"ვაიმე, ღმერთო"
რა იოლია დაჩხვლეტა სულის, როგორც ბუმბულის გაფანტვა ველად; ვით დედა თავის პატარას უვლის, შენც ისე კურნავ ჩემს ტკივილს ყველას; თუ რამე მტანჯავს, თუ მახრჩობს რამე, …და თუ ვერავინ ვერაფერს მშველის, მე შენ გეძახი, დღეა თუ ღამე, მამა ხარ ჩემი - იმედი, მხსნელი; გინდ აღსასრული მომადგეს კარზე, ვერ დამაშორებს სიკვდილი ღმერთთან; …და შენს შვილს, თუნდაც ცოდვებით სავსეს, სულ ბოლოს მაინც მომიყვანს შენთან; როცა შენ მყავხარ, ვერ შემჭამს სევდა, ოჰ, როგორ ვნატრობ, სულ გულში მენთო; ადრე ვამბობდი - "ვაიმე, დედა", ეხლა ვიძახი - "ვაიმე, ღმერთო".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)