რა ჩემი ბრალია?!
ეი, შენ, ლამაზო, მაგ მოკლე კაბაში, მოიწი, გაკოცო ტუჩებში, თვალებში; წამოდი და შევძვრეთ ორივე საბანში და თავბრუს დაგახვევ ვნებიან ალერსში; რა იყო, რად ბრაზობ, რად გიწვევ ლოგინში? ხელიც კი გამარტყი?! თავხედი გეგონე? ქმარი გყავს? შვილებიც? - უი მე, ბოდიში, თქვენ ისე გაცვიათ, მეძავი მეგონეთ. ეგ თქვენი სამოსი, სისხლძარღვებს მიბუჟებს, კაცს ვნებას რომ უძრავს შიშველი ქალია; ნუ გაგიკვირდებათ, გულში თუ ვიმრუშებ, ბოზივით გაცვიათ, რა ჩემი ბრალია?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი