერთთან გადამიყვან, უხმოდ მოგებარები,
მაგრამ თუ სხვა მიზანი გაქვს, ნუღარ მომეკარები;
წადი, თუკი ღვთისგან არ ხარ, გაიხურე კარები,
როცა ღმერთი გამოგგზავნის, მაშინ მოგებარები.
***
მე კი უხმოდ გამოგყვები და მორჩილი ვიქნები
ჩემი უფლის კანონების, ღვთის სურვილის, ღვთის ნების,
მაგრამ ერთხელ შენც მოკვდები, განა მუდამ იქნები?!
მე კი ღმერთთან ვიცოცხლებ და მარად ღმერთთან ვიქნები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი