ნუ მეკითხები


ნუ მეკითხები, როგორ მიყვარხარ,
ამას ვერ გეტყვი ენით და პირით,
შენი ღიმილით ვხარობ და ვსუნთქავ,
.. და შენი დარდით ვკვნესი და ვტირი;

რამ  შემიჩეროს ფეთქვა გულისა,
მე, სიყვარულით დამთვრალს და უძღებს?!
ნეტავ იცოდე, ეს ჩემი გული
რაოდენ ძლიერ სიყვარულს უძლებს;

ძვირფასო ჩემო, სიცოცხლევ ჩემო,
მე შენი მზერა მიჩერებს სუნთქვებს;
...და  სიგიჟემდე კი არ მიყვარხარ,
არამედ გიჟი გახლავარ უკვე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი