ორი ცოლი


ორ ქალს ერთი კაცი უყვარდა. კაცს ვერ გადაეწყვიტა, რომელი მოეყვანა ცოლად. ერთი ლამაზი იყო, მაგრამ ღარიბი. მეორე კი მდიდარი, მაგრამ უშნო და შეუხედავი. საგონებელში ჩავარდნილმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ორივე მოეყვანა ცოლად. სიმდიდრეც მექნება და სილამაზეცო – ფიქრობდა და იმას კი ვეღარ ათვიცნობიერებდა, რომ თითო სიღარიბე და სიმახინჯეც მიჰყავდა თან.
გავიდა ხანი. ერთხელაც, ლამაზ ცოლს სენი შეეყარა და ისე დამახინჯდა, საკუთარი დედაც ვერ ცნობდა. კაცმა მთელი ქონება დაახარჯა, რაც გააჩნდა, რომ იქნებ როგორმე ქალის სილამაზე გადაერჩინა, მაგრამ ამაოდ. ვერც ქალი გადაარჩინა და სიმდიდრეც გაანიავა.
ფიქრებისა და დარდისგან რომ გამოერკვა, მიხვდა, რომ სიმდიდრისა და სილამაზის ნაცვლად ორჯერ მეტი სიღარიბე და  სიმახინჯე შერჩა ხელში

შეგონება: სიხარბე და ანგარება არ მოგიტანს გახარებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი