როგორ არ ვუთხრა უფალს მადლობა?!
როგორ არ ვუთხრა უფალს დიდება, როგორ არ ვუთხრა უფალს მადლობა, შენი თავი რომ მაჩუქა ღმერთმა, რომ გამოიღო ჩემზე წყალობა? ნეტავ იცოდე, როგორ მიყვარხარ, ნეტავ იცოდე, როგორ გაფასებ; შენს ამაგს, ზრუნვას, შესაფერისად მე ვერასოდეს ვერ შევაფასებ; ბევრჯერ სიცოცხლე მაჩუქე, უღირსს, ჩემი ცხოვრების წამლად გამიხდი; შენი სიწმინდის და ერთგულების ფასს ვერასოდეს ვერ გადაგიხდი; სიცოცხლეს დავთმობ შენთვის, ძვირფასო, დაუფიქრებლად, მაგრამ რა გიყო? ჩემი სიცოცხლე უმცირესია, რაც შეიძლება შენთვის გავიღო; ისე ცოტაა, ისე მცირეა, ვით ყვავილნარში ვარდი დარგული, მაგრამ მარადის ფარად გედგება ჩემი ლოცვები და სიყვარული; როგორ არ ვუთხრა უფალს მადლობა, აბა ჩემს გულში რად შეიპარე? დე, ის ლამაზი დღე დაილოცოს, როცა გიპოვე და შეგიყვარე. როგორ არ ვუთხრა უფალს მადლობა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი