ისევ და ისევ ლელას


განა მხოლოდ ტანი მიყვარს შენი, უფლის ქმნილი,
ან თვალები, ან ბაგენი, ან თითები თლილი?!
სული მიყვარს, უფრო, შენი, ჩემი სულის წყვილი;
სუფთა, როგორც წყაროს წყალი და მზესავით თბილი;
კეთილი და მგრძნობიარე, შაქარივით ტკბილი.
***
ჩემი ცხოვრების ნავთსაყუდელი მე შენში ვნახე,
ძვირფასო ჩემო, ვერ გადაგიხდი ვერასდროს ვალებს;
მე მაშინ ვცოცხლობ, როცა ბედნიერს გიღიმის სახე,
...და მაშინ ვკვდები, როცა ცრემლები გისველებს თვალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი