ენა


უფალმა ბრძანა: ნუ განიკითხავ, 
გააჩერეო ენა ტარტარა;
მან უამრავი სული დაღუპა, 
წარსაწყმედელი გზებით ატარა;

ენა არ გახლავთ, განა, რომელიც
ცოდვილ სულს ღუპავს ყველაზე ხშირად,
რაც ანადგურებს სულსაც, სხეულსაც 
და რაც უჯდებათ უზომოდ ძვირად?!

თუ არ მოვთოკეთ, არ გავაჩერეთ 
ეს უმეცარი სიტყვის ქოთანი,
მრავალი ცოდვის, უბედურების 
და სატანჯველის გახლავთ მომტანი;

სიკვდილის შემდეგ მის გამო უწევთ 
მარადიული ტანჯვის ატანა;
ენა ისეთი მტერია სულის, 
ვერ შეედრება ათი სატანა;

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი