უღვთო კაცი


რაც არ უნდა აპრიალო, რკინა ოქროდ არ იქცევა;
ზღვას ჭიქაში ვერ ჩაატევ, გადმოვა და დაიქცევა;
რა გინდ მამაც კურდღელს შეხვდე, მგლის ნახვაზე გაიქცევა;
ხის ფესვებს თუ წყალს მოაკლებ, გახმება და წაიქცევა;

უღვთო კაცი გამხმარ ხეს გავს, კურდღელს, ჭიქას, რკინას, თუნდაც,
სადაც ღმერთი არა სუფევს, ცხოვრების აზრს იქ რა უნდა?!
ღმერთი არის ოქროც, ზღვაც და სიცოცხლის ხეც – სადა, წმინდა,
სიმშვიდე და სიყვარული... უკეთესი რაღა გინდა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი