უსარგებლო გრძნობა
ერთხელ, ერთი კაცი გრძნობების მაღაზიაში შევიდა. ხედავს, დახლებს სათითაოდ აწერია: სიცრუე, შური, ბოღმა, ამპარტავნება, შურისძიება და ა.შ. მაგრამ დახლები ცარიელია. რატომ არის ცარიელი? - იკითხა კაცმა –ისეთი სისწრაფით იტაცებენ ადამიანები, შევსებას ვეღარ ავუდივარ -უპასუხა ნოქარმა. ხვალ ადრიანად მოდი და იქნება შენც შეგხვდეს რამეო . კაცი გამობრუნდა და ის იყო უნდა გასულიყო, რომ ნოქარმა მიაძახა: -მაქვს ერთი გრძნობა, დახლქვეშ მიგდია, მაინც არავინ კითხულობს და თუ გინდა ისე გაჩუქებ. წაიღე, ტყუილად ადგილს იკავებს და უკვე ობიც მოედოო. რა გრძნობაა ასეთი? -ჰკითხა გაოცებულმა კაცმა. სიყვარული ჰქვია - უპასუხა ნოქარმა. კაცმა შეიძინა სიყვარული და დამწუხრებულმა დატოვა მაღაზია. შეგონება: ზოგჯერ ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ადამიანების ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი