დრო გააჩერეთ
წლები მიჰქრიან, როგორც ქარები დალპა სამყარო, მიჭირს, ვისუნთქო, დრო გააჩერეთ, გემუდარებით, მაცალეთ, ცოტა ამოვისუნთქო; გადავიღალე უკვე მთქნარებით, რა ვქნა, ვიტირო თუ გავიცინო? დრო გააჩერეთ, გემუდარებით, მაცალეთ, ცოტა გამოვიძინო; მოდის ბოროტი, ბასრი ბრჭყალებით, ფრთხილად, უფალი ნუ გვავიწყდება, დრო გააჩერეთ, გემუდარებით, უკანასკნელი ბრძოლა იწყება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი