გაბრიელს
გ აბრიელ ბერის მადლით ნაკურთხო, სანთელო ხელის გულზე სატარო, ა ნგელოზი ხარ ღვთის ნაჩუქარი, თაფლივით ტკბილო, მზის შესადარო, ბ აბუს სუნთქვა ხარ, ბაბუს სიცოცხლე, თვალის სინათლე და გულის ფეთქვა, რ ოგორ შევძლებდი სიტყვების პოვნას, ჩემი გრძნობები სრულად რომ მეთქვა?! ი სე მიყვარხარ, ისე ძალიან, შენი ალერსით ვსუნთქავ და ვთბები, ე ს სიყვარული მმატებს სიცოცხლეს, ამ სიყვარულით ვცოცხლობ და ვტკბები, ლ ალისფერ ლოყებს დაგიკოცნიდი დაუსრულებლად, ვერამ დამღალოს, ხ ელში აყვანილს მოგატარებდი მთელ დედამიწას და მთელ სამყაროს, უ შენოდ ნეტავ როგორ ვცოცხლობდი, ჩემი მზე ხარ და ჩემი მთვარე შენ, რ ა მიხაროდა ნეტავ უშენოდ, როგორ ვსუნთქვადი მე შენს გარეშე? ც იდან მოვლენილ ანგელოზს გავხარ, წრფელი, უმანკო, სუფთა თვალებით, ი ებით ლურჯად მოფენილ ველზე ვარდი ხარ ტურფა, შეუდარები, ძ ვირფასო ჩემო, სიცოხლევ ჩემო, ღვთის სასწაულო და საოცრებავ, ე ს გული შენთვის ფეთქავს მარადის, ასრულებულო ჩემო ოცნებავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი