არის წუთები, ხანდახან...
არის წუთები, ხანდახან, მხოლოდ სიკვდილი მინდა, როდესაც აღარაფერი სულში არ დამრჩა წმინდა, როცა დემონთა ლაშქარი მღრღნის ცოდვებისგან უძღებს, როცა სინდისი ტკივილებს ვეღარ იტანს და უძლებს; არის წუთები, ხანდახან, მხოლოდ ტირილი მინდა, როცა მხნეობა მელევა, არ დამრჩა ერთი ციდა, ცრემლები თავად მოდიან, არ უნდათ ვინმეს ნება, სული ტანჯვისგან ილევა, გული დარდისგან კვდება; ვინ იცის, ღმერთმა რამდენი ღამე მარგუნა წილად, როცა ვინატრე, ნეტავი, არ გათენდესო დილა, ღამე დარდისთვის სათნოა, ჩუმად ინახავს ცრემლებს, სულში არავინ გიძვრება, არ გიფათურებს ხელებს; არის წუთები ხანდახან, როგორც ფიფქები ციდან, მინდა გავექცე სამყაროს, გავქრე და დავდნე მინდა, ნეტავი გულმა გაუძლოს მძიმე, მტკივნეულ წუთებს, ოღონდაც სულმა იბრძოლოს, როცა ეშმაკი უტევს; არის წუთები, ხანდახან, მხოლოდ სიკვდილი მინდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი