კრება უფალთან
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? არც არაფერი ყოფილა და არც არაფერი იქნება. ერთხელ, დაიბარა უფალმა იესო ქრისტემ ყოველი ქვეყნის თითო ადამიანი და გამოუცხადა: –ტახტის დადგმა მინდა დედამიწაზე და ვფიქრობ, რომელი ქვეყანა ავირჩიო, რომელი ერია ღირსეული ჩემი დიდებისა. აბა, რას მეტყვით საკუთარ ქვეყნებზე? ატყდა ერთი ჩოჩქოლი, ერთმანეთს ასწრებდნენ უფალთან მიახლოებას, მაგრამ ერთი მრისხანედ გადახედა ღმერთმა ყველას და სიჩუმეც ჩამოწვა. –მოდი უფალო ჩვენთან – დაიწყო ამერიკელმა. უამრავი ცათამბრჯენი გვაქვს, რომელიც გინდა აირჩიე; თუ გინდა ახალს აგიშენებთ. უმრავლესობა ქრისტიანები ვართ, შენ გცემთ თაყვანს. ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ მსოფლიოში და სამართლიანი იქნება, თუ ჩვენთან მოხვალო... –ჩვენთან მოდი, უფალო –გააგრძელა იაპონელმა. ისეთ სასახლეს აგიშენებთ, ვერა კაცის გონება რომ ვერ მოიფიქრებს. ყველაზე ძლიერები ვართ ტექნოლოგიურად. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სამეფო ტახტს გაგიკეთებთ. მზეს ვეთაყვანებოდით, მაგრამ თურმე შენ ყოფილხარ ქვეყნიერების მანათობელი. მზე ჩვენგან ამოდის, ამიტომ მართებული იქნება, თუ ჩვენთან მოხვალო... –ჩვენთან უნდა მოხვიდე, უფალო – ჩაერია ჩინელი. ყველაზე დიდი ერი ვართ ქვეყანაზე, უზარმაზარი კულტურით და ისტორიით. თუ ვცდებოდით ჩვენი სარწმუნოების გამო, როგორც მოწყალე და მიმტევებელმა ღმერთმა, უნდა გვაპატიო და მოგვცე შესაძლებლობა, დაგიმტკიცოთ სიყვარული და ერთგულება... არა, უფალო, ჩვენთან უნდა მოხვიდე, აფრიკის კონტინენტზე,–გააგრძელა ეთიოპელმა ზანგმა. ხომ ხედავ, თეთრები ვერ აფასებენ შენ სიდიადეს და ბრწყინვალებას. ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავენ და არ იცავენ შენს მცნებებს. მხოლოდ შავებს შეუძლიათ ნამდვილი სიყვარული და დაფასება. მოდი ჩვენთან, უფალო, გევედრები... –აბა ახლა ამათ რომ უსმინო, ჩვენ აღარაფერი ვყოფილვართ?–აღშფოთდა რუსი. ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ დედამიწაზე. უამრავი ულამაზესი ტაძარი გვაქვს. აირჩიე, უფალო, რომელიც გინდა. თუ ისურვებ, თვით კრემლს შენს სასახლედ ვაქცევთ. ამდენი წმინდანი გაჩუქეთ,უფალო, ნუთუ ჩვენზე ღირსეულებს ნახავ კიდევ სადმე?.. –ერთი ამას უყურე – აღშფოთდა ბერძენი. განა ჩვენ ნაკლები წმინდანები გვყავდა? უფალო, განა ათონის მთაზე უკეთესი ადგილი სადმე გეგულება? რა თქმა უნდა, ჩვენთან უნდა მოხვიდე. საბერძნეთი ხომ მართლმადიდებლობის ცენტრია... –ამათ სუყველას რომ ვუყურებ, მეცინება – ხმა ამოიღო ებრაელმა. უფალო, ნუთუ ამას კითხვა უნდა, სად უნდა დაიდგა ტახტი შენი დიდებისა? ნუთუ დაგავიწყდა ებრაელი ერის უამრავი წმინდანი შენთვის წამებული და თავდადებული? განა იერუსალიმი არ არის შენი სახლი და საბრძანებელი? ებრაელმა ერმა უკვე ზღო შენს წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო და ეხლა მოუთმენლად გელოდება, უფალო. შენი ხალხი და შენი ერი ელოდება შენს დიდებით მოსვლას დედამიწაზე. ამდენი საუკუნეა ამას ველოდებით და ნუღა გაგვაწბილებ, უფალო. არავინ იმსახურებს ჩვენზე მეტად შენს წყალობას და სიყვარულს... ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდა ეს საოცარი კრება უფალთან. მიზეზი, საბაბი და სურვილი არც სხვა ერების წარმომადგენლებს დაუკლიათ – ხვეწნა და მუდარა, დაპირებები და აღთქმები. მხოლოდ ერთი საბრალო მოხუცი იდგა თავისთვის კუთხეში და თავდახრილი ჩუმად ტიროდა. ღმერთმა ყველას მოთმინებით მოუსმინა. შემდეგ ამ მოხუცს მიმართა: –შენ ვინ ხარ და რატომ ხმას არ იღებ? – ქართველი ვარ, უფალო –უპასუხა მოხუცმა. მე არ ვიცი, რა გითხრა. ქართველები არ ვართ ღირსი შენი დიდებისა. მე აქ დგომის ღირსიც კი არ ვარ. უამრავი ღალატი და სისხვლისღვრა მომხდარა ჩემს საცოდავ ქვეყანაში არსებობის მანძილზე – შენ ითმენდი; ერთმანეთს ვხოცავდით – შენ ითმენდი; გაუტანელნი ვიყავით – შენ ითმენდი; მრუშნი და ლოთნი ვიყავით – შენ ითმენდი...და თუ აქამდე მოვედით, უფალო, მხოლოდ და მხოლოდ შენი უზარმაზარი სიყვარულის და წყალობის გამო, იმ თავდადებული ქართველების გამო, ვინც შენთვის და სამშობლოსთვის სისხლი ანთხიეს. 70 წელიწადი სატანას ვემსახურეთ – ზეიმებს და აღლუმებს ვუმართავდით. საერთოდ დავივიწყეთ შენი სახელი. შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის და სამშობლოს მოყვარული ხელმწიფე გვიბოძე, უფალო, ჩვენივე ხელით მოვსპეთ და გავანადგურეთ. ისევ იუდა დავისვით მეფედ...და სინანულის მაგივრად, ერთი იუდა მეორეთი შევცვალეთ. შემდეგ, როცა შენი ტაძრები დაანგრიეს – ჩვენ ჩუმად ვიყავით; როცა ვაჟკაცი ქართველები ქუჩაში ჩაგვიხოცეს – ჩვენ ჩუმად ვიყავით; როცა სამშობლო დაგვიჩეხეს და დაგვინაწევრეს – ჩვენ ჩუმად ვიყავით; როცა უდანაშაულო, საჯიშე ქართველები უაზრო ომებით მიწაში ჩაგვიწვინეს – კვლავ ჩუმად ვიყავით; როცა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გულანთებული დამცველები ციხეში ჩაყარეს–ჩვენ ჩუმად ვიყავით; ბოლოს სარწმუნოებაც გაგვილანძღეს – ისევ ჩუმად ვიყავით. ახლაც ჩუმად ვართ. მასხარად გვიგდებენ – ჩუმად ვართ; სამშობლოს გვიყიდიან – ჩუმად ვართ; შიმშილით სულს გვხდიან – ჩუმად ვართ; სხვა ქვეყნებში ვეძებთ ნავთსაყუდელს – ჩუმად ვართ; უცხოტომელებს, უჯიშოებს და ურწმუნოებს ამრავლებენ ჩვენს მიწაზე – ჩუმად ვართ; ეკლესიის ცხოვრებაში აფათურებენ ბინძურ ხელებს –ჩუმად ვართ; უდიადესი წმინდანები გვყავს, ცოცხლები, განსაკუთრებულები, მაგრამ ჩვენი მედიდურობის, ამპარტავნების, შურის და ბოღმის გამო არ გვინდა ვიცნოთ. გვილანძღავენ და ცილს სწამებენ – ჩუმად ვართ. არ ვიცი, რით დავიმსახურეთ შენი უწმინდესი დედის, ცათა დედოფლის წილხვედრობა, შენი უზომო მოთმინება, მოწყალება და სიყვარული. უფალო, ეს მხოლოდ ის უმცირესი დანაშაულებანია, რაც შენს წინაშე ჩაგვიდენია და რა სინდისით უნდა ვიქოთ და ვიდიდოთ თავი? არა, უფალო, არ ვართ ჩვენ შენი ღირსები. –ესა თქვა, მუხლებზე დაემხო და მწარედ აქვითინდა. უფალმა მკერდში ჩაიკრა მოხუცი და თავისი სამოსით მოსწმინდა ცრემლები ამ ყველასგან საოცრად განსხვავებულ სათნო ადამიანს. მე არ ვიცი, რა არჩევანს გააკეთებს უფალი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი