ცხოვრების საზრისი
წუთისოფელი ორგული, ფლიდი, გვაბრუნებს ისევ ცოდვებით სავსეს, ...და ბოლოს ვხვდებით, რაოდენ დიდი ამაოება გვხიბლავს და გვავსებს; მე კი ცხოვრებას მივსტირი ისევ, ყოფილა ლხინიც, ყოფილა ვაიც; მაგრამ არ წავალ იმქვეყნად ისე, რომ არ დავტოვო რაიმე მაინც; სანამ, ღვთის მადლით, ამქვეყნად ვრჩები, გულიც მაქვს, ენაც, ყურიც და თვალიც; მაშინ რაღაა სიცოცხლე ჩემი, თუ არ დავტოვე რაიმე კვალი?! ოღონდაც, უფალს თუ სურს და უნდა, როცა დადგება ის ბოლო წამიც, როდესაც წავალ, მცირედით თუნდაც, დავრჩე გულებში ცოტა ხნით მაინც; მაშინ ექნება სიცოცხლეს ფასი, სულს კი ნუგეში, სხეულთან გაყრილს; ...და თვით სიკვდილიც, საშიში ასე, უფალთან მშვიდად მიმიყვანს დაღლილს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი