კვნესა ცოდვილი სულისა
უფალო იესო, მზევ სიყვარულისა, კვლავ შენთან მოვედი ცოდვების ამალით; ვერ ვნახე, შენს მეტი, მკურნალი სულისა, ვერ ვნახე, მე შენსკენ, სხვა გზები სავალი; ტანჯულ სულს, უფალო, შენსკენ ვერ ვუძღვები, ისევ შენს წინაშე ვსტირი და ვჩივივარ; მიშველე, მიხსენი ბრიყვი და უძღები, მე შენი ყველაზე უღირსი შვილი ვარ; ვერ ვძლიე, უფალო, დემონებს წყეულებს, არ ვიცი, უგნური, საითკენ მივდივარ; მარიდე ცოდვიან ბილიკებს ხვეულებს, მაქციე ისეთად, როგორიც გინდივარ; დაცემულს, დავარდნილს მუდამ შენ მშველოდი, მჯერა, რომ შებოჭილს დამიხსნი, ამიშვებ; ოღონდაც ჩემს სულში, ინებე, შემოდი, შემოგხვევ ხელებს და არასდროს გაგიშვებ; უშენოდ რად მინდა, ამქვეყნად, რაიმე?! ცხოვრება მექცევა უფსკრულად, ქარაფად; ...და თუკი ოდესმე დამტოვებ, ვაიმე, მაშინ თვით სიცოცხლეც არ მიღირს არაფრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი