ჩემს მეუღლეს


მე რომ მოვკვდები, რა ვქნა უშენოდ,
შენ თავს რომელი შემიცვლის, ვინა;
გინდ სასწაული მაჩუქოს ღმერთმა
და სამოთხეში დამიდოს ბინა?!

ძვირფასო ჩემო, როგორ მიყვარხარ,
შენ ხომ ამის თქმა აღარ გჭირდება?!
უშენოდ ყოფნა იმ ქვეყანაზეც
მე უსაშველოდ გამიჭირდება;

სიცოცხლევ ჩემო და სუნთქვავ ჩემო,
სამზეოვ ჩემო და სამაისოვ,
მე შეგიყვარე პირველი ნახვით,
ერთადერთხელ და სამარადისოდ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი