თუ დაგანახებს


ჩემი სიცოცხლე თუ დაგანახებს,
როგორ მიყვარხარ დღისით თუ ღამით,
მაშინ იცოდე, რომ შენ გეკუთვნის
ჩემი სიცოცხლის ყოველი წამი;

ჩემი სიკვდილი თუ დაგანახებს,
როგორ მიყვარდი მთელი სიცოცხლე,
გულს ამოვიჭრი, გამოგიწოდებ
დავხუჭავ თვალს და აღარ ვიცოცხლებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი