სიცრუის კონკურსი
ერთხელ, ლომმა გადაწყვიტა გაეგო, ვინ იყო ცხოველებში ყველაზე ჭკვიანი და სიცრუის კონკურსი გამოაცხადა. დათვმა თქვა: - თაფლი ისე მეზიზღება, რომ დავინახო, ალბათ გული ამერევაო; მგელმა თქვა: - ერთ ჭამაზე ას ცხვარს ვჭამ და მაინც მშიერი ვრჩებიო; კურდღელმა თქვა: - ათი მგელი რომ შემომხვდეს გზაზე, ათივეს სულს გავაფრთხობინებო. და ასე – ზოგმა რა მოიგონა, ზოგმა რა. მელია კი დუმს. შენ რაღას იტყვი, მელაკუდავ? - ჰკითხა ლომმა. –დიდო ხელმწიფევ - უპასუხა მელამ - რაც აქ ითქვა, ყველაფერი სიმართლეა და მე ტყუილს ვერ ვიტყვიო. მელას ნათქვამი ყველას მოეწონა და მხურვალე ტაში დაუკრეს. შეგონება: ზოგჯერ ის, რაც ყველას სიმართლე ჰგონია, შეიძლება ყველაზე დიდი სიცრუე აღმოჩნდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი