ღმერთი
ნეტა, ჩვენი ცხოვრება ხვალ თუ გვემახსოვრება? წამი გახლავთ სიცოცხლე, განა მარად ვიცოცხლებთ. რაღა დაგვრჩა ან წმინდა თუ უფალი არ გვინდა? როცა გაგვიჭირდება, ღმერთი მაშინ გვჭირდება. როცა მშვიდად თენდება, მაშინ თუ გვახსენდება? როცა ბედნიერება თავზე შემოგვევლება, ღმერთი მაშინ თუ ფასობს, ნეტა, მაშინ თუ გვახსოვს?! როცა ცოდვებს ჩავდივართ, მცდარი გზებით დავდივართ, ნეტა მაშინ ვცდილობდეთ, ღმერთის გზებზე ვფიქრობდეთ. როცა ღმერთი ეწამა, რათა ჩვენ ის გვეწამა, ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, აბა, მეტი რა გვითხრას? ჩვენ თუ რამე გავიგეთ, მისთვის რამე გავიღეთ? ღმერთს რომ ასე ვუყვარვართ, ჩვენ ცოტათი თუ ვგავართ? როცა რამე გვაწუხებს, ჩვენც ღმერთს მაშინ ვაწუხებთ. ღმერთი ჯინი არ გახლავთ, მბრძანებელს რომ თან ახლავს, ...და არ ოქროს თევზია, ჩვენ რომ განგვიწესია. განა მაშინ ვლინდება, როცა ჩვენ მოგვინდება? ...და არც მაშინ ღმერთდება, როცა ჩვენ გვიერთდება. როცა რამე გვაწუხებს, ღმერთს ნუ მოვთხოვთ პასუხებს. აქ მარტივი წესია, რაც ღმერთს დაუწესია, აქსიომა ერთია: ღმერთი მუდამ ღმერთია. ღმერთი არის მარადჟამს - ყოველ წუთს და ყოველ წამს. სულ ჩვენშია ამავდროს, არ დაგვტოვებს არასდროს, ოღონდ გული გავუღოთ, გვყავდეს, ვიგრძნოთ, გავუგოთ. მაშ, ლხინია თუ ჭირი, საამო თუ დუხჭირი, ღმერთი მუდამ გვახსოვდეს, სხვაზე მეტად ფასობდეს, ყველაფერზე მაღლობდეს და ჩვენს გულში სახლობდეს. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და ცოდვები აგხოცოთ !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი