არც ია ხარ და არც ვარდი
არც ია ხარ და არც ვარდი, ერც ენძელა დახატული, არც მზისა ხარ და არც მთვარის, არც ზღვა და არც ნაკადული; მე ვერავის შეგადარებ, შენ ყველაზე ქებული ხარ; ცოლი გქვია, თორემ ისევ ჩემი შეყვარებული ხარ. *** ჩუმი თრთოლვა ხარ ჩემი გულის, სულის კივილი, ჩემი სიცოცხლე შენ ერთს გეკუთვნის, მიგულე ფარად. ღმერთს ვევედრები, მე გადმომეცეს ყველა ტკივილი, რომ შენს თვალებში სიხარული სუფევდეს მარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი