საშა გველესიანს


„თუ იტყვი რამეს, უნდა თქვა ისე, 
მისწვდეს მსმენელის გულსა და სულთქმას,
რომ აუჩქარდეს ძაღღვებში სისხლი, 
რომ შეუჩერდეს თრთოლვისგან სუნთქვა;

ბოროტს მოუნდეს სიკეთის ქმნა და 
მოულბეს გული ყველაზე გულქვას;
თუ იტყვი რამეს, უნდა თქვა ისე, 
როგორც არასდროს არავის უთქვამს.“

შენზე ყოფილა ეს ლექსი, ძმაო,
სხვა რაღაშია გენია, რაში?!
თუ მოკვდავთ ასე ძლიერ უყვარდი,
აბა, ღმერთს როგორ უყვარხარ მაშინ?!

დიდი ყოველთვის ზეცისკენ ილტვის,
ფეხს ვერ აუწყობს მერანი ურმებს;
მე კი, პირღია, სულ ვფიქრობ ისევ,
რა დიდებული ყოფილხარ თურმე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი