ოცნება
ერთ სოფელში პატარა ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც გამუდმებით ოცნებობდა გაფრენაზე. აძვრებოდა ხოლმე ხეზე და გაშლილი ხელებით ხტებოდა. ეგონა, გაფრინდებოდა. სულ დამტვრეული დადიოდა, მაგრამ ფრენაზე მაინც ოცნებობდა. რომ წამოიზარდა, უკვე დამხმარე საშუალებების ხმარება დაიწყო. ხან ხისგან გააკეთებდა ფრთებს, ხან ქაღალდისგან, ხან კიდევ რისგან, მაგრამ არაფერი არ შველოდა, მაინც იმტვრეოდა. როგორ არ ეხვეწნენ ნათესავ–მეგობრები, მაგრამ ვერაფრით ვერ გადააფიქრებინეს უაზრო ოცნების ასრულება. ის კი არა და, დღე და ღამე ტყეში დადიოდა და ფრინველებს აკვირდებოდა, იქნებ ვისწავლო, როგორ დაფრინავენო. ბოლოს, რომ დარწმუნდა, ყველაფერი იცოდა, დიდი ლამაზი ფრთები გააკეთა, ტანზე მიიბა და კლდის თავიდან გადმოხტა. მაგრამ სასწაული არ მოხდა – მიწაზე დაენარცხა და სულიც განუტევა. შეგონება: რაც უფალს გულში არ უწერია, იმას ახდენა არ უწერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი