სიცოცხლე
ზოგჯერ ცხოვრება ჩაივლის ისე, არ იცი, ქვეყნად მოხვედი რისთვის, ...და ფიქრობ შემდეგ, ისევ და ისევ, რაა სიცოცხლე, იცოცხლო ვისთვის?! ესაა, თურმე, ცხოვრების არსი: ვინ ვის რას არგებს - ვინ ნაკლებს, ვინ მეტს; სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა იცი, რომ სჭირდები ვინმეს; ჩვენს ყოფას მხოლოდ სიკეთე შვენის, დაგიცხრობს სულის კივილებს, გმინვებს, როცა სიცოცხლე ახარებთ შენი, როცა სიკვდილით აკლდები ვინმეს. ზოგჯერ ცხოვრება ისე გაივლის, მაინც ვერ არჩევ კეთილს და ბოროტს; ეჰ, ყველაფერი მაინც ჩაივლის და მხოლოდ ღმერთი შეგრჩება ბოლოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი