არჩევანი
ამქვეყნად ერთხელ მოვსულვარ და არჩევანიც ერთი მაქვს - სანამ მოვკვდები, ვიფიქრო, იმ ქვეყანაზე რა მიმაქვს; შიშით ცხოვრებას რა ვუთხრა, ერთხელ ვარ, ერთხელ მოვკვდები, ან ჯოჯოხეთში წავალ და ან სამოთხეში მოვხვდები; ის კი არ არის მთავარი, რამდენი წელი ვიცოცხლებ, არამედ რამედ თუ ღირდა ჩემი ცოდვილი სიცოცხლე; ამქვეყნად ერთხელ მოვსულვარ, ერთხელ ვარ, ერთხელ მოვკვდები, ან ჯოჯოხეთში წავალ და ან სამოთხეში მოვხვდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი