სამშობლო
ხშირად ვადიდებთ სამშობლოს ღვინით შემთვრალი გონითა, მაგრამ გული კი არ გვიძგერს მისდამი სავსე გრძნობითა; სამშობლოს ზრუნვა სჭირდება, მუდამ – დღითაც და ღამითაც, თავდადება და გმირობა, არდავიწყება წამითაც; სამშობლო ყანწი არ გახლავთ, არც ჭინჭილა და არც თასი, არც სადღეგრძელო ლამაზი და არც ლექსები ათასი; სამშობლო შენი მიწაა, სისხლით და ცრემლით მორწყული, ერი და სარწმუნოება, კვლავ მტრებით გარემოცული; სამშობლი დედა ენაა და იავნანა ქართული, ადათია და წესია, წინაპართაგან დაცული; სამშობლო საფლავებია, თავდადებული შვილების, მამულისათვის ზვარაკად თავშეწირული გმირების; სამშობლო შენი დედაა, მამაა შენი მშობელი, შენი და–ძმა და შვილია და ნათესავი ყოველი; სამშობლო მეგობარია, მუდამ შენს გვერდით მდგომელი, მეუღლეა და სატრფოა, გულის სიღრმეში მყოფელი; სამშობლო მეზობელია – სითბო, იმედი სულისა, ნაცნობია და უცნობი, ყველა მოყვასი გულისა; ხშირად დარდი და ცრემლია უდროოდ დაკარგულების, მონატრებაა ძვირფასი, აწ გარდაცვლილი სულების; სამშობლო შენი ღმერთია, ტაძრები ცამდე ასული, ხატებია და ფრესკები, მტრისგან ათასჯერ დაცული; სამშობლო ცრემლით ლოცვაა გულის სიღრმიდან აღთქმული, საკმეველია, სანთელი, საგალობელი ქართული; სამშობლო ისტორიაა, ათასი ომით მოსული, მიწა, მზე, წყალი, ჰაერი ზღვა–მთებით გარემოცული; მაგრამ ყველაზე მთავარი გულები გახლავთ მზიანი, და სანუკვარი კავშირი ღმერთის და ადამიანის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი