თუნდაც
გეძებ და გეძებ, დავიარები, გეძებ დღითა და ღამით. ნეტავ მანახა შენი თვალები, თუნდაც სულ ერთი წამით; ვერ დავივიწყე შენი ღიმილი, შენი ტუჩების ფერი. იქნებ დამიცხრო სულის კივილი, თუნდაც სულ ერთი ბგერით; შენზე ფიქრებში ნელა ვბერდები, გემუდარები ლოცვით- კვლავ გამახსენე ძველი ვნებები, თუნდაც სულ ერთი კოცნით; შენზე ოცნებას ვანდობ ამ ლექსებს და ვერ გივიწყებ წამით, გთხოვ, სიზმრად მოდი, მომიალერსე, თუნდაც სულ ერთი ღამით; მე არ შევცვლილვარ, ისევ ისა ვარ, კვლავ შენი ტრფობით ვიწვი, ოღონდ მითხარი, რომ კვლავ გიყვარვარ, თუნდაც სულ ერთი სიტყვით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი