გიორგის


გ ული განათდა სიხარულისგან, როცა შენ გაჩნდი ქართულ მიწაზე,
ი სე აენთო, ისე გაბრწყინდა, თითქოს მზე დევსო გულის ფიცარზე;
ო ცნება ახდა უნეტარესი, მთელი სისრულით, მთელი სავსებით,
რ ოგორ ავწონო ბედნიერება, შენ რომ მაჩუქე შენი არსებით?
გ ულის ფეთქვა ხარ, თვალის სინათლე, ჩემი სუნთქვა და სულის                                                           კარავი,                                                        
ი სე ძლიერად უყვარხარ ბაბუს, ვით არასოდეს ქვეყნად არავინ;

ხ ატი ხარ ჩემი, წმინდა სანთელი, ჩემი სიცოცხლის წყარო ანკარა,
უ ფალმა ღმერთმა თვით ანგელოზი გამომიგზავნა წმიდა, პატარა;
რ ა უნდა იყოს ბედნიერება ამაზე დიდი, მეტი რა მინდა?!
ც ამდე მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლევ, შენი დანახვის პირველ წამიდან,
ი მ დღეს როდესაც შენ დაიბადე, მეც დავიბადე მაშინ თავიდან;
ძ ლიერ მიყვარხარ, ჩემო იმედო, შენთვის ვილოცებ, სანამ ვიცოცხლებ,
ე ნით ვერ აღვწერ ბედნიერებას, შენ რომ მაჩუქე, ჩემო სიცოხლევ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი