სამართალია?!


სამართალი რომ სამართალობდეს,
საქართველოში ეს აბსურდია,
აქ ბელზებელი დანავარდობდეს,
საფლავში იწვეს გამსახურდია?

ნუთუ სიმართლით ვიმკით მოსავალს?
სამართალია? - ღმერთო მომკალი,
დღეს მკვდარი იყოს მერაბ კოსტავა
და ზოგიერთი იყოს ცოცხალი?

ვერ ვაღიარებ სატანას ღმერთად,
დღეს სამართალმა ფერი იცვალა,
მერაბთან ერთად, ზვიადთან ერთად
ჩემი სამშობლოც გარდაიცვალა;

დაიბადება კიდევ მერაბი,
დაიბადება კიდევ ზვიადი,
დადგება ფეხზე ჩემი სამშობლო –
ტურფა, ამაყი და გულზვიადი;

სანამ მოვკვდები არ მომბეზრდება
საქართველოზე ფიქრი და ლოცვა,
ვიცი, ჩვენი მზეც გამობრწყინდება,
დაბრუნდებიან გმირები როცა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი