ლელას იუბილე
რაც გადის დრო და რაც გადის ჟამი, მით უფრო მეტად მიყვარხარ, ლელა, უშენოდ ყოფნის ყოველი წამი დაკარგულია, გამქრალა ყველა; სულ მაოცებდა ეს კითხვა ერთი, იცი, რა მიკვირს ყველაზე მეტად? როდესაც ადრე არ მყავდი გვერდით, როგორ ვცხოვრობდი უშენოდ ნეტავ? ამ წუთისოფელს მე შენით ვძლიე, სიყვარული მაქვს მცველად და ფარად, აქაც მიყვარხარ უზომოდ, ძლიერ და მეყვარები „იქითაც“ მარად; ჩემი ლოცვა ხარ, ჩემი სანთელი, შენით ვცოცხლობ და შენით ვიცოცხლებ, ...და სანამ თვალში მიდგას ნათელი, შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე; თუკი ვარ რამე, შენით და ღმერთით, ცხოვრება ერთი დიდი ზვინია, მაგრამ როდესაც შენ მყავხარ გვერდით, მე აღარაფრის არ მეშინია; ჩემი სუნთქვა და გულის ფეთქვა ხარ, ნუ დაივიწყებ, მარად გახსოვდეს, რომ ვიცოცხლებდე, სანამ მიყვარხარ, არ მოვკვდებოდი აღარასოდეს; დღეს იუბილეს გილოცავ, კარგო, აგსრულებოდეს ყველა ოცნება, მილიონ ქალში რჩეულო ვარდო, შენ გაგიმარჯოს, ჩემო ცხოვრებავ !!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი