ამაოება ამაოებათა


„ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“
ეკლესიასტე 1:2

ნეტა თუ ვხვდებით, რა უაზროა, რა ამაოა წუთისოფელი?!
"იყო დ არა იყო რა..." გახლავთ ჩვენი ცხოვრება დაუნდობელი;
თვით მომავალსაც წარსული შთანთქავს, უცებ გაქრება ირგვლივ ყოველი;
გინდ ყველაფერი ჰქონდეს ამქვეყნად, დროს ვინ გაუძლებს, ნეტავ, რომელი?!

ათას წვრილმანს რომ ვეპოტინებით, რა გვინდა ნეტავ, ან რას მოველით?!
"მიწა იყავ და მიწად იქცევი" -  გვაფრთხილებს ღმერთი ყოვლისმპყრობელი;
უფალი არის ის ერთადერთი, დროის და სივრცის თავად მფლობელი;
წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, უსასრულობა მარადმყოფელი;

რას დასდევ ნეტავ, ეძებ და შფოთავ, ამაო გახლავს ნატვრა ყოველი;
არაფერს მოგცემს ეს მუხანათი, მაცდური, ბილწი წუთისოფელი;
ღმერთი ეძებე, ადამიანო, უზენაესი მამა მშობელი -
მარადისობის, უკვდავების და სიცოცხლის წყარო დაუშრობელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი