განა მხოლოდ
განა მხოლოდ ტანი მიყვარს შენი, უფლის ქმნილი, ან თვალები, ან ბაგენი, ან თითები თლილი?! სული მიყვარს, უფრო, შენი, ჩემი სულის წყვილი; სუფთა, როგორც წყაროს წყალი და მზესავით თბილი; კეთილი და მგრძნობიარე, შაქარივით ტკბილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი