ჯერ უფალი, დანარჩენი მერე...
ეს ცხოვრება წამი გახლავთ მხოლოდ, ვერ გაწელავ, როგორც გინდა ბერე; ვინ ვადიდო, ვინ დამრჩება ბოლოს? ჯერ უფალი, დანარჩენი მერე; ეჰ, რამდენი გავიარე წელი, ვერ ვარჩევდი, ხშირად, თურმე ფერებს; ვინ ჩამჭიდა განსადელში ხელი? ჯერ უფალმა, დანარჩენმა მერე; ბევრჯერ ჩქეფდა სიხარულით გული, ხან ვიტირე, ხანაც წავიმღერე; ვის ვმადლობდე, ვის შევწირო სული? ჯერ უფალს და დანარჩენს კი მერე; ბევრჯერ მირტყა ამ ცხოვრებამ კეტი, ყოველი დღე მოთმინებით ვკერე; ვისი მქონდეს, მაშ, იმედი მეტი? ჯერ უფლის და დანარჩენის მერე; ეჰ, რამდენჯერ შევცდი, როცა ვენდე, ბევრჯერ მადლიც უხმოდ შევიფერე; ვისით ვცოცხლობ, ვისით ვსუნთქავ დღემდე? ჯერ უფლით და დანარჩენით მერე; ნეტავ შენთვის მოვკვდებოდე, ღმერთო, ოცნებებით სული დავიბერე; მომევლინე, ჩემო ერთადერთო, ჯერ უფლად და დანარჩენად მერე; ეჰ, რამდენჯერ ამაფორიაქე, და რამდენჯერ სუნთქვა შემიჩერე; შენ გიგალობ, შენ გმადლობ და გაქებ, ჯერ უფალო, დანარჩენო მერე; ღმერთს ვადიდებ, ერთადერთს და მხოლოს, რაც შემეძლო, ენით ვთქვი და ვწერე; განა მეტი ვინ დამრჩება ბოლოს? ჯერ უფალი, დანარჩენი მერე; ჯერ უფალი, დანარჩენი მერე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი