დათოს


დ  აუსრულებლად მსურს მოგეფერო მარად და მარად,
ა  თასი კოცნაც ვერ შემინელებს ალერსის წყურვილს.
თ  ვით ღმერთმა შეგქმნა ანგელოზების სწორად და დარად,
ო  ცნებაშიც კი ვერ ვინატრებდი უკეთეს სურვილს.

ფ  არად დაგიდგამ მე ჩემს სიცოცხლეს სადარაჯოზე,
ა  რ მოგეპაროს რამე ხიფათი ჩუმად, გვერდიდან.
ჩ  აგიხუტებდი და რომ შემეძლოს, აღარასოდეს
უ  სინანულოდ არ გაგიშვებდი ჩემი მკერდიდან.
ა  რ შემიძლია, არ შეგადარო იმ ჩანჩქერს შლეგსა,
შ  რიალ-შრიალით რომ იფანტება ნაკადულებად.
ვ  ინ დააოკებს შენს წკრიალა გულს, ლაღსა და ცელქსა
ი  ა-ვარდივით გაშლილს, გაფანტულს თაიგულებად.
ლ  ოცვით ვოცნებობ, შენი სიცოცხლე გალაღებული
ი   ესო ქრისტეს სისხლით და მადლით იყოს ცხებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი