ზურას


ზ  ეცის ტაძარში დაუნთიათ შენთვის სანთელი,
უ  ფალმა როგორ გაგიმეტა,ნეტა ვიცოდე.
რ  ოდის ყოფილა სამართალი ბედის მმართველი,
ა  სე ულმობლად რომ წამართვა შენი სიცოცხლე;

ფ  იქრსა და ნაღველს არ ჰქონია თურმე საზღვარი,
ა  რა სცოდნია სიბრალული და მიტევება.
ჩ  უმი ცრემლებით არ ივსება გულში ნაპრალი,
უ  ფრო იზრდება და ეწყობა დარდის სვეტებად.
ა  რ შეიძლება მეპატიოს დანაშაული,
შ  ემზარავ სიკვდილს ვერ დავუხვდი გზაზე დარაჯად,
ვ  ერ დავიფარე მისგან შენი ანკარა სული,
ი  ცოდეს ღმერთმა,ვინანიებ დაუღალავად.
ლ  ამაზ ოცნებად დასტრიალებს ჩემი ფიქრები
ი  მ დღეს,როდესაც სამუდამოდ ერთად ვიქნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი