ეშმაკის სამსჯავრო (რეისი N969)
გაზაფხულის თბილი ამინდი იდგა. ცისფერ ცაზე მხოლოდ მზეს დაეკავებინა თავისი ადგილი. არც ღრუბელი, არც ქარი, არც ბუნების რაიმე სხვა მოვლენა მოსალოდნელი არ გახლდათ. სასიამოვნო დარი იდგა, მხოლოდ გამოდი გარეთ და ისიამოვნე ბუნების ამ შესანიშნავი საჩუქრით. აეროპორტის შესასვლელთან ტაქსი გაჩერდა. - ცოტა ჩქარა, ზოი, უკვე გვაგვიანდება - მიმართა ხანში შესულმა მამაკაცმა მაკიაჟით ზომაზე მეტად გათხიპნულ ქალს. - ოო, მაცალე გადმოვიდე, ნუ მაჩქარებ. თვითმფრინავი უშენოდ არ გაფრინდება, რობერტ. - რომ გაფრინდეს? - გაიღიმა კაცმა. - ერთი გაბედონ. ისეთ ამბავს დავაწევ, სულ დავაკარგინებ ფრენის ხალისს - ძლივს გადმობობღდა ქალი მანქანიდან, მიუხედევად იმისა, რომ კაცი ეხმარებოდა. - კი, შენ კი დააწევ, ზოი, როგორ არა. მაგრამ მოდი მაინც ნუ დავაგვიანებთ, ცოტა დაუჩქარე. რეგისტრაციის დახლთან მომღიმარე ახლაგაზრდა გოგონა დახვდათ. - მობრძანდით, ბატონო პროფესორო. მისის ზელერ - თავი დაუკრა ქალსაც - ყველა მგზავრი თითქმის ადგილზეა, თქვენ გელოდებიან. - დაგველოდებიან, აბა რას იზამენ, სად წავლენ უჩვენოდ? - აბუზღუნდა ისევ პროფესორის მეუღლე. *** ახალგაზრდა მამაკაცი პირველი კლასის სალონში თავის ადგილს ეძებდა. უცებ, თვალები გაუნათდა: - მომიტევეთ, თქვენ მოსამართლე ჯეფრი ჯოუნსი არ ბრძანდებით? - მიმართა მეზობელ სკამზე მოთავსებულ 50 წელს ოდნავ გადაცილებულ მამაკაცს. - დიახ, გახლავართ. თქვენ საიდან მიცნობთ? - ოოო, ბატონო ჯოუნს, თქვენ ვინ არ გიცნობთ, მითუმეტეს იურიდულ წრეებში?! ჩემმა დამ, ემილიმ, ეხლახანს დააამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. თქვენი საქმეები არაერთხელ განხილულა მის ლექციებზე და სულ აღტაცებით მიყვება ხოლმე მათ შესახებ, როგორც სანიმუშოდ წარმართულ საქმეებზე. მარკუს გალიანო, ჩემო ბატონო - და მხურვალედ ჩამოართვა მოსამართლეს ხელი - ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია თქვენი გაცნობა. - თქვენს მიერ წარმართული საქმეები, მისტერ ჯოუნს, უნიკალურია - ადგილს იკავებდა კაცი და თან ლაპარაკს აგრძელებდა - ნილსონების საქმე, ეს საოცრება იყო. რა შეუდარებელი ვირტუოზობით წარმართეთ ეს პროცესი, სერ, როგორ დაადგინეთ ჭეშმარიტება, ეხლაც გაოგნებული ვარ, როგორ დაიჭირეთ ყოველი დეტალი. პატარა კოლუმბიელი ბიჭის საქმე, ქალბატონ უაითის საქმე და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. - მადლობა, მადლობა, მეგობარო - ოდნავ სიმორცხვემ გადაჰკრა მოსამართლეს სახეზე - ეს ჩემი მეუღლე კლარისა გახლავთ, გაიცანით. - მისის ჯოუნს - თავი დაუკრა მარკუსმა და ხელზე ეამბორა. - ქალმაც საპასუხო თავაზიანობით უპასუხა. - კარგი, თავს აღარ შეგაწყენთ, მომიტევეთ. ისედაც დიდი გზა გვაქვს წინ და თუ თქვენი ნება იქნება, საუბრის საშუალებაც გვექნება. - კი, რატომაც არა, გაუღიმა მოსამართლემ იძულებული თავაზიანობით. ამ დროს პირველი კლასის სალონში კარდინალი შემოვიდა და მალე თავისი ადგილი დაიკავა. - ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ არ მიყვარს ეს შორი ფრენები, ჩაილაპარაკა კარდინალმა. რა გაძლებს 13 საათი?! - თქვენ რაღამ გაიძულათ ამხელა გზაზე გეფრინათ, თქვენო აღმატებულებავ? თუ არ ვიცი, როგორ მოგმართოთ, სერ, მიმართა მარკუსმა ახალმოსულს. - რომ არ მჭირდებიდეს ხომ არ გავფრინდებოდი, შვილო ჩემო?! - უკმაყოფილოდ უპასუხა კარდინალმა. - მისტერ რუსსო, თქვენც აქ ხართ? - წამოიყვირა მარკუსმა და ცნობილ რეჟისორს მივარდა . შემდეგ მის გვერდით ჰოლივუდის ვარსკვლავი დაინახა და ეხლა მას ეცა. - ჯეინ? თქვენც? - სიხარულს ვერ მალავდა იტალიელი, კინოს ცნობილი ვარსკვლავის ასე ახლოს დანახვით ბედნიერი და სახეგაბრწყინებული. - როგორ მიყვარს თქვენი ფილმები...რომ იცოდეთ, თქვენი როგორი თაყვანისმცემელი ვარ. შეუდარებელი ხართ. - დიდი მადლობა, მეგობარო - მოუტრიალდა რეჟისორი - ოღონდ ეხლა თუ ნებას მოგვცემთ, ჩვენს ადგილებს დავიკავებთ. - კი, როგორ არა, მომიტევეთ. უბრალოდ, თავი ვეღარ შევიკავე. - არა უშავს, ხდება ხოლმე, თქვენ პირველი არ ხართ - გაუღიმა ჯეინმა და სავარძელზე მოხერხებულად მოთავსდა. მარკუსმა მალე მსოფლიოში სახელგანთქმულ პოპვარსკვლავს მოჰკრა თვალი და ეხლა მისკენ გავარდა. - მის ჯულიანა, მოვკვდები ერთი ფოტო რომ არ გადავიღო თქვენთან. ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს. გთხოვთ, მომიტევოთ - ტელეფონი ნებართვის მიღებამდე გაამზადა იტალიელმა. ჯულიანამ ნაძალადევად გაუღიმა და იტალიელთან ერთად ფოტოსურათი გადაიღო. - ეს კაი მომაბეზრებელი ვინმე იქნება - გადაულაპარაკა კლარისამ მეუღლეს - ეტყობა ბევრი ლაპარაკი უყვარს. - ხო, ალბათ. იტალიელია, ეტყობა, და ხომ იცი მაგათი ამბავი. ისე კი გულღია და თბილი ხალხია. ლაპარაკი უყვართ, რას იზამ. - შენ მაინც მოერიდე, თორემ მთელი გზა არ დაგასვენებს. - ვეცდები, ძირფასო. კაი, შენ მაგაზე ნუ ღელავ - დაამშვიდა მოსამართლემ თავისი მეუღლე. *** საერთო სალონში ყველაზე პირველი ინვალიდის სავარძელი შემოაგორეს, რომელზეც ავადმყოფი ბავშვი იჯდა. ფრთხილად გადასვეს მის კუთვნილ სკამზე და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს სხვა მგზავრებს ადგილების დაკავების საშუალება. მგზავრები ნელ-ნელა იკავებდნენ თავიანთ ადგილებს. მალე სალონში ცნობილი კალათბურთელები სმითი და ბურდული შემოვიდნენ თანხმლებ მანდილოსნებთან ერთად. მგზავრები მათ ტაშით შეეგებნენ. ისინი ხომ ყველასთვის საყვარელი კალათბურთელები იყვნენ. რა სასიამოვნი და გულისამაჩუყებელი სანახობა გალდათ, თითქოს თეტრში ხდებოდა ეს ყველაფერი. კალათბურთელებმა მხურვალე საჰაერო კოცნით დააჯილდოვეს ყველანი და თავიანთი ადგილები დაიკავეს. რა თქმა უნდა, გამოჩდნენ ავტოგრაფის მსურველები, მაგრამ კალათბურთელების თხოვნით ეს პროცედურები ცოტა მოგვიანებით, აფრენის შემდეგ დაგეგმეს. სალონში მგზავრები თავიანთ ბარგს ალაგებდნენ და ადგილებს იკავებდნენ. *** ბოინგ-777 ასაფრენად ემზადებოდა. კაპიტანმა ქრის მელოუნმა კიდევ ერთხელ შეამოწმა მოწყობილობები, მეორე პილოტთან ერთად საგულდაგულოდ გადაამოწმა ყოველი დეტალი და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, სავარძელზე თავისუფლად გადაწვა და აფრენის მოლოდინში ჩაფიქრდა ქრისი 37 წლის გახლდათ. კაპიტნის რანგში დღეს მისი პირველი რეისი სრულდებოდა. მანამდე 12 წელი მეორე პილოტად იფრინა შტატების შიდა რეისებზე. და აი, ეხლა, დაუდგა ნანატრი დღე. არა მარტო ხომალდის კაპიტნად დანიშნეს, არამედ საერთაშორისო რეისზეც დასვეს. რეისი კი გახლდათ ნიუ-იორკი - დუბაი. ეკიპაჟიც ახალი გახლდათ მისთვის. გაფრენიდან სულ რამდენიმე წუთის წინ გაიცნო მისი წევრები. ეკიპაჟი მისი ჩათლით სულ ხუთი ადამიანისგან შედგებოდა. მეორე პილოტი და სამი ბორტგამცილებელი ყავდა. რა თქმა უნდა, ეკიპაჟის ასეთი სიმცირე ქრისს ძალიან უკვირდა, არც ბორტინჟინერი ყავდათ, მაგრამ ამაზე ეხლა ხმას როგორ ამოიღებდა. ასე თუ ისე, მაინც საკმარისი გახლდათ და რა უფლება ჰქონდა, რაიმე უკმაყოფილება გამოეხატა?! - აბა, დიო, მზად ხართ გაფრენისათვის? გადაულაპარაკა კაპიტანმა მეორე პილოტს. - მზად ვარ კაპიტანო, რა თქმა უნდა. ოღონდ დიო არა, დია, მომიტევეთ. - კარგი, მეგობარო, იყოს დია, არაა პრობლემა. ეტყობა გაცნობისას მე ვერ გავიგე კარგად. - ეგ არაფერი, კაპიტანო, იმედია კიდევ ბევრჯერ ვიფრენთ ერთად. - მეც ასე ვფიქრობ. - ლუს - გასძახა კაპიტანმა სტიუარდესას, ყველა მგზავრი ამოვიდა? უკვე დროა მიწას აფრენის ნებართვა ვთხოვო. - თითქმის, კაპიტანო, მხოლოდ ორი მგზავრი დარჩა და როგორც გადმომცეს, ისინიც უკვე გზაში არიან და მალე ჩაჯდებიან. უნდა დაველოდოთ, პროფესერი ზელერი და მისი მეუღლე გახლავთ. პროფესორი ალბათ გეცოდინებათ, ძალიან დიდი და სახელმოხვეჭილი პიროვნებაა. - კი, როგორ არა, პროფესორი ზელერი ვინ არ იცის?! გაფრთხილებულიც კი ვარ, რომ ის ბორტზე იქნება და მთხოვეს, მაქსიმალურად ყურადღებიანი ვიყოთ მის მიმართ. გავიგე ცოტა ანჩხლი ცოლი ყავსო და... - კი, კი, ეგრეა, კაპიტანო, მართალს ბრძანებთ. სულ თან დაყვება და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. როცა ტელევიზიის ეკრანზე ვხედავ ხოლმე, არ აცლის ლაპარაკს და სულ მის მაგივრად ლაპარაკობს. მე მგონი, მას მეტი ყურადღება სჭირდება, თორემ საყვედურებით აგვიკლებს - ოდნავ სარკასტული ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე სტიუარდესას. - კარგი აბა, ლუს. თქვენი იმედი მაქვს. იმედია არ მისცემთ ბუზღუნის საბაბს. - მარტო მაგას ვინ ჩივის, კაპიტანო, ამ რეისით უამრავი ცნობილი პიროვნება მიემგზავრება. თითქოს ეხლა მოუნდაო ყველას დუბაიში დასვენება? - ხოო, კიდევ ვინ, მე რომ არ ვიცი? მარტო პროფესორზე გამაფრთხილეს. - კალათბურთი გიყვართ, კაპიტანო? - რა თქმა უნდა. არის ვინმე ამერიკაში კალათბურთი არ უყვარდეს? - გაიკვირვა კაპიტანმა და ლუსს თბილად გაუღიმა - ხოდა, „Red Stars“-ის მოთამაშეები, სმითი და ბურდული არიან ხომალდზე. - რას ამბობ? - თვალები გაუბრწყინდა კაპიტანს? ჯონსონიც? -არა, კაპიტანო, მარტო ეს ორი და ორი ლამაზი გოგონა ახლავთ თან. ალბათ მათი „გელფრენდები“ თუ არიან. თუმცა ერთი სმითს ჰგავს ძალიან, შესაძლოა მისი დაც იყოს. ეტყობა დასასვენებლად მიდიან. - ვოუ, აი, ბედი თუ გინდა. ჩემი პირველი კაპიტნობის რეისზე რა ხალხი შემხვდა. არის კიდევ ვინმე, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება? - დიახ, კაპიტანო. მოსამართლე ჯეფრი ჯოუნსი. გეცოდინებათ ალბათ. ძალიან ცნობილი მოსამართლეა, ნილსონების საქმე ხომ გახსოვთ? - კი, როგორ არა, ძალიან გახმაურებული საქმე იყო. მარტო ამერიკა კი არა მთელი მსოფლიო შეძრა...და რა გენიალურად დაადგინა სიმართლე, წარმოუდგენელი პროცესი ჩაატარა. - დიახ, მართალს ბრძანებთ...და არა მარტო ეგ საქმე, საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული მოსამართლეა მსოფლიოში. მასეთი პროცესი ბევრი აქვს ჩატარებული, უბრალოდ ეს მხოლოდ იურიდიულ წრეებშია ცნობილი. არცერთ საქმეში არ შემცდარა - როცა გგონია რომ ყველაფერი ნათელია, ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს და ისეთ დეტალებში პოულობს ხოლმე სიმართლეს, გაოცებული დარჩები ადამიანი. - კარგი, ლუს, გასაგებია. არ ვიცოდი ამდენი. - კიდევ კარდინალი პედრო სანჩესი გახლავთ ბორტზე, კაპიტანო. კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მასზეც გექნებათ გაგონილი. ლამის რომის პაპი გახდა სულ ახლახანს, ცოტა დააკლდა. ისე ყველას ეგონა, რომ ეგ გახდებოდა. - კი, როგორ არა. გასაოცარია პირდაპირ, კარდინალს რაღა უნდა დუბაიში, ნეტა გამაგებინა. - რა გითხრათ აბა, კაპიტანო. იქნებ საქმეზე მიდის, იქნებ დასასვენებლად? რეჟისორი კლარკ რუსსო თუ მიემგზავრება, ასევე ჯულიანა, ჯეინ გარეტი, უილიამ სპარსკი, კარდინალი რა გასაკვირია? - მართლა? ეგენიც აქ არიან? - დიახ კაპიტანო, და კიდევ ბევრი სხვა, მაგრამ ეხლა აღარ დაგღლით, გაუღიმა ლუსმა კაპიტანს. - კი, მაგრამ, თქვენ ამდენი საიდან იცით?- მიმართა გაკვირვებულმა კაპიტანმა ოდნავი ღიმილით. - სია მაქვს ნანახი, კაპიტანო. მაგრამ ამაზე მეტიც ვიცი, თუმცა ჯერჯერობით ეს პატარა საიდუმლოა - ღიმილი დაუბრუნა სტიუარდესამ - მალე ყველაფრეს გაიგებთ. - კარგი, გასაგებია. თქვენი იმედი მაქვს ლუს, სხვებსაც გადაეცით. ჩემი განსაკუთრებული თხოვნაა, მაქსიმალური ყურადღებით მოეპყარით ყველა მგზავრს, არა მარტო მაგათ. დაე, სანიმუში იყოს ჩვენი ეკიპაჟის მომსახურება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს თქვენ უჩემოდაც გახასიათებთ და იმედია შეურაცხყოფად არ მიიღებთ. - რა თქმა უნდა, არა, კაპიტანო. არ იღელვოთ - თბილად გაუღიმა ლუსმა კაპიტანს- ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. - დარწმუნებული ვარ ამაში. მადლობა. ამასობაში პროფესორმაც მიაღწია თითმფრინავის სალონს. მისი ცოლის ჯუჯღუნი ისე ისმოდა, ყველამ გაიგო მათი შემობრძანება. - არ უვარგათ მომსახურება, არაფრად არ უვარგათ. რატომ უნდა მოვრბოდეთ რეისზე ჩქარა-ჩქარა? რა უბედურებაა, სად ვართ, აფრიკის ჯუნგლებში? - ბუზღუნებდა ქალი. რატომ არ აწერია ადგილებს წესიერად, სად ვეძებო ეხლა ჩემი ადგილი? აგრძელებდა ბურტყუნს ქალი. - კარგი, ზოი, ძვირფასო, დაწყნარდი, ამშვიდებდა პროფესორი - დაგვიანება ჩვენი ბრალია და სავარძლებსაც კარგად აწერიათ ნომრები. რა არის აქ საწუწუნო? გთხოვ, ეხლა მაინც ნუ იბუზღუნებ ამდენ ხახლში. - ნუ იბუზღუნებ, ნუ იბუზღუნებ - გამოაჯავრა ქალმა, ნუ მომცემენ საბუზღუნოს და არ ვიბუზღუნებ. ათასჯერ შემამოწმეს, სანამ აქ მოვიდოდით. რით ვეღარ გიცნეს საკუთარ ქვეყანაში? მსოფლიო გიცნობს. რად უნდა ამდენი შემოწმება? ხომ დაგინახეს და გიცნეს არა? არა, მაინც ასჯერ უნდა შეგიმოწმონ პასპორტი. რა არ სჯერათ, ფანტომასი ხომ არ ხარ? - კაი ეხლა, ზოი, ფანტომასი რა შუაშია? წესი წესია. ჩემზე ხომ არ დაუშვებენ გამონაკლისს? ნუ ეძებ ხოლმე სულ ჩხუბის მიზეზს. იმ მებაჟესაც რა ამბავი აუტეხე, გადარიე კაცი. ელექტრო კარებში რატომ მატარებო - ეჩხუბე მაგის გამო. წესებს იცავდა, თვითონ ხომ არ მოუგონია? დაწყნარდი ეხლა, გეყოფა. - წესები არ ვიცი მე, არ ცხრებოდა ქალი. ადამიანის ამდენი შემოწმება დამამცირებელია. მითუმეტეს, როცა ხედავ, ვინ დგას შენს წინ. მგზავრების ცოტა მეტი პატივისცემაა საჭირო, პატიმრები ხომ არ ვართ? - ეს ბავშვი კიდევ პირველი კლასით მგზავრობდეს, არ ჯობია? - არ ცხრებოდა ქალი და ინვალიდ ბავშვზე ცდილობდა ბრაზის გადატანას - ან საერთოდ რა უნდა დუბაიში, ვერ დაატევენ სახლში? - კაი ეხლა ზოი, ნუ იცი ხოლმე შენ ყველაფრის გაკრიტიკება. ყველას კი არა აქვს პირველი კლასით მგზავრობის საშულება. ჩვენც ასე არ ვართ? - ასე ვართ შენი სიწუწკის გამო, თორემ ჩემნაირი ქალი არ უნდა მგზავრობდეს საერთო სალონით. ვაი, ჩემს უტვინი თავს, შენ რომ შემოგწირე ჩემი სიცოცხლე. მე რომ არ გყავდე გვერდით რა გეშველებოდა ნეტავ? ამ ბავშვს პატრონი რომ ყავდეს, არ იჯდებოდა ეხლა აქ საცოდავად. - ხომ ხედავ დედაც მიყვება თან, რატომ არ უნდა იმგზავროს თუ საჭიროა? რა იცი, რატომ მიემგზავრებიან და რა გაჭირვებამ გადააწყვეტინა, შენ ხომ არ იცი? - რა ცოდნა უნდა მაგას, თვალები არ მაქვს?! ეგეთი ინვალიდები სახლში ინდა იჯდნენ და არ აწუხებდნენ ხალხს თავისი მდგომარეობით. - ეგ უკვე აღარ გეკადრება, ზოი, ცოტა ადამიანურობაც გამოიჩინე - შეწუხდა პროფესორი - მე ხომ სულ მკბენ და ამ საწყალ ბავშვს რაღას ერჩი? - კაი ეხლა, ნუ გამომიხვალ ყველაზე მოწყალე დედამიწის ზურგზე. სიმართლეს რომ ვამბობ, იმიტომ ბრაზდები? ისე დაიჭერთ ხოლმე თავს ადამიანები, თითქოს ძალიან წუხდეთ სხვის ბედზე. არ მოგბეზრდათ ამდენი თვალთმაქცობა? - რას ამბობ, ზოი, შენ ადამიანების სიკეთის და კეთილმოწყალების არ გჯერა? - კაი ერთი, თუ კაცი ხარ - სახე დაემანჭა ქალს. როგორც იქნა, ყველა მგზავრმა თავისი ადგილი დაიკავა და თვითმფრინავის ძრავებიც ჩაირთო. - აბა, მშვიდობიანი მგზავრობა, კაპიტანო, თქვენს პირველ მნიშვნელოვან რეისში! - წარმატება უსურვა კაპიტანს თანაშემწემ. - დიდი მადლობა, დია. აბა, წარმატებული ფრენა! ნებართვა აღებულია, დავიძარით. ბოინგი ნელ-ნელა ჰაერში აიჭრა და რამდენიმე წუთში ვერტიკალური მდგომარეობა დაიკავა. რეისი ნიუ-იორკი-დუბაი საჰაერო ტრასაზე განთავსდა. *** აფრენიდან სულ თხუთმეტიოდე წუთი იქნებოდა გასული, როდესაც კაპიტანმა საკონტროლო პანელზე არასასიამოვნო სიგნალები შენიშნა. მონიტორზე ჯერ ერთი ძრავი გაითიშა, შემდეგ მეორე, მერე ყველა ნათურა წითლად აინთო. ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა, ასეთი რამ წარმოუდგენელი გახლდათ. როგორ შეიძლებოდა, ერთბაშად ყველაფერი მწყობრიდან გამოსულიყო? ბოლოს კი ყოველგვარი სიგნალი საერთოდ გაქრა. კაპიტანი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაციას ეცა და დედამიწა გამოიძახა, თუმცა ამაოდ - არც რაცია მუშაობდა. - რა ხდება, დია, ვერაფერი გამიგია - უკვე საშინლად ღელავდა კაპიტანი და სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა - მირჩიეთ რამე, ეს რა ხდება? - დაწყნარდით კაპიტანო, ყველაფერი მოგვარდება - სიმშვიდე სუფევდა მეორე პილოტის სახეზე, თითქოს საერთოდ არ ადარდებდა, რაც ხდებოდა. - თქვენ რა, ხუმრობთ? ყველაფერი მწყრობრიდანაა გამოსული. ასეთი რამ როგორ შეიძლება ხდებოდეს? ვერ გავიგე, ბერმუდის სამკუთხედში ვართ? - ნელნელა ფერი ეცვლებოდა კაპიტანს. - არა კაპიტანო, ბერმუდის სამკუთხედში არ ვართ, ხომ ხედავთ, ყველაფერი მუშაობს, ყველა ძრავი წესრიგშია, ელექტრომომარაგება არ შეწყვეტილა, სხვაც ყველაფერი მუშაობს. ნუ მიაქცევთ პანელს ყურადღებას. ავტო პილოტი ჩართულია და თვითმფრინავს თქვენი დახმარება არ სჭირდება. მოდუნდით და დაისვენეთ. - თქვენ რა, მაშაყირებთ? - წონასწორობა დაკარგა კაპიტანმა - წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, საკონტროლო პანელს ამოუხსნელი მოვლენები ემართება, რა გველის არავინ იცის, რაცია გათიშულია და თქვენ მეუბნებით, რომ მშვიდად ვიყო? - დიახ კაპიტანო, მშვიდად უნდა იყოთ, რამეთუ თვითმფრინავს არაფერი ემუქრება, ჯერჯერობით მაინც. ამის პირობას მე გაძლევთ. - რა პირობას მაძლევთ, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? მე, ხომალდის კაპიტანმა, არ ვიცი რა ხდება და თქვენი მოცემული პირობის იმედზე ვიყო? - დამშვიდდით და ნუ ღელავთ, მალე ყველაფერს გაიგებთ. წამობრძანდით მგზავრების სალონში და ყველაფერს აგიხსნით - ტონი გაამკაცრა თანაშემწემ. კაპიტანმა შეწინაღმდეგება დააპირა და წამოდგომა სცადა, მაგრამ თანაშემწის ერთი შეხედვა საკმარისი გახლდათ, რომ მოცელილივით დაცემულიყო ისევ თავის ადგილას. - ნუ მაიძულებთ, რომ ძალა გამოვიყენო, კაპიტანო - მიმართა ისევ თანაშემწემ. ხომ დაინახეთ, მხოლოდ უბრალო მზერით რა გიქენით? მერწმუნეთ, ბევრად მეტი შემიძლია. ამიტომ, ნუღა მეკამათებით, ადექით და მგზავრების სალონში წამობრძანდით. იქ ყველაფერს აგიხსნით. - გაფითრებული და შიშისგან აკანკალებული კაპიტანი ნელ-ნელა სალონისკენ წალასლასდა. თითქოს მოაჯადოვესო, ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა, ძალაც გამოლეოდა და ძლივს მიაღწია მგზავრების სალონამდე. იქ კი მოცელილივით დაეშვა პირველივე თავისუფალ სავარძელზე. - თანაშემწემ პირველი კლასის მგზავრებიც საერთო სალონში შეყარა და თავისფალ სკამებზე დასხდომა უბრძანა. - რაშია საქმე, თქვენ რა სულ გაგიჟდით? მე თქვენ გიჩივლებთ და ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, სულ დაგაკარგვინებთ სამსახურს - აყვირდა ზოი, პროფესორის ანჩხლი მეუღლე. - ქალბატონო, სავარაუდოდ პირველი კლასის სალონში ბომბია დამალული და თუ ეს თქვენ არ გადარდებთ, შეგიძლიათ დარჩეთ - ღიმილით მიუგო მეორე პილოტმა კაპას ქალს. ქალბატონი ზელერი ისეთი სისწრაფით წამოხტა და გავარდა საერთო სალონისაკენ, აღარც ქმარი ახსოვდა და აღარც წინ მიმავალი სხვა მგზავრები. ლამის ყველას გადაახტა თავზე და პირველი შევარდა საერთო სალონში. იქ თავისთვის მოხერხებული ადგილი მიითვისა და ერთი პროფესორსაც კი შეუნახა, თავის გვერდით. როდესაც ყველანი დალაგდნენ და თანაშემწემ, ასე თუ ისე, ყველანი დაამშვიდა, ის და სამი სტიუარდესა სალონის თავში დადგნენ და მეორე პილოტმა, ისე ხმამაღლა, რაციაც რომ არ დასჭირვებია, გამოაცხადა: - ძვირფასო მგზავრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ თვითმფრინავი ჩვენს ხელშია, აი, ამ ოთხი არსების, ვისაც თქვენ ეხლა ხედავთ. მინდა დაგამშვიდოთ, რომ თვითმფრინავი გატაცებული არ გახლავთ. ის მხოლოდ დროებით გახლავთ ოკუპირებული თქვენთვის ეგრეთ წოდებული უცხოპლანეტელების მიერ. სალონში ხმაური ატყდა - კი, მაგრამ, ეს ხუმრობაა? არც შობის დღესასწულია თითქოს და არც რამე სხვა. რა ხდება, გვეთამაშებით? - სცადა ენაკვიმატობა ერთ-ერთმა მგზავრმა. - დაწყნარდით, დაწყნარდით - დამშვიდება დაუწყო თანაშემწემ - ყველაფერს აგიხსნით. - დავუშვათ და დაგიჯერეთ ეგ სისულელე, სად არიან უცხოპლანეტელები? - უცხოპლანეტელები ჩვენ ვართ, ვინც ვდგავართ თქვენს წინაშე. - მე თქვენ გაგაუცხოპლანეტელებთ - წამოხდა ნიგერიელი ზორბა ფერადკანიანი მამაკაცი და სალონის თავისკენ გაემართა იმ განზრახვით, რომ ცხვირ-პირს დაუჟეჟავდა ამ უხეირო მასხარას, რომელსაც იარაღიც კი არ ეჭირა ხელში და მთელი თვითმფრინავის დაპყრობას აპირებდა. ერთ-ერთმა სტიუარდესამ ხელი მათკენ მომავალი აგრესიული მგზავრისკენ გაიშვირა. შემდეგ უცებ ელვასავით ინათა, ზორბა აფრიკელს დაეტაკა და რამდენიმე მეტრით უკან ისე მოისროლა, თითქოს დიდი ტრაილერი დაჯახებოდეს. აფრიკელი მოცელილივით დაეცა თავის სკამთან და გონება დაკარგა. - მადლობა, ოლუ - ღიმილით გადახედა მთავარმა სტიუარდესას. შემდეგ ისევ მგზავრებს მიმართა: - ბატონები და ქალბატონებო, როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ, უზომოდ თავაზიანად გეპყრობით და არ მიმიცია თავისთვის თქვენთვის რაიმე შეურაცხყოფის მოყენების უფლება. მაგრამ, დამერწმუნეთ, თუ კიდევ შეეცდებით წინააღმდეგობის გაწევას ან შებრძოლებას, ისეთ დარტყმას მიიღებთ, თქვენ რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ; თუ საჭირო იქნება, ფატალური შედეგითაც კი. ამის სულ პატარა მაგალითი ჩემმა კოლეგამ უკვე გაჩვენათ. ამიტომ, სჯობს თქვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ და ჩვენი ყოველი მოთხოვნა უყოყმანოდ შეასრულოთ. ასეთ შემთხვევაში, პირობას გაძლევთ, რომ არაფერი გემუქრებათ. ეს ზედმეტად აქტირური მამაკაცი კი მალე მოვა გონს, არ იდარდოთ მასზე. ჩვენ გამოგზავნილები ვართ, რათა პატარა ექპერიმენტი ჩავატაროთ ადამიანებში. რამდენად კარგები ან ცუდები არიან ისინი. კარგად მოგეხსენებათ, როგორი გლობალური კატაკლიზმების წინაშე დგას დედამიწა. საკითხი დგას მის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ჩვენ, სხვა პლანეტელები ვწუხვართ ამაზე, რამეთუ დედამიწის დაღუპვა იმოქმედებს ყველაზე. თქვენ არც კი იცით, რომ დედამიწის მდგომარეობა დამოკიდებულია თქვენს თვისებებზე, ქცევებზე, აზრებზე, მოქმედებებზე და ა.შ. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, იმაზე თუ რამდენად კეთილები ან ბოროტები ხართ ადამიანები. თუ ბოროტებამ გადაძლია, დედამიწა მალე დაიღუპება. ჩვენ კი ვცდილობთ გავერკვეთ ყველაფერში და ვცადოთ თქვენი გადარჩენა. ამისთვის მადლობასაც კი უნდა გვიხდიდეთ, მთელი სიცხადით რომ გესმოდეთ, რა ხდება გლობალური მასშტაბით. - და მერე ჩვენ რას გვერჩით? რაღა ჩვენ მოგვადექით, დედამიწაზე ადამიანები ვერ ნახეთ? ერთი სული მაქვს როდის ჩავფრინდები, ავადმყოფი დედა მელოდება, თქვენი ექპერინეტების მსხვერპლი რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ? - მიმართა ერთ-ერთმა არაბმა მგზავრმა გამტაცებლებს. - რა მერკანტილიზმი და ეგოიზმია. გრცხვენოდეთ. რაზე გესაუბრებოდით ეხლახანს? თქვენი დედა კიდევ 9 წელიწადს, 7 თვეს დ 12 დღეს იცოცხლებს. ასე, რომ შეგიძლიათ დაწყნარდეთ. - ქალს გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა - თქვენ რა, წინასწარმეტყველებიც ხართ? ასე დაწვრილებით იცით ყველაფერი? - დიახ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. ყოველი თქვენგანის განვლილი და მომავალი ცხოვრებაც. ყოველი დეტალი, ყოველი ნამოქმედარი, ყოველი ფიქრი. - მაშ, თუ ამდენი იცით, რაღა გამოკვლევებს ატარებთ ჩვენზე? - ამას მოგვიანებით გაიგებთ. ჯერ რაც საჭიროა, იმას აგიხსნით. პირველ რიგში ჩვენ თავს გაგაცნობთ. ჩემი სახელია დია. ოლუ უკვე ნახეთ საქმეში. ჩემს მარჯვნივ ებოა, მარცხნივ კი ლუს-ი გახლავთ, ჩვენი გუნდის მეოთხე წევრი. ლუს და არა ლუსი, არ აგერიოთ. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ ჩვენი სახელები. მთავარი წესი: უნებართვოდ არაფრის გაკეთების უფლება არ გაქვთ, საერთოდ არაფრის. საკმარისია ერთ-ერთი ჩვენგანის სახელი გაიფიქროთ და ის თქვენთან გაჩნდება. ხმამაღლა დაძახება ან ელექტროღილაკით გამოძახება არ არის საჭირო. ყოველგვარი ელექტრონული მოწყობილობები გათიშულია, ამიტომ ვერც ტაბლეტებით, ვერც ტელეფონებით და ვერც პერსონალური კომპიუტერებით ვერავის დაუკავშირდებით. ასე რომ არც ეცადოთ. თუ შეამჩნიეთ, თქვენი საათებიც კი გაჩერებულია. ყველამ, ვისაც საათი ჰქონდა, ხელზე დაიხედა. ყველა საათი, მართლაც, გაჩერებული გახლდათ. - თუმცა მათი ხმარების საშუალება გეძლევათ, არ გეკრძალებათ. იკიხეთ წიგნები, გაზეთები, უყურეთ ფილმებს, რაც ჩაწერილი გაქვთ. ითამაშეთ თამაშები. მოკლედ, გაერთეთ, მაგრამ კომუნიკაციები, ნურას უკაცრავად. წესი მეორე: ჩვენს ყოველ მოთხოვნას დაუყოვნებლივ და უყოყმანოდ უნდა დაემორჩილოთ. წინააღმდეგ შემთვევაში დაისჯებით. როგორ? ამას სიტუაციის მიხედვით გადავწყვეტთ. უაზრო გამოხტომებს არ გირჩევთ, რადგან ეს არც სასიამოვნოა და ვერც ვერაფერს მიაღწევთ თქვენი პროტესტით. პატარა მაგალითი უკვე ნახეთ უკვე და უარესებსაც იხილავთ, თუ ამისი საჭიროება იქნება. თუ კიდევ ეჭვი გეპარებათ ჩვენს შესაძლებლობებში, გირჩევთ არ გამოსცადოთ. ჩემი ხელის ერთი აქნევით შემიძლია მთელს სალონში შუქი ჩავაქრო. ამის წარმოთქმა იყო და ხელის აქნევის შემდეგ შუქი მართლაც ჩაქრა. გაფიქრებაც საკმარისია რომ შუქი ისევ მოვიყვანოო - და შუქიც დაბრუნდა. მაგრამ ჩვენ აქ ფოკუსების გასაკეთებლად არ ვართ და ჯობია, ნუ გამოცდით ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენი ძალიან, ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. ამიტომ, თქვენს დასამორჩილებლად არანაირი იარაღი არ გვჭირდება. ყოველ თვენგანთან ახლოს და ირგვლივ ჩვენი თანაშემწეები იქნებიანო - ამისი თქმა იყო და ირგვლივ უამრავი მაიმუნის მსგავსი არსება გაჩნდა. ისინი ყველაგან იყვნენ, ყველა მგზავრთან, სალონის წინ და უკან. მომცრო ტანი და გრძელი ხელ-ფეხი შავი ბალნით ჰქონდათ დაფარული. დიდი ბრჭყალები, პატარა წითელი თვალები და თავზე პატარა რქები ჰქონდათ. ჰგავდნენ მაიმუნებს, მაგრამ მაიმუნები არ იყვნენ. საკმაოდ მშვიდად ეჭირათ თავი და გონიერ არსებებს გავდნენ. ერთი ორმა შესაშინებლად ისე დაიღლიალა, რომ თვითმფრინავმა ქანაობა დაიწყო. გამოაჩინეს საშინელი ეშვისმაგვარი კბილებიც. ისე საზარლად გამოიყურებოდნენ, მათთან საქმის დაჭერას, ალბათ, მარტო უგუნური თუ ისურვებდა. თან იმდენი იყვნენ, რომ ადამიანი ვერანაირად მათ გვერდს ვერ აუვლიდა, ძალიანაც რომ მოენდომებინა. მგზავრები შეშინდნენ და მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მომავალში თხრობისას ჩვენ მათ ჭინკებად მოვიხსენიებთ. თვითმფრინავის ბორტზე, ამ დროს, ეკიპაჟის გარდა 332 გმზავრი იმყოფებოდა. ეხლა მათ კაპიტანიც დაემატა და 333 ადამიანი უცხოპლანეტელთა მძევლად იქცა. *** პრეზიდენტთან თათბირი დაინიშნა. ქვეყნის ყველა მაღალჩინოსანი თეთრ სახლში გახლდათ დაბარებული. საქმე ეხებოდა საერთაშორისო სამგზავრო რეისის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებას. ასევე მოწვეული გახლდათ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში ბატონი ქარიმ ალ-საიდი, რამეთუ რეისი სრულდებოდა ნიუ-იორკიდან დუბაიში. პრეზიდენტს ფეხზე ადგომით შეეგებნენ. - დასხედით ბატონებო - ხელით ანიშნა პრეზიდენტმა და თავადაც დაიკავა თავისი ადგილი. - ვგონებ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რისთვისაც მოგიწვიეთ ასეთ საგანგებო შეხვედრაზე - დაიწყო პრეზიდენტმა. - პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. მესმის, რომ ყველანი ძალიან დაკავებული ბრძანდებით, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს ჩვენს დაუყოვნებლივ ჩარევას. გენერალო - მიმართა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს - მოგვახსენეთ მდგომარება. - გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო - გააგრძელა სიტყვა გენერალმა მაიკლ რიჩარდსმა. - როგორც მოგახსენეთ და უკვე იცით, სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ-777, რეისით ნიუ-იორკი - დუბაი, გაქრა რადარებიდან და მასთან ყოველგვარი კონტაქტი დაიკარგა. მოგეხსენებათ, თანამედროვე ტექიკური საშუალებების პირობებში თვითმფრინავის ასე უგზო-უკვლოდ დაკარგვა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი სამგზავრო ხომალდების(და არა მარტო) მარშრუტებს არაერთი კოსმოსური თანამგზავრი აკონტროლებს. კომუნიკაციური სისტემები ყოველ თვითმფრინავში უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ერთი ან ორიც რომ გამოვიდეს მწყობრიდან, არის დამატებითი სისტემები. კარგი, დავუშვათ, ყველა ერთად გამოვიდა მწყობრიდან, რაც თითქმის გამორიცხულია, ასეთ უნიკალურ შემთხვევაშიც კი კოსმოსურმა თანამგზავრებმა იოლად უნდა დააფიქსირონ ხომალდის ადგილსამყოფელი. ის კი სრულიად გაქრა ყველა სისტემიდან. გაოგნებულები ვართ, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. - რა მოიმოქმედეთ, გენერალო? - ამის შესახებ მოგახსენებთ ჩემი პირველი მოადგილე საგანგებო სიტუაციების დარგში, პოლკოვნიკი რიჩარდ მაკ გეილი. გთხოვთ პოლკოვნიკო. - ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო, მოგესალმებით. მოგახსენებთ, რომ როგორც კი თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობის შეტყობინება მოვიდა, საგანგები სიტუაციების მთავარი შტაბი, ჩემი ხელმძღვანებლობით, მაშინვე ჩაერთო საქმეში. პირველ რიგში, თავად გადავამოწმეთ ინფორმაციის სიზუსტე; შემდეგ მიწაზე მდებარე მოწყობილობების ტექნიკური გამართულობა. შემდგომ ამისა დავუკავშირდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კოსმუსურ თანამგზავრს და სატელიტურ სადგურს. სამწუხაროდ, ვერცერთმა მათგანმა თვითმფრინავის მდგომარეობა ვერ დააფიქსირა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ხომალდი აფრენიდან 16 წუთის შემდეგ გაქრა რადარებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიულად თვითმფრინავი ჯერ კიდევ შეერთებული შტატების ხმელეთზე იმყოფებოდა, დაახლოებით ბოსტონსა და ჰალიფაქსს შორის. ამის მტკიცებულება ძალიან იოლად მოიპოვება ჩანაწერებითაც. როგორც იცით, ყოველი ფრენის მარშრუტი, გავლილი გზა და ყოველი დეტალი, იწერება და ინახება სპეციალურ არქივებში. როდესაც ჩანაწერი გადავამოწმეთ, თვთმფრინავი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაქრა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ხომალდს ოკეანემდე ჯერ არ ჰქონდა მიღწეული და არც უნდა ჰქონოდა. ეხლა, დაახლოებით სამი საათის და 12 წუთის ფრენის შემდეგ - პოლკოვნიკმა საათს დახედა - ის წესით უნდა იყოს ოკეანის თავზე. ჩვენი სამხედრო ბომბდამშენები მუდმივ პატრულირებას აწარმოებენ მთელი ოკეანის გასწვრივ, რეისის მარშრუტის მიხედვით და მეტიც. ძებნაში ჩართულია 100-ზე მეტი საბრძოლო თვიმფრინავი და წყალქვეშა ნავი. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით კვალი არ ჩანს. ამ მომენტისთვის სულ ეს არის, ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო. სამწუხაროდ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ ნებას მომცემთ, მოგახენებთ პირველ რიგში რას მოვიმოქმედებდი. - ბრძანეთ - კარგი იქნება, თუ დავუკავშირდებით ყველა მეგობარ და არამეგობარ ქვეყანას, ვისაც კოსმოსური სადგურები გააჩნია და ვთხოვდი დახმარებას. არ ვიცი, ეს რა შედეგს მოიტანს, ალბათ შანსი ცოტაა, მაგრამ ვგონებ ეს აუცილებელია. იქნებ რომელიმე ქვეყნის კოსმოსურმა თანამგზავრმა დააფიქსირა ლაინერის ადგილმდებარეობა? - თქვენი ვარაუდი, გენერალო? - მიმართა პრეზიდენტმა ისევ სამხედრო მინისტრს. - ბატონო პრეზიდენტო, მე სრულად ვეთანხმები პოლკოვნიკის მოსაზრებას. ჩვენ ეს საკითხი ერთად გავიარეთ და პირადად მეც სხვა ვერავითარ გზას ვერ ვხედავ. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია და თქვენს პირად მონაწილეობას მოითხოვს. რაც შეეხება ვარაუდებს, ხომალდების დაკარგვის ან გაქრობის შემთხვევები ადრეც ყოფილა, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც ასეთი ტექნოლოგიები, რაც დღეს გვაქვს, არ არსებობდა. ჩვენს დროში კი, თუ თვითმფრინავი იკარგება, მის ბოლო მონაცემებს უცებ ვაფიქსირებთ და კატასტროფის ადგილსაც და თვითმფრინავის ნარჩენებსაც ადვილად ვპოულობთ. ყოფილა შემთხვევები, პატარა სამხედრო თვითმფრინავები ჰაერიდან გამქრალან და სხვა დროში აღმოჩენილან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი შემთვევებიც გახლავთ დაფიქსირებული და არა მარტო თვითმფრინავების, საზღვაო ხომალდების და ცალკეული ადამიანებისაც კი. ბერმუდის სამკუთხედის შესახებ კი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. თუმცა ეს ჩვენს შემთვევასათან არავითარ კავშირში არ გახლავთ. - თქვენ გინდათ თქვათ, რომ თვითმფრინავმა სხვა დროში გადაინაცვლა, წარსულში ან მომავალში? - არა, ბატონო პრეზიდენტო, მე პრაგმატიკოსი გახლავართ და ასეთი ზღაპრების არ მჯერა, თუმცა ეს ჯერჯერობით ერთადერთი ვერსიაა, რაც შეიძლება ვიფიქროთ. ასეთი ვარაუდი გამოითქვა და ამიტომ ვალდებული ვარ მოგახსენოთ, თორემ, როგორც ზემოთ გითხარით, პირადად მე ამისი არ მჯერა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ სხვა ლოგიკური ახსნა ჯერჯერობით არ მოიძებნება. მე მინდა ვთქვა, რომ ასეთი რამ ალბათ შესაძლებელია. მე ფანტაზიორი არ ვარ, მაგრამ იმ შემთხვევებმა, რაც უკვე გვაქვს საიდუმლო არქივებში, მომცა ასეთი ვარაუდის დაშვების უფლება, თუმცა ეს ჩემს მრწამსს და სამსახურეობრივ მიდგომებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მაინც არარეალური მგონია. - რას იტყვით რუსეთის მონაწილეობაზე? შესაძლებელია თუ არა, მათ ჰქონდეთ ისეთი იარაღი, რომ თვითმფრინავი უგზო-უკვლოდ გააქრონ? იქნებ ეს მათი ექსპერიმენტია? გენერალი ოდავ შეიშმუშნა. - ბატონო პრეზიდენტო, რამდენადაც ვიცი, ასეთი იარაღი ჯერ არ არსებობს და უახლოეს მომავალში არც იგეგმება. თუმცა, უმჯობესია, ამის შესახებ ჩვენს მეცნიერებს ვკითხოთ. როგორც ვხედავ, აქ იმყოფება აკადემიკოსი დუგლასი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ფიზიკოსი და ის უკეთ მოგვახსენებს ამის შესახებ. - კარგით, მადლობა გენერალო. - ბატონო დუგლას - მიმართა პრეზიდენტმა გამოჩენილ ფიზიკოსს - რას გვეტყვით მოსმენილის შესახებ? მე მაინტერესებს, თეორიულად მაინც, შესაძლებელია თუ არა, აქ რუსების ხელი ერიოს, ან თუნდაც რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის? - ბატონო პრეზიდენტო - ფეხზე წამოდგა მეცნიერი - თანამედროვე მსოფლიოში, დიახაც, იქმნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვული იარაღი, მათ შორის სუპერმძლავრიც, რომელთაც ბევრი რამ შეუძლიათ. ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ დახურულ საიდუმლო თათბირებზე. რაც ღიად შემიძლია ვთქვა, გახლავთ ის, რომ მეცნიერება არ არის ჯერ ისეთ მაღალ დონეზე განვითარებული, რომ თვითმფრინავი უგზო-უკვლოდ გააქროს, ან გაანადგუროს, ან გაიტაცოს, ან თუდაც საკომუნიკაციო და სათვალთვალო სისტემები ასე ერთბაშად გამოიყვანოს მწყობრიდან. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ასეთი რამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ბატონო პრეზიდენტო, თუმცა ეჭვი მეპარება, ამ საქმეში ღმერთის ხელი ერიოს, ან ვინმეს ამხელა უჩინმაჩინის ქუდი შეექმნას. ეშმაკის ნამოქმედარს უფრო წააგავს, ვიდრე ღმერთისა - ოდნავ ირონიული ღიმილით დაასრულა მეცნიერმა. - გასაგებია, ბატონო დუგლას. კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ბრძანდებით, თუმცა არა მგონია ამისი დრო იყოს ეხლა. - ეს ისე, ფიგურალურად ვთქვი, ბატონო პრეზიდენტო. მომიტევეთ! - ბატონო ელჩო - მიმართა პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დესპანს - თქვენი პრეზიდენტი და მთავრობა რას ფიქრობს ყოველივეს ამის შესახებ? მე თქვენ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ საკუთარი ყურით მოისმინოთ ყოველივე და გადასცეთ მის უდიდებულესობას, თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს და მთავრობას. - ყოველივეს სიტვა-სიტყვით გადავცემ, ბატონო პრეზიდენტო- წამოდგა ფეხზე ელჩი. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ზუსტად ისევე ვართ გაოგნებულები, როგორ თქვენ. მოგეხსენებათ, ხომალდზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც იმყოფებიან. 332 მგზავრიდან, 87 ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ამ რეისით სამშობლოში ბრუნდებოდა და, რა თქმა უნდა, ჩვენ უაღრესად ვწუხვართ მათ ბედზე. მეტი არაფრის თქმა ამის შესახებ არ შემიძლია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ თქვენი მთავრობის და პირადად თქვენი იმედი უფრო გვაქვს ამ საქმის გამოძიებაში და მოთმინებით ველოდებით მოვლენების განვითარებას. იმედი გვაქვს, რომ ყოველი უმცირესი დეტალის შესახებ გვაცნობებთ და საქმის კურსში ჩაგვაყენებთ. - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მაგის პირობას გაძლევთ ბატონო ალ-საიდ. - მე კი უფლებამოსილება მაქვს მოგახსენოთ - ბატონო პრეზიდენტო -რომ ჩემი ქვეყნის მთავრობა და პირადად პრეზიდენტი ყოველ ღონეს იხმარენ, რომ თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე ყოველგვარი შესაძლო დახმარება გაგიწიოთ - დაასრულა ელჩმა საუბარი. - დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთავრობას, პირადად პრეზიდენტ ალ-ფარუხს - ბატონო ელჩო. გადაეცით ჩემი გულმხურვალე მოკითხვა. - აუცილებლდ გადავცემ, ბატონო პრეზიდენტო. - ბატონო გენერალო - მიუბრუნდა პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრს - არცერთი წუთით არ შეწყვიტოთ სამძებრო სამუშაოები, ყოველი მიმართულებით გამოიკვლიეთ ხომალდის დაკარგვის შესაძლო ვარიანტები. ამ საქმის კურატორი ინება პირადად ვიცე-პრეზიდენტი ბატონი მეთიუ რობერთსი. მასთან გქონდეთ განუწყვეტელი კავშირი. მოახსნებთ ყოველ დეტალს, ის კი ჩემთან მოიტანს ყველა საჭირო ინფორმაციას. - არის, ბატონო პრეზიდენტო. ყოველივე ზუსტად იქნება შესრულებული. - თქვენ კი, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გთხოვთ, დარჩეთ კრების შემდეგ ჩემთან, რათა ერთობლივად შევიმუშავოთ სხვა ქვეყნების მიმართ საგანგებო მიმართვები. მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, პირველ რიგში. იქნებ მათმა სატელიტურმა სადგურებმა დააფიქსირეს რამე. მართალია, მას ორიოდე საათის წინ ტელეფონით ვესაუბრე, მაგრამ ოფიციალური მიმართვაც იყოს, არაფერი დაშავდება - მიმართა პრეზიდენტმა თავის მოადგილეს. - რა თქმა უნდა ბატონო პრეზიდენტო, სავსებით გეთანხმებით. - ბატონო კალაჰან- მიმართა პრეზიდენტმა უშიშროების სამსახურის უფროსს - როგორ ფიქრობს თქვენი სამსახური, შესაძლებელია თუ არა ეს ყოველივე ჰაკერების საქმე იყოს და თვითმფრინავი განაგრძობდეს ფრენას? - ეს ყოვლად შუძლებელია, ბატონო პრეზიდენტო - უპასუხა ბატონმა კალაჰანმა - მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჰაკერებიც რომ დასვათ ერთად, ამას ვერ მოახერხებდნენ. - რატომ? - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ერთი სისტემა არ გახლავთ. დავუშვათ, ჰაკერებმა რომელიმე სისტემაში შეაღწიეს, ვთქვათ თვითმფრინავთან კომუნიკაციების სისტემაში, მაგრამ ერთდრულად ამდენ ელექტრონულ სისტემაში შეღწევა და ასეთი მანიპულაციების ჩატარება, ყოვლად გამორიცხულია. თანაც კოსმოსური თანამგზავრების სისტემაში შესვლა და იქ რაიმე მონაცემების წაშლა, წარმოუდგენელია...და მეორე, სისტემაზე ყოველი ჰაკერული შეტევა წამებში ფიქსირდება უსაფრთხოების მთავარ პანელზე. ისეთი განგაში ატყდებოდა, ხმა თქვენამდე მოაღწევდა. ასეთი რამ კი არ დაფიქსირებულა. ვერ წარმომიდგენია, რა დონის ჰაკერი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი უჩუმრად გააკეთო. ამას მარტო უცხოპლანეტელები თუ შეძლებენ, ბატონო პრეზიდენტო, მომიტევეთ. - უცხოპლანეტელები. ჰოო, საგულოსხმო ვერსიაა - ორაზროვნად აწია თითი ჰაერში პრეზიდენტმა - აი, კიდევ ერთი ვარიანტი, ბატონო გენერალო, ბატონი დუგლასი კი ამბობდა, მარტო ღმერთს შეუძლიაო. დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელები. ბარემ ისიც მიამატეთ, ცაში ახალი ბერმუდის სამკუთხედი გაიხსნა თქო და ეს საუკეთესო ახსნა იქნება - თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ? სულ გააფრინეთ? - გაცხარდა პრეზიდენტი - თქვენ გინდათ, რომ მე მთელ მსოფლიოს განვუცხადო, რომ თვიმფრინავი დროში მოგზაურობს? თუ უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს თქო? გინდათ რომ მასხარად ამიგდონ? შემდეგ ჩაფიქრებულმა ცოტა გაიარ-გამოიარა კაბინეტში და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მიმართა: - მისის ბრაით, თვითმფრინავი უკვე სამ საათზე მეტია დაკარგულია. მალე პრესაც შეიტყობს და ერთი ამბავი ატყდება. სასწრაფოდ შეიმუშავეთ საგანგები მიმართვა, ტელევიზიით გამოვალ სიტყვით. ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა ვთქვათ რამე. მთავარი აქცენტი იმაზე გააკეთეთ, რომ ლაინერის დაღუპვის არავითარი ნიშანი არ არსებობს და სავარაუდოდ მგზავრები უსაფრთხოდ განაგრძობენ ფრენას. ჯობია ყველაფერი ტექნიკას დავაბრალოთ და დარტყმა ამაზე მივიღოთ, ვიდრე თვთმფრინავის სავარაუდო კატასტროფაზე ატეხონ ყიჟინი. ყველანი თავისუფალი ბრძანდებით ვიცე-პრეზიდენტის გარდა - ბრძანა პრეზიდენტმა და ამით საგანგებო თათბირიც დასრულდა. *** პრეზიდენტი ჯონ ჰარისი და ვიცე-პრეზიდენტი მეთიუ რობერთსი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. ჯერ კიდევ კოლეჯიდან მოდიოდნენ ერთად. პოლიტიკასაც ერთად მოჰკიდეს ხელი. მაღალ საფეხურებსაც მიაღწიეს. როცა ჯონი პრეზიდენტი გახდა, მეთიუ სენატორი გახლდათ და ორივეს გასახარად, სწორედ ის აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად. ოჯახებითაც მეგობრობდნენ და ხშირად თავისუფალ დროსაც ერთად ატარებდნენ. როდესაც მარტო დარჩნენ, პრზიდენტმა მოადგილეს მიმართა. - ბოდიში, მათ, ცოტა გავცხარდი, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. როგორო ფიქრობ, რუსები წამოვლენ კონტაქტზე? - რა გითხრა აბა, ჯონ, არ ვიცი. ეს რომ მათი ნახელავი იყოს, გეტყვიან ამას? თუმცა მაინც აბსურდად მეჩვენება. ასეთი რამ წარმოუდგენელია. თვითმფრინავი ნემსი ხომ არ არის, თივაში ჩაიკარგოს?! ნემსიც რომ იყოს, ჯონ, შემ ხომ იცი, რომ თანამედროვე სათვალთვალო სისტემების გამოყენებით იმ ნემსის პოვნაც კი შეიძლება. აქ კი ამხელა თვითმფრინავი საერთოდ ქრება ყოველგვარი სისტემიდან და კვალსაც არ ტოვებს. არა, ეს სიგიჟეა. მივმართოთ პრეზიდენტ დუგინს, არა მგონია უარი თქვას დახმარებაზე. ასეთ სიტუაციაში რა დროს დაპირისპირება და კინკლაობაა. ჩვენც ხომ დავეხმარეთ, როცა მათ წყალქვეშა ნავს კუბასთან ცეცხლი გაუჩნდა და პირველები გავჩნდით დასახმარებლად. ჩვენ რა გვჭირდება? მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი თანამგზავრები შეამოწმონ და თუ თვითმფრინავის კვალი აღმოაჩინეს, შეგვატყობინონ. ის მაინც ვიცოდეთ, ლაინერმა კატასტროფა განიცადა თუ ჯერ კიდევ ჰაერშია. თან ურთიერთობის დათბობის საბაბიც გვექნება. რას ფიქრობ, ჯონ, მეთანხმები? - კარგი, მათ, მივმართოთ დუგინს. რაც არ უნდა იყოს, სხვა გამოსავალი მაინც არ გვაქვს. - ჯონ, ხომ არ აჯობებდა ჯერ ელჩი გამოგეძახა და მერე მიგემართა რუსების პრეზიდენტისათვის? - არა, არა მგონია ეგ საჭირო იყოს. არ გვაქვს ეხლა ამდენი დრო. შენ ხომ წარმოდგენილი გაქვს, პაპარაცები რა ამბავს ატეხენ, როცა ლაინერის გაქრობის ამბავს შეიტყობენ?! სასწრაფოდ უნდა გამოვიკვლიოთ რამე. თუ რუსებმაც არაფერი იციან, მერე ვიფიქროთ, რა ნაბიჯები გადავდგათ. ხომ იცი, არჩევნები კარსაა მომდგარი და ეხლა სულ არ გვაწყობდა ეს ამბავი. იქნებ მშვიდობით დამთავრდეს ყველაფერი. შემდეგ მეგობრებმა რუსეთის პრეზიდენტთან გასაგზავნი ოფიციალური ფაქსი შეადგინეს და სასწრაფოდ გაატანეს გასაგზავნად. - კარგი აბა, მათ, წადი მიხედე საქმეს და დაუყოვნებლივ მომახსენე ხოლმე ყოველი დეტალი - ხელი მხარზე მოხვია პრეზიდენტმა მეგობარს და დაემშვიდობა. - რა თქმა უნდა, ჯონ, აბა რას ვიზამ?! რუსეთიდან პასუხი მალევე მიიღეს - დაკარგული თვითმფრინავის შესახებ მათაც არაფერი იცოდნენ, თუმცა ყოველნაირ შესაძლო დახმარებას ჰპირდებოდნენ, რამეთუ, როგორც გაირკვა, ლაინერზე რუსეთის ორი მოქალაქეც იმყოფებოდა - ცოლ-ქმარი კაპუსტინები. *** უკვე რამდენიმე საათი იყო, რაც თვითმფრინავი უცხოპლანეტელების ხელში მოექცა, ახალი კი არაფერი ხდებოდა. მგზავრები ცმუკავდნენ, ნერვიულობდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. დედიკო, ჩართე შენი ტაბლეტი და ითამაშე. მადლობა ღმერთს, ამის უფლება მაინც მოგვცეს. არ ინერვიულო არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნება - მიმართა ერთ-ერთმა ქალბატონმა თავის 12 წლის შვილს, რომელიც ცერებრალური დამბლით გახლდათ დაავადებული. მისი ტვინის დიდი ნაწილი გათიშული გახლდათ, რამაც მისი როგორც მეტყველების, ასევე კიდურების ფუნქციონირების საგრძნობი დაზიანება გამოიწვია, მაგრამ რაც დარჩენილი ჰქონდა, საკმაოდ სხარტად აზროვნებდა - ბავშვმა მაშინვე ჩართო ტაბლეტი და რაღაცის წერას შეუდგა. - ქალბატონმა ზელერმა ისევ ვერ მოითმინდა და პრეტენზიების გამოთქმა დაიწყო: - როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაურკვევლობაში, ბოლოს და ბოლოს რა გინდათ ჩვენგან? - ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოითმინეთ ქალბატონო - მიმართა იქვე ახლოს მდგარმა ებომ ქალბატონს. - თქვენ, საერთოდ, ზედმეტად ბევრს ხმაურობთ და ვშიშობ, რაიმე ხათაბალას არ გადაეყაროთ - გაამკაცრა ხმა ებომ. რატომღაც ყველაზე მეტი თქვენ გინდათ. იქნებ გირჩევნიათ, თავით გადაეშვათ თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე? სიამოვნებით მოგიწყობთ ამას წამებში. - არა, გმადლობთ, აქ დავრჩები, მაგრამ ეს გაურკვევლობა ძალიან დამტანჯველია. რა ხდება ხომ უნდა ვიცოდეთ? - მოურბილა ხმას ქალბატონმა ზელერმა. - ზოი, გაჩუმდი, გთხოვ- წაუჯიკა გვერდიდან პროფესორმა. - მოითმინეთ და ყველაფრეს გაიგებთ - უპასუხა კვლავ ებომ. - მოთმინება იქონიეთ ბატონებო და ქალბატონებო - გამოვიდა ისევ დია(როგორც ყველა დარწმუნდა, მთავარი ამ ოთხს შორის) - ვიცით, რომ ნერვიულობთ და განიცდით, მაგრამ ჯერ ერთი, გითხარით, რომ თუ წესებს შეასრულებთ, საფრთხე არ გემუქებათ; და მეორე, მაინც ვერაფერს შეცვლით და ჯობია თავს გაუფრთხილდეთ. თუ რამე მოთხოვნები გექნებათ, მოგვმართეთ. მალე საუზმეს მიიღებთ და შემდეგ გაგაცნობთ ჩვენს გეგმებს. საუზმემ მშვიდობით და სწრაფად ჩაიარა. „ბორტგამცილებლები“ თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ და მგზავრებს ემსახურებოდნენ. მგზავრთა უმეტესობას ჭამის თავი საერთოდ არ ჰქონდა. ზოგი ჩუმად ტიროდა, ზოგი კი გულში ბურტყუნებდა. თუმცა უცხოპლანეტელების და მაიმუნის მსგავსი არსებების შიშით, რომლებიც ყველგან იყვნენ, ხმამაღლა პრეტენზიების გამოთქმას უკვე ვერავინ ბედავდა. არც ჰქონდა ამას აზრი და ეს ყველას კარგად ესმოდა. - 12 წლის ავადმყოფ ბავშვს ძალიან უყვარდა თავსატეხები, რებუსები, მათემატიკური გამოცანები და სხვა. ცოტა ხნის შემდეგ მან დედას ტაბლეტზე დაწერილი ასეთი რამ წააკითხა: DIA, OLU, ABU, LUS - DIA, ABO, OLU, LUS DIA+ABO+OLU+LUS = DIABOLUS - ეს რა არის მარტინ? მიმართა დედამ შვილს? - ეს ამათი სახელებია, დედა, გაჭირვებით წამოსთქვა ბიჭმა. ლაპარკი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ისევე როგორც სიარული და კიდურების მოძრაობა, უჭირდა. - მერე? - DIABOLUS ლათინურად ეშმაკს, სატანას ნიშნავს. ესენი უცხოპლანეტელები არ არიან, დედა, ესენი დემონები არიან, ეშმაკის მოციქულები. ქალს სახე გაუფითრდა. მეზობელ მამაკაც მგზავრს ტაბლეტი აჩვენა და იმედის თვალებით შეაჩერდა, თითქოს მისგან ელისო პასუხს. კაცმა თავიდან ვერაფრი გაიგო, მაგრამ ქალმა შვილის სიტყვები გაუმეორა და მანაც ისეთი სახე მიიღო, თითქოს უკვე ჯოჯოხეთის ცეცხლში გადაეგდოთ. შიშისაგან თავზარდაცემულს ჰგავდა. - ბატონები და ქალბატონებო- დაიწყო ისევ დიამ - მომილოცავს! პატარა ავადმყოფმა ბავშვმა უცებ გაშიფრა ის, რაც ამდენი ხანი ვერ მოახერხეთ სავსებით ჯანსაღმა და სრულ ჭკუაზე მყოფმა ადამიანებმა. - რას გულისხმობთ? - ხმა ამოიღო ისევ ქალბატონმა ზელერმა. - მარტინ, აჩვენეთ ყველას თქვენი მიგნება. თუმცა ჯობია ეს თქვენმა დედამ გააკეთოს. ქალბატონმა ლუიზა მარტინესმა, მარტინის დედამ, ტაბლეტით ხელში ჩამოუარა ყველას და შვილის მიგნების არსი გააცნო. ჩოჩქოლი და ხმაური ატყდა. ზოგი ტიროდა, ზოგი ვიშვიშებდა. გამოჩდნენ ათეისტებიც, რომელთაც სასაცილოდ არ ეყოთ ეს ყველაფერი. - რა სისულელეა. არც ღმერთი და არც დემონები არ არსებობენ. თქვენ გინდათ თქვათ, რომ უცხოპლანეტელები კი არა, ეშმაკის მოციქულები ხართ? - გამოიდო თავი ერთ-ერთი კოლეჯის პედაგოგმა, ქალბატონმა კლარა მაილსმა, რომელიც სწორედ ათეიზმს ასწავლიდა თავის სტუდენტებს. - გამტაცებლებმა ისეთი ხარხარი ატეხეს, თვითმფრინავმა ზანზარი დაიწყო და საბარგულებიდან პატარა ჩემოდნები და პირადი ნივთები გადმოცვივდა. აქ კი შიშისაგან ყველას ელდა ეცა. - რა ბრიყვები ხართ ადამიანები - ალაპარაკდა ისევ დია - მფრინავი თეფშების, უცხოპლანეტელების და ათასი სისულელის გჯერათ. გჯერათ, რადგან ასე ინება ჩვენმა მამამ, სატანამ. სინამდვილეში, ეს ჩვენ ვართ ყველაფერი, ამა სოფლის ბატონები და ჰაერის მეუფენი. თქვენ რომ ეხლა ჩვენი ნამდვილი სახეები დაგანახოთ, შიშისაგან არცერთი არ დარჩებით ცოცხალი. დიამ ხელი გაიშვირა. იგი უეცრად უზომოდ დიდი გაუხდა, ალბათ ათჯერ დიდი მაინც. მისი კანი უცებ გრძელი შავი და ხშირი ბალანით დაიფარა, ხანჯალივით ბასრი ბრჭყალები იმხელაზე წამოეზარდა, საკმარისი იყო ერთი ხელის გაქნევა და ყელს გამოჭრიდა რამდენიმეს ერთად. შემდეგ ისევ დაუბრუნდა ძველი მდგომარეობა. რამდენიმემ შიშისაგან შეჰკივლა და ერთმა ქალბატონმა გონებაც კი დაკარგა. - რადგან თქვენ უკვე ჩვენი ვინაობა იცით, ალბათ ეჭვიც არ გეპარებათ რა ძალა და უნარები გაგვაჩნია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სრული მორჩილებისაკენ. ჭინკები მთელ თვითმფრინავში განთავსდნენ. თითო მგზავრზე ალბათ 2-3 ჭინკა მაინც მოდიოდა, იმდენი იყვნენ. ისე განლაგდნენ, რომ ვერცერთი მგზავრი ყურსაც კი ვერ მოიფხანდა მათი ყურადღების გარეშე. ისინი ყველგან იყვნე და ყველა მგზავრი კონტროლის ქვეშ ყავდათ. - რა გინდათ ჩვენგან? უნდა დაგვხოცოთ? - მიმართა შეშინებულმა ქალბატონმა სარა ჯოუნსმა, მოსამართლის მეუღლემ. - დახოცვა რომ გვინდოდეს, ეს სულ ერთი წამის საქმეა - გაეცინა ლუსს - მოუსმინეთ ბოსს და ის ყველაფერს აგიხსნით. - ბატონებო და ქალბატონებო - გააგრძელა მთავარმა დემონმა საუბარი- საქმე შემდეგში გახლავთ: ჩვენ მოგვეცა ამ თითმფრინავის ყველა მგზავრზე გამოკვლევების ჩატარების უფლება. აქ 332 მგზავრია და ერთიც ხომალდის კაპიტანი. ანუ სულ 333. ამ 333 ადამიანიდან თუ აღმოჩნდება ერთი ადამიანი მაინც, ვისი კეთილი საქმეებიც გადაამეტებს მის მიერვე ჩადენილ ბოროტებებს, ყველანი თავისუფალი იქნებით და მშვიდობით ჩაფრინდებით დანიშნულების ადგილას. 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ეს არ ეხებათ, თუმცა ბავშვები საერთოდ ცოტანი არიან ისედაც. სულ სამია. ერთი 2 წლისაა და რა თქმა უნდა მას ეს არ ეხება. ერთი 8 - ის და ერთიც 12 წლის მარტინი, შეზღუდული შესაძლებლობის. მეტი არც არის. - ეს რა უაზრობაა, ასეთი ადამიანი ხომ უამრავი აღმოჩნდება თვითმფრინავში, მე ვიტყოდი უმეტესობაც კი - შესძახა ქალბატონმა ზელერმა. - ვნახოთ, ვნახოთ - გაეღიმა დიას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გავქრებით და დავუბრუნდებით ჯოჯოხეთის შავბნელ კუნჭულებს, რაც სულაც არ გვიზიდავს. მაგრამ თუ ასეთი ადამიანი არ მოიძებნა, მაშინ სუყველანი ერთად გამოემგზავრებით ჩვენთან ერთად. აი, იქ კი გაჩვენებთ ჩვენს ნამდვილ სახეს. კაი ხანს გვეყოფით გასართობად. ისევ უაზრო ხარხარით აიკლეს დემონებმა თვითმფრინავი. - ეხლა კარგად დაისვენეთ, დრო თავზე საყრელად გვაქვს, მოემზადეთ და დავიწყებთ თქვენი საგმირო საქმეების განხილვას. - თუ ეს ასეა და თქვენ მართლაც დემონები ბრძანდებით, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ სამსჯავროს უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს და ამას ყველა გავივლით სიკვდილის შემდეგ, ან უფლის მეორედ მოსვლისას. თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ღვთის უფლებებს ითავსებთ? - გამოხატა პრეტენზია კარდინალმა სანჩესმა. - დაწყნარდით, კარდინალო. რომ არ გვქონდეს უფლება, ვერც აღვასრულებდით. არ ვიცი, რატომ მოგვეცა ჩვენ ამისი უფლება და რა განზრახვა აქვს ღმერთს, რომელიც ჩვენ უზომოდ გვეზიზღება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მიუხედავად იმისა, მიიღებთ თქვენ ამას თუ არა. ხოლო ურჩობის შემთხვევაში, რა მოგელით, ამასაც მალე იგემებთ. აბა ეხლა თქვენს ბილეთებში ჩაიხედეთ და რეისის ნომერი შეამოწმეთ. ყველა თავის ბილეთს ეცა. რეისის ნომრის პირველი და ბოლო ცხრიანები ამობრუნებულიყო და ყველას თვალში ეცა სამი 6-იანი. რეისის ნომერი ბილეთებში 666 გამხდარიყო. ეს კი სატანის ნიშანი გახლდათ და ამის შესახებ ყველამ იცოდა, ან გაგონილი ჰქონდა მაინც. დრო უზომოდ იწელებოდა, მგზავრებს მოთმინების ფიალა ელეოდათ. შიშისაგან და მოსალოდნელი საშინელებებისგან გულები არ უჩერდებოდათ. დემონები კი არა და არ იწყებდნენ თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას, თითქოს მგზავრების მოთმინებას ცდიანო. - კარგით, ბატონები და ქალბატონებო, დავიწყოთ- გამოაცხადა დიამ რამდენიმე საათის შემდეგ და სალონში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ შუქი ჩაქრა და დაახლოებით 10 წამში ისევ მოვიდა, ოღონდ ამჯერად თვითმფრინავის სალონის მაგივრად, მგზავრები უზარმაზარი თეატრის უზარმაზარ პარტერში ისხდნენ, ხოლო სცენაზე ერთი დიდი სავარძელი იდგა. სავარძელს ორი ძალიან დიდი და ორი პატარა რქა ედგა თავზე. ქვემოთ კი, შუაში, ერთი ფეხი ჰქონდა დამატებული და 5 ფეხზე იდგა. დასაჯდომი, საზურგე და მკლავების საყრდენებიც ხასხასა წითელი ფერის ქსოვილით იყო დაფარული. გაოგნებისაგნ ბევრმა შეჰკივლა კიდეც. ეს რა იყო, რა ხდებოდა? ვერაფერი გაეგოთ. შიშისაგან თავზარდაცემულები სცენას შეჰყურებდნენ. დარბაზის მარცხენა კუთხეში, ნაწილი რკინის გისოსებით გახლდათ შემოღობილი. თავად გალიაც რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი. ჭინკები მთელ დარბაზს მოედვნენ. ასევე წრიულადაც განლაგდნენ. იმდენი იყვნენ, რომ ალბათ ჭიანჭველაც კი ვერ გაეპარებოდათ დარბაზიდან. - ნუ გეშინიათ, ეს სულ მცირე მანიპულაცია გახლავთ, რაც ჩვენ შეგვიძლია. მოხერხებულად მოთავსთდით და უყურეთ და ისმინეთ რა მოხდება სცენაზე. სწორედ ამიტომ შევცვლაეთ თვითმფრინავის სალონი თეატრის დარბაზით, რათა თქვენ უფრო მოხერხებულად გეგრძნოთ თავი. გალიას რომელსაც თქვენ ხედავთ, ერთმანეთისგან თავის დასაცავდ არის შექმნილი. ამის საჭიროებაში სულ მალე დარწმუნდებით, თორემ რომ მიგიშვათ, დახოცავთ ერთმანეთს. ჩვენ მას საჯარიმო სექტორი დავარქვით. ზედმეტად აქტიურებს დაუყოვნებლივ მოვათავსებთ იქ. - არა, ბატონო მოსამართლევ, სიზმარში არ ხართ - მიუხვდა ფიქრებს მოსამართლეს მთავარი დემონი - ცხადში ბრძანდებით. მოსამართლემ გაოგნებისაგან მხრები უშნოდ აიჩეჩა - ჩვენი ფიქრებიც კი იციან, თურმე, ამ წყეულებმა. - რა თქმა უნდა ვიცით - ისევ გააოცა მოსამართლე მთავარმა დემონმა. - ბატონო პროფესორო - გააგრძელა დიამ - ვინაიდან თქვენი ცოლი ასეთი აქტიურია, მოდი თქვენგან დავიწყოთ. ჩვენ კი ყოველივე ვიცით, მაგრამ, დაე, მანაც გაიგოს თქვენი საქმეების შესახებ. - რა საქმეების, რის საქმეების- აყვირდა ისევ ქალბატონი ზელერი - ჩემი მეუღლე უმწიკვლო ადამიანი გახლავთ, მისი საქმეები საქვეყნოდ ცნობილია, მთელი მსოფლიო სარგებლობს მისი გამოგონებებით. მისი ადამიანური თვისებები კი უაღრესად მაღალი დონის მორალურ პრინციპებს შეესაბამება. თქვენ მასწავლით მე ჩემს ქმარს? რა ხინჯი უნდა უპოვოთ, წარმოდგენაც კი არ მაქვს. - ყოველივეს მალე შევიტყობთ ყველანი, ქალბატონო ზელერ - მიმართა სცენის თავში მდომარე ოლუმ ზოის - არა და არ ცხრება თქვენი მჩქეფარე ხასიათი. დაწყნარდით, რამეთუ მალე თქვენამდეც მოვალთ და ის გირჩევნიათ, თქვენს განვლილ ცხოვრებაზე დაფიქრდეთ. პროფესორის მეუღლე გაჩუმდა და მთავარმა დემონმა ბატონი ზელერი სცენაზე მიიწვია. პროფესორმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, გინდაც მომკალით, მე თქვენს ნებაზე არ გავივლიო - მაგრამ თითქოს ამწე კრანით კისერში ჩაავლესო, ჭინკებმა პროფესორი ჰაერში აიტაცეს და სავარძელში ძალით ჩააგდეს. ისევ შეკივლებები და შიშისმომგვრელი ხვნეშის ხმა გაისმა დარბაზში. სცენიდან დარბაზში ხმა ისე ისმოდა, თითქოს კინოში მჯდარიყვნენ ან ყურსასმენები კეთებოდეთ - ხმამაღლა, მკაფიოდ და სუფთად. სანამ პროფესორის დაიკითხვა დაიწყებოდა, მას მკლავში ნემსი გაუკეთეს, ე.წ. „სიმართლის ელექსირი“, როგორც თავად უწოდეს. მათი თქმით, ამ ინექციის შემდეგ ტყუილს ვერავინ იტყოდა, მხოლოდ სიმართლის თქმის სურვილი ექნებოდა, ვისაც გაუკეთებდნენ. ამის შემდეგ დაკითხვა დაიწყო. - გისმენთ, პროფესორო, დაიწყეთ. - რა დავიწყო, რას მოითხოვთ ჩემგან? - ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, ზოგადად მოგვიყევით თქვენს შესახებ. კითხვებს კი გზადაგზა დაგისვამთ საჭიროების მიხედვით. მაშ ასე, პროფესორო, გისმენთ. - არ ვიცი რითი დავიწყო - დაბნეული ჩანდა პროფესორი - დავიბადე მიჩიგანის შტატში, ერთ პატარა ქალაქში, საშუალო შეძლების ოჯახში. განათლებული მშობლები მყავდა. დედა კოლეჯში მუსიკას ასწავლიდა, მამა უნივერსიტეტში ატომურ ფიზიკას. მე ბავშვობიდანვე ქიმია და მათემატიკა მიტაცებდა. მიყვარდა ფიზიკაც, მაგრამ მაინც არ ორს ვანიჭებდი უპირატესობას. ყოველთვის წარმატებული სტუდენტი ვიყავი. პირველი გამოგონება უნივერსიტეტის პირველ კურსზე დამიპატენტეს. ეს გახლდათ სარეცხი საშუალება, გაუმჯობესებული სისწრაფის ეფექტის მქონე შედგენილი ფორმულით. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსაუხურების ნივთები - საპონი, ავეჯის საწმენდი ხსნარები, საღებავები და სხვა. შემდეგ იყო საკვები საშუალებები და წვენები. ვქმნიდი ფორმულებს, რომლის წაყლობითაც მათი ვარგისიანობის ვადები ხანგრძლივდებოდა. ჩემს სახელს არქმევდნენ ხილ-ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, არომატულ სპირტიან სასმელებს და ასე შემდეგ. ასე გავხდი ცნობილი. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. კარგად ვერკვეოდი ქიმიური ელემენტების თვისებებში, მათ ერთმანეთთან რეაქციებში და ვიგონებდი ახალ-ახალ ფორმულებს. მოგვიანებით სამხედრო სფეროში მიმიწვიეს. სადაც უახლეს ქიმურ იარაღზე ვმუშაობდი სხვა მეცნიერებთან ერთად. მეტი არ ვიცი, რა გითხრათ. - ეხლა ის მითხარით პროფესორო, თქვენი მთვარი გამოგონება რა არის? - მთავარი გამოგონება ყველასთვის ცნობილია - ზელერინი. სპეციალურად დამზადებული ნივთიერების წყალში გარევით ავტომანქანის, ტანკების, თვითმფრინავების და სხვა მოძრავი საშუალებების საწვავის ალტერნატივის მიღება, რაშიც 2023 წელს ნობელის პრემია მომანიჭეს. იმედია მალე დაინერგება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. - ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ წყლისგან უსაფრთხო საწვავი შექმენით? უფრო სწორედ თქვენ არა, სხვამ. ხომ ასეა? - დიახ, ასეა. ის ჩემი შექმნილი არ გახლავთ. - თქვენ რა, სულ გაგიჟდით? - წამოენთო ქალბატონი ზელერი. ჩემი მეუღლის გამოგონება საქვეყნოდაა ცნობილი. დღე დღეზე ბენზინის და დიზელის ალტერნატივა გამოვა. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ აღიარა ჩემი მეუღლის აღმოჩენა, თქვენ კი ამბობთ სხვამ გამოიგონაო. რაღაც ნემსი გაუკეთეთ, გამოაშტერეთ და რასაც გინდათ, იმას ათქმევინებთ ეხლა. - მართალია, ამ აღმოჩენის შესახებ ყველამ იცის - აყვა ზოის მარკუსი, იტალიერი იურისტი. - სწორია, ეს ყველამ იცის - ახმაურდნენ სხვებიც. დემონთა მეთაურმა პრეტენზიების გამოთქმა ყველას მშვიდად აცალა და როცა ხმაურით და შეძახილებით დაიღალნენ, ისევ პროფესორს მიმართა. - ბატონო პროფესორო, ეხლა კი სიმართლე გვითხარით, როგორ შეიქმნა ნივთიერება, რომელსაც შემდგომ თქვენ ზელერინი დაარქვით. პროფესორს ყბა ჩამოექცა, საცოდავად მოიკუნტა. თვალები ცრემლებით აევსო. არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ენა თავისით გარბოდა. არ იცოდა, რა გაუკეთეს ამ წყეულებმა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა, როდის იტყოდა ყველაფერს. მერე გასწროდა, ძალა მოიკრიბა და თქვა: - ძალიან არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი, ეს რა ოხრობა გამიკეთეთ, სიტყვები თავისით მორბიან და ვერ ვაჩერებ. - ხომ გითხარით, ეს „სიმართლის ელექსირია“. ის თქვენ ტყუილს არ გათქმევინებთ და მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებთ. იგივე ინექცია ელოდებათ სხვებსაც. აბა, გისმენთ პროფესორო. დაწვრილებით მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ზელერინი. თუმცა, მოდი ჯერ ის გვითხარით, ოღონდ სიმართლე, რატომ არ მგზავრობთ პირველი კლასის სალონით? - მმმ, იმიტომ, მმმ - დაიბნა პროფესორი, იმიტომ რომ ბილეთი საკმაოდ ძვირია. მე ცოტა მომჭირნე ადამიანი გახლავართ და ასე ვერ დავფანტავ ფულებს. - მომჭირნე თუ ძუნწი პროფესორო? სიმართლე, ხომ გახსოვთ? - დიახ, ძუნწი ვარ, გინდა ასე დაარქვით. ასეთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდანვე. ეს ხასიათში მიზის და ამას ვერაფერს ვუხერხებ. - ეხლა ზელერინზე გვიამბეთ, პროფესორო, გისმენთ. პროფესორი ცოტა ხანს თავჩაღუნული დუმდა. მერე მძიმედ ამოიოხრა და დაიწყო: - როგორც მოგახსენეთ, ზელერინამდე მრავალი გამოგონება მქონდა და მრავალ საერთაშორისო ფურუმებზე თუ კონფერენციებზეც ვარ ნამყოფი. ამ ნივთიერების შესაქმნელად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. სახელმწიფოსთვის ეს მეტად მნიშვნელოანი პროექტი გახლდათ. ჯგუფის ხელმძღვანელად მე დავინიშნე. დიდხანს თავგამოდებით ვმუშაობდით, მაგრამ სასურველ შედეგს ვერა და ვერ ვიღებდით. ახლოს ვიყავით, მაგრამ თითქოს სულ მცირე რამ გვაკლდა ხოლმე ყოველთვის. ერთ დღეს, ჩემთან ერთ-ერთი ასისტენტი შემოვიდა, სახელად ჯეიმს მილნერი და სახეგაბრწყინებულმა თავისი ჩანაწერები მაჩვენა. ფორმულები იყო, ამის ახსნას ახლა აქ არ დავიწყებ, აზრი არა აქვს. მოკლედ, ჯეიმსს გასაღებისთვის მიეგნო და ეხლა მხოლოდ ამ ფორმულით ნივთიერების შემუშავებაღა იყო საჭირო. აშკარა იყო, რომ გამოთვლები სწორი გახლდათ, რასაც აქამდე ამდენი ხანი ვერ ვაგნებდით. მე მას ვთხოვე, რომ, სულ ცოტა ორი დღე მაინც, ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, სანამ ნივთიერებას არ შევქმნიდით და გამოვცდიდით. მანაც სიტყვა მომცა. მეორე დღეს, მოულოდნელად, მილნერი გულის შეტევით გარდაიცვალა. მე მისი აღმოჩენა მივითვისე და ჩემად გამოვაცხადე, რისთვისაც ნობელის პრემია მომენიჭა. მე დავმალე, რომ აღმოჩენა სხვისი იყო და ამით მილნერის დიდება მოვიპარე. ამის გაგება გინდოდათ? - პროფესორო, ნახევარი სიმართლისთვისაც დაისჯებით, ბოლომდე თქვით სიმართლე. მილნერი როგორ გარდაიცვალა? პროფესორს ცივმა ოფლმა დაასხა, ხელები აუცახცახდა, არ იცოდა სად დაემალა. ბოლოს ძალა მოიკრიბა, ამოიხვნეშა და თქვა: - ის მოკლეს. დარბაზმა მძიმედ ამოიხნეშა. - და ვინ მოკლა, პროფესორო? - მე მოვკალი - მცირე პაუზის შემდეგ ამოთქვა პროფესორმა. ისეთი საწამლავი დავალევინე, რომელიც უცებ გაიწოვება სისხლში და კვალს არ ტოვებს. ადამიანს ინფარქტი ემართება და წამებში კვდება. თუ მედექსპერტმა არ იცის რაზე გააკეთოს ანალიზი, ის მის კვალს ვერ მიაგნებს და უბედურ შემთხვევად დააფიქსირებს. ასეც მოხდა. - რიჩარდ, შეჰკივლა ქალბატონმა ზელერმა, ეს როგორ გააკეთე, რიჩარდ. არ მჯერა... - შე ნაძირალა, შე არამზადა, შე არაკაცო - გაისმა შეძახილები დარბაზის სხვადასხვა წერტილიდან. - ჯოჯოხეთის ღირსია, აბა რაა? - წამოვარდა მარკუსი - ასეთ ნამუსგარეცხილს რა უნდა დედამიწაზე?! წაიყვანეთ ეს დამპალი ესა, ეს ვინ ყოფილა. - მე, მე - ატირდა პროფესორი - სხვანაირად არ შემეძლო. ვერ დავუშვებდი, რომ ამდენი თავდადებული შრომის, ამდენი უძილო ღამეების შემდეგ დაფნის გვირგვინი სხვას რგებოდა. ამას ვერ დავუშვებდი. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. - მას კი ცოლი და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა - დაამატა დემონთა მთავარმა. - ერთი ამ არამზადას უყურეთ - წამოხტა ზორბა ფერადკანიანი მაქსიმილიან ლოურენსი, დუბაის ერთ-ერთი კერძო ფირმის კლერკი - თავსაც რომ იმართლებს და დანაშაულის განცდის გრძნობაც არა აქვს. მოვიდე ერთი დაგიჩეჩქვო ეგ უნამუსო თავი - ლამის კანიდან ამოხტა ლოურენსი, თუმცა ოლუმ და ებომ თავისი ძლიერი სხივებით უცებ დააშოშმინეს გაბრაზებული ლოურენსი. შემდეგ კი ჭინკები დაესივნენ და ე.წ. საჯარიმო საქტორში მოათავსეს, ანუ რკინისგისოსებიან გალიაში. ასევე იტალიელი იურისტი მარკუსი და სხვა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უკვე სცენაზე ასასვლელად მზად იყვნენ, რათა ზელერისთვის ჭკუა ესწავლებინათ. თუმცა პროფესორს რომ ვერ მისწდვნენ, ერთმანეთს დაუშინეს ცხვირ-პირში და ჭინკებმაც ისინი გალიებში მოათავეს. - პროფესორო, თქვენს სხვა დანაშაულებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც ბავშვობიდან მოყოლებული ბლომად გაქვთ მოგროვილი - დაიწო ისევ დემონთა უფროსმა - ეს ერთი მაინც ყველას გადაწონის და აზრი აღარ აქვს. თქვენ ის მითხარით, სიკეთე რამე თუ გაქვთ გაკეთებული. - სიკეთე? რას გულისხმობთ. - ვინმესთვის დახმარება თუ გაგიწევიათ? ან ფული თუ გისესხებიათ მაინც? - არა, ფული არავისთვის მისესხებია. აკი მოგახსენეთ, ხელმოჭერილი გახლავართ. - ავადმყოფს თუ დახმარებიხართ ვინმეს? - არა - პატიმარს? - არა, არც პატიმარს. - იქნებ ვინმე გაჭირვებული შეგიფარებიათ სახლში? - არა, არავინ. - იმედია როდისმე მათხოვრისთვის მაინც მიგიციათ ფული? - არა, არ მახსოვს. - საერთოდ, არავის არასოდეს არ დახმარებიხართ? პროფესორი გაწილდა. - ვგონებ არა. ვერ ვიხსენებ. იქნებ დავხმარებივარ კიდეც, მაგრამ არ მახსოვს. - და ბოლო კითხვა, პროფესორო: ეს მკვლელობა, ეხლა რომ აღიარეთ ყველას თანდასწრებით, თუ მოგინანიებიათ რომელიმე ეკლესიაში, ღმერთის წინაშე თუ გიღიარებიათ? - არა, არ მომინანიებია. - კარგი, რობერტ, დაბრძანდით, თქვენი ამბავი გასაგებია. პროფეორის გამოკითხვა დამთავრდა და ჭინკებმა ის დიდი ყიჟინით დარბაზის ბოლოსკენ გააქანეს. - ქალბატონო ზელერ - მიმართა დიამ ირონიული ღიმილით პროფესორის მეუღლეს - ეხლავე გამოხვალთ თუ ცოტა მოგვიანებით? - არა, ეხლა არა. ამომასუნთქეთ ცოტა. შოკში ვარ, ეს რა გავიგონე. აღარ ვარ მე ზელერი და ნუ დამიძახებთ. ლიხტმანია ჩემი ქალიშვილობის გვარი. ზოია ლიხტმანი გახლავართ. ეს არამზადა კი აღარ არის ჩემი ქმარი. - კარგი, ქალბატონო ლიხტმან, მოგვიანებით იყოს. ეხლა კი...თვალი შემოავლო დარბაზს დემონმა - მოდი, მაგალითად, კიდევ ერთ პატივცემულ ადამიანს, მოსამართლე ჯეფრი ჯოუნსს მოვუსმინოთ. *** პრეზიდენტი ახალგამოღვიძებული გახლდათ, როდესაც მისმა მობილურმა ტელეფონმა დარეკა. მოერე ხაზზე მისი მოადგილე მეთიუ ისე ქშინავდა, ლაპარაკი უჭირდა - რა არის მათ, დაწყნარდი და ისე მითხარი, რა მოხდა? - აღელდა პრეზიდენტიც. - ტელევიზორი ჩართე სასწრაფოდ, ჯონ. გაგიჟდები, რა ხდება. პროფესორი ჰყავთ სადღაც და კითხავენ. ყველა არხი გათიშულია და მხოლოს ეს არის ყველგან. რა ხდება, ჯერ ვერ გავარკვიეთ. - რა პროფესორი, რა დაკითხვა, ვერაფერი ვერ ავიგე, წესიერად ამიხსენი. - პროფესორო ზელერი, რომელიც დაკარგული თვითმფრინავით მგზავრობს, სადღაც იმყოფება ვიღაცეების ხელში და დაკითხვას უწყობენ. ამას ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადმოსცემენ და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ყველა არხზე ეს გადის. ეხლა ვეცდები გავარკვიო, საიდან მოდის სიგნალი, იქნებ პროფესორის ადგილსამყოფელი დავადგინოთ. ყველა სამსახურს ფეხზე დავაყენებ, მაგრამ ჯერ შენთვის უნდა მეცნობებინა. არ ვიცი რა ხდება. ჯერ ჩემთვისაც გაურკვეველია. ტელევიზორი ჩავრთე და და ეს დამხვდა. თუ ნებას მომცემ, ჯონ, ყველაფერს გავარკვევ. - რა თქმა უნდა. დაუყოვნებლივ მაცნობე ყველაფერი, რასაც შეიტყობ. - აუცილებლად, ბატონო პრეზიდენტო. რამდენიმე საათის შემდეგ ქვეყანაში გაუგონარი რამ ხდებოდა. ხალხი გაოგნებული და აფორიქებული იყო. მოხელეები აქეთ-იქით დარბოდნენ, რაღაცეებს არკვევდნენ. ყველა არხის ეთრში ერთი და იგივე გადაცემა გადიოდა - პროფესორის დაკითხვა. პრეზიდენტს ბოლო შედეგები მოახსენეს. როგორც გაირკვა, არა მარტო ამერიკაში, ყველა ქვეყნაში და ყველა არხზე ზუსტად ის ხდებოდა, რაც აქ. გასაოცარი ის გალხდათ, რომ იმავე ქვეყნის ენებზე სინქრონული თარგმანიც გასდევდა. რუსეთში რუსულად, ჩინეთში ჩინურად, საფრანგეთში ფრანგულად, არაბეთში არაბულად და ასე შემდეგ. *** საგანგებო სხდომამ დიდხანს გასტანა. პრეზიდენტი თავის კაბინეტის წევრების თანდაწრებით ტელეფონით რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებსაც ესაუბრა. თუმცა გაურკვევლობა მათთანაც სუფევდა. ვერავინ ვერ დაადგინა, სიგნალი საიდან მოდიოდა და სად ხდებოდა ეს ყოველივე. რა თქმა უნდა, ჩანაწერები საგულდაგულოდ შეამოწმეს და ყოველი კადრი უახლესი ტექნოლოგოებით გამოიკვლიეს. გასაგები იყო, რომ სადღაც თეატრში იყვნენ, მაგრამ რა არსებები ჩანდნენ ასე მრავლად, მაიმუნებს რომ გავდნენ, ვერაფრით დაადგინეს. აშკარად აქამდე უცნობი ცხოველები იყვნენ, მაგრამ ისე იქცეოდნენ, როგორც გონიერი არსებები. დემონთა მთავრის სახე, რომელიც ადამიანი ეგონათ, სასწრაფოდ გაავრცელეს და ყველა მიმართულებით დაუწყეს ძებნა. რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდენტს მოახსენეს, რომ ასეთი ადამიანი ან არ არსებობდა, ან ძალიან კარგად იყო შენიღბული და მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. შემდგომში იგივე მოიმოქმედეს სხვა დემონების ვინაობის დასადგენადაც, მაგრამ ამაოდ. შედეგი იგივე გახლდათ. მათი ვინაობა არავინ იცოდა. - ბატონო პრეზიდენტო - მიმართა სახელმწიფოს მეთაურის სახელმწიფო უსფრთხოების თავკაცმა კალაჰანმა - ეხლახანს შემატყობინეს, რომ არის ვარაუდი, რომ ესენი უხოპლანეტელები არიან. სხვანაირი ახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია. ასეთი რამ არასოდეს არსად მომხდარა. ვერ დგინდება სატელევიზო სიგნალი. ვერცერთი ტელეარხი მის გათიშვას ვერ ახერხებს. ანომალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამიტომ სავარაუდოდ, თვითმფრინავი უცხოპლანეტელების მიერაა გატაცებული და ეს ჯადოსნობაც მათი ოინებია. მათი ტექნოლოგიები მოგეხსენებათ, რამდენად აღმატებულია ჩვენსაზე. ამიტომ, ასეთია ჩვენი ვარაუდი. სხვა ახსნა უბრალოდ არ მოგვეძებნება. ამასვე ადასტურებენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების განყოფილების წამყვანი სპეციალისტებიც. უცხოპლანეტელების მიმართ ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება მოგეხსენებათ, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ რაც ვიხილეთ, ყოველგვარ ლოგიკურ ახსნას მოკლებულია. ამიტომ, მე ხელები ამიწევია. - ისევ მფრინავი თეფშები, არა? - თავი გააქნია პრეზიდენტმა უკმაყოფილოდ. - ბატონო პრეზიდენტო, ჯობია დავიცადოთ და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ - მიმართა პრეზიდენტს ისევ მისმა მოადგილემ - დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. - კარგი, ასე მოვიქცეთ. ეხლა კი ყველანი თავისუფალი ბრძანდებით. ყოველი დეტალი დაუყოვნებლივ მომახსენეთ. მანამდე კი მედიასთან ყოველგვარ ურთიერთობას გიკრძალავთ - არავითარი ინტერვიუები, არავითარი პრესკონფერენციები - დაასრულა პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი. *** - გთხოვთ, ჯეფრი, გამობრძანდით - მიიწვიეს მოსამართლე სცენაზე. - მე არც თქვენი და არც თქვენი ოინების არ მეშინია. გინდაც აქვე მომკალით, მე თქვენ აღსარებას არ ჩაგაბარებთ. ვინ მიგდიხართ რომ ჩემი საიდუმლოებები გაგიხსნათ მთელი ხალხის წინაშე? - ბატონო ჯოუნს - გამოსძახა მოსმართლეს მარკუსმა გისოსებიდან - ნუ გაუძალიანდებით, გევედრებით. თქვენი სიკვდილი ჩვენთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, გთხოვთ. ხომ იცით, ამათ ვერ აჯობებთ. ჩვენი გულისთვის მაინც. - გევედრები, ჯეფრი, ნუ დამტოვებ ამათთან მარტო, ჩვენი სიყვარულის გამო მაინც, გევედრები ჯეფრი - ცრემლიანი თვალები შეავედრა კლარისამ. მოსამართლემ ყოყმანი დაიწყო. - კარგი, კლერ, მხოლოდ შენი ხათრით, ძვირფასო - წამოდგა და სცენისკენ დაიძრა. ოღონდ რასაც ჩემზე გაიგებ, ვშიშობ, ძალიან გატკენს გულს. - მე შენ ყველანაირი მიყვარხარ, ძვირფასო, მიაგება კლარისამ ქმარს გზაში. - გთხოვთ, ბატონო ჯოუნს - ხელებით სავარძლისკენ მიანიშნა დიამ მას შემდეგ, რაც მოსამართლესაც, ისევე როგორც პროფესორს, ე.წ. „სიმართლის ელექსირის“ ინექცია გაუკეთეს. მოსამართლე სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. - მაშ ასე - მიმართა დარბაზს დემონთა ბოსმა - თქვენს წინაშეა ყველასთვის კარგად ცნობილი და პატივცემული მოსამართლე ბატონი ჯეფრი ჯოუნსი. - ბატონო ჯოუნს - მიმართა მოსამართლეს დიამ - მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ. - მე კალიფორნიის შტატში დავიბადე, ქალაქ ოკლენდში. იქვე დავამთავრე კოლეჯი. შემდეგ ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოგვიანებით საკრამეტოს იურიდიულო აკადემია. - ეგ ყველაფერი კარგი, ბატონო ჯოუნს. ეხლა ეს მითხარით, ხომ არავინ გჩაგრავდათ სკოლაში? მოსამართლე გაწითლდა. - კი, იყვენ ასეთები, ფერადკანიანი მოსწავლეები, რომლებთანაც მუდმივი ქიშპი გვქონდა. ჩემზე 3-4 წლით უფროსები. - ქიშპი არა, ჯეფრი, ხომ არ გჩაგრავდნენ მეთქი. ანუ დღევანდელი ტერმინოლოგიით, ბულინგის მსხვერპლი ხომ არ ყოფილხართ? - კი, ვყოფილვარ - ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ დაადასტურა მოსამართლემ. - რამდენჯერ? - ბევრჯერ. - მაინც, როგორ გაბულინგებდნენ? დაწვრილებით მოგვიყევით. - ყველა შემთხვევა შეიძლება ვერ გავიხსენო - მხრები აიჩეჩა მოსამართლემ - რაც ყველაზე მტკივნეულად დაგრჩათ მეხსიერებაში, ის გაიხსენეთ. მოსამართლემ ადგილზე წრიალი დაიწო, უმძიმდა საუბარი. - ყველაზე მძიმე? - დიახ, ყველაზე მძიმე და საშინელი, რაც გახსოვთ. - სპორტდარბაზის გასახდელში ჯგუფურად გამაუპატიურეს. დარბაზმა ერთიანად მძიმედ ამოიხვნეშა. - დეტალებში არ ჩაგეძიებით, ვიცი რომ ეს მძიმეა თქვენთვის. ვინ გააკეთა ეს? - ისევ იმ ფერადკანიანების ჯგუფმა. მარტო დამიჭირეს გასახდელში და... - სახელები გახსოვთ, თუნდაც მოთავის? - დიახ, მაგათი ყოჩი სამუელ ბრაუნი გახლდათ. - ამის მერე რა მოიმოქმედეთ, პოლიციაში თუ განაცხადეთ? - არა, მეშინოდა. სიკვდილით მემუქრებოდნენ. ამასთან, იმითაც მაშინებდნენ, რომ ვიდეო ჰქონდათ კამერით გადაღებული და ამას ყველას აჩვენებდნენ. შემეშინდა და გავჩუმდი. ერთ-ერთ მათგანს მართლაც ჰქონდა ვიდეო კამერა და სულ ხელში ეჭირა ხოლმე, მახსოვს. ასევე ჩემი ოჯახის წევრების მოკვლითაც მემუქრებოდნენ და ვერ გავბედე - ამის შემდეგ თუ გაბულინგებდნენ? - დიახ, მუდმივად. - მაინც? - მაგალითად, ტუალეტში ცხვირით მაწმენდინებდნენ იატაკს. ფეხსაცმელებს ენით მალოკინებდნენ და სხვა. - და რატომ აკეთებდით ამას? - მეშინოდა, ისევ და ისევ ვიდეოს გამჟღავნებით მემუქრებოდნენ. - რამდენი წლის იყავით როცა თქვენზე იძალადეს? - ასე, 12-ის ვიქნებოდი. - ისინი? - ალბათ 15-16. - როდესაც კოლეჯში გადახვედით? - მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს. ამოვისუნთქე და მინდოდა, რომ დამევიწყებინა, მაგრამ ის, რაც გადავიტანე სამუდამო იარად დამრჩა სულსა და გონებაში - მშობლებს ან მეგობრებს მაინც რატომ არ უთხარით, ასე გეშინოდათ? - დიახ, სიკვდილით დამემუქრნენ და ცეცხლსასროლი იარაღიც მაჩვენეს. არა მარტო შენ, მთელ შენს ოჯახს ამოვხოცავთ, თუ სადმე სიტყვას იტყვიო. მეშინოდა, ბავშვი ვიყავი ჯერ. - კოლეჯის შემდეგ თუ გინახავთ რომელიმე მათგანი? კარგი, მოდი კითხავს ასე დაგისვამთ : 2020 წლის თებერვალ-მარტში თქვენ გქონდათ ერთ-ერთი ფერადკანიანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი. გახსოვთ? - დიახ. - ხომ ვერ მეტყვით, რა ერქვა იმ ბრალდებულს? - სამუელ ბრაუნი. - აჰა. ეს ის ადამიანი ხომ არ იყო, ვინც ბავშვობაში გაბულინგებდათ? - დიახ, ის იყო. - მან თუ გიცნოთ? - ვერა, ვერ მიცნო. მე გვარი შევიცვალე და მეუღლის გვარზე გადავედი. დაბადებიდან ხაიმე ლოპესი ვიყავი. სახელიც შეცვლილი მაქვს. - საიდან ხართ წარმოშობით? - მექსიკელი ვარ, თუმცა ჩემი მშობლები დიდი ხანია ამერიკის მოქალაქეები არიან და მეც ამერიკის მოქალაქედ დავიბადე. - გასაგებია. კარგი, გავაგრძელოთ. მაშასადამე, თქვენი ბავშვობის დაუძინებელი მტერი თქვენს წინაშე წარსდგა, როგორც ბრალდებული - დიახ. - რაში ედებოდა ბრალი? - პირველი ხარისხის ორმაგ მკვლელობაში, დამამძიმებელი გარემოებებით. - როგორ დამთავრდა პროცესი. - ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ელექტრონულ სკამზე სიკვდილი მიესაჯა. კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის მიხედვით მე მქონდა უფლება, ეს განაჩენი გამომეტანა. - განაჩენი სისრულეშია მოყვანილი? - დიახ, ის ცოცხალი აღარ არის. - კარგი, ეხლა დგება გადამწყვეტი მომენტი. მე მაინტერესებს, იყო თუ არა ის დამნაშავე, რაშიც ბრალი ედებოდა. თქვენ როგორ ფიქრობდით მაშინ, როცა განაჩენი გამოგქონდათ? მოსამარლე გაჩუმდა. თავი დაბლა დახარა და ჩაფიქრდა; მცირე პაუზის შემდეგ კი თავი ასწია და უპასუხა: - არა, არ იყო დამნაშავე. დარბაზში ხმაური ატყდა, თუმცა მალევე გააჩუმეს დემონებმა. - ბატონო მოსამართლევ, რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ბრალდებული სამუელ ბრაუნი, რომელსაც თქვენ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ, დამნაშავე არ იყო? - ამაში დარწმუნებული ვიყავი. საქმე იმაში გახლავთ, რომ არც მტკიცებულელები იყო მყარი და არც ერთადერთი მთავარი მოწმე არ გალდათ დამაჯერებელი. ამას გარდა, მისი ალიბი მართალი იყო. მე ეს ცალკე, ჩუმად დავადგინე, მაგრამ არ გამოვამჟღავნე. ის საყვარელ ქალთან იყო იმ ღამეს, როცა დანაშაული მოხდა. მაღაზიაში მძარცველი შევარდა და ორი ადამიანი ადგილზე მოკლა. სასამართლოზე ეს არ მივიჩნიე მყარად, რამეთუ მეგობარი ქალის ჩვენება არ შეიძლება მტკიცებულებად მივიღოთ. შემდგომში, სხდომებს შორის, მე საიდუმლოდ გამოვიკლვლიე, რომ ის მართლაც მეგობარ ქალთან იყო მთელი ღამე. ამისი მოწმეები ცალკე ვიპოვე და დავრწმუნდი, რომ უდანაშულო იყო. ამას გარდა, კამერის ჩანაწერები რომ ვნახე, შევამჩნიე, რომ ეს ის არ იყო, მას ხელხე ტატუ ჰქონდა და მე ეს ვიცოდი. ვიდეოჩანაწერში მყოფ პირს კი ტატუ არ ჰქონდა. ეს მხოლოდ მე შევნიშნე, სხვამ არ მიაქცია ამას ყურადღება, რა იცოდნენ? - მის ალიბს რატომ ეძებდით, ჯეფრი? - მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის დამნაშავე იყო. ვერავის გავუმხელდი, რომ პირადი ანგარიში მქონდა ამ ადამიანთან. ამიტომ ჩუმად ვმოქმედებდი, როგორც კერძო დეტექტივი. მინდოდა მყარად მცოდნოდა, რომ დამნაშავე იყო და სიხარულით გამოვუტანდი სასიკვდილო განაჩენს. თუმცა პირიქით მოხდა, ის უდანაშაულო აღმოჩნდა. კამერის ჩანაწერებიც ამის მერე ვნახე საგულდაგულოდ. დამნაშავეს ბალაკლავა ეკეთა, მაგრამ, ხელზე ტატუ არ ჰქონდა. რამდენიმე დღეში პროცესის ბოლო სხდომა გაიმართა და მე მას განაჩენი გამოვუტანე. - კი, მაგრამ განა ადვოკატი არ ყავდა? არ შეეძლო მის დამცველს იგივე ცნობები მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარედგინა? - იგი ღარიბი ოჯახიდან გახლდათ. ადვოკატის ფული ოჯახს არ გააჩნდა და სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვექილი იცავდა. ისინი კი მოგეხსენებათ, ამდენ გულისხმევას არ ჩადებენ დამნაშავის დასახსნელად, მითუმეტეს, რომ როგორც შევატყე, ისიც დამნაშავედ თვლიდა თავის დაცვის ქვეშ მყოფს და მხოლოდ ფორმალურად იცავდა. სწორედ ეს გამოვიყენე და სამაგიერო მივუზღე ჩემს მტერს. თქვენ თუ გინდათ მე ბრალი დამდოთ რამეში, სულ არ მადარდებს. მე გავაკეთე ის, რაც ჩავთვალე საჭიროდ და ჩემი დიდი ხნის მტერს სამაგიერო გადავუხადე. სულაც არ მაწუხებს სინდისი ამის გამო და ეს რომ ასჯერ განმეროდეს, ასჯერვე იგივეს გავაკეთებდი. უფრო მეტიც, ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდოდა ჩემივე ხელით გამომეღადრა ყელი ამ ძაღლისშვილისთვის. მე დავამთავრე. - არა, ჩემო კარგო, ჯერ არ დამთავრებულა. ასე იოლად ვერ დააღწევთ თავს სამართალს. დარბაზში შეძახილები გაისმა. - დაანებეთ თავი, სწორად მოიქცა და შური იძია. - მეც ასე მოვიქცეოდი. - გენაცვალეთ იმ ხელებში, სერ, რომლითაც განაჩენს მოაწერეთ ხელი. ასეთი ნაძირალები უნდა მოშორდნენ ამ ქვეყანას...და მსგავსი შეძახილები. - ვერ მიიღებთ ამ კაცის ჯოჯოხეთში გაშვების თანხმობას ჩვენგან, გამორიცხულია - თავი გამოყო იტალიელმა გისოსებიდან. - მიუხედავად ყველაფრისა, რაც ეხლა მოგვიყევით, თქვენ მაინც ჩვეულებრივი რასისტი ბრძანდებით და სიკვდილის ღირსი ხართ - წამოენთო ფერადკანიანი კლათბურთელი დარენ სმითი - სამაგიეროს გადახდა თუ გინდოდათ, ეს კაცურად უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ თქვენ ლაჩარი ბრძანდებით და ეს ვერ შეძელით. კი, ის და მისი მეგობრები ძალიან ცუდად მოგექცნენ, მაგრამ თქვენ უნდა გეცნობებინათ ეს პოლიციისთვის, ან თქვენი მშობლებისთვის მაინც და ისინი იმოქმედებდნენ. მაგრამ არც ამისი ვაჟკაცობა გეყოთ. ბოლოს კი თქვენზე მოძალადე გამოიჭირეთ მისთვის ყველაზე მძიმე მომენტში და სამაგიერო ასე გადაუხადეთ. თქვენ უნდა გველაპარაკოთ სამართალზე?! თქვენ უნდა იწოდებოდეთ მოსამართლედ?! ჩვეულებრივი ნაძირალა ბრძანდებით და არაფრით ხართ იმაზე უკეთესი, ვიდრე ის მოძალადე, ვინც მოკალით. მეც ფერადკანიანი ვარ, დარმწუნებული ვარ, მეც გეზიზღებით და საერთოდ ყველა ფერადკანიანი. სინდისგარეცხილი რასისტი ბრძანდებით და რომ მქონდეს უფლება, აქვე მიგასაკლავებდით და წარბსაც არ შევიხრიდი. მე მის ჯოჯოხეთში გაგზავნას ვუჭერ მხარს - მიმართა ბოლოს დემონთა მეთაურს და თავის ადგილზე დაჯდა. - მოითმინთ დარენ, ჯერ თქვენ ყველაფერი არ იცით? - უკვე ესეც საკმარისია, რაც გავიგეთ. - ბატონო მოსამართლევ - მიმართა ისევ დიამ სავარძელში მჯდომს - ფერადკანიანები გეზიზღებათ? - დიახ, მეზიზღება ჭირის დღესავით. აბა უნდა მიყვარდეს იმის შემდეგ, რაც გამიკეთეს? ეხლა რაღა აზრი აქვს ამის დამალვას? გინდა რასისტი მიწოდეთ და გინდა...რაც გინდათ. - ეხლა ეს მითხარით. მსგავსი განაჩენით რამდენი უდანაშაულო ფერადკანიანი გაისტუმრეთ საიქიოს? მოსამართლე ამ კითხვას არ ელოდა. ცივმა ოფლმა დაასხა. ცოტა პაუზა გააკეთა. მერე სახე ხელსახოცით მოიწმინდა და მიუგო. - 12 ადამიანი. - ანუ სულ 13 ხომ? - დიახ. მაგრამ ყველა უდანაშაულო არ ყოფილა. მათ გარკვეული სასჯელი მაინც ეკუთვნოდათ. ზოგს სამუდამო პატიმრობაც კი. მე მხოლოდ განაჩენი დავუმძიმე და სიკვდილით დავსაჯე. დარბაზმა ერთიანად ამოიგმინა. ისევ გაწევ-გამოწევა დაიწყო, სმითი სცენაზე ავარდნას ცდილობდა, მას სხვა ფერადკანიანებიც აყვნენ. წინ თეთრკანიანები გადაუდგნენ და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. დემონებმა ცოტა ხანს აცალეს და როცა კარგად დაალეწეს ერთმანეთს თავ-პირი და სისხლის გუბეები დააყენეს, მხოლოდ ამის მერე დააშოშმინეს თავისი სადამსჯელო მეთოდებით და ყველანი ე.წ. საჯარიმო სექტორში მოათავსეს ერთმანეთის განცალკევებით, რა თქმა უნდა. - ეხლა - მიუბრუნდა დია მოსამართლეს - თქვენც იგივე კითხვას დაგისვამთ - ეს ყველაფერი რომელიმე ეკლესიაში მოინანიეთ? - არა, არ მომინანიებია. - იქნებ თქვენი კეთილი საქმეების შესახებ გსურთ საუბარი, ბატონო მოსამართლევ? გაქვთ ამისი უფლება. - არა, არ მსურს, რაღა აზრი აქვს ეხლა?! - მაშ ასე, რას ფიქრობთ დანარჩენები? რისი ღირსია მოსამართლე? აბა, რას იტყვით? - მიმართა დარბაზს მთავარმა დემონმა. - არის თუ არა ეს კაცი ჯოჯოხეთის ღირსი? შეიძლება თუ არა რაიმე კეთილმა საქმეებმა გადაფაროს მისი დანაშაულები? გისმენთ ყურადღებით, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. აი,თქვენ, მაგალითად, ქალბატონო მარტინეს, რას ფიქრობთ ყოველივე ამაზე, რაც მოისმინეთ? - მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც რაიმე დასკვნები უნდა გამოვიტანო. რა უნდა გითრათ აბა? ერთი მოძალადის მკვლელობა კიდევ შეიძლება როგორმე გაამართლო ადამიანმა, მაგრამ 13 კაცის მკვლელობა? არ ვიცი, არ ვიცი... - რად უნდა ამას ბევრი სჯა-ბაასი, რა თქმა უნდა ჯოჯოხეთის ღირსია. წარმოუდგენელია, 13 ადამიანი როგორ უნდა გაიმეტო სასიკვდილოდ - აღშფოთდა კალათბურთელი ბურდული - მე არ ვარ ფერადკანიანი, მაგრამ ვერანაირად ვერ ვიქნები ასეთი მკვლელის სოლიდარული. ჯოჯოხეთშია მისი ადგილი. - კარდინალო, თქვენ რას იტყვით? - მე იმას ვიტყვი, რომ თქვენ არ გაქვთ ადამიანის გასამართლების უფლება. ეს ღმერთის პრეროგატივაა. თუ მაინცდამაინც ჩემი აზრის გამოთქმა აუცილებელია, იმას ვიტყოდი, რომ ადამიანის სიცოცხლის წართმევის უფლება არავის აქვს, რაც არ უნდა დიდი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. არც მოსამართლეს, არც პროფესორს და თქვენ წარმოიდგინეთ, არც თქვენ, ღმერთის მიერ დასჯილ და ციდან გადმოყრილ ურჩ ანგელოზებს. უფალი ღმერთი გადაწყვეტს, ვის სად მიუჩინოს ადგილი და არა თქვენ. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, აქ რა ხდება, რეალურია თუ არა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მრწამსი, რაც მთელი სიცოცხლე მქონდა და მაქვს, არასოდეს შეიცვლება. - შეურაცხყოფა არ გვწყინს, კარდინალო, მოიქავეთ ენა, თქვენი დროც მალე მოვა და ვნახავთ, რა წმინდანიც ბრძანდებით. - სხვები რას იტყვით? - მიმართა ისევ დარბაზს დემონმა - ასე სათითაოდ უნდა ამოგგლიჯოთ სიტყვები პირიდან? - არის ვინმე, ვინც იტყვის, რომ მოსამართლე ჯოჯოხეთს არ იმსახურებს? ვინმე გამოესარჩლება? დარბაზში სიჩუმე იდგა. დემონთა მთავარი ისევ მოსამართლეს მიუბრუნდა - თქვენი საქმე გასაგებია, ბატონო ჯოუნს. ეხლა ეს მითხარით, ამ დანაშაულებებს მარტო ჩადიოდით თუ გეხმარებოდათ ვინმე? შეუძლბელია ამდენი მკვლელობა მარტოს მოგეხერხებინათ. გამოძიება ხომ თქვენ ხელში არ იყო? - დიახ, მეხმარებოდა - ვინ? - ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი, პროკურორი კევინ გალაჰერი. მე რომ მარტო მოქმედება შემძლებოდა, უფრო მეტ ფერადკანიანს გავისტუმრებდი საიქიოში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შემეძლო გამეკეთებინა, როდესაც პროკურორი გალაჰერი გახლდათ, რადგან ჩვენ ერთად ვმოქმედებდით. მას თავისი მიზეზები აქვს, რატომ უნდა სძულდეს ფერადკანიანები. თუმცა ბრაუნის შემთვევაში მარტო მომიწია ამის გაკეთება. მე მის მოსამართლედ დავინიშნე და ამ შესაძლებლობას ვერ გავუშვებდი ხელიდან. დანარჩენ 12-ში კი კევინთან ერთად ვმოქმედებდი. - თქვენ მთელი დანაშაულებრივი სინდიკატი შეგიქმნიათ, ბატონო მოსამართლევ. კიდევ ვინ გყავდათ ჯგუფში? - არავინ, მეტი არავინ. - ხომ ვერ მეტყვით, ჯეფრი, სად არის ეხლა თქვენი მეგობარი კევინ გალაჰერი? - აქ გახლავთ. ჩვენ ოჯახებით ერთად მივემგზავრებოდით დასასვენებლად. - მაშ, ბატონი გალაჰერი ეხლა ამ დარბაზშია? - დიახ, აქ გახლავთ. - მაპატიე, კევინ, ამ წყეულებისგან მაინც არაფერი იმალება. სწორად გამიგე, ძალიან გთხოვ - მიმართა მოსამართლემ მეგობარს. - არა უშავს, ჯეფრი, არ იდარდო მაგაზე - იყო პასუხი. მოსამართლე ჯეფრი ჯოუნსის დაკითხვა დასრულდა და ჭინკებმა ისიც დიდი ყიჟინით და სიხარულით მიაბრძანეს დარბაზის უკანა ნაწილში. - ბატონო გალაჰერ - მიმართა დარბაზში მჯდომ პროკურორს დიამ - გამობრძანდებით და მოგვიყვებით თქვენს ამბებს თუ პირდაპირ მიუჯდებით მოსამართლეს გევრდით? - არავითარი სურვილი არ მაქვს თქვენი პროკურორობის ქვეშ ბრალდებულად ვიქცე და დაკითხვა მომიწყოთ - გაბრაზებით ხელები გააქნია პროკურორმა და პროფესორისკენ გაემართა. - სხვათა შორის, სურვილის შემთვევაში, ნებისმიერს შეგიძლიათ აირიდოთ დაკითხვა და ამით საკუთარი დაფარული საქმეების გამომზეურება, თუ, რა თქმა უნდა, თავად გადაბრძანდებით ჯოჯოხეთისთვის გამზადებულ ჯგუფში. ნება თქვენია - გამოაცხადა ხმამაღლა ებომ. - ბატონებო და ქალბატონებო - მიმართა დემონთა მთავარმა დარბაზს - ჩვენი სამსჯავრო და ეს განუწყვეტელი დაკითხვები თქვენთვის ძალიან მოსაბეზრებელი რომ არ იყოს, ჩვენ თქვენ გზადაგზა პატარა მოთხრობებს მოგიყვებით. ისინი ჩვენ მგზავრებს შეეხებათ. მე სახელებს ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ არ გეცოდინებათ და როცა სცენაზე იხილავთ, იქნებ მაშინ გაიხსენოთ. ამით თქვენც გაერთობით და ჩვენც ჩვენს მიზანს ავასრულებთ. ოღონდ, წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ვისზეც ეს მონაყოლები იქნება, ისინი ვერ გაიგონებენ, რადგან თხრობისას ყურები დაეხშობათ. მაშ ასე, დავიწყებ მოთხრობას ორ საუკეთესო მეგობარზე და თქვენ კარგად მომისმინეთ: *** გიორგი და დარენი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ისინი 5 წლის წინ დამეგობრდნენ, როდესაც ერთ გუნდში, ნიუ-იორკის „Red Stars“-ში დაიწყეს თამაში. გიორგი ამ გუნდში თბილისის “დინამოდან“ გადმოვიდა, დარენი კი ნიუ-იორკის ერთ-ერთი კოლეჯიდან დაწინაურდა. გიორგი უფრო გამთამაშებელი გალდათ, დარენი კი საუცხოო თავდამსხმელი. მას უმეტესად გიორგი ამარაგებდა არაჩვეულებრივი პასებით და ისიც ყრიდა და ყრიდა მეტოქის კალათში. ასე დამეგობრდნენ. დარენი ბრონქსის ერთ-ერთ ღარიბულ უბანში დაიბადა. მშობლები გამუდმებით შრომობდნენ, მაგრამ გაჭირვებას მაინც ვერ აუდიოდნენ. დარენს კიდევ ორი ძმა და სამი და ყავდა. მშობლებს უჭირდათ ექვსი შვილის რჩენა. ოჯახი საკმაოდ ეკლესიური გახლდათ და კვირა ისე არ გავიდოდა, ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში მესას რომ არ დასწრებოდნენ; ასევე დღესასწაულებს. დარენიც ბავშვობიდანვე ღვთის სიყვარულით აღიზრადა. კარგად იცოდა ბიბლია და რელიგიური წიგნები. როცა წამოიზარდა და თავისი თანატოლების ცხოვრების სტილს ხედავდა, სწორედ ეკლესია დაეხმარა, რომ გზას არ აცდენოდა. ყველანაირად შორს იჭერდა თავს გზასაცდენილი მეგობრებისგან, თუმცა ეს ყოველთვის იოლი არ გახლდათ. როცა დაინახეს, რომ დარენი მათსავით ქუჩაში გავარდნილი არ იყო და ნარკოტიკს და სასმელს არ ეძალებოდა, თავი დაანებეს და არც უცდიათ მისი გადაკეთება. ერთი წესიერი მაინც გვყავდეს სამეგობროშიო. იქნებ მისგან კარგი ადვოკატი დადგეს და მომავალში გამოგვადგეს კიდეცო. თუმცა, დარენს ადვოკატობა არასოდეს უფიქრია. უფრო კათოლიკური ეკლესიის პადრე უნდოდა გამხდარიყო, მაგრამ, როდესაც კალათბურთის საოცარი უნარი აღმოაჩნდა და დაინახა, რომ თავის თანატოლებზე ერთი თავით მაღლა იდგა, მიხვდა, რომ მისი მოწოდება მხოლოდ კალათბურთი იყო. არც შემცდარა, სკოლიდან კოლეჯში გადასვლის შემდეგ მალე ის კოლეჯის საუკეთესო კალათბურთელად იქცა. სელექციონერებსაც არ დაუყოვნებიათ და ის ნიუ-იორკის სახელოვანი გუნდის იუნიორებში მიიწვიეს. რამდენიმე წელიწადში კი უკვე მთავარი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მარტო მისი სიმაღლე(2 მეტრი და 7 სანტიმეტრი) არ გახლდათ წარმატების მიზეზი, უფრო მისი სისწრაფე და მოქნილობა. ასეთი სიმაღლის კაცი და ასეთი მოქნილი და სხარტი იშვიათად ყოფილა კალათბურთის ისტორიაში. ამიტომ, ამ ყველა თვისებას არაჩვეულებრივად იყენებდა და არა მარტო კლუბის, არამედ მთელი ასოციაციის ერთ-ერთი უძლიერესი კალათბურთელი გახდათ. გიორგი რომ მიიწვიეს, დარენი გუნდში უკვე წელიწადზე მეტ ხანს თამაშობდა და გუნდის ლიდერიც გახლდათ. მალე დამეგობრდნენ არა მარტო კაათბურთის გამო, სადაც საოცრად შეეწყვნენ ერთმანეთს, არამედ უფრო სულიერი სიახლოვის გამო. გიორგიც გადამკვდარი მორწმუნე გახლდათ და მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები სულ გულის ჯიბით დაჰქონდა. თამაშის წინ აუცილებლად ილოცებდა, მერე სამჯერ პირჯვარს გადაიწერდა და ისე გადიოდა მოედანზე. ბევრს, რა თქმა უნდა, ეცინებოდა მის საქციელზე, მაგრამ არა დარენს. მან იცოდა, რას ნიშნაცვდა ღვთის სიყვარული და სწორედ ამან დააახლოვა გიორგისთან. კალათურთის გარეთ ისინი ხშირად საუბრობდნენ რელიგიურ თემებზე და ძალიან მალე იპოვეს ერთმანეთთან სულიერი კავშირი. გიორგი საქართველოდან ჩამოვიდა. სამწუხაროდ, მისი ქვეყნის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა. არც დარენმა, რა თქმა უნდა. ჯორჯია მხოლოდ ამერიკის შტატი ეგონათ და თუ სადმე ქვეყანაც არსებობდა, წარმოდგნაც არ ჰქონდათ. გიორგი, როგორც შეეძლო, ცდილობდა, ამერიკელი მეგობრებისთვის საქართველო გაეცნო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, დიდად არც არავის აინტერესებდა, რა ქვეყანა იყო ეს და სად მდებარეობდა. მთელი მათი ცოდნა საქართველოს შესახებ საბჭოთა კავშირის დიდი ბელადის, იოსებ სტალინის და ამ უახლესი პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ცოდნით შემოიფარგლებოდა. ამერიკელებმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილიც კი არ იცოდნენ, თავისივე ქვეყნის სახელოვანი გენერალი. მაგრამ დარენი სულ სხვა იყო, მას ყველაფერი აინტერესებდა. ისიც იცოდა, რომ საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის იყო, სადაც მთავარ რელიგიად მართლმადიდებლობა იყო გამოცხადებული. დიდი ხანია, არ მოსწონდა კათოლიკურ ეკლესიაში რაღაც-რაღაც დეტალები, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ბიბლიას რომ კარგად იცნობდა, ხედავდა, რომ რაღაც მთლად ის ვერ იყო ეკლესიაში, როგორც უნდა ყოფილიყო. არ მოსწონდა, რომ კათოლიკე მღვდელი ინდულგენციებს აქეთ-იქით არიგებდა. იესო ქრისტე მოუსყიდველი იყო, უქონელი და არ სჯეროდა, რომ მისთვის ეს მოსაწონი იქნებოდა. არც ის მოსწონდა, რომ რომის პაპი ლამის დედამიწის ღმერთად გახლდათ გამოცხადებული და ეს უფრო კერპთაყვანისმცემლობას ჰგავდა...და სხვაც ბევრი მრავალი რამ, მაგრამ, მოდი, ამჟამად ეს ვიკმაროთ. როდესაც დარენი და გიორგი დამეგობრდნენ, დარენი მოწყურებულივით დაეწაფა გიორგის რელიგიას და ყველაფერი აინტერესებდა, რა განსხვავება იყო მათსა და მართლმადიდებლებს შორის და საერთოდ, რატომ გაიხლიჩა ქრისტიანული რელიგია მე-6 საუკუნეში. მის ეჭვებს განსაკუთრებით ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ ამ ბოლო დროს, სექსუალური უმცირესობების და კათოლიკური ეკლესიის კავშირი საკმაოდ აშკარა გახლდათ, რაც დარენისთვის კინაღამ საერთოდ ქრისტიანობაზე უარის თქმის მიზეხიც კი გახდა. მაგრამ გიორგის გამოჩენამ, სულ შეცვალა მისი შეხედულებები რელიგიაზე. ამჯერად აქ შევწყიტავ თხრობას და სხვა დროს გავაგრძელებ, დაასრულა დიამ საუბარი. *** ვინმეს გნებავთ გამოსვლა და თქვენი საქმეების განხილვის მალე მოთავება თუ ისევ მე გამოგიძახოთ? - მიართა დარბაზს დემონთა უფროსმა. - ჩემი შვილი აიყვანეთ - წამოხტა ოცდაათიოდე წლის სიმპათიური შავგვრემანი ქალბატონი, რომელიც აშკარა იყო, ჩინელი ან კორეელი უნდა ყოფილიყო - ამას ვერ უპოვით ცოდვებს და თქვენი ეს გაუგონარი ძალადობა ჩვენზე დასრულდება. იმედია, სამუდამოდ გაქრებით და იქით წაეთრევით, სადაც თქვენი ადგილია. - დარწმუნებული ხართ, მისის ვონგ? - გაეღიმა დიას. - სავსებით. თუ თქვენ მას რაიმე დანაშაულს უპოვით და ჯოჯოხეთში გაუშვებთ, მეც უყოყმანოდ წავალ მასთან ერთად - ამაყად თავაწეულმა გამოაცხადა მისის ვონგმა. - კარგი, ნება თქვენია. სტივ მუნ ჩონგ, თუ შეიძლება სცენაზე ამოდი, პატარავ, და აი, ამ სავარძელში მოკალათდი. - ბავშვმა ტირილი დაიწყო, არ უნდოდა ასვლა, მაგრამ რადგან დედასაც დართეს ნება, მასთან ერთად ასულიყო, ისიც სცენისკენ გაემართა. - სტივ, ჩემო პატარავ, რამდენიმე კითხვას დაგისვამ და მხოლოდ სიმართლე მითხარი კარგი? თორემ ცუდი ძიები დედიკოს დაგაშორებენ და შორს წაგიყვანენ - მიმართა ბავშვს ამჯერად ლუსმა. - თან აბა ხომ არ გინდა რომ ნემსი გაგიკეთონ არა? ხომ გვეტყვი სიმართლეს მის გარეშე? ბავშვმა შეშინებული თვალებით თავი დაუქნია. - ჯერ მითხარი, რამდენი წლის ხარ? - 8 წლის. - აბა ეხლა მითხარი, თამაში გიყვარს? ბავშვმა თავი დაუქნია. - ხშირად თამაშობ ხოლმე? ბავშვმა ისევ დაუქნია თავი. - აბა ეხლა მითხარი, სტივ, რომელი თამაში გიყვარს ყველაზე ძალიან? - მიყვარს Fruit Ninja, Minecraft, Lego Tower და სხვები. - ეგენი რა არის, სტივ, მე რომ არ ვიცი? კარგად ამიხსენი. - ტელეფონის თამაშებია. - კარგი. აბა ეხლა მითხარი, დედა და მამა გაძლევენ ხოლმე უფლებას როცა გინდა, მაშინ ითამაშო? - არა, ყოველთვის არა. დრო მაქვს გამოყოფილი სათამაშოდ. - როცა დრო გადის, რა ხდება? - ტელეფონს მართმევენ. - ბრაზდები ხოლმე ამ დროს? - კი, ძალიან. - ყოფილა შემთხვევა, როცა დედას ან მამას ტელეფონი შუა თამაშიდან გამოუტაციათ ხელიდან? - კი, ყოფილა. - და რა გინატრია ხოლმე ამ დროს ყველაზე მეტად? - რომ დედა და მამა მოკვდნენ. დარბაზმა გაოცებისაგან ერთიანად ამოიხვნეშა. - სხვა დროსაც გინატრია ხოლმე, რომ დედა და მამა მოკვდნენ და აღარ გყავდეს? - კი, ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა გამაბრაზებენ ხოლმე, ან როცა მსჯიან. მერე აღარ - დარცვხენილმა თავი გიამართლასავით ბავშვმა. - კარგი. აბა ეხლა ეს მითხარი, სტივ, ოღონდ ისევ სიმართლე კარგი? თუ მოგიპარავს რამე? ბავშვი ერთიანად გაწითლდა. - კი, კანფეტები და შოკოლადები. - როდის? - როცა დედა სადღესასწაულოდ ინახავს ხოლმე, კარადიდან ჩუმად ამიღია. - მარტო შენი სახლიდან? - არა, დეიდა ლინდასთანაც მომიპარავს კანფეტები, როცა სტუმრად ვყოფილვართ. -კარგი, სტივ, კარგი ბიჭი ხარ. ეხლა ეს მითხარი, ეკლესიაში ყოფილხარ? - არ ვიცი, ეგ რა არის? - გაიკვირვა ბავშვმა. - არა, არაფერი. თავისუფალი ხარ და შეგიძლია ჯერჯერობით შენს დედიკოსთან დარჩე. - მისის ვონგ - მე კი ვიცი პასუხი, მაგრამ მაინც გკითხავთ - მიუბრუნდა ლუსი ბავშვის დედას - ეკლესიაში ხომ არ დადიხართ? იესო ქრისტესთან რა ურთიერთობა გაქვთ? - არავითარი, ჩვენ ბუდისტები ვართ. - ვშიშობ თქვენი იმედები არ გამართლდა, მისის ვონგ, თქვენი შვილი ისევე იმსახურებს ჯოჯოხეთს, როგორც პროფესორი, მოსამართლე ან პროკურორი. - თქვენ რა სულ გარეკეთ? - გაცხარდა მისის ვონგი - თქვენ გინდათ თქვათ, რომ ბავშვური ოინბაზობების გამო თქვენ მას ჯოჯოხეთში უშვებთ? ვინ მოგცათ ამის უფლება? - თქვენ ბიბლია წაგიკითხავთ, მისის ვონგ? 10 მცნების შესახებ გაგიგიათ? გამიგია, მაგრამ არ წამიკითხავს, ეგ რა შუაშია? ხომ გითხარით, ჩვენ ქრისტიანები არ ვართ, ბუდისტები ვართ. - მით უარესი თქვენთვის, თუ ასე ფიქრობთ. - მაგით რისი თქმა გინდათ? თქვენ, ეშმაკის მსახურები ბიბლიით ხელმძღვანელობთ? ვერასოდეს დავიჯერებ ამას. - ოო, სულ ტყუილად, მისის ვონგ, სულ ტყუილად. თქვენ არ იცით ეს რა დიდებული წიგნია და როგორ გვეხმარება 10 მცნება და იესოს ქადაგებები, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ჩვენთან წავიყვანოთ. ბიბლია რომ არა, ამას ვერ მოვახერხებდით. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ასეა და ამას ეხლავე დაგიმტკიცებთ. აი, ავიღოთ თქვენი შვილი. მან სულ ცოტა 5 მცნება მაინც დაარღვია 10-დან. წარმოგიდგენიათ ეს? პატარა, 8 წლის ბავშვმა 10-დან 5 მცნება დაარღვია და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ მოზრდილ ადამიანთა უმეტესობა ხშირად ათივე მცნებას არღვევს. - რომელი ხუთი, გაგიჟდით? ბავშვმა თუ ორი ცალი კანფეტი აიღო, ეს 5 მცნების დარღვევაა? აი, ღმერთის 10 მცნება, მისის ვონგ: 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა კაც-ჰკლა. 7. არ იმრუშო. 8. არ იპარო. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. ეხლა ჩამოგითვალოთ რომელი მცებები დაირღვა? პირველი მცნება - არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს, მეორე - არ გაიკეთო კერპები. მეოთხე წმიდა ჰყავ შაბათ დღე, რასაც რა თქმა უნდა, თქვენ არ ასრულებთ. მეხუთე - პატივი ეცი დედას და მამას. რომელ პატივისცემაზეა ლაპარაკი, როცა ბავშვი მშობლების სიკვდილს ნატრობს? მეექვსე - არ მოკლა არავინ. გაფირებაც უკვე ცოდვაა, მისის ვონგ, მან გულში მკვლელობა ჩაიდინა. მერვე- არა იპარო - ეს ვგონებ ისედაც ცხადია. აბა დათვალეთ ეხლა. 6 გახლავთ, მისის ვონგ, 6 მცნება 10-დან. და თქვენ ფიქრობთ რომ ეს ცოტაა? როცა ერთი მცნების დარღვევაც საკმარისია, თუ არ მოინანია ადამიანმა? თქვენ კი ეკლესიაშიც არ დადიხართ, რომელ აღსარებასა და მონანიებაზეა საუბარი? მე აღარაფერს ვამბობ საზვერეებზე, რომლებზედაც თქვენ ალბათ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. ამ შემთხვევაში ეს უკვე საერთოდ აღარ არის საჭირო. აი, ასე, მისის ვონგ, ჩვენ ადამიანებს უფლისავე კანონებით განვსჯით. ამაშია ჩვენი ძალა. - იცით რას გეტყვით? - არ ცხრებოდა ბავშვის დედა - ეგ თქვენი კრიტერიუმები მე სულ არ მაინტრესებს. როგორც გითხარით, ჩვენ ქრისტიანები არ ვართ და მაგ წესებით ისინი გაასამართლეთ. ჩვენ სიკვდილის შემდეგ რეინკარნაციას განვიცდით და სხვა სხეულებში გადავინაცვლებთ. ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ სრულყოფილებას არ მივაღწევთ. ბოლოს კი მარადიულ ნირვანაში ვიქნებით. - დემონებს ისეთი ხარხარი აუვარდათ, დარბაზმა ზანზარი დაიწო. - ეგ ზღაპრები ჩვენი მოგონილია, მისის ვონგ - მიმართა ლუსმა გაცხარებულ დედას - კი, გადაბარგდებით, თაგვის, ძაღლის ან სულაც ტარაკნის სხეულში... და საერთოდ, ყველა რელიგია, ქრისტიანობის გარდა, ჩვენი შემოგდებულია. რა კარგია, რომ ასეთი ზღაპრების გჯერათ. აბა თქვენ გგონიათ ჩვენ უსაქმოდ ვზივართ და ვამთქნარებთ ამდენი ათასი წელია? თვით ქრისტიანობაშიც კი ჩამოვაგდეთ განხეთქილება და დავაპირისპირეთ ერთმანეთს. თქვენ კიდევ ბუდაო, ნირვანაო. კარგი, გჯეროდეთ ასე, ვინ დაგიშალათ? ეხლა კი კეთილი ინებეთ და ან თავად ჩაჯექით მაგ სავარძელში, ან კიდევ თქვენ შვილს გაყევით აიიი, იქ, სადაც დიდად პატივცემული ადამიანები ზიან, „სამართალდამცავები და მეცნიერების ღვაწლმოსილი მუშაკები“ - ირონიით თქვა ლუსმა და ხელი დარბაზის უკანა ნაწილისკენ გაიშვირა. - სადაც ჩემი შვილია, მეც იქ ვიქნები და ვნახოთ, ვისი სიმართლე გაიმარჯვებს - დაავლო ბავშვს ხელი მისის ვონგმა. - ნება თქვენია, ჩემო კარგო - გაუღიმა ლუსმა მისის ვონგს და ჭინკებს თვალით ანიშნა. მათაც დატაცეს ორივეს ხელი და წამში მიაფრინეს დანიშნულების ადგილას. ლუსმა დარბაზს თვალი მოავლო შემდეგი გამომსვლელის ასარჩევად. - ლუს, დავასვენოთ ეხლა ეს ხალხი. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ბევრი განცდებიც გადაიტანეს - მიმართა ლუსს დემონთა მთავარმა. დაისვენონ, გაიაზრონ, რა ხდება და შემდეგ გავაგრძელოთ - თქვა და სინათლეც ჩაქრა. რამდენიმე წამში კი მგზავრები ისევ თვითმფრინავის სალონში აღმოჩდნენ. ბატონებო და ქალბატონებო - მიმართა დემონთა მეთაურმა მგზავრებს - ეხლა ვახშამს მიირთმევთ, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ მოისვენოთ. ღამე გრძელი იქნება და ვერ გეტყვით ზუსტად, კიდევ რამდენი ასეთი ღამის გატარება მოგიწევთ აქ, დრო ხომ საერთოდ გაჩერებულია და რომც გითხრათ, აზრი არა აქვს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოვკითხეთ და სულ 333-ნი ხართ, თავად განსაჯეთ, რამდენი დრო დაგვჭირდება. თუმცა, როგორც კი პირველი მართალი გამოჩნდება, მაშინვე შეწყდება თქვენი ტანჯვა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებით. ასე რომ, შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ, ვინ იქნება შემდეგი. სამწუხაროდ, პატარა ბავშვმა არ გაგიმართლათ, ვისაც მისი უცოდველობის იმედი გქონდათ, ვისაც გეგონათ, რომ ის გიხსნიდათ. ბოდიშს გიხდით, რომ სასტუმროს ნომრებში ვერ გაგანაწილეთ. ამის ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავთ. ასე რომ, თქვენს სავარძლებზე მოგიწევთ ძილი. - ნახე, ეს სულწარწყმედილები, მასხრადაც რომ გვიგდებენ -გადაულაპარაკა ბურდულმა გვერდზე მჯდომ სმითს. მოთხრობაც რომ დაუწყიათ ჩვენზე. რადგან ყურები ორივეს დაგვეხშო და ჩარლიმაც ჩვენსკენ გამოიშვირა ხელი, აშკარაა ჩვენზე ყვებოდა. ეტყობა მართლა ყველაფერი იციან. - ხო, ამათ ხელში ვართ და ვერაფერს ვიზამთ, ჯორჯ - უპასუხა სმითმა - ვნახოთ, რა იქნება ბოლოს. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს და არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა ხდება. - სიზმარია თუ არა, ცხადში კი ხდება, დენ, და როდის გამოვიღვიძებთ, ღმერთმა იცის - ჩაილაპარაკა ბურდულმა. მადლობა ღმერთს, ჩვენს უმწიკვლო მეგობრობას ესენი ვერ შეარყევენ. - რა თქმა უნდა ვერა, ჯორჯ - გაუღიმა მეგობარს დარენმა - ილაპარაკონ რამდენიც უნდათ. სალონში შუქები გამოირთო. *** - ბატონო პრეზიდენტო, რაც ტელევიზიით ვიხილეთ, მსგავსი სიუჟეტები მეორდება - მიმართა დილის თათბირზე პრეზიდენტს უსაფრთხოების შეფმა ნაიჯელ კალაჰანმა - ამჯერად დაჰკითხეს მოსამართლე ჯოუნსი და პატარა ჩინელი ბავშვი. როგორც ჩანს, ყველა მგზავრს ასეთ შოუს მოუწყობენ და ტელევიზიით გაუშვებენ. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვახერხებთ. მთელი მსოფლიო გადაერთო ტელევიზიაში გაშვებულ სიუჟეტებზე. იკვლევენ ყოველ კითხვას, ყოველ პასუხს. ყველგან განხილვა და მსჯელობა მიმდინარეობს. ამას ეძღვნება დიდი გადაცემები ტელევიზიაში, სტატიები პრესაში. იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან, ექსტრასენსებისგან, რელიგიური ლიდერებისგანაც კი. უნდა ნახოთ, რა ხდება მედიაში. მსოფლიო გაგიჟდა. ბევრგან მასობრივი გამოსვლები დაიწყო, მათ შორის ჩვენს რამდენიმე ქალაქში. მოითხოვენ გამოკითხული ადამიანების წინააღმდეგ ზომების მიღებას. არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს, ისინი ხომ გაუჩინარებულნი არიან? მაგრამ საკანონმდებლო კუთხით მაინც. განსაკუთრებით აქტიურობენ ფერადკანიანები. ამსხვრევენ და წვავენ მანქანებს, ლეწავენ მაღაზიებს და ძალიან აგრესიულად იქცევიან. ყველაფერი ძალზე სწრაფად ვითარდება. ითხოვენ, რომ მოსამართლე ჯოუნსი და პროკურორი გალაჰერი დაუყოვნებლივ გამოცხადნენ დამნაშავეებად და მათ წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებიან თეთრკანიან მოქალაქეებთან დაპირისპირებით, არეულობით და მასობრივი გამოსვლებით. პოლიცია, ჯერჯერობით, დიდი გარჯის ფასად აკავებს პროტესტანტებს, მაგრამ თუ რამე ზომები არ მივიღეთ, სერ, ეს მასიურ არეულობებში გადაიზრდება და ვშიშობ, სისხლიც დაიღვრება. - გასაგებია, გალაჰერ, სასწრაფოდ დაუკავშირდით პრესსამსახურის უფროს და 2 საათში დაანიშნინეთ პრესკონფერენცია. - ეხლავე შევასრულებ, ბატონო პრეზიდენტო. მთელი მსოფლიოს ყურადღება ტელევიზიისკენ იყო მიმართული. პრეზიდენტი საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებდა. სადაცაა პრესკონფერენცია დაიწყებოდა. დანიშნულ დროს პრეზიდენტიც გამოჩნდა. იგი მშვიდად მივიდა მიკროფონებთან და განაცხადა: - ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ თვითმფრინავი ბოინგ-777, რეისით ნიუ-იორკი - დუბაი, სამწუხაროდ, გაქრა რადარებიდან. ეს არ ნიშნავს რომ თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ან თუნდაც რაიმე ავარიული სიტუაცია შეექმნა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისი ადგილმდებაროებას ვერ ვაფიქსირებთ, რასაც ჩვენი სისტემების ტექნიკური გაუმართაობას ვაბრალებ და ვიღებ სრულს პასუხისმგებლობას. ძალიან გთხოვთ, ნუ ატეხავთ ზედმეტ აჟიოტაჟს. მე გპირდებით, რომ ჩვენი საინფორმაციო სამსახური უახლეს ცნობებს დაუყოვნებლივ მოგაწოდებთ. იმედია, ჩვენი კომპიუტერული სისტემები მალე ჩადგება მწყობრში და ყველაფერი ნორმალურად დასრულდება. რაც შეეხება ტელევიზიით გასულ სიუჟეტებს, მე, როგორც პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მოქალაქე, გაძლევთ სიტყვას, რომ ყოველი სიტყვა, რაც კი იყო თქმული, აუცილებლად იქნება გამოძიებული და შესაბამისი გადაწყვეტილებები გამოტანილი. ასევე მინდა ყველას ვაცნობო, განსაკთრებით ჩვენს ფერადკანიან მოქალაქეებს, რომ მოსამართლე ჯოუნსის და პროკურორ გალაჰერის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეები უკვე აღიძრა და გამოძიება დაწყებულია. მათზე გასული სიუჟეტის შემდეგ მე დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება ამის შესახებ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეწყვიტეთ საპროტესტო გამოსვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა კანონის დამრღვევი შესაბამისად დაისჯება. ეს არის სულ ამ საათისთვის, რისი თქმაც შემიძლია. ეხლა კი მზად ვარ თქვენს კითხვებს ვუპასუხო. - მეგან უაითი, BM Channel 2 - ბატონო პრეზიდენტო, თუ მიმდინარობს სამაშველო სამუშაოები თვითვმფრინავის მოსაძებნად? - მე ამას სამაშველო სამუშაოებს ვერ დავარქმევდი. სამძებრო სამუშაოები კი ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენს მიერ ჩართულია ყოველი შესაძლო ძალები თვითმფრინავის მოსაძებნად, მათ შორის საერთაშორისოც. ვგულისხმობ როგორც საბრძოლო ბომდამშენებს და ავიაგამანადგურებლებს, ასევე წყალქვეშა ნავებს. დამერწმუნეთ, ჩვენ ყოველ ღონეს ვხმარობთ ლაინერის მოსაძებნად. - არაუ მახიტა, გაზეთი „Today“ - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ მოსამართლე ჯოუნსი და პროკურორი გალაჰერი. აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე პროფესორ ზელერზე? - დიახ, პროფესორ ზელერზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. საქმის დასრულებამდე კი მას შეჩერებული აქვს ყველა რეგალიები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის წოდებაც. ამის შესახებ განკარგულბე მე დაუყოვნებლივ გავეცი, როგორც კი ბატონი ზელერის დაკითხვა მოვისმინეთ. ბოლო კითხვა და დავამთავროთ, თუ შეიძლება - მაქს მორგანი, რადიოსადგული BCCB - ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა თვითმფრინავის გაუჩინარება რაიმე ზებუნებრივ ძალებთან ან მოვლენებთან იყოს დაკავშირებული? - სატელევიზო სიუეჟეტების შემდეგ უკვე ვერაფერს გამოვრიცხავთ. სავარაუდოდ ისინი გაგრძელდება და ჩვენ სხვა მგზავრების დაკითხვებსაც ვიხილავთ. მეორეს მხრივ, ეს იმედს გვაძლევს, რომ თვითმფრინავს კატასრტოფა არ განუცდია და მგზავრები ცოცხლები არიან. ჩვენ მაქსიმალური ძალებით ვცდილობთ ლაინერის ადგილსამყოფელი დავადგინოთ. აი, ეს შემიძლია გითხრათ ამ მომენტისთვის. - გასაგებია, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ, როგორც გავიგეთ, სულ რამდენიმე საათის წინ თვითმფრინავის გაუჩინარების მიდამოებში მფრინავი თეფშის მსგავსი საგანი გამოჩენილა, ამაზე რას იტყვით? - ჩემთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის. რაც არ ვიცი, იმის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს მხოლოდ მორიგი მოგონილი ჭორი მგონია. ამით დავამთავროთ. მადლობა. პრეზიდენმა დატოვა პრესკონფერენციის დარბაზი და თავის კაპინეტში დაბრუნდა. იქ მას უკვე ელოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და საგანგებო სიტუაციათა განყოფილების უფროსი, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლას ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს. - ბატონო რიჩარდს, ეს რა იყო? - მიმართა შესვლისთანავე პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს. - რას გულისხმობთ, ბატონო პრეზიდენტო? - მფრინავ თეფშს ვგულისხმობ, ბოლო შეკითხვას. მართლაც შეამჩნიეს რამე? რატომ არაფერი ვიცი? -არა, ბატონო პრეზიდენტო, გაეღიმა მინისტრს - არავითარი მფრინავი თეფში არ ყოფილა, ეს მხოლოდ ყვითელი პრესის ფანტაზიებია. ასე რომ ყოფილიყო, თქვენ პირველი შეიტყობდით ამის შესახებ. სავარაუდოდ, ხვალ დილის გაზეთები აჭრელებული იქნება ამ ვერსიით და არა მარტო. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე კი მზად უნდა ვიყოთ მედია შემოტევისთვის. არა არის გასაკვირი, რაც ნახეს ტელევიზიით, იმის შემდეგ მფრინავ თეფშებზე ილაპარაკონ. - რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიპოვოთ თვითმფრინავი. დღესაც რამდენჯერმე ვესაუბრე პრეზიდენტ დუგინს და ვერც მათი კოსმოსური თანამგზავრები აფიქსირებენ დაკარგულ ლაინერს. - ერთი ამბავია ამტყდარი, ბატონო პრეზიდენტო, ამ რეპორტაჟების შემდეგ მთელი მსოფლიო გაგიჟდა და წინ კიდევ რა გველის, არავინ იცის. - ვიცი, მაგრამ განა სხვა რამე გამოსავალი გვაქვს? თქვენ რას მთავაზობთ, როგორ მოვიქცეთ, თუ ვერ ვიპოვეთ? - ბატონო პრეზიდენტო ჩაერთო საუბარში უსაფრთხოების შეფი ნაიჯელ კალაჰანი - მე თქვენს ადგილას ლოდინის ტაქტიკას ავირჩევდი. მედია იხმაურებს, იხმაურებს და გაჩერდება. დრო გავა და ყველაფერი ჩაწყნარდება. თუ თვითმფრინავის ნაწილების აღმოჩენა მოხდება, მაშინ გასაგებია, მაგრამ მანამდე ის უბრალოდ უგზო- უკვლოდ დაკარგულად ჩაითვლება და მორჩა. ვერავინ ვერაფერში ვერ დაგადანაშაულებთ. თქვენ იმაზე მეტი იღონეთ, რაც გევალებოდათ. სანამ რეპორტაჟები გაგრძელდება, თვითმფრინავის კატასტროფა უბრალოდ გამორიცხულია. ხოლო თუ ის ზებუნებრივი ძალების მიერაა გატაცებული, თქვენ მითუმეტეს ვერავინ დაგადანაშაულებთ ამაში - კი, მაგრამ არჩევნები ცხვირზეა მომდგარი. ეს მაინც დარტყმა იქნება ჩვენთვის. საპროტესტო გამოსვლები სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. - თქვენი პრესკონფერენციის შემდეგ - ბატონო პრეზიდენტო- გამოსვლები თავისთავად უნდა შეჩერდეს. ჩვენ მაინც ყველა ზომები მიღებული გვაქვს და თუ საჭიროა, ჯარსაც გამოვიყენებთ. ჯერჯერობით კი სპეცრაზმიც საკმარისია. რამდენიმე ადამიანი დავაკავეთ კიდეც სხვადახვა ქალაქებში. - დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეთ ჩემი ბრძანებით და განუმარტეთ, რომ შემდგომში დანდობა აღარ იქნება. - მესმის, ბატონო პრეზიდენტო, შესრულებული იქნება. საუბარი ამით დასრულდა. მეორე დღეს პრეს-სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილას ვერ ჩაფრინდა, ის კატასტროფის მსხვერპლად არ ცხადდებოდა მანამ, სანამ ამისი საფუძველი არ იარსებებდა. მანამდე კი ის ოფიციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. ხოლო მთავრობა სამძებრო სამუშაოებს აგრძელებდა და არ შეწყვეტდა სანამ ბოინგის კვალს არ მიაგნებდა. *** გათენდა, ასე ვთქვათ, თვითმფინავშიც. მგზავრები ნელ-ნელა ფხიზლდებოდნენ. ზოგს სულაც არ ძინებია. ე.წ. სტუარდესები ჩაის, ყავას და დილის საუზმეს არიგებდნენ. როდესაც საუზმე მორჩა, თვითმფრინავის სალონი დემონების ჯადოსნური მანიპულაციებით ისევ თეატრის დარბაზად იქცა და ყველამ ისევ იქით გადაინაცვლა. - აბა, ხომ არ მოგიფიქრებიათ, დღეს პირველი ვინ გამოვა სცენაზე? - გამოაცხადა დიამ და დარბაზს თავლი მოავლო. ყველანი გაჩუმებულები ისხდნენ. - კარგი, მაშინ მოდი ექიმ პეტროვსკის ვთხოვოთ. ექიმმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ შემდეგ ისეთი აუტანელი ტკივილები განიცადა, ოღონდ შეწყივიტეთ და გამოვალო, აქეთ ევედრებოდა დემონებს. შემდეგ კი ნემსიც გაუკეთეს. მის გამოკითხვას ამჯერად ებო აწარმოებდა. - ექიმო პეტროვსკი, თუ შეიძლება, მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ. - იანოშ პეტროვსკი, ექიმი გინეკოლოგი. მე პოლონელი ემიგრანტების ოჯახიდან ვარ. ჯერ კიდევ ჩემი ბებია-ბაბუა გადმობარგდნენ ამერიკაში და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. ვარ ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიდან. იქვე დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და გავიარე ორდინატურა. შემდეგ კოლეჯი ქალაქ კოლუმბუსში. მყავს მეუღლე კლარა და სამი შვილი. თუ რამე კიდევ გაინტერესებთ მკითხეთ. - არა, ჯერჯერობის ეს საკმარისია. - ექიმო, თუ შეიძლება გვითხარით, სიცოცხლე გიყვართ? - ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა მიყვარს. მე ხომ ახალი სიცოცხლის დაბადებას ვუწყობ ხელს და ამ საქმეს ვემსახურები. - მორწმუნე თუ ბრძანდებით? - დიახ, კათოლიკური ეკლესიის მრევლი გახლავართ. ვერ ვიტყვი, რომ მსახურებაზე ხშირად დავდივარ, მაგრამ მაინც. - მაშინ ისიც გეცოდინებათ, რაოდენ დიდია აბორტის ცოდვა. ექიმს ცოტა სახე შეუწითლდა და ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა: - დიახ, ვიცი, ასე თუ ისე. - ჯერ სანამ მთავარ კითხვებს დაგისვამთ, ერთი ეს მითხარით, ჯვარი რატომ არ გიკეთიათ. ექიმი შეცბა. - დიახ, არ მიკეთია, მუშაობისას ხელს მიშლის ხოლმე და მოვიხსენი. ხშირად მიხდება დაკუზულ მდგომარეობაში ყოფნა და ჯვარი გარეთ მივარდებოდა ხოლმე, კისერზე კონწიალობდა და ხელს მიშლიდა. - არაჩეულებრივი საბაბია - ტაში დაუკრა დემონმა დამცინავად - ეხლა, ეს მითხარით, არის თუ არა აბორტი ადამიანის მკვლელობა? - დიახ, გარკვეულწილად მკვლელობა გახლავთ, თუმცა ის მხოლოდ ჩანასახის სახითაა ჯერ წარმოდგენილი. - თქვენ, როგორც ექიმმა, უნდა იცოდეთ. არის თუ არა ჩანასახი უკვე ცოცხალი არსება? მიპასუხეთ მხოლოდ კი თუ არა. - დიახ, არის. - ეხლა ეს მითხარით, პირადად თქვენ რამდენი აბორტი გაქვთ გაკეთებული? - აბორტი ოფიციალურად დაშვებულია ოჰაიო შტატში, თუ ნაყოფი არ აღემატება 22 კვირას. ამაზე ვერ მომედავებით, კანონი არ დამირღვევია. - კიდევ როგორ მოგედავებით, თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. გიმეორებთ კითხვას და მიპასუხეთ, პირადად თქვენ რამდენი აბორტი გაქვთ გაკეთებული? - არ დამითვლია, ალბათ ბევრი. დაახლოებით? - რამდენიმე ასეული, ზუსტად ვერ გეტყვით. - ანუ, თქვენ რამდენიმე ასეული არდაბადებული ჩვილი მოკალით. ასეა? - ასე გამოდის - ამოიხვნეშა ექიმმა. - თქვენ, როგორ კათოლიკე ქრისტიანმა, ალბათ უნდა იცოდეთ, რომ მკვლელობა დიდი ცოდვაა. - დიახ, ვიცი - ამოიღნავლა საცოდავად ექიმმა პეტროვსკიმ. - თქვენს მიერ გაკეთებული რომელიმე აბორტი თუ მოგინანიებიათ? - ყველა არა. - უფრო დაწვრილებით რომ გვითხრათ? - როცა პირველად მომიწია ამის გაკეთება, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან ვიცოდი, რომ ეს დიდი ცოდვა იყო. ამიტომ თავიდან მუდმივად ვინანიებდი. სამსახურის დაკარგვის შიშით ვაგრძელებდი აბორტების კეთებას, სხვა გზა არ მქონდა. - შემდეგ რა მოხდა. - შემდეგ, უბრალოდ, შევეჩვიე. ეს ისეთივე ყოველდღიური პროცესი გახდა ჩემთვის, როგორც მშობიარობა. მაგრამ მე კანონი არ დამირღვევია. ჩემი ნება არ იყო ამის გაკეთება. მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. პოლიციელიც კლავს დამნაშავეს და რა, არ უნდა მოკლას? ან სიკვდილმისჯილები არ უნდა გამოასალმონ სიცოცხლეს? მაშ ისინიც მკვლელები არიან? მკვლელები არიან სამხედრო მოსამსხურეები, როცა ომის დროს მტერს კლავენ? - ექიმო პეტროვსკი. თქვენ სულ სხვა მიმართულებას შეეხეთ და ეს საერთოდ არ არის ახლოს თქვენს საქმესთან, მაგრამ მაინც აგიხსნით. პოლიციელიც და ჯალათიც დამნაშავეს კლავენ, რომელთა სიცოცხლეც საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. თქვენის აზრით ჩვილი ბავშვები დამნაშავეები არიან? სამხედრო მოსამსახურეები კი, ასე ვთქვათ, საკუთარ სამშობლოს იცავენ და მტერს ებრძვის. ყოველ შემთხვევაში ხშირად საბაბად ესა აქვთ და რამდენად სწორად იქცევიან, ეს სხვა საქმეა. ისინი მაინც ბრძანებას ასრულებენ, რისი ვალდებულებაც აქვთ აღებული. ჩვილი ბავშვები მტრები არიან? - არა, მე ეგ არ მიგულისხმია. - მიუხედავად ამისა, რადგან ასე გაინტერესებთ, გეტყვით. დიახ, პოლიციელის, ჯალათის, სამხედროს და ა.შ. მიერ ჩადენილი მკვლელობებიც მკვლელობებია, მიუხედავად იმისა, ვინ და რატომ იქნა მოკლული. მაშინაც კი, თუ ეს თავდაცვის მიზნითაა გაკეთებული. „არა კაც კლა“, ნათქვამია მცნებაში და არა ის - „არა კაც კლა დამნაშავის ან მტრის გარდაო“. სხვა საქმეა, პოლიციელი, ჯალათი, სამხედრო თუ სხვა ამ ცოდვას ინანიებს თუ არა. აი, ამის შემდეგ კი უფალი გადაწყვეტს, ვის მიუტევოს და ვის არა. მოუნანიებელი მკვლელები კი ჩვენი საყვარელი „სტუმრები“ ხდებიან, სამუდამო ბინადრები - სიამოვნებისგან ხელები მოიფშვიტა დემონმა. - აი, თქვენც, ექიმო, თქვენი ცოდვები რომ მოგენანიებინათ, მაშინ ჩვენ სათქმელი არაფერი გვექნებოდა. მაშინ თქვენს სხვა ცოდვებს განვიხილავდით, რომლებიც, დამიჯერეთ, უამრავი გაქვთ და არა მარტო თქვენ და იმ ადამიანებს, ვინც უკვე დარბაზის უკანა ნაწილში სხედან. უბრალოდ ამისი საჭიროება აღარ იყო. ამიტომ აღარ გამოგკითხავთ ექიმო, თუ როგორ ყიდიდით ჩვილ ბავშვებს უზარმაზარი თანხების სანაცვლოდ, თქვენ და თქვენი ასისტენტი მედდები; როგორ ატყუებდით უპატრონო მშობიარე გოგონებს, რომ მათი ჩვილები მშობიარობის დროს გარდაიცვალნენ; ან ტყუპებიდან როგორ აცლიდით ერთ ბავშვს მშობიარე დედებს. ხომ არ გნებავთ ამაზე ვისაუბროთ? თუ ეხლავე გადაბრძანდებით დარბაზის უკანა ნაწილში და შეუერთდებით „ღრმად პატივცემულ“ ადამიანებს? - არა, არ არის საჭირო, გადავალ ეხლავე - თქვა ბოლოკივით სახეაწითლებულმა ექიმმა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დარბაზის ბოლოსკენ, იმის შიშით, ე მანდ უკან არ მომაბრუნონ და დაკითხვა არ გააგრძელონო. თუმცა, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ ჭინკები ჩააფრინდნენ და უკვე დაკითხულების გვერდით მსწრაფლ მიაბრძანეს. სცენის თავში ამჯერად ოლუ გამოვიდა და სცენაზე ახალგაზრდა კოხტა გარეგნობის გოგონა მიიწვია, სამი მეგობრიდან ერთ-ერთი. გოგონა უხალისოდ გაემართა სცენისკენ. - გაგვეცანით, თუ შეიძლება - მიმართა ოლუმ გოგონას, როდესაც მასაც სხვებივით სიმართლის ინექცია გაუკეთეს - ჯემა უოლტერსი. - რამდენი წლის ხართ, ჯემა, და რას საქმიანობთ? მოკლედ გვითხარით თქვენს შესახებ. - 22 წლის ვარ. დავიბადე მანჩესტერში, ინგლისში. ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკში. ვსწავლობ კოლუმბიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. წელს ვამთავრებ. ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, იგივე ჩემი თანაკურსელები, ვისთან ერთადაც ვმგზავრობ. - ალბათ დასასვენებლად მიდიხართ, არა? - დიახ, რამდენიმე დღით. მალე გამოცდები დაგვეწყება და გვინდოდა ცოტა გავხალისებულიყავით. - ვხედავ, ძალიამ მოკლე კაბა გაცვიათ, ჯემა. მოკლე კაბები გიყვართ? - დიახ, ეხლა ყველას მოკლე კაბა აცვია, რა არის აქ საკვირველი? - გაიოცა ჯემამ. - არა, საკვირველი სწორედაც რომ არაფერი გახლავთ. ის უფრო გამიკვირდებოდა, გრძელი კაბით და დახურული გულ-მკერდით რომ მენახეთ. სად ნახავთ ეხლა ამისთანებს? - ჩაიქირქილა ოლუმ - რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს თქვენნაირი გოგონები. - რას გულისხმობთ? რატომ უნდა ვუყვარდე მე ან ჩემნაირი გოგონები დემონებს? - იმიტომ, რომ ჩვენი კერძები ხართ ყველა. "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური" მათე 18 : 6, 7 ბიბლიას კითხულობთ? ამას თვქვენი ღმერთი ამბობს, თქვენი მამა მშობელი. მან დაგიდგინათ ეს წესები და ამით გაგასამართლებთ სწორედ. ჩვენი სამართლით რომ ვსჯიდეთ, ყველას ჯოჯოხეთში გიკრავდით თავს, როგორც ჩვენ გვიკრეს თავი თავის დროზე, რადგან ცოდვილები ხართ ყველანი და იმსახურებთ, მაგრამ რადგან ამისი უფლება არ გვაქვს, სწორედ თქვენი ღმერთის სამართლით განგსჯით და ვნახოთ, სხვას რას იმსახურებთ ჯოჯოხეთის გარდა. - მითხარით, მოკლე კაბა რისთვის გაცვიათ? გცხელათ? - სიცხე რა შუაშია, მოდაა და ჩვენ დროში ყველა ასე დადის, განსაკუთრებით ჩემი ასაკის გოგონები. - ყველა რომ ასე დადის, ეს თქვენზე კარგად ჩვენ ვიცით, მოდა ჩვენი მოგონილია, მოკლე კაბაც მათ შორის - გადაიკისკისა დემონმა. - კითხვაზე მიპასუხეთ, მოკლე კაბას რატომ იცვამთ მეთქი. - იმიტომ რომ მოხერხებულია და უფრო ლამაზად რომ ვჩანდე. - უფრო ლამაზად ჩანდეთ თუ ლამაზი ფეხები რომ გამოგიჩნდეთ, უფრო სექსუალურად გამოიყურებოდეთ და კაცებმა, როგორც საქონელი ისე შეგაფასოთ? - მე საქონელი არ ვარ - გული აუჩუყდა გოგონას. - თუ იცით, რამდენ მამაკაცს აღუძარით თქვენთან ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი თქვენი ჩაცმულობის გამო? არა მარტო მოკლე კაბას ვგულისხმობ, არამედ იმ ნახევრად შიშველ ჩაცმულობას, ყოველ პარასკვს რომ დადიხართ ხოლმე კლუბებში გასართობათ. - კლუბებში გართობა აკრძალულია? თუ ვინმე თავის ვნებებს ვერ იკავებს და რაიმე სექსუალური ფანტაზიები უჩნდება ჩემს მიმართ, ეს ჩემი ბრალი სულაც არ გახლავთ. - არა, რა თქმა უნდა, თქვენ რა შუაში ხართ?! პატიოსნების და მოკრძალების ეტალონი ბრძანდებით - ირონია ჩააქსოვა თავის ნათქვამში დემონმა. - სრულად ჩაცმულები და გართობას მოკლებულები მონასტრებში არიან. მე ღმერთის დიდი მორწმუნე არ ვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, მას არ უთქვამს, რომ ყველანი მონაზვნები იყავითო. იმიტომ გინდათ განმსაჯოთ, რომ მონაზონი არ ვარ? - ამას არავინ გთხოვთ. ჯერ მარტო მოკლე კაბის და ამოღებული დეკოლტეს გამო უკვე ჯოჯოხეთის კანდიდადები ხართ და ეს უკვე საკმარისია. გაიგეთ, რას ამბობს თქვენი ღმერთი? - სჯობს წისქვილის ქვა დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქანო. ისა სჯობსო, გესმით? ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენივე უფალი რომ გაგასამართლებთ თავის სამსჯავროზე, სად მიგიჩენთ ადგილს? მაგრამ რადგან თქვენ ეს უწყინარი და უდანაშაულო საქციელი გგონიათ, გავაგრძელოთ. რაც შეეხება ჩაცმულობას, ამის შესახებ დია მოგახსენებთ თავის ბოლო სიტყვაში. - რამდენი წლის იყავით, როდესაც ქალწულობა დაკარგეთ? - მაგას რა მნიშვნელობა აქვს? - გაწითლდა გოგონა. - კითხვებს უპაუხეთ, ჯემა, თუ არ გინდათ რომ ტკივილები მოგაყენოთ. - 14 წლის ვიყავი. - და თქვენი პირველი მამაკაცი თქვენი მეუღლე იყო? - რა მეუღლე, მე გათხოვილი არ ვარ. მეზობელი ბიჭი იყო, ჩემზე ცოტა უფროსი. რომელიც მაშინ, ასე მეგონა, რომ მიყვარდა. - ეხლა აღარ გგონიათ? - არა, ეხლა აღარ მგონია. ის უბრალო გატაცება იყო, პირველი სიყვარული. - მას შემდეგ რამდენი მამაკაი გყავდათ, ჯემა? ზუსტ რიცხვს არ გთხოვთ, არც გეცოდინებათ, დაახლოებით მითხარით. - მაქვს თუ არა უფლება ზოგიერთ კითხვაზე არ გიპასუხოთ? - სამწუხაროდ არა. როგორ ფიქრობთ, მაგ უფლებას ის პატივცემული ადამიანები არ გამოიყენებდნენ, ეხლა დარბაზის უკანა ნაწილში რომ სხედან? მიპასუხეთ ზუსტად და ზემდეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. მაშ, რამდენი? ჯემა ჩაფირდა. - არასოდეს არ მიფიქრია ადრე ამაზე. ალბათ 30-მდე. - მეტია, ჯემა, მეტია, მაგრამ კარგი, ამას დავანებით თავი. უბალოდ არ დაგითვლიათ და თავადაც არ იცით, რამდენია. აბა ეხლა ის მითხარით, ამ 30-დან რამდენი იყო თქვენი მეგობარი ბიჭი, ე.წ. boyfriend-ი? - 4 ან 5. მერე ჩაფიქრდა და თითებზე თვლა დაიწო. კი ხუთი, თუ იმ პირველსაც ჩავთვლით, მეზობელს. რადგამ მასთან სკოლის დამთავრებამდე ვიყავი. - ანუ რეგულარული სექსი გქონდათ? - დიახ. - დანარჩენები ვინ იყვნენ? - შემთხვევითი პატრნიორები. - რას ქვია შემთხვევითი პარტნიორები, ლატარიას თამაშობდით ვისთან დაწვებოდით? ზუსტად და მკაფიოდ აგვიხსენით. წვეულებებზე გაცნობილები, ღამის კლუბებში, ან ისე, უბრალოდ სადმე სხვაგან. მხოლოდ ერთჯერადი სექსის გამო. - ე.წ. One Night Stand-ს გულისხმობთ ხომ, ერთი ღამით დროის გატარებას უცხო მამაკაცთან, რომელი ჩვეულებრივი მოვლენაა არა მარტო ინგლისში, არამედ უამრავ ქვეყანაში? - დიახ. მაგასაც. - კლუბებში ხომ სწორედ სასმელის და სექსის გამო დადიხართ, ასე არაა? - ყოველთვის სექსის გამო არა, მაგრამ სასმელის კი. - გქონიათ სექსი უცხო მამაკაცთან, როდესაც ბოიფრენდი გყავდათ? - დიახ მქონია - გაწითლდა ჯემა. ეს ღალატად არ მიმაჩნია. ვინ იცის, ისიც სხვის ლოგინში გორაობდა ამ დროს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სიყვარული სხვაა და სექსი სხვა. - ასე მარტო თქვენ ფიქრობთ თუ ყველა თქვენი თანატოლი? - თითქმის ყველა. ეხლა სექსი უკვირს ვინმეს? - ოოო, არა, ჩემო კარგო, ის ისეთი დიდებული რამაა, ისეთი დიდებული ცოდვაა, რის გამოც ადამიანთა უდიდესი ნაწილი ჯოჯოხეთში მოდის ჩვენთან. ეს ყველაფერი კი მოკლე კაბით დავიწყეთ, ჩემო კარგო, დღევანდელი გარყვნილი სამყარო ჩვენი შექმნილია. ეხლა ეს მითხარით. ორალური სექსი გქონიათ? - დიახ. მქონია. - ხშირად? - თითქმის ყოველი სექსის დროს. ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა და გასაკვირი და სასირცხვილო ამაში არაფერი არ არის. - ო, არა, ჩემო „ჭკვიანო“ გოგო, რა თქმა უნდა არა. რა ჯობია იმას, როდესაც მთელი ღამე ორალური სექსით ხარ დაკავებული და მერე ამ ტუჩებით საყვარელ ადამიანს აკოცებ, ან შვილს მოეფერები. რა სჯობს ასეთ გახრწნილებას? - არც არაფერი. - ამას კაცებიც აკეთებენ, მარტო ჩვენ, ქალები, არა. - ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ჯემა? ჩვენ ყველას ცხოვრების ყოველი წუთი ვიცით. აბა მეტი რას ვაკეთებთ? მაგრამ თქვენ მასეთი თავის მართლება არ გამოგადგებათ. ერთი ღორი თუ ტალახში გაგორდა, სხვა ღორების სიბინძურით განიწმინდება? - თქვენ რომ გისმინოთ ადამიანმა, მაშინ ყველანი ჯოჯოხეთში უნდა წავიდეთ იმის გამო, რომ ადამიანი სიამოვნებისათვის არის დაბადებული. - ოო, როგორ მეცნობა ეს დიდებული ფრაზა: “ადამიანი სიამოვნებისათვის არის დაბადებული“. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფრაზაა, რაც კი მოგვიგონია ადამიანთა დასაღუპად და რა კარგად მუშაობს, რომ იცოდეთ. ისიამოვნეთ რამდენიც გენებოთ, არ მოიკლოთ არაფერი. ოღონდ ამის გამო საფასურის გადახდა მოგიწევთ. ან ვინ გითხრათ, რომ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ჯოჯოხეთში არ გაემგზავრება და სამოთხეში დაიდებს ბინას? თუ ეს შვებას მოგიტანთ, დიახ, ძალიან დიდი უმრავლესობა სწორედ ჯოჯოხეთის ბინადარი გახდება. ეხლა ეს მითხარით, ჯემა, სხვა სახის სექსი თუ გქონიათ - ანალური, ან სხვა მხრივ გაუკუღმართებული? ჯემა ისევ გაწითლდა. - კი მქონია. სექსის დროს შეიძლება სხვადასხვა რამ მოიფიქროს ადამიანმა. ესეც ჩვეულებრივი მეგონა აქამდე. ამას ყველა აკეთებს. - „ყველა აკეთებს, ყველა აკეთებს“ - გამოაჯავრა დემონმა - ნეტა იცოდეთ, რა საცოდავად გამოიყურებით, როცა მხოლოდ ეს გაქვთ თავის გასამართლებლად და სხვა არგუმენტი არ გაგაჩნიათ. რომ გეთქვათ, თავისუფალი ადამიანი ვარ და რასაც მინდა, იმას ვაკეთებო, უფრო ღირსეულად გამოჩნდებოდით, ვიდრე თითს სხვებისკენ იშვერდეთ, თითქოს მათ გაიძულეს ასეთი გახრწნილი და გადაგვარებული ცხოვრებით გეცხოვრათ. კარგი, მეტს აღარ დაგტანჯავთ. ესეც საკმარისზე მეტია. ბიბლიას თუ კითხულობთ. - არა, არ წამიკითხავს არასოდეს. - შვიდი მომაკვდინებლი ცოდვის შესახებ თუ იცით რამე? - არა არ ვიცი. მაშინ მე ჩამოგითვლით: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური და სასოწრაკვეთილება. არის მათი საპირისპირო სათნოებებიც, მაგრამ ვშიშობ თქვენ ისინი არ გახასიათებთ. ეხლა თუ იცით, ამ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვიდან თქვენ რამდენი გაქვთ ჩადენილი, ჯემა? - არა, არ ვიცი - გეტყვით, მაგრამ არ დამიჯერებთ. - მაინც რამდენი? - შვიდივე. - რა სისულელეა - ხელი აიქნია ჯემამ. - დაგიმტკიცოთ? - ამპარტავნებას ყველაზე ბოლოს შევეხები. ეს ისეთი ცოდვაა, ყველას გაქვთ და დაგიმტკიცებთ ამას. სიძვაზე უკვე საკმაოზე მეტი ვისაუბრეთ. თქვენ ერთი ჩვეულებრივი მეძავი ქალი ქართ, ჩემო კარგო. მაგრამ არ ინერვიულოთ, მარტო თქვენ არა - ახალგაზრდა გოგონათა უმრავლესობა(და არა მარტო) დღეს მეძავია ან მრუში. იგივე შემიძლია ვთქვა მამაკაცებზეც. თქვენ ხომ ეს არგუმენტი ასე გიყვართ და ასე გამშვიდებთ?! ეხლა ამ კითხვაზე მიპასუხეთ - ანგარებით არაფერი გაგიკეთებიათ? აბა დაფიქრდით? - არა, არა მგონია. არასოდეს ანგარებიანი არ ვყოფილვარ? - დარწმუნებული ხართ ამაში? - რამდენადაც ვიცი, დიახ. - ფული გიყვართ? - ფული ვის არ უყვარს?! - გაეცინა ჯემას. - გაგახსენოთ, ფულის სანაცვლოთ როგორ გაატარეთ ღამე არასასურველ მამაკაცთან, რომელიც ბარში გაიცანით? - ახ, აი რაში ყოფილა თურმე საქმე. - სხვაც ბევრია, ჩემო კარგო, მაგრამ აღარ გაგახსენებთ, ესეც საკმარისია. როდისმე თუ განრისხებულხართ? - ვინ არ განრისხებულა? ცხოვრებაში არის ხოლმე ისეთი სიტუაციები, განრისხდები კი არა შეიძლება გაგიჟდე ადამიანი. ეგ რატომაა მომაკვდინებელი? - ეგ თქვენს ღმერთს ჰკითხეთ, ჩემო ძვირფასო. ეხლა ის მითხარით, თქვენი მეგობრების არ შეგშურებიათ არასოდეს? -კი, ყოფილა ეგეც - თავი დახარა ჯემამ. - სასოწარკვეთილებაშიც ალბათ ჩავარდნილხართ -კი, იშვიათად, მაგრამ ჩავვარდნილვარ.. - ნაყროვანებაზე არც ღირს ლაპარაკი, რაც თქვენ ბარებში ლუდი, ვისკი, არაყი თუ კოქტეილები გაქვთ ნასვამი, რაც ღამის კლუბების შემდეგ კარგად გამომძღარხართ სწრაფი კვების ობიექტებში პიცით თუ დონერ ქაბაბებით და ჩიფსებით, უკვე საკმარისზე მეტია. - რა სისულელეა, ჭამა რა სასიკვდილო ცოდვა ნახეთ? ეს ხომ უაზრობაა? - ჭამა არ არის უაზრობა, ჩემო კარგო, ზედმეტი ჭამა სიამოვნებისათვის, მემთვრალეობა და ასე შემდეგ - აი ეს არის ნაყროვანება. გაგახენოთ, რამდენჯერ გირწყევიათ ბარებში გადამთვრალს შუა ქუჩაში? - არა, არ არის საჭირო - ისევ მორცვხად დახარა თავი ჯემამ? - ეხლა ეს მითხარით. თქვენთვის შეურაცხყოფა მოუყენებიათ? - კი, ყოფილა ასეთებიც. - თქვენ რითი უპასუხეთ? - საკადრისი პასუხი გამიცია, აბა რა უნდა მექნა? - ანუ გიჩხუბიათ? - კი, მაგრამ ამითი რისი თქმა გსურთ? - არაფრის, ჩემო კარგო, აპმარტავნების სულ პატარა მაგალითებს გისახელებთ. თქვენ ისე გიყვართ თქვენი თავი, რომ შეურაცხყოფას და დამცირებას არავის აპატიებთ. მე თქვენი ყველა შემთხვევა ვიცი, მაგრამ არ გაგახსენებთ და მეტს აღარ შეგარცხვენთ. თქვენ საკმაოდ ამპარტავანი ადამიანი ბრძანდებით და ამისი დამტკიცება მინდოდა, მეტი არაფრის. თუ ვცდები, მითხარით. ვინმესთვის თუ მიგიტევებიათ ან შეურაცხყოფა, ან დამცირება. არა შიშის გამო, არამედ სიყვარულის გამო? რა თქმა უნდა არა. თქვენ შვიდივე სასიკვდილო ცოდვა გაქვთ ჩადენილი, ძვირფასო, აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე - სიცრუეზე, ორპირობაზე, ღალატზე და სხვა ასეთ მრავალ ცოდვაზე. ჩვენ, ერთი აპმარტავების გამო ღმერთმა ზეციდან გადმოგვყარა და ჯოჯოხეთის უფსკრულებში მიგვიჩინა ბინა. აბა თქვენ, ადამიანები, მაშ, რისი ღირსები ხართ, როცა ერთი კი არა, შვიდივე სასიკივდილო ცოდვებით ხართ დამძიმებული? რომლებიც ლამის 10-ვე მცნებას არღვევთ და კიდევ სამოთხეს ნატრობთ? სინდისი საერთოდ აღარ გაქვთ? თქვენ საზვერეების შესახებ თუ გსმენიათ რამე? - მოუბრუნდა ოლუ ისევ ჯემას. - არა, არ ვიცი, ეგ რა არის? - ამას ასე მოკლედ ვერ აგიხსნით, ჯობია ინტერნეტით მოიძიოთ, თუ გადარჩებით - ამოიხარხარა დემონმა. მე იმას გეტყვთ, სულ რომ ანგელოზი აღმოჩნდეთ და არცერთი სხვა ცოდვა არ გქონდეთ, მე-18 საზვერეს მაინც ვერაოსდეს გადალახავთ, ვერასოდეს. - იქნებ ამიხსნათ, ეს რას ნიშნავს? - რას ნიშნავს, ჩემო კარგო, და მე-18 საზვერე გახლავს სოდომიის და ყოველგვარი უკუღმართი სექსულური კავშირების ცოდვა, რაც ასე ლამაზად მოგვიყევით თქვენი განვლილი ცხოვრებიდან სულ ახლა. აი ეს არის. თუმცა, რომელ მე-18 საზვერეზეა საუბარი, ადამიანთა უმეტესობა პირველსაც ვერ გადალახავს - უქმადმეტყველების და უხამსი ლაპარაკის ცოდვას. რომ იცოდეთ როგორ საგულდაგულოდ ვითვლით ყველაც სიტყვას და რა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ საზვერეების გავლისას. ჯემამ მხრები აიჩეჩა, იმის ნიშნად, ვერაფერი გავიგეო. - კაი, ჯემა, ეს თქვენ მაინც არ გჭირდებათ, ისედაც საკმაოდ გაქვთ სული წარწყმედილი. თქვენთვის, ძვირფასო, ისიც საკმარისია, რომ ღმერთთან მწყრალად ხართ და არ მონაწილეობთ მის საიდუმლოებებში. - რომელ საიდუმლოებებში, რას გულისხმობთ? - ღმერთმა მოგცათ ხსნის გასაღები, მაგრამ თქვენ არც კი გაინტერესებთ ის და არც არასოდეს გიფიქრიათ ამაზე. ხომ სწორია? - რა გასაღები? - სინანული, ჩემო კარგო, სინანული, აღსარება და ზიარება, რაც წარხოცავდა ყველა ამ თქვენს ცოდვას. ჩემი ნება რომ იყოს - თვალებიდან სიბრაზისგან ნაპერწკები დასცვივდა დემონს - არ მოგცემდით არცერთ ადამიანს ასეთ საჩუქარს. თქვენ რა ღირსები ხართ, ჩვენზე ნაკლებად წაბილწულები როდი ხართ?! მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენმა ღმერთმა ასე ინება. ჩვენდა სასიხარულოდ, თქვენ ეკლესიური არ ხართ და ყოველგვარი სინანული თქვენთვის უცხოა. ამიტომ, თუ შეიძლება, გადაბრძანდით დარბაზის უკანა ნაწილში და უკვე გამოკითხულებს შეუერთდით. ჯემა უხალისოდ წამოდგა. ჭინკები კი ისევ ყიჟინით დააცხრნენ მას თავს, სიხარულით აიტაცეს და დარბაზის ბოლოსკენ გააქანეს. - კრისტელ და მონიკა, სცენაზე ამოსვლას ინებებთ თუ ჯემას შეუერთდებით თქვენი ნებით? - მიმართა ოლუმ ჯემას მეგობარ გოგონებს. - ქალიშვილებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს და მცირე თათბირის შემდეგ ჯემას გვერდით დაიკავეს ადგილები. - გონიერი გადაწყვეტილებაა. მიბაძეთ სხვებმაც - მიმართა ოლუმ დარბაზს. - ზოგადად - მიმართა ეხლა უკვე დემონთა მთავარმა დარბაზს - ათეისტებმა შეგიძლიათ პირდაპირ გადაინაცვლოთ უკანა ნაწილში. თქვენ სულიწმიდის მგმობელები ბრძანდებით და დიდი ხანია ჯოჯოხეთში გამზადებულია თქვენთვის ადგილები, არაფერი გიშველით. „სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ ადამიანებს არც ამ წუთისოფელში და არც მომავალში“ - ბრძანებს უფალი მათეს პირით მე -12 თავში. ის ღმერთი, თქვენ რომ არ გწამთ და მისით რომ გასამართლდებით. არც ხალისი გვაქვს და არც სურვილი, თქვენ ბინძურ ცოდვებში ვიქექოთ და დრო და ნერვები ტყუილად ვნაყოთ. ეს ეხება სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც, ქრისტიანების გარდა. ამიტომ, თქვენი ადგილები უკვე გამოკითხულების გვერდითაა - ამის თქმა იყო და ჭინკები ადამიანებს ჭიანჭველებივით დაესივნენ და 275 მათგანი დარბაზის უკანა ნაწილში მიაბრძანეს. - რამდენი ათეისტი ყოფილა - გადაულაპარაკა გაკვირვებულმა ბურდულმა მეგობარს. - ყველა ათეისტი არ იქნება, ჯორჯ, ზოგი მუსულმანია, ზოგი ბუდისტი, ებრაელებიც იქნებიან ალბათ. მაგათმა გააკრეს ქრისტე ჯვარზე და რომელი ქრისტიანები ეგენი არიან? მართლა იუდაელები, იუდას მიმდევრები - გადმოულაპარაკა დარენმა გიორგის. - ხო, აბა. მაგათთან მოვიდა და როგორ გააკრეს ჯვარზე?! თან დღემდე რომ არ ინანიებენ ამ ცოდვას, არც აღიარებენ და ისევ სხვა მესიას ელოდებიან. სატანას, რა თქმა უნდა. ეგაა მაგათი ღმერთი. - ჩვენი ჯერიც მალე მოვა და ჯობია ამაზე ვიფიქროთ, ჯორჯ. - ხო, მართალი ხარ, დენ. მალე ჩვენზეც გადმოვლენ და ალბათ ყველაზე მეტად შემოგვიტევენ. ეკლესიური ხალხი როგორ ეჯავრებათ, წარმოდგენილი მექნება. - კი, ალბათ ასე იქნება, ჯორჯ. - ეხლა კი ცოტა დაისვენეთ - გამოუცხადა დარბაზს დემონთა მთავარმა - მე კი ჩემს თხრობას გავნაგრძობ: *** გიორგი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, ხევსურეთში დაიბადა და გაიზარდა. სოფელ მლეთაში გაატარა თავისი ბავშვობა. მეგობრებში ყველაზე სწრაფი იყო და კალათბურთსაც კარგად თამაშობდა, თუმცა მაინცდამაინც მაღალი არ ეთქმოდა. ლომისის წმიდა გიორგის ტაძარი ცნობილია საქართველოში. გიორგის ოჯახიც არასოდეს აცდენდა ლომისობის დღესასწაულს. სახელიც ხომ დიდი წმინდანის პატივსცემის ნიშნად დაარქვეს. წმიდა დიდმოწამე გიორგი განსაკუთრებულად უყვართ ამ ქვეყანაში და დედა ღვთისმშობელთან ერთად, რომლის წილხვედრი ქვეყანაც გახლავთ საქართველო, წმიდა გიორგი მის შემწედ და მფარველად ითვლება. ამიტომაც მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მარტო წმიდა გიორგის სახლობის 400-მდე ტაძარი არსებობს. ლომისის წმინდა გიორგი ერთ-ერთი გამსაკუთრებულია მათ შორის. ეს ტაძარი სოფელ მლეთასთან ახლოსაა და გიორგიც არაერთხელ ყოფილა იქ ლომისობის დღესასწაულსა თუ უბრალოდ სხვა დღეებში. უფლის სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს. წმიდა გიორგიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უყვარდა. უცხო ენაზე საქართველოს გეორგიას ეძახიან, რაც სწორედ წმიდა გიორგისთან არის დაკავშირბული და არა მიწის ბერძნულ ღმერთთან გეასთან, როგორც ზოგიერთებს არასწორად ჰგონიათ. ვინც საქართველოს გაიცნობს, ის უმალ დააკავშირებს ამ ქვეყანას წმიდა გიორგისთან, იმდენად დიდია მისი ავტორიტეტი და სიყვარული ქართველებში. თუმცა მათ არანაკლებ უყვართ და აფასებენ წმიდა ქალწულ ნინოს, რომელმაც IV საუკუნეში შემოიტანა და დაამკვიდრა ქრისტიანობა საქართველოში. ქალის კულტი უმაღლეს დონეზე დგას ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით დედის. ქართველები დედას ეძახიან სამშობლოს, მიწას, ენას და სხვა. დედა არის მათი წმიდათა წმინდა. საქართველოში ყველაზე გავრცელებული და ძვირფასი სახელები სწორედ გიორგი და ნინოა, მარიამთან ერთად, რომელიც ღვთისმშობელთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ღვთისმშობელს 4 სავანე აქვს დედამიწაზე, რომლის მფარველიც თავად გახლავთ: საქართველო, კიევო-პეჩორის ლავრა, დივეევო - წმიდა სერაფიმე საროველის სამყოფელი და ათონის წმიდა მთა. მათ შორის საქართველო ითვლება პირველად, რომელიც პატარა, მრავალტანჯული ქვეყანაა. მუსულმანური ქვეყნებით გარშემორტყმულს არაერთი ომი გადაუტანია. ვინ არ ცდილობდა მის დაპყრობას - სპარსი თუ ოსმალო, მონღოლი თუ არაბი. მტრები არასოდეს გამოლევია ამ პაწაწინა, ლამაზ ქვეყანას, თვით ერთმორწმუნე დიდი რუსეთის ჩათვლით, რომელსაც დღესაც ოკუპირებულია ქვს მისი დიდი ნაწილი, მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ღვთის შეწევნით და რწმენით მოაღწია დღევანდელ დღემდე. ქართველებს მტკიცედ სჯერათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის და დედა ღვთისმშობლის შეწევნით გადარჩნენ, რწმენაში ერთგულების გამო. უამრავი ეწამა ქრისტეს სახელისათვის. ჯერ მარტო 100 000 მოწამე რად ღირს, რომლებმაც ერთ დღეში დადეს თავი მხოლოდ იმის გამო, რომ ხვარეზმელი დამპყრობლის ჯალალედინის ბრძანებით ხატებს ფეხი არ დააბიჯეს და სიწმინდეების შეურაცხყოფას სიკვდილი არჩიეს. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია ქრისტესთვის ქრისტიანობის ისტორიაში ერთ დღეს გაღებული. მათთვის ხომ ხატები სიცოცხლეზე მეტად ფასობს. მიუხედავდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი დღესაც დამპყრობლებს აქვთ მიტაცებული(ყველა მეზობელ ქვეყანას გამონაკლისის გარშე), ქართველებს სჯერათ, რომ ღვთის სამართალი გაიმარჯვებს და მათი ტერიტორია სრულად აღდგება. ეს არის გაჭირვებაში, ბრძოლასა და შრომაში გამოწრთობილი ერი, რომელსაც არასოდეს დაუკარგავს ღვთის რწმენა და არასოდეს უღალატია თავისი სარწმუნოებისათვის. ეს არის სიყვარულის, სტუმართმოყვარეობის, ლხინის და სიმღერის ქვეყანა. როგორ შეიძლება ღმერთს უღალატო, როდესაც შენს ქვეყანაში იმყოფება უფლის კვართი, ის დიდი სიწმინდე, რომელიც იესო ქრისტეს ეცვა ჯვარცმის დროს? რომელზეც წილი ყარეს მისმა ჯალათებმა და რადგან ღვთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და ერთი მთლიანი, ვერ გახიეს და ვერ დაანაწილეს ნაჭრებად. აი, ეს სიწმინდე დღესაც საქართველოში ინახება მათ მთავარ ტაძარში, რომელსაც სვეტიცხოველი ქვია. საქართველოშია, ასევე, ღვთისმშობლის კვართი, ელია წინასწარმეტყველის ხალენი და სხვა მრავალი სიწმინდე. ქართველები სათუთად უფრთხილდებიან მათ და მედგრად დგანან სარწმუნოებაზე. მათ სჯერათ, რომ უფალი, ღვთისმშობელი და წმიდა გიორგი ყოველთვის დაიცავენ და დაიფარავენ განსაცდელებისაგან. ასე ყოფილა აქამდე და ასე მოვიდა ეს პატარა ერი დღვანდელ დღემდე. დიდგორის სახელგანთქმულ ბრძოლაში, სადაც ქართველთა 40-50 ათასიანმა ლშქარმა მათი დიდ მეფის დავით აღმაშენებლის მეთაურობით ზოგიერთი წყაროს ცნობით თურქ-სელჩუკთა 300 ათასიანი არმია დაამაცხა, ქართველთა რიგებში თავად წმიდა გიორგი იბრძოდა. ის აშკარად დაინახეს ზეციდან ჩამომავალი და რამდენადაც ეს ზღაპრად არ უნდა მოგეჩვენოთ, ქართველებს ეს მტკიცედ სჯერათ და დარწმუნებული არიან ამაში. მათ იმდენი მართლმადიდებლური სასწაულები იციან, რომ ეს არაფერი გასაკვირი არ გალავთ. ამ ბრძოლას ისტორიამ „ძლევაი საკვირველი“ შეარქვა. ძალიან ბევრის თქვა შეიძლება ამ მრავალტანჯულ, სისხლით და ოფლით მორწყულ ქვეყანაზე, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და აქ შევჩერდები. ქართველებს ასეთი გამოთქმაც კი აქვთ: „მიწას ბარი სადაც არ უნდა დაკრა, სისხლი ამოჩქეფსო“. მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ უამრავი ქვეყანა თუ იმპერია აღიგავა პირისაგან მიწისა, ეს პატარა გაწამებული ქვეყანა კი დღემდე დგას და რწმენით და იმედით ელოდება უფლის მეორედ მოსვლას. ეს ყველფერი იმისთვის მოგახსენეთ, რომ წარმოდგენა გქონდეთ, რა ქვეყანაში დაიბადა და გაიზარდა გიორგი. რა თქმა უნდა, ყველა გიორგისნაირი მტკიცე მორწმუნე არ გახლავთ საქართველოში. ქართველების სამწუხაროდ და ჩვენდა გასახარად, იქაც შეაღწია ევროპულმა და ამერიკულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ, რომლებით ლგბტს და ათასი სხვა მახინაციებით ცდილობენ რწმენა გაუნადგურონ ქართველებს, მაგრამ მათ საბედნიეროდ და ჩვენდა სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს არც გასდით და არც გაუვათ, რამდენიც არ უნდა ეცადონ. თუმცა გადაგვარებულები და ზნედაცემულები იქაც ბევრი იპოვეს და დიდი ფულის სანაცვლოდ აამხედრეს ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი ვიზრუნეთ. საქართველო ერთადერთი ქვეყანა გახლავთ დედამიწაზე, სადაც მსოფლიოს ლიბერალურმა ძალებმა ვერაფრით ვერ შეძლეს ლგბტ მარშების ჩატარება; როგორ არ ეცადნენ, მაგრამ ყოველთვის ცხვირ-პირში მიიღეს. ერთ მუშტად შეკრული ერი და ბერი ზღვასავით გამოდიოდა თბილისის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში და არ უშვებდა ამ საზიზღრობას თავის ქვეყანაში. საქართველო არასოდეს არ შეეგუება სოდომ-გომორულ ცოდვას და არასოდეს არ იქნება ტოლერანტული ამ ზნედაცემული და გახრწნილი ადამიანების ცხოვრების წესის პროპაგანდის მიმართ. ასე სწამთ მათ და ასე ცხოვრობენ. საქართველო არის ქვეყანა,. სადაც უამრავი ეროვნების ადამიანი ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდა, არასოდეს ყოფილა შუღლი ეროვნების და რაიმე სხვა ნიშნების გამო, მათ შორის ეს ლგბტ თუ სხვა ჯურის გადაგვარებულების გვერდითაც, მაგრამ, პროპაგანდას და ამ წესის საზოგადოებაში დანერგვას არასოდეს ეგუებოდა. დღევანდელი მსოფლიოს ბატონები დაუნდობლად ებრძვიან მართლმადიდებლობას საქართველოში, მაგრამ ვერ დაამარცხეს. ქვეყანაში სადაც თავად უფლის და ღვთისმშობლის კვართები ინახება, ცოტა ძნელია სოდომური წესის დანერგვა სცადო საზოგადოებაში. მთელი მსოფლიო დააჩოქეს ამ ცოდვის წინაშე, მაგრამ საქართველოს ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხეს. რომ არ გეგონოთ, მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, ჩემის მხრიდან დავამატებ, რომ ჩვენ ყოველ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა ისიც, როგორც სხვა ქვეყნები, დავცეთ და გავანადგუროთ ლიბერალიზმის ბაცილებით. ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ ვერ დავაჩოქეთ და რომელიც ყველაზე მეტად გვეზიზღება დედამიწის ზურგზე. ამიტომ, ჩვენ ყველა საშუალებას ვხმარობთ, რომ გარყვნილება და სხვა ათასი მანკიერი ცოდვები შევიტანოთ დემოკრატიის და ლიბერალიზმის საფარველით, რათა მასაც საბოლოოდ დავეუფლოთ და გამოვგლიჯოთ ქრისტეს ხელებიდან. რომ არა ღვთის მკაცრი ბრძანება, მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკო, მე ასე ლამაზად არ მოგიყვებოდით ამ ქვეყნის შესახებ, მაგრამ იძულებული ვარ და სხვა გზა არ მაქვს. რაც შეეხება ჩვენს წარმატებებს, რომლებიც უკვე ბლომად გვაქვს ამ ქვეყანასთან მიმართებაში, დღეს არ მაქვს უფლება ამაზე ვილაპარაკო. რომ არა თავად ღმერთის და მათი მფარველობა, ვიზეც უკვე გესაუბრეთ, დიდი ხანია დავცემდით აქამდე. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ მალე ეს დროც დადგება და ქართველებიც ისევე აითქვიფებიან უზნეობასა და გარყვნილებაში, როგორც სხვა დანარჩენი. მერე კი მათ ისეთ სატანჯველში ჩავაგდებთ, ვაწყევლინებთ იმ დღეს, როდესაც ქრისტეს ერთგულები გახდნენ - შეწყვიტა თხრობა გაცეცხლებულმა დემონთა მთავარმა, რომელიც სიბრაზისგან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. შემდეგ საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მგზავრებს ეძლეოდათ უფლება თავის ახლობლებთან დაერეკათ და ეთქვათ, რომ ცოცხლები არიან. რა თქმა უნდა, ეს დიდი შვება გახლდათ. რამოდენიმე ადამიანის გარდა ყველა დაუკავშრდა დედამიწას და ახლობლებთან საუბრის საშუალება მიეცათ. ამ რამდენიმე დღეში უკვე იმდენი საოცარი რამ ნახეს და მოისმინეს, რომ სატელფონო სიგნალის ნებისმიერ ქვეყანაში იოლად გასვლა უკვე რა გასაკვირი იყო?! ისე ლაპარაკობდნენ, გეგონებოდათ გვერდზე ოთახში რეკავენო. რა თქმა უნდა, სუყველამ აცნობა, რომ დემონების მიერ იყვნენ გატაცებულნი და ზოგმა დაწვრილებით მოყოლაც სცადა, მაგრამ როდესაც პასუხად მიიღეს, რომ დაკითხვები ტელევიზიის ყველა არხით გადიოდა, ძალიან შეშინდნენ და გაოგნებულები დარჩნენ. ასეა თუ ისე, უკვე ორივე მხარემ სიმართლე ბოლომდე იცოდა და, რა თქმა უნდა, მთავრობასაც მაშინვე მოახსენეს. ახლობლების ტელეფონებს ხომ ისედაც უსმენდნენ. *** პრეზიდენტთან უკვე მერამდენე საგანგებო სხდომა გაიმართა, ვერ დათვლიდით. უკვე რამდენიმე დღეა თვითმფრინავი გაუჩინარებული გალხდათ და არავინ იცოდა მისი გზა-კვალი. რეპორტაჟები გრძელდებოდა. მსოფლიო მასობრივი ფსიქოზის ქვეშ გახლდათ. ოჯახის წევრებთან ინტერვიუები იმართებოდა. პაპარაცებს რა მოასვენებდათ და ისეთი ისტერია ააგორეს, ტელევიზიის თითქმის ყველა არხის მთავარი თემა თვითმფრინავის გაუჩინარებას და მგზავრების დაკითხვას ეხებოდა. იმართეობდა თოქ-შოუები, სპეციალური შეხვედრები და სხვადასხვა გადაცემები. როგორც კი ახლობლებთან სატელეფონო საუბრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი სინამდვილეში დემონებმა გაიტაცეს, ისტერია ამ საქმის გარშემო გაათკეცდა. სატევიზიო გადაცემებში სასულიერო პირების მიწვევა დაიწყეს. დაიწყო იმ ადამიანების გამუდმებული და ქანცგამცლელი დაკითხვები, ვისაც ლაინერიდან დაურეკეს. ყველა ერთი და იგივეს ამბობდა, რომ მათ მათი ახლობელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ ის და სხვა ყველა მგზავრი ცოცხალი იყო. რომ გატაცებული იყვნენ დემონების მიერ და მათი დაკითხვები მიდიოდა, ეგრეთ წოდებული სამსჯავრო. აუწყეს ის, რაც იცოდნენ და რასაც ვარაუდობდნენ. არავის არ ჰქონდა ინფრომაცია იმის შესახებ, თუ რა დაემართა თვითმფრინავს და ამჟამად სად იმყოფებოდნენ. პრეზიდენტთან ისევ საგანგებო სხდომა გაიმართა. ბატონო კალაჰან - მიმართა პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსს - მოგვახსენეთ ბოლო ცნობები, თუ შეიძლება. კალაჰანი წამოდგა, ოდნავ ჩაახველა და დაიწყო: - ბატონო პრეზიდენტო, ბატონები და ქალბატონებო, როგორც ცნობილი გახდა, დაკარგული თვითმფრინავის მგზავრები დაუკავშირდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს და ახლობლებს და აცნობეს, რომ ცოცხლები და უვნებლები არიან. მათი მონაყოლები ტყუპის ცალებივით გვანან ერთმანეთს. ყვებიან წარმოუდგენელ ამბებს, თითქოს გარშემორტყმულნი არიან დემონებით და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ თვითვფრინავიდან თეატრის პარტერში ჩნდებიან და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. ვერ გეტყვით, ეს მასიური გალუცინაციაა თუ მართლა ასე ხდება, მაგრამ რასაც მგზავრები ტელეფონით იტყობინებიან, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო. არავითარი სხვა ინფორმაცია - რა დაემართა თვითმფრინავს, სად იმყოფებიან ამჟამად, რა მოხდება შემდეგ - ცნობილი არაა. როგორც მგზავრები იტყობინებიან, მათ ჯოჯოხეთით ემუქრებიან. - რა ხდება სხვა ქვეყნებში? - ზუსტად ასეთივე ინფორმაცია მივიღეთ იმ ქვეყნებიდან, სადაც მგზავრებმა თავიანთ ნათესავებს დაურეკეს. ბატონო პრეზიდენტო, ყველა ადამიანი, ვის შესახებაც ჩვენ ინფორმაცია მოვიპოვეთ, საგულდაგულოდ დაკითხულია და ვერავითარ საჭიროებას მათი შემდგომი დაკავებისათვის, პირადად მე, ვერ ვხედავ. გარდა ამისა, ინფორმაციამ მედიაში უკვე მაინც გაჟონა და სამუდამოდ ხომ ვერ გავაჩუმებთ ამ ადამიანებს. გაჟონა კი არა და პირდაპირი რეპორტაჟები მიმდინარეობს. პირიქით, უკეთესიც მგონია მათი მედიაში გამოჩენა. ყველა დარწმუნდება, რომ თვითმფრინავი დაღუპული არ არის და მათი გადარჩენის დიდი შანსი არსებობს. - ეს ყველაფერი კარგი, კალაჰან, მაგრამ მიზეზი, მიზეზი გვაინტერესებს ყველაზე მეტად - რა დაემართა თვითმფრინავს და სად იმყოფება. - ბატონო პრეზიდენტო, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია, თვითმფრინავი რამდენიმე დღის მანძილზე ჰაერში იყოს და გაქრეს ყოველგვარი რადარებიდან. ეს ხომ ძალიან უცნაურია და ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა კიდევ დაემატა რამდენიმე ძალიან უცნაური გარემოება. - რა, მაგალითად? - პირველ რიგში ის, რომ თითმფრინავს საწვავი სჭირდება და მას ამდენი ხნის ფრენის საწვავი არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ის სადღაც დასვეს, საწვავით შეავსეს და ფრენას აგრძელებენ, რადგან ყველა გზავრი, ვინც დარეკა, ერთხმად ამტკიცებს, რომ ისინი ჰაერში არიან. გასაოცარია ისიც, როგორ მოახერხეს მგზავრებმა ტელეფონით ახლობლებთან დაკავშირება. ამისათვის ყველას სატელიტური ტელეფონი უნდა ჰქონოდა, რაც შეუძლებელია. მათ კი ჩვეულებრივი, საკუთარი ტელეფონებით დარეკეს და ისე ილაპარაკაეს, როგორც გვერდით მეზობელთან. ასეთი ტექნოლოგიები ჯერ არ შექმნილა, ან ჩვენ არ ვიცით. აი, ასეთი გაურკვევლობების ჯაჭვია ამ თვითმფრინავის დაკარგვასთან დაკავშირებით და ჩვენი სამსახური ვერ მივედით ერთიან დასკვნამდე, რა შეიძლება ეს იყოს. გაოგნებულები ვართ. გატაცებულია, გასაგებია, მაგრამ ვინ და რატომ გაიტაცა, სრულიად ამოუხსნელად რჩება. დემონების მიერ გატაცება, რა თქმა უნდა, ზღაპარს გავს. ეს უფრო მასიური ფსიქოზი მგონია. მაგრამ აი, უცხოპლანეტელების ნამოქმედარი კი სავსებით შეიძლება იყოს. წარმოუდგენელია, რომ გამტაცებლებს გააჩნდეთ ასეთი ძლიერი ტექნოლოგიები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე და ამასთან, ლაინერი სრულიად გაქრეს რადარებიდან და კოსმოსური სატელიტური სადგურებიდან. ეს უბრალოდ შეუძლებია და წარმოუდგენელი, თუ მხოლოდ უცხოპლანტელების მაღალი განვითარების დონეს არ გავითვალისწინებთ. შესაძლოა მგზავრებს ეუბნებიან, რომ დემონები არიან, მაგრამ მე მაინც უცხოპლანეტელები მგონია. რაც შეეხება დაკითხვებს, თავადაც გაოგნებული ვარ და არც კი ვიცი, რა ვთქვა ამის შესახებ. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია, ბატონო პრეზიდენტო. - კალაჰან, უშვებთ თუ არა ვადაუდს, რომ სატელეფონო ზარები შეეძლო ერთ ადამიანს განეხორციელებინა და ამით ჩვენთვის გზა-კვალი აებნია? - ბატონო პრეზიდენტო, თუ ასეთ ვარაუდს დავუშვებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე გვაქვს სუპერ ზენიჭიერ მსახიობთან, რომელსაც ყველა ადამიანის ხმით შეუძლია ლაპარაკი, იცის მგზავრთა ახლობლების სახელები და ცხოვრების დეტალები. ასეც რომ იყოს, ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ეს? რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ასეთი მანიპულაციები? - აზრს ვერ ვხედავ. უფრო მგონია, რომ ზარები რეალურია და მგზავრებს უფლება მისცეს თავიანთ ოჯახებს გააგებინონ, რომ ცოცხლები არიან, მეტი არაფერი. ყველაზე იდუმალი ის გახლავთ, თუ ვინ გაიტაცა ლაინერი და სად იმყოფება ამჟამად. თუმცა, ბატონო პრეზიდენტო, უკვე იმდენ არარეალურ და გამოუცნობ მოვლენას შევეჯახეთ, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, ყველაფერია მოსალოდნელი. იქნებ მართლაც დემონები არიან და ჩვენ სულ ტყუილად ვაბრალებთ უცხოპლანეტელებს? ეს მე ნაკლებად მჯერა, მაგრამ ხალხს ამისი სჯერა. - კარგი, ბატონო კალაჰან, გასაგებია. კალაჰანი ოდნავ შეიშმუშნა. - კიდევ რამის თქმა გნებავთ? - დიახ. ბატონო პრეზიდენტო, მომიტევეთ და ჩვენი სამსახურის რეკომენდაციას შემოგთავაზებთ. - დიახ, ბრძანეთ. - ჩვენის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ ამო-ს სპეციალური განყოფილების წევრებს დაველაპარაკებით. - რადგან თქვენ მაინც უცხოპლანეტელები გგონიათ ხომ? - სწორედ ამიტომ იქნებოდა კარგი მათი აზრის მოსმენა. რამდენად შესაძლებელია ასეთი რამ და თუ შეიძლება მათთან დაკავშირება. ძალიან ბევრი უცნური ხდება, ბატონო პრეზიდენტო, და ამდენი ამოუცნობი მოვლენის დამთხვევა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენს მეცნიერებს არავითარი ახსნა არა აქვთ ამ მოვლენებზე და ერთ-ერთი ვარაუდი, სწორედ, თქვენ რაც ბრძანეთ, იმას ეხება. რაც ტელევიზიებში ხდება ეს გასაგებია. ჟურნალისტებს უყვართ სენსაციები და ყველაფერს ისე გააბუქებენ, არ მოერიდებათ, მაგრამ ჩვენც ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ, რაც ხდება?! ეს დაკითხვები, სამსჯავრო, უბრალოდ წარმოუდგენელია. ხომ არ შეიძლება ყველას გალუცინაცია გვქონდეს? შესაძლოა ვიღაც მასხრად გვიგდებს და დიდ სპექტაკლს გვიწყობს. წინააღდეგ შემთხვევაში, ამის დაჯერება სრულიად წარმოუდგენელია. - კარგით, კალაჰან, მადლობა. აუცილებლად მოვიწვევთ ბატონ ლიბერმანს და გამოვკითხავთ. სისხლის სამართლის საქმეები კი იყოს აღძრული და დაწვრილებით გამოიძიეთ, რაც რეპორტაჟებშია ნათქვამი. ვნახოთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მათივე აღიარებანი, თუ ეს ყველაფერი შეთითხნული ილუზია არ არის. თუ შედეგები არ გავაგებინეთ მოსახლეობას, უარესი პროტესტი და არეულობა გველის. ტელევიზია კი არ ცხრებოდა. ინტერვიუებიც და გადაცემებიც მრავლად იყო. გამოკითხეს თითქმის ყველა, ვისთანაც ზარი შევიდა, მაგრამ ამან დიდი ინტერესი მაინც ვერ გამოიწვია მოსახლეობაში. ყველა ერთი და იგივეს ამბობდა. ამ რეპორტაჟებში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, ასეთი გამოუცნობი გზით რომ გადიოდა მსოფლიოს ყველა არხზე ერთი და იგივე დროს. პრეზიდენტმა მაინც დაიბარა თეთრ სახლში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემსწავლელი განყოფილების უფროსი მაიკლ ლიბერმანი და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად შეხვდა მას. ბატონმა ლიბერმანმა, მკაფიოდ და დაწყვრილებით აუხსნა თეთრი სახლის გამგებელთ, რომ მართალია მფრინავი თეფშების შესახებ ყველა ინფორმაცია მოგროვილი და შენახული აქვთ, მაგრამ მათთან კონტაქტი და მითუმეტეს გატაცების მასიური შემთხვევევები არასოდეს დაფიქსირებულა. ასეც რომ იყოს და დავუშათ, ლაინერი მართლაც უცხო ცივილიზაციებს ჰყოლოდათ გატაცებული, მაშინ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ჩვენს პლანეტაზე უკვე აღარ იქნებოდა. ხოლო ყოვლეგვარი კონტაქტის დამყარება მათთან, სრულიად გამორიცხული იყო. ან ვის უნდა დაკავშირებდონენ, როცა არც კი იცოდნენ, ვის ჰყავდა თვითმფრინავი გატაცებული. ასე რომ, ეს საკითხი გამოირიცხა, თუმცა ვარაუდად, რა თქმა, უნდა რჩებოდა, რადგან უკეთესი ახსნა, ჯერჯერობით, არ არსებობდა. დემონების საერთოდ გაგონებაც არავის უნდოდა. ეს უცხოპლანეტელების თამაში და გართობა ეგონათ. მით უმეტეს, რომ მთავრობის წევრთა უმრავლესობა ათეისტი გახლდათ და არც ღმერთის და არც ეშმაკების, უბრალოდ, არ სჯეროდათ. ისღა დარჩენოდათ, დალოდებოდნენ მოვლენების შემდგომ განვითარებას. იქნებ თავად გამოსულიყვნენ კონტაქტზე და თუნდაც მოთხოვნები წამოეყენებინათ. პრეზიდენტის პრესსამსახური კიდევ ერთხელ გამოვიდა ტელევიზით და ამცნო მოსახლეობას, რომ გაუჩინარებული თვითმფრინავის მგზავრები ცოცხლები და უვნებლები არიან და მათი ძებნის ოპერაციები გრძელდება. რაც შეეხებოდა რეპორტაჟებში დაჭერილ დემონთა სახეებს, მათი სურათები ყველა ქვენის სპეცსამსახურებს დაუგზავნეს, თუმცა მათი პირადობის ამოცნობა მაინც არ მოხერხდა. არცერთ დიდ ქვეყანაში ასეთი ადამიანები არ არსებობდნენ. ვარაუდის დონეზე შეთანხმდნენ, რომ ისინი შესაძლოა რომელიმე პატარა ან სულაც განუვითარებელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და უბრალოდ ვერ ადგენენ მათ ვინაობას. თან ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ უცხოპლანეტელებს და მით უმეტეს დემონებს გამოვრიცხავდით. თუმცა კადრებში ჭინკების არსებობამ მაინც თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ესენი ვინღა იყვენ, ასე გულმოდგინედ რომ ასრულებდნენ ბრძანებებს და ტყუპისცალებივით რომ გავდნენ ერთმანეთს? ვითომ გადაცმული ადამიანები? მაგრამ ადამიანებს არ შეეძლოთ ისე ფრენა და სწრაფი გადაადგილება, როგორც ისინი ამას აკეთებდნენ, როდესაც დაკითხულებს მიაფრენდნენ დარბაზის უკანა მხარეს. ამ საკითხებზე მიდიოდა, სწორედ, კამათი დ მსჯელობა ტელევიზიებში. სხვადსახვა ვარაუდებს გამოთქვამდნენ. ზოგს სჯეროდა, რომ ეს დემონების ნახელავი გახლდათ, ზოგს არა. ილუზიონისტებსაც შეეძლოთ მრავალი სასწაულის გაკეთება. მითუმეტეს თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს გავითვალისწინებთ, ათასი რამის გაკეთება შეიძლება. განა ფილმებს ასეთი მეთოდებით არ იღებდნენ?! მაიმუნი რა გასაკვირი იყო, როცა დინოზავრებს და მფრინავს დრაკონებს აცოცხლებდნენ ეკრანებზე?! აღარაფერს ვამბობ უცხოპლანეტელებსა თუ პლანეტათა შორის ომებზე, რომლებსაც ისე ლამაზად იღებდნენ, ნამდვილი გეგონებოდა. ან თუნდაც „Spiderman“-ი, „Batman“-ი და სხვა მსგავსი ფილმები გაგეხსენებინათ. მშვენივრად დაფრინავდნენ ეს სუპერგმირები ეკრანზე. ამიტომ, არავის გაუკვირდებოდა, რომ ეს სატელევიზო რეპოტრტაჟებიც მხოლოდ ილუზია ყოფილიყო და სხვა არაფერი. ბევრი იმაზეც კი დებდა თავს, რომ გამოკითხულები სულაც არ არიან ნამდვილი პერსონაჟები და მხოლოდ მათი ღვაწლის დასაკნინებლად კეთდებოდა ყოველივე. რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს, ისინი ერთხმად აცხადებდნენ, რომ ეს ნამდვილად დემონების ნახელავი გახლდათ. ქრისტიანული რელიგიის სასულიერო პირები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ არავითრი უცხოპლანეტელები არ არსებობენ და ისინი ჩვეულებრივი ეშმაკები არიან, რომელთაც ათასნაირად გარდასახვის უნარი გააჩნიათ. ზოგიერთ ქალაქში სატანისტური გამოსვლებიც კი გაიმართა და ყიჟინით და დოლების ბრახუნით ჩაიარეს ქუჩები. *** თვითმფრინავში კი შემდეგი დილა გათენდა. მგზავრებმა ჩვეულებისამებრ ისაუზმეს და, ასე ვთქვათ, სასამართლო თეატრში გადაინაცვლეს. ყველამ ის ადგილი დაიკავა, რაც მიუჩინეს და დემონებმაც განაგრძეს მგზავრების დაკითხვა. - ქალბატონო ზელერ, გთხოვთ სცენაზე ამობრძანდეთ - გამოიძახეს დემონებმა პროფესორის მეუღლე. ზოი ლასლასით ავიდა სცენაზე და სავარძელში ჩაჯდა. - სანამ ქალბატონი ზელერის გამოკითხვას დავიწყებდეთ - ლუს, მიმართა დემონთა მთავარმა ქვეშემრდომს - მოუყევი ჩვენს პატივცმულ საზოგადოებას ერთი პატარა ნოველა თუ შეიძლება. ლუსმა მორჩილად დაუქნია თავი უფროსს. პროფესორს და მის მეუღლეს კი ყურები დაეხშოთ. *** ზოია საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მამა კომერსანტი ჰყავდა -ოქროს ნაკეთობებით მოვაჭრე, დედა სკოლის დირექტორი. ზოიაც სწორედ იქ სწავლობდა, სადაც დედა მუშაობდა. კარგი მოსწავლე გახლდათ, კარგად სწავლობდა. ჰუმანიტარულ საგნებზე მეტად ტექნიკური საგნები უყვარდა. ძლიერი იყო, სხარტი აზროვნების უნარი ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ქიმია უყვარდა და როცა წამოიზარდა, პროფესიაც არჩეული ჰქონდა. ბავშვობას ლაღად და ბედნიერად ატარებდა, სანამ ერთ დღესაც ყველაფერი თავზე არ ჩამოენგრა. ერთ საღამოს, როდესაც მშობლები რომელიღაც წვეულებაზე იყვნენ, ზოია კი მომვლელთან ყავდათ დატოვებული, საიდანღაც ბებია გაჩნდა და მოზარდი ლამის კისრისტეხით წაიყვანა სახლიდან. - რა ხდება ბებო, რატომ ვჩქარობთ, ის მაინც მითხარი - უკმაყოფილო კილოთი მიმართა გოგონამ ბებია - ზოია, ჩემო საყვარელო, დამიჯერე, ახლა ასეა საჭირო და მერე ყველაფერს აგიხსნი - თავი დაბლა დახარა ბებიამ, რათა გოგონასთვის თვალებში არ ჩაეხედა. - მერე დედა და მამა რომ დაბრუნდებიან და სახლში არ დავხვდები? - არ დაბრუნდებიან. - რას ქვია, არ დაბრუნდებიან, რატომ? - ხომ გითხარი, მერე აგიხსნი თქო. ზოია ბებიამ სახლში მიიყვანა, სადაც მისი დეიდებიც იყვნენ და რატომღაც ტიროდნენ? ზოია რომ დაინახეს, გულში ჩაიკრეს გოგონა და უფრო ატირდნენ. დამალვას არც ფიქრობდნენ. ზოია უკვე დიდი გოგო იყო და ყველაფერს გაიგებდა, აზრი არ ჰქონდა სიცრუეს. ამიტომ ის ბებიას სახლში მიიყვანეს, სადაც დედის ნათესავები შეკრებილიყვნენ და ტირილთან და მოთქმასთან ერთად, ბჭობა გაემართათ, სად იცხოვრებდა ზოია მომავალში. გოგონა რომ დაინახეს, გულში ჩაიკრეს და ტირილთან ერთად მოფერება დაუწყეს. ზოიაც უნებურად ატირდა და გულმა რეჩხი უყო. მერე კი... მერე ყველაფერს მიხვდა და გონება დაკარგა. ზოია ბებიასთან დარჩა, ასე არჩია თვითონ, თუმცა შეეძლო, რომელიმე დეიდასთან გადასულიყო სახლში. ცოტა ხნის შემდეგ, მეზობელი გოგონა გაიცნო, კამილა ერქვა. მალე დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ერთ საღამოს, როცა ზოია სახლში მარტო იყო, კამილამ ის თავისთან შეიყვანა. სახლში არავინ გახლდათ. კამილას მარტო დედა ზრდიდა, მამას დიდი ხანია მიეტოვებინა. ქალი ორ ადგილას მუშაობდა, რომ გოგონა გამოეკვება და სათანადო აღზრდა მიეცა, თუმცა დრო სულ არ ჰქონდა და ბავშვს თითქმის ვერ ხედავდა. კამილა 18 წლის მექსიკელი გოგონა გახლდათ. ზოია, მე მესმის შენი ტკივილი მშობლების დაკარგვოს გამო - უთანაგრძნო კამილამ გოგონას და თავის ოთახში შეიყვანა. ჩვენ მამამ მიგვატოვა და დღემდე განვიცდი ამას. ორივე რომ დამეკარგა, ხომ გავგიჟდებოდი ალბათ. უი, მაპატიე, რომ გაგახსენე ტკივილი. ხოდა, მე შენთვის კარგი წამალი მაქვს. - რა წამალი, კამილა? არავითარი წამალი არ მინდა. - ეს კაი წამალია, მოგეწონება, და კამილამ უკვე შეკეთებული მარიხუანას პაპიროსი დააძრო. - ზოიამ, თავა გადააქნია, არა, მე არ ვეწევი. ადრეა ეგეთები ჩემთვის. - ეს სიგარეტი არ არის, ზოია, ეს შენი წამალია. მოდი, გასინჯე. - ზოიამ ცოტა იყოყმანა და მერე პატარა ნაფაზი დაარტყა, თუმცა საშინელი ხველება აუტყდა. - ეგ არაფერი, მიეჩვევი, პირველად ყველა ასეა - გაამხნევა კამილამ. იმ საღამოს, კიდევ ერთხელ გააბოლეს და ზოიაც ცოტა ხასიათზე მოვიდა. იცინეს კიდეც. ეს იყო მის ცხოვრებაში პირველი ნარკოტიკი. რა თქმა უნდა, აქამდე არც გაუსინჯავს და არც არსად უნახავს. ან სად უნდა გაესინჯა? კარგ სკოლაში დადიოდა და იქ ეგეთებს არ ხმარობდნენ. მარიხუანას საღამოები რამდენჯერმე განმეორდა. მერე კი კამილამ ზოიას ტაბლეტებიც გადააყლაპა. ეს სულ სხვა იყო, თუმცა მალე ზოიამ ისინი უკუაგდო, მე ვიცი ამას რაც მოყვება და არ მინდა ნარკომანად ვიქცეო - მყარად დადგა გოგონა, თუმცა კამილასთან მეგობრობა გააგრძელა და ხანდახან ცოტაოდენ ნარკოტიკს და თან სასმელსაც იღებდა. დაიწყო ბებიასთან გამუდმებული უთანხმოებები. ბებია კამილასთან მეგობრობას უშლიდა. იცოდა, რომ ეს ზოიას კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ სრულად გაკონტროლება უჭირდა. ცვლებში მუშაობდა და ბოლომდე ვერ ახერხებდა გოგონას თავლყურის დევნებას. ერთხელ, კამილამ ზოია დაბადების დღეზე დაპატიჟა. იმ დღეს ზოიას ბებია ღამის ცვლაში მუშაობდა და გოგონა სახლში მარტო იყო. დაბადების დღეზეც თამამად წავიდა, ლამაზად ჩაცმული. თუმცა „ფართი“ ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ელოდა. იქ სულ კამილას რამდენიმე მეგობარი დახვდა, სასმელი და ნარკოტიკები. ზოიამ ნარკოტიკებზე კატეგორიული უარი განაცხადა და ვისკის სმა დაიწყო. გვერდზე ძალიან კარგი შესახედაობის, შავთმიანი და ლურჯთვალება ახოვანი ჭაბუკი ეჯდა, სახელად მიგელი. შავი თმა და ლურჯი თვალები იმდენად თავბრუსდამხვევი და მიმზიდველი გახლდათ, რომ გამოუცდელ გოგონასაც უცებ აურია თავგზა. ბიჭი სულ ზოიაზე იყო გადმორთული და ყურადღებას არ აკლებდა. ჯერ კარგად იცეკვეს, რასაც ტუჩებში ვნებიანი კოცნაც მოყვა. გამოუცდელ გოგონას უცებ მოედო ცეცხლის ალი. კოცნა რამდენჯერმე განმეორდა. ბიჭმა მოკლე კაბის ქვეშ შეუცურა ხელი. ზოიამ მაშინვე აღკვეთა ბიჭის მცდელობა. ცოტა ხანში კი თავის ტკივილი მოიმიზეზა და სახლში დაბრუნდა. არ გასულა რამდენიმე წუთიც კი, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ზოიამ კარები გააღო და... მის წინ მიგელი იდგა. გოგონა გაწითლდა, ხმა ჩაუვარდა. მიგელმა ისარგებლა მომენტით და გოგონა მკერდში ჩაიკრა. კოცნიდა გაუთავებლად - ტუჩებში, თვალებში, ყელში. ყურებზე, მკერდზე. ზოიამ ვეღარ გაუძლო ცთუნებას და მინებდა. ბიჭმა გოგონა ხელში აიტაცა და იქვე დივანზე დააწვინა. იმ ღამეს ზოიამ ქალწულობა დაკარგა. გოგონა ამ დროს 15 წლის ხდებოდა. როდესაც დილას ზოიას ბებია დაბრუნდა და გოგონა ლოგინში დახვდა, გაუკვირდა. რატომ არ წახვედი სკოლაშიო. ზოიამ თავის ტკივილი და სუსტად ყოფნა მოიმიზეზა, თუმცა ალკოჰოლის სუნი მაინც იგრძნო ბებიამ და მიხვდა, რომ ისევ კამილასთან გაუტარებია დრო. ეს უკვე მოთმინების ბოლო ფიალა გახლდათ და ბებიამ ზოია ერთ-ერთ დეიდასთან გადაიყვანა საცხოვრებლად - იფიქრა ასე მაინც ჩამოვაშორებ იმ გაფუჭებულ გოგოსო, რადგან არც მასთან და არც მის დედასთან რამდენჯერმე მკაცრად საუბარმა შედეგი არ გამოიღო. ზოია მიგელს რამდენჯერმე კიდევ შეხვდა, უკვე მიგელის მიერ არჩეულ ადგილებში, ხან სასტუმროში, ხან მეგობრის ბინაში. თავისთან კი არაფრით არ მიყავდა, სახლში ავამდყოფი დედა მყავს და არ გამოვაო. შემდეგ კი მათი ურთიერთობები ნელ-ნელა გაცივდა. მიგელი აღარ იყო ზოიასთვის ისეთი ცხელი და სასურველი, არც ყურადღებიანი და არც მასზე შეყვარებული. მიხვდა, რომ მხოლოდ სექსისთვის გამოიყენეს. ბევრი არც უფიქრია და შეწყვიტა მიგელთან ყოველგვარი ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებაზე იმანაც იმოქმედა, რომ ზოია ფეხმძიმედ დარჩა და აბორტის გაკეთება მოუწია, რამაც სამუდამო დაღი დაასვა მის მომავალ ცხოვრებას. ამ აბორტის გამო, მას შვილი აღარ ჰყოლია არასოდეს. მიგელი კი ამას გურლგრილად შეხვდა და მხოლოდ აბორტის ფული შესთავაზა. ეს იყო ბოლო წვეთი და გოგონა მიგელს უყოყმანოდ დაშორდა, თუმცა არც ის იკლავდა თავს ერთად ყოფნის სურვილით. ამის შემდეგ დაიწყო ზოიას თავაშვებული ცხოვრება კამილასთან და მის მეგბრებთან ერთად. ნარკოტიკებით დაწყებული და ჯგუფური სექსით დამთავრებული. ვერც ბებია და ვერც დეიდები მის აღვირახსნილობას ვერ აკავებდნენ და ბოლოს ხელიც კი ჩაიქნიეს. ერთი სკოლა დაამთავროს და მერე როგორც უნდა ისე იცხოვროსო. ზოიამ სკოლა მაინც კარგი ნიშნებით დაამთავრა და ნანატრ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე მოეწყო. დეიდების და ბებიის დაჟინებული ხვეწნის მიუხედავად, მან საკუთარ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა და დეიდის სახლიდან წამოვიდა. მარტო მირჩევნია, რომ კარგად ვიმეცადინო და არავინ შემიშალოს ხელიო. მიუხედავად უამრავი თხოვნისა, გადაწყვეტილება მაინც ვერ შეაცვლევინეს და ზოიამაც მარტო დაიწყო ცხოვრება. სტუდენტური დახმარება მწირი გახლდათ, მაგრამ ზოიას, ასე თუ ისე, გაჭირვებით მაინც ყოფნიდა. კამილასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ გაუწყვეტია. სწორედ კამილა იყო, რომელმაც ზოია ესკორტის სააგენტოში მოაწყო სამუშაოდ. ზოიამ თავიდან იუარა, მაგრამ მერე რომ დაფიქრდა, ფულის შოვნის კარგ შესაძლებლობად ჩათვალა და დათანხმდა. ღამე ერთი ან ორი ვიზიტი ექნებოდა სულ და არაფერი დაშავდებოდა, ფულს იშოვიდა. ასე ფიქრობდა და ასეც მოიქცა. მეოთხე კურსზე იყო, როდესაც ლექციებს ნიუ-იორკიდან მოწვეული ახალგაზრდა პროფესორი რობერტ ზელერი უკითხავდა. რობერტი მაშინ სულ 34 წლის გალხდათ, ზოია კი 20-ის. გოგონას არ გამოჰპარვია პროფესორის გადამეტებული ყურადღება და ერთხელ როდესაც ლექცია დამთავრდა, მასთან მივიდა და სთხოვა, სახლში წაყოლოდა და დამატებითი ლექცია ჩაეტარებინა მისთვის, თითქოს კარგად ვერ გაიგო და უნდოდა საფუძვლიანად შეესწავლა რაღაც საკითხი. შეყვარებული პროფესორი, რა თქმა უნდა, მაშინვე დათანხმდა და გოგონას უყოყმანოდ გაჰყვა. ერთ ჭიქას ვისკის, მეორე მოყვა, მერე მესამე და... პროფესორმა ის ღამე ზოიას საწოლში გაათია. ამის შემდეგ დიდი დრო არ გასულა და რობერტმა ზოიას ხელი სთხოვა. ზოიაც უცებ დათანხმდა. მან ხომ ეს ყველაფერი სპეციალურად მოაწყო, რომ პროფესორის მეუღლე გამხდარიყო. ამ ქალაქში მას ცხოვრება არ უნდოდა, ვიღაცა მაინც წამოაძახებდა „ღამის პეპელა“ რომ იყო და სიცოცხლეს გაუმწარებდა. პროფესორი კი ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა და ზოიასაც თან წაიყვანდა. ეს ყველაფერი წინასწარ ნაფიქრი და გათვლილი ჰქონდა. რობერტს კი უთხრა, მთელი ცხოვრება ნიუ-იორკზე ვოცნებობო. რა თქმა უნდა, რობერტმა საყვარელ ქალს სურვილი აუსრულა და ნიუ-იორკში გადაიყვანა საცხოვრებლად. გოგონამ სახელიც შეიცვალა და ზოი ზელერი გახდა. აგერ უკვე 40 წელი ხდებოდა რაც რობერტი და ზოი ერთად იყვნენ. შვილები არ შესძენიათ. სახლში მარტო ერთი ოთახის ძაღლი ჰყავდათ და ის იყო მათი შვილიც და შთამომავალიც. ზოის ქმარი არ უყვარდა; არ ეჯავრებიდა, მაგრამ არც უყვარდა. ამიტომ იყო, რომ თანდათან ბუზღუნა გახდა, ყველაფერზე ებუზღუნებოდა, თითქოს მისი არეული ცხოვრება პროფესორის ბრალი ყოფილიყოს. სანამ ახალგაზრდა იყო, არც გვერდზე გავლას თაკილობდა და რამდეჯერმე სხვა კაცთან უღალატა კიდეც. მაგრამ ამითაც რომ ვერ იგრძნო შვება, უფრო ჯაჯღანა და აუტანელი გახდა. რობერტს უყვარდა ცოლი და მის ხასიათს, ასე თუ ისე, იტანდა. ის ძალიან მშვიდი და მომთმენი გახლდათ. თან ისიც იცოდა, რომ ზოის მის მეტი, ფაქტიურად, არავინ ჰყავდა. ბებია დიდი ხნის წინ გარდაცვლოდა, დეიდები კი დიდად არ ეხატებოდა გულზე, თანაც ისინიც უკვე კაი მოხუცებულები იყვნენ და თავიანთი ოჯახები ჰყავდათ; ზოიზე არავინ დარდობდა. დროთა განმავლობაში ზოის შეუყვარდა თბილი და მომთმენი რობერტი და ხშირად ეფერებოდა კიდეც, თუმცა ეს არ იყო ის სიყვარული, როგორითაც ქალებს თავიანთი რჩეულები უყვართ ხოლმე. ჯაჯღანი მაინც სჩვეოდა და ყველაფერზე ბუზღუნებდა. როდესაც რობერტმა ცოლს დუბაიში გასეირნება შესთავაზა, ის, რა თქმა უნდა, მაშინვე დათანხმდა, თუმცა ბუზღუნი მაინც მიაყოლა, ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე მაინც დაგეპატიჟებინე, რაღა დუბაი მოგინდაო. რობერტმა აუხსნა, რომ ადრიან გაზაფხულზე ზღვაც და ოკეანეც ცივია და მაინც ვერ იბანავებდა. ზოიმ ცოტა იბუზღუნდა, არის ადგილები სადაც ოკეანე სულ თბილიაო, მაგრამ ბოლოს მაინც გაჩუმდა, რადგანაც იცოდა თავისი ქმრის ხელმოჭერილობის ამბავი და ამ თავისი ბუზღუნით დუბაიში მგზავრობაც არ დაეკარგა. ასე მოხვდნენ ცოლ-ქმარი ზელერები ამ თვითმფრინავის ბორტზე. *** - ქალბატონო ზელერ - მიმართა ლუსმა ზოის- პროფესორზე ისევ გაბრაზებული ხართ? - დიახ, მისი დანახვაც არ მინდა - ამოილუღლუღა ზოიმ. - დარწმუნებული ხართ, რომ ის თქვენზე ცოდვილია? - ეგ არაფერ შუაშია. მე თუ ცოდვილი ვარ, ვაგებ ჩემს ცოდვებზე პასუხს, მან კი თავისაზე აგოს. არავითარი სურვილი არ მაქვს, მისი საშინელი დანაშაულებები გავიზიარო. - ქალბატონო ზელერ - მორწმუნე ხართ? - მე კათოლიკური ეკლესიის წევრი გახლავართ. - მე ეკლესიის წევრობაზე არ გეკითხებით, მორწმუნე თუ ხართ მეთქი, ანუ გულით თუ გწამთ ღმერთი? - დიახ მწამს. შეიძლება გადამკვდარი მორწმუნე არ ვარ და ეკლესიაშიც ხშირად ვერ დავდივარ, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა და მისი მჯერა. - ზებუნებრივი ძალები ვართ ჩვენც, ქალბატონო ზელერ - გაეცინა ლუსს. ჩვენი გჯერათ? - მე ღმერთი ვიგულისხმე. - რა ვიცი, რა ვიცი, ხშირად ადამიანებს ღმერთის ხსენება რომ არ უნდათ, ხან ბუნების ძალებს ეძახიან, ხან ზებუნებრივს, როგორც ეხლა თქვენ უწოდეთ, ხან სამყაროს, ხან კოსმოსს და რა ვიცი, რას აღარ. განსაკუთრებით ჩვენი უსაყვარლესი მკითხავები, მჩხიბავები, შამანები, ასტროლოგები და სხვები. სული ეშმაკს რომ მიჰყიდეს და ღმერთის სახელით რომ ლაპარაკობენ. ო, როგორ მიყვარს ეს გაიძვერა და ცბიერი სულგაყიდულები. რამდენი უმეცარი მოჰყავთ ჩვენთან. - ეგ რა შუაშია ჩემთან? მე არც მკითხავი ვარ და არც ასტროლოგი. - მაგრამ ხომ გჯერათ? - მჯერა რას ქვია? გასართობად ვინ არ ყოფილა მკითხავთან, მერე რა? - თქვენ გგონიათ ეს პატარა ცოდვაა? - არავითარ ცოდვად ამას არა ვთვლი. - ამას ჩვენ გადავწყვეტთ. ახლა კი სხვა თემებზე გადავიდეთ. - თუ ზელერინით გინდათ გამომიჭიროთ, მე საერთოდ არავითარი კავშირი არ მაქვს მასთან და მკვლელის ხელშემწყობად ჩემი გასაღება არ გამოგივათ. იცით რას გეტყვით? მე თქვენი სამსჯავრო საერთოდ არ მაინტერესებს, მე ღმერთის სამსჯავროს დაველოდები. ეს ზღაპრები, რაც აქ ვნახე და მოვისმინე, უბრალოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. თქვენ არ ხართ ისინი, ვინც ხალხი უნდა განსაჯოს და აქ თუ ვზივარ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ჩემზე ძალადობთ. - ქალბატონო ზელერ, მესმის თქვენი აღელვების მიზეზი. სულაც არ გსურთ თქვენი ცოდვები სახალხოდ გამომზეურდეს და ამიტომ ცხარობთ. შეგიძლიათ პირდაპირ გადაინაცვლოთ მეუღლის გვერდით. - არა, რადგან გამოვედი, უკან აღარ დავიხევ. - კეთილი. მაშინ დავიწყოთ. ქალბატონ ზელერ-ლიხტმანს „სიმართლის ელექსირის“ ვაქცინა გაუკეთეს და გამოკითხვაც დაიწყო: - თქვენს შესახებ გვითხარით რამე, ქალბატონო ზელერ, ბოდიში - ლიხტმან, ოღონდ მოკლედ, თუ შეიძლება. ისედაც საკმაოდ ვრცელი მოთხრობა მოვყევით თქვენს შესახებ. - დავიბადე ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში, შერეულ ებრაულ-ამერიკულ ოჯახში. მამა ებრაელი მყავდა, დედა ამერიკელი. ასე რომ ებრაელებისთვის ამერიკელი ვარ, ხოლო ამერიკელებისთვის ებრაელი. რიჩმონდში დავამთავრე სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი. - და იქვე გაიცანით პროფესორი ზელერი ხომ? - დიახ, ის მოწვეული პროფესორი გახლდათ და ლექციებს კითხულობდა მიკრომოლეკულურ და ბიოლოგიურ ქიმიაში. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით. მაშინ პროფესორი ახალგაზრდა გახლდათ, თუმცა ჩემზე უფროსია 14 წლით. შემდეგ გადავსახლდით ნიუ-იორკში. აი ეს არის სულ, რადგან მოკლედ გინდოდათ. - ეხლა ის გვითხარით, რატომ არ გახდით იუდაიზმის მიმდევარი, მამა ხომ ებრაელი გყავდათ? - დედა იყო ამისი წინააღმდეგი და ბავშვობაშივე კათოლიკურ ეკლესიაში მოვინათლე. - ქალბატონო ლიხტმან, მშობლებზე რას გვეტყვით? როგორც ვიცი, ადრე გარდაგეცვალათ. - დიახ 14 წლის ვიყავი, როდესაც ორივე ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მამიდები და ბებია-ბაბუები მზრდიდნენ. ამის ხსენება აუცილებელია? - მე მინდა საზოგადოებას დავანახო, როდის დაიწყო თქვენი გადაგვარება. - რა გადაგვარებაზე ლაპარაკობთ? - ლოყები შეუწითლდა პროფესორის მეუღლეს. - ეს თქვენც კარგად იცით ზოი, ეხლა ნუ მოიკატუნებთ თავს. მე ვგულისხმობ სიგარეტის მოწევას, თანატოლების კამპანიებში სასმელის და ნარკოტიკების გამოყენებას. - ეს მხოლოდ გართობა იყო და მეტი არაფერი. მაშინ 15 წლის ვიყავი და ჩემს თანატოლებთან ერთად ამით მხოლოდ ვერთობოდი? - და ჯგუფური სექსიც, მიგელთან განშორების და აბორტის შემდეგ ხომ? - პროფესორის მეუღლე გაფითრდა, მაგრამ უკნ დასახევი გზა აღარ ჰქონდა. - მე სერიოზულად მიყვარდა, მაგრამ რაც მოხდა, თქვენ ჩემზე კარგად იცით. მიგელმა უსინდისოდ მიმატოვა და სასოწარკვეთილებაში მყოფი გადავეშვი თავდავიწყებაში. მიუხედავად ამისა, როდესაც სკოლა დავამთავრე, მე წარჩინებული სტუდენტი გავხდი. - დიახ, გასაგებია, მაგრამ სტუდენტობის დროს გქონდათ სხვა „ჰობიც“, სანამ გათხოვდებოდით, ბოლო დღემდე. ხომ ვერ მეტყოდით ამის შესახებ? - არავითარი ჰობი არ მქონია, არ ვიცი რას გულისხმობთ, ხელი აიქნია პროფესორის მეუღლემ. - იმას ვგულისხმობ, ძვირფასო, ღამღამობით ესკორტის მუშაკი რომ იყავით და მდიდარ მამაკაცებს სექსულაურ მომსაუხურებას უწევდით სასტუმროებსა თუ ვილებში. აი, ამაზე გეკითხებით. - ზოი - წამოიღნავლა დარბაზიდან პროფესორმა - ეს სიმართლეა? თქვი, რომ ეს სიცრუეა ზოი - თავში წაიშინა ხელები პროფესორმა. ზოი გაფითრებული და თავჩაღუნული იჯდა სავარძელში და სიმწრის ცრემლები სცვიოდა. - მე, მე, ფული მჭირდებოდა, სწავლის ფული. სხვა საშუალება არ მქონდა - სლუკუნებდა ქალი და არ იცოდა, სირცხვილისგან სად დამალულიყო - მაგრამ ეს წარსულში იყო და მეგონა დავიწყებას მიეცა. მე ცუდი ცოლი არ ვყოფილვარ. - არ ვიცი, რას ეძახით კარგ ცოლობას, ქალბატონო ლიხტმან - დავუშვათ და ეს ყველაფერი წარსულში დავტოვეთ. მაშინ ის გვითხარით. თქვენი ცოლ-ქმრობის მანძილზე, რანდჯერ წოლილხართ სხვა მამაკაცთან? ზოი გააფთრებული წამოხტა და სიმწრისგან იმხელა დაიღრიალა, დარბაზი შეზანზარდა - არაფრის მოსმენა აღარ მინდა, არაფერი არ მაინტერესებს წიხლი ჰკრა სავარძელს და დარბაზის უკანა ნაწილისკენ გაემართა. დემონებს გაეღიმათ და თავაზიანად დაუკრეს თავი ქალბატონ ლიხტმანს. ჭინკები მის წასაბრძანებლად უკვე მზად იყვნენ, მაგრამ ლუსმა ხელით ანიშნა, არ არის საჭიროო და მათაც ანებეს თავი. ზოი თავისი ფეხით მივიდა დარბაზის უკანა ნაწილში და ერთ-ერთ სავარძელზე მოთავსთდა. დემონთა მთავარმა დარბაზს მიმართა. - მე თქვენ უკვე გითხარით, ბატონები და ქალბატონებო, რომ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალი ვიცით და თუ არ გინდათ ისინი აქ გამომზეურდეს, გირჩევთ პირდაპირ დარბაზის უკანა ნაწილში გადაბრძანდეთ. ყველას ვგულისმხობ, გამონაკლისის გარეშე. ვერ გამართლდებით და ტყუილად უნდა ეცადოთ. თქვენც დაისვენებდით და ჩვენც. მაგრამ რადგან არ იშლით და ჯიუტად ზიხართ ისევ თქვენს ადგილებზე, მაშინ გავაგრძელოთ. - დენ, გესმის რამე? ეს რეები ხდება, გაოგნებული ვარ. ვინ არის ეს ხალხი, საიდან მოვიდა, დავიჯერო ყველა გახრწნილი და გათახსირებული ამ თვითმფრინავზეა? აგერ, კარდინალი ზის, მის გვერდით მონაზონი გოგონა. მათ რა შარს მოუდებენ ნეტავ? - გადაუჩურჩულა ბურდულმა სმითს. - არ ვიცი, ჯორჯ, რა გითხრა - შეწუხებულმა შემოხედა დარენმა მეგობარს - ჯობია იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რას მოგვედავებიან. ალბათ ჩვენც მოგვიძებნიან რამეს. - ნუ გეშინია დარენ, ჩემ ფეხებს მოგვიძებნიან. შენ თუ არ იტყვი, მე ვიტყვი, რამდენ კარგ საქმეს აკეთებ, რამდენ ფულს რიცხავ საქველმოქმედო ორგანიაზციებში, რამდენ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარები. ვერაფერსაც ვერ მოგვედავებიან, ნუ გეშინია. თუ რამეს ვაშავებთ, ვინანიებთ, აღსარებას ვაბარებთ და ვეზიარებით. - არ ვიცი, ჯორჯ, არ ვიცი, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს. თითქოს ერთ დიდ ილუზიაში ვიყოთ ყველანი. - კი, დარენ, მართალი ხარ, მეც თავი სადღაც ზღაპარში მგონია, მაგრამ შეგრძნება რომ რეალურია, რა ვუყოთ ამას? მე ამათი სულ არ მეშინია. ესენი ვერავის ვერ წაიყვანენ ჯოჯოხეთში, ამისი უფლება არა აქვთ, თუ ღმერთმა არ მისცა. სხვა საქმეა, რა ცოდვებიც გამოუმზეურდა ამ ხალხს, ამას რას უზამენ, ღვთის სამსჯავროზეც ხომ ამოტივტივტდებოდა?! ეხლა კი რეპორტაჟები გადის ტელევიზიით და მთელი მსოფლიო უყურებს. წარმოგიდგენია, რა სირცხვილია? ეს ადამიანები მშვიდობით რომც დაბრუნდნენ დედამიწაზე, ნეტა როგორ უნდა იცხოვრონ იმის შემდეგ, რაც მათ შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო? - ნუ გიკვირთ ნურაფერი, ჯორჯ - მიმართა დიამ დარბაზიდან კალათბურთელს - თავის დროზე ყველაფერს შეიტყობთ. კარდინალზეც, მის მხლებელ მონაზონზეც და სხვებზეც. საკუთარ თავებზეც, რა თქმა უნდა...და თუ თქვენი თავის იმედი გაქვთ, მაშინ სანერვიულოც არაფერი გქონიათ. ისე კი, იქნებ დაფირდეთ, თქვენი ცოდვებიც მთელმა ქვეყანამ უნდა შეიტყოს და ხომ არ გირჩევნიათ დამალული დარჩეს და დარბაზის უკანა ნაწილში გადაბრძანდეთ? - ოოო, არა. ასეთ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, წყეულებო, ვიბრძოლებ და დარწმუნებული ვარ მიწასთან გაგასწორებთ. - თქვენ გაგვასწორებთ ჩვენ მიწასთან? - ხარხარი აუვარდათ დემონებს; - კეთილი, მოუთმენლად ველოდები ამ ნეტარ წუთს - დამცინავად შემოხედა გიორგის დემონთა მთავარმა - ხოლო როცა ჩვენთან ჯოჯოხეთში მოხვდებით, მერე ვნახავთ, ვის დაწყევლით ყველაზე მეტად. გინდათ ეხლავე გითხრათ? - იმ თქვენს საყვარელ ღმერთს, ასე რომ ეთაყვანებით ეხლა. ასე იქცევა ყველა და ასე მოიქცევით თქვენც, როდესაც ჯოჯოხეთის ყველა „სიამოვნებას“ საკუთარ თავზე იგრძნობთ. ეხლა კი თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და მის აღმატებულებას, კარდინალს, ვთხოვთ, სცენაზე ამოვიდეს. კარდინალი უხმოდ ავიდა სცენაზე. ინექციის შემდეგ კი დაკითხვა თავად დემონთა მთავარმა ითავა: - თქვენო აღმატებულებავ, კარდინალო სანჩეს, მოგვიყევით მცირეოდენი თქვენს შესახებ - მიმართა დიამ სცენაზე გამოსულს. - ჩემი სახელია პედრო სანჩესი. დავიბადე პერუს დედაქალაქ ლიმაში 1956 წელს. 1974 წელს იქვე დავამთავრე კათოლიკური სკოლა. ამის შემდეგ სწავლა განვაგრძე სან-მიგელის სემინარიაში, ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, აქვე მივიღე პროფესორის ხარისხი თეოლოგიაში. 1980 წელს დავინიშნე თეოლოგიის პედაგოგად პერუს რამდენიმე კათოლიკურ სასწავლებელში. 1992 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, დავინიშნე თეოლოგიის პედაგოგად სან-მიგელის სემინარიაში. 1998 წელს დავინიშნე კარდინალად, რომლის მოვალეობასაც ვასრულებ დღემდე. აი, ეს არის მოკლედ ჩემი კარიერული ბიოგრაფია. თუ რამე სხვა გაინტერესებთ, მკითხეთ და გიპასუხებთ - მკვახედ და უხალისოდ დაასრულა კარდინალმა. - გკითხავთ, კარდინალო, აუცილებლად გკითხავთ. ამისთვის ვართ აქ. ჯერ, მოდი, ეს მითხარით: - ბერ-მონაზვნად როდის აღიკვეცეთ? - ხო, ეგ გამომრჩა. ბერ-მონაზვნად აღვიკვეცე 1974 წელს სკოლის დამთავრებისთანავე. - ანუ, 2024 წელს თქვენ უკვე 50 წლის აღკვეცილი ბერი ხართ? - დიახ, ასე გამოდის. -კარდინალო, მე თქვენს კარიერას არ შევეხები, ის საკმაოდ შთამბეჭდავია და ყველამ კარგად იცის. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ რომის პაპობასაც გიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და სხვა აირჩიეს. მე იმის თქმა მინდა, რომ თქვენი საკმაოდ მაღალი რეპუტაცია საქვეყნოდ ცნობილია. ზოგადადა კათოლიკური ეკლესია ძალიან გვახარებს, ისეთ „კარგ“ საქმეებს სჩადიხართ, ჩვენ არაფრის გაკეთება აღარ გვიწევს. გაოცებულები გიყურებთ და გვიკვირს, საიდან მოიფიქრებთ ხოლმე ასეთ სულისწარსაწყმედელ დებულებებს. - ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ? - მაგალითად, პაპიზმი ავიღოთ. თქვენი ეკლესიის თანახმად, პაპი დედამიწაზე ღმერთის ტოლფასია, ასეა ხომ? - მთლად ასე არაა, მაგრამ დიდი ავტორიტეტი აქვს. - განა თქვენმა ეკლესიამ არ მიიღო დოგმატი პაპის უცდომელობის შესახებ? რამეს ვიგონებ? - დიახ, მიიღო. - უცდომელი ხომ მხოლოდ ღმერთია?! თუ თქვენ თვლით რომ პაპი უცდომელია, მაშინ ის ღმერთია. რამეს არაწორს ვამბობ? რომის პაპი ითვლება პეტრე მოციქულის მემკვიდრედ, მაგრამ პეტრე არასოდეს ყოფილა რომის ეპისკოპოსი. ეს საიდანღა მოიგონეთ? - ეს მე არ მომიგონია, ეკლესიამ დაადგინა ასე. - კი, თქვენმა ეკლესიამ ბევრი უკუღმართი რამ დაადგინა, ამის გამო გაიხლიჩა კიდეც და განცალკევდა ჯერ მართლმადიდებელი ეკლესიისგან, შემდეგ კი თქვესავე წიაღში უკვე პროტესტანტიზმისგან. ამაზე მეტი რა ვიცით, ჩვენი ხელი ურევია ამ საქმეში. მე იმის თქმა მინდა, რომ თქვენივე ღმერთის სიტყვებით გამტყუნდებით. ყველა ადამიანი სცოდავს. ფსალმუნებში ნათქვამია - „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. სიტყვა „ცხონდეს“ ამ შემთხვევაში ნიშნავს „ცხოვრობდეს“. ანუ ეს სიტყვები გვასწავლის, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ამქვეყნად იცხოვრებს ისე, რომ არაფერს შესცოდავს. მაშ როგორღა არის პაპი უცოდველი? კარდინალი დუმდა. - დუმხართ ხომ? რა თქმა უნდა, მაშ რა გაქვთ სათქმელი?! ეხლა მოდი კიდევ ერთ მარაზმზე ვისაუბროთ, ინდულგენცია რომ ქვია. გაგიციათ ინდულგენციები, კარდინალო? - დიახ, რა თქმა უნდა. ეს მიღებული პრაქტიკაა. - დავუშვათ, ვინმე გლეხს ფული არა აქვს და ვერ გადაიხადა, ორი ინდაური რომ მოიყვანოს, მისცემთ ინდულგენციას? - და ისე გადაიხარხახა, კედლებიდან ბათქაში ჩამოცვივდა. - გადასარევი პრაქტიკაა - სიამოვნებისაგან გაიბადრა დემონთა მთავარი - არაჩვეულებრივია. რა კარგია, დააშავებ რამეს და მერე ფულით გამოისყიდი. მოდი გავიხსენოთ ბიბლიიდან სიმონ გრძნეული, რომელსაც ფულით უნდოდა სულიწმიდის მადლის ყიდვა, რა მოხდა შემდეგ? „როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე. მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა. რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს. მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე.“ მოციქულთა 8:18-24. ხედავთ, კარდინალო, რა დღე დააწია პეტრემ ჯადოქარს, რომელმაც ფულით მოინდომა სულიწმიდის შეძენა? აბა, განა თქვენც იგივეს არ აკეთებთ? ცოდვების მიტევება არის თუ არა ღვთის ნიჭი? მაშ თუ ასეა, ფულით გინდათ შეიძინოთ ეს ნიჭი? როგორ ფიქრობთ, პეტრემ თუ ასეთი ამბავი დააწია ჯადოქარს, რომელსაც კეთილი განზრახვით უნდოდა სულიწმიდის შეძენა, თქვენი ღმერთი თქვენ რა დღეს დაგაწვეთ თუ იცით? - ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ, ეკლესიამ მიიღო - კარდინალი გაწითლდა და თავი დახარა. - თქვენ, ასეთი განათლებული ადამიანი, ბიბლიის კარგი მცოდნე, ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ სინანულის ყიდვა შეიძლება? ან აღსარების, ან ზიარების? ანუ, საბოლოო ჯამში, სასუფევლის ყიდვა? თქვენ ეს გჯერათ? - არ ვიცი, არ ვიცი - თავი გააქნია კარდინალმა. - კარგი, ეს ყველაფერი პირადად თქვენი ბრალი არაა და დავანებოთ თავი. დავუშვათ, რომ თქვენ უმწიკვლო ხართ და გაუთვიცნობიერებლად ჩაერთეთ ამ სიყალბეში. მაშინ, მოდი ეხლა პირადად თქვენზე ვისაუბროთ. თუ შეიძლება რომ მითხრათ, დუბაიში რისთვის მიემგზავრებით? - დუბაიში მივემგზავრებით როგორც მისიონერები, ჩემს მხლებელ მონაზონთან ერთად. არა მარტო არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც: ომანში, იემენში და საუდის არაბეთში. იქ გვაქვს გახსნილი მისიონერული სამსახურები. მე მივდივარ, რომ გავაკონტროლო და შევამოწმო ამ სამსახურების ეფექტურობა. - კარგი, გასაგებია. ეხლა ეს მითხარით, მონაზონი რისთვის მოგყვებათ? - ის უბრალოდ ჩემი თანაშემწეა, მეტი არაფერი? - მეტი არაფერი, კარდინალო? კარდინალ ოდნავ გაწითლდა - პირდაპირ გკითხავთ: გქონიათ თუ არა სექსუალური კავშირი მონაზონთან, რომელიც მოგყვებათ დუბაიში? - დიახ, მქონია. დარბაზმა ისევ გაოცებულმა ამოიხუვლა. - კარდინალო, თქვენ ამბობთ რომ 50 წლის აღკვეცილი ბერ-მონაზონი ბრძანდებით. დაახლოებით თუ მეტყვით, რამდენჯერ გქონიათ სექსუალური კავშირი მონაზვნებთან. მე ამ შემთხვევაში ორივე სქესის მონაზვნებზე გეკითხებით. - ბევრჯერ. - მაინც, რამდენჯერ. 10-ჯერ, 20-ჯერ, 50-ჯერ, 100-ჯერ? -ალბათ ასზე მეტჯერ. დარბაზმა ისევ ამოიხუვლა. - შეგიძლიათ დამიდასტუროთ, რომ თქვენ უამრავჯერ გქონიათ სექსი მამრობითი სქესის ბერ-მონაზვნებთან? - დიახ, ვადასტურებ - ანუ თქვენ მამათმავალიც ბრძანდებით? - დიახ. - ძვირფასო კარდინალო, თუ გესმით სიძვის და მამათმავლობის ცოდვის სიმძიმე? - რა თქმა უნდა მესმის, მაგრამ მე ფიზიკურად ვერ გავუძელი უამისობას. თავს არ ვიმართლებ, ვიცი რომ ვცოდავ. - ერთი ეს მითხარით, თუ მოგინანიებიათ ეს ცოდვები? - არა, ამას ვინმეს როგორ ვეტყოდი, ხომ გავთავდებოდი სირცხვილისგან მაშინვე - თავი დახარა კარდინალმა. - კარდინალო, აბა ეხლა ეს მითხარით, გეი და ლესბოსელ წყვილებს, საერთოდ ლგბტ და რასაც ეძახით მოკლედ, ჯვარს თუ წერთ? - დიახ, ვწერთ. - და ეს სწორად მიგაჩნიათ? - ღმერთი სიყვარულია, და თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, რატომ უნდა იყოს ეკლესია წინააღმდეგი მათი ურთიერთობის? - თქვენ, ქრისტიანული ეკლესიის კარდინალი, ამას სერიოზულად ამბობთ? - გაეცინა დემონთა მთავარს. - დიახ, რა თქმა უნდა - შეიცხადა კარდინალმა. - ეგ მოსაზრება ჩვენ ჩაგინერგეთ კათოლიკურ ეკლესიას და ჩვენ ჩაგადგმევინეთ ფეხი ამ ცოდვაში. თუმცა, რა გასაკვირია, თავად ხართ სოდომურ ცოდვებში ყურებამდე ჩაფლულები. მე კი თქვენივე საღმრთო წიგნის რამდენიმე ციტატას მოგიყვანთ: ლევიანთა წიგნის მე-18 თავის 22-ე მუხლში წერია: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა.“ ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლი ამბობს: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.“ ხედავთ კარდინალო, რას ამბობს უფალი?- ორივე მოკვდნენო. მოდი ეხლა პავლე მოციქულის ეპისტოლე ვნახოთ რომაელთა მიმართ: თავი პირველი, მუხლები 25, 26 და 27 – „სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური.“ ეხლა ვნახოთ პავლეს პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი მეექვსე მუხლები 9 და 10 – „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.“ ეხლა ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ქორწინების შესახებ. აი, ავიღოთ მაგალითად დაბადებიდან, თავი 2, მუხლი 24 – „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ გესმით, კარდინალო, მამაკაცი დედაკაცს მიეწებებაო, ამბობს თქვენი ღმერთი. ამაზეა საუბარი 1 კორინთელთა 7:2-16 და ეფესელთა 5:23-33- შიც. მე თქვენ მოგიყვანეთ ციტატები როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან. აღარაფერს გეუბნებით იმის შესახებ, თუ რა დღე დააწია თქვენმა ღმერთმა სოდომსა და გომორს, ეს ისედაც კარგად იცით. გავაგრძელო, თუ ეს საკმარისია? - კარდინალი სირცხვილისგან თავს მაღლა ვეღარ წევდა, თავჩაღუნული იჯდა დამნაშავე ბავშვივით და საკუთარ თითებს აწვალებდა. სხვა სიმახინჯეებზე აღარც ღირს უკვე საუბარი, ესეც საკმარისზე მეტია. მე მგონი მეტ შეკითხვას აზრი არა აქვს, ხომ მეთანხმებით, კარდინალო? თავად გაემართეთ იქით, სადაც თქვენი ადგილია და შეგიძლიათ თქვენი ბოზი მონაზონიც თან გაიყოლოთ, მისი დაკითხვის ვერავითარ საჭიროებას ვეღარ ვხედავ. სიძვაზე უკვე მოგიყვანეთ ციტატები და სხვაც ბევრი მრავალი ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ ჩაკიდეთ ხელი თქვენს მეძავ მონაზონს და წაიყოლეთ თან. ერთად იქნებით ჯოჯოხეთშიც - სიამოვნებისგან ახარხარდა დემონთა მთავარი. კარდინალი დარბაზის უკანა მხარეს გაემართა, უკან მტირალი მონაზონი მიყვებოდა. ჭინკებმა კი სიცილ-ხარხარით და შეძახილებით მიაცილეს ორივე ადგილამდე. - მადლობა მითხარით, მიაძახა დემონთა მთავარმა მიმავალ კარდინალს - რომ არ გავაშიშვლე თქვენი პედოფილური მიდრეკილებები პატარა ბიჭებთან. და არა მარტო თქვენი, თქვენი მეგობარი ეპისკოპოსებისაც, კარდინალო. - აი, ასე, ჩემო კარგებო - მიმართა დემონთა მთავარმა დარბაზს -თქვენ ეხლა გაიცანით თქვენი მამათმავალი კარდინალი, რომელსაც მთელი კათოლიკური სამყაროს მწყემსობა სურდა. თუმცა ნუ გაგიკვირდებათ, კათოლიკური ეკლესია სავსეა მსგავსი მამათმავლებით და ერთსქესიანთა წყვილების ჯვარდამწერებით. ამაზე კარგად განა რა ვიცით, ჩვენი ღვაწლის შედეგია ეს - ხელები სიამოვნებისგან მოიფშვნიტა დემონთა უფროსმა. დავაკმაყოფილე თქვენი ინეტერესი ჯორჯ? - მიმართა დიამ დამცინავად გიორგის - სხვათა შორის, არც თქვენი ეკლესიაა ამ საქმეში მთლად უმიწკვლო და დრო როცა მოვა, მათაც გავაშიშვლებთ. ამ უკანასკნელმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ მეგობარს გადაულაპარაკა - დარენ, ამას ელოდი? ხედავ ეს ვინ ყოფილა? კი, კათოლიკეა და არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან, მაგრამ ხომ მაინც არცხვენს ქრისტიანობას? ღმერთის სახელით ლაპარაკობს ეს სულწაბილწული და თურმე თავად რა დღეში ყოფილა. - ეჰ, ჯორჯ, რა გითხრა აბა? კათოლიკურ ეკლესიაში რაღაცეები რომ არ მომწონდა, იმიტომ მივიღე მართლმადიდებლობა და არა მარტო იმიტომ, რომ ქართულმა ეკლესია-მონასტრებმა და წმინდანებმა მომნუსხეს. მაგრამ თუ ასეთი საშინელი სიბილწე ტრიალებდა შიგნით, არ მეგონა მაინც - თავი გადააქნია დანანებით დარენმა. - მართლმადიდებლობას თქვენი ბინძური ცილისწამებით ვერ გასვრით - მიუბრუნდა გიორგი მთავარ დემონს. - ჩემი გასვრა რად უნდა, ჩემო კარგო?! - გაეღიმა დიას - იმდენ რამეს გეტყვით, შეიძლება თვალები გუგებიდან ამოგივარდეთ. ამიტომ, თქვენს მხედველობას რომ ვუფრთხილდები, ამჯერად თავს შევიკავებ. ეს ეხლა ჩვენს ინტერესებში არც შედის, რამეთუ სასულიერო პირი არ ბრძანდებით და აზრი არა აქვს - დაამთავრა დემონთა მთავარმა. კიდევ ერთი დღე დასრულდა და მგზავრებმა ისევ სალონში გადაინცვლეს დასასვენებლად. *** მომდევნო დილას, ისევ, საუზმის და ყავა-ჩაის სმის პროცედურების შემდეგ სცენაზე პირველს გამოჩენილ რეჟისორს, კლარკ რუსსოს უხმეს. მანამდე კი დიამ თავისი მოთხრობა განაგრძო. *** დარენი და გიორგი განუყრელი მეგობრები გახდნენ. სულ ერთად იყვნენ. გიორგი კარგად იცნობდა დარენის ოჯახს, რომელიც უკვე ბრუკლინში, ფლეთბუშის რაიონში გადასულიყო საცხოვრებლად. ყოველ წელს დარენი და გიორგი რამდენიმე კვირით დასასვენებლად საქართველოში ჩადიოდნენ. ხანდახან ჩარლიც მიჰყავდათ ხოლმე. გიორგის ოჯახმა დარენი შვილივით მიიღო. იცოდნენ, რომ ის მათი შვილის საუკეთესო მეგობარი იყო. ასევე მიიღეს მისი უმცროსი დაც. დარენის პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე გამაოგნებელი გახლდათ. მართალია, გიორგისგან მას ბევრჯერ ჰქონდა მოსმენილი მისი უნიკალურობის და იშვიათი სილამაზის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული კაცის გადამეტებული ქება ეგონა, როგორც არაერთხელ მოუსმენია სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან. უცხო ქვეყანაში წასულ ადამიანებს ხშირად ახასიათებთ საკუთარი ქვეყნების ზედმეტად გალამაზება და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ რაც დარენმა საქართველოშო საკუთარი თვალით იხილა, ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მან ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში იმდენი განსხვავებული კლიმატი და ბუნებრივი პირობები აღმოაჩინა, გაკვირვებისგან დაჯერება უჭირდა: სუბტროპიკული ვაკე მდელოები თუ ჭალები, თოვლიანი მთები თუ გადაშლილი ზღვის პლაჟები, ყინულოვანი ციცაბო კლდეები თუ უდაბნოსავით გადახრუკული მინდორ-ველები. ეს ყოველივე ერთად იმდენად ლამაზად და სათუთად ერწყმოდა ერთმანეთს, რომ ეს ქვეყანა მართლაც პატარა სამოთხედ ეჩვენებოდა. ერთ მთლიან ერთობად ქცეული სხვადასხვა კუთხის სრულიად განსხავავებული ხალხი - უსაზღვროდ სტუმართმოყვარე, თბილი და გულწრფელი ადამიანები, დარენს პირველივე ნახვაზე შეუყვარდა. ეს იყო დიდებული ერი, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით: გამრჯე და შრომისმოყვარე, მხიარული და ხალისით სავსე, ნიჭიერი და წარმატებული, გულღია და სტუმართმოყვარე. დარენს სიტყვებიც არ ჰყოფნიდა ქართველების სრულად დასახასიათებლად. ქართული სამზარეულო ხომ საერთოდ აგიჟებდა არა მარტო დარენს და ჩარლის, არამედ ყველა უცხოელ სტუმარს, ვინც კი საქართველოში ჩადიოდა: ხინკალი თუ ღორის მწვადი, ხარჩო თუ ჩახოხბილი, მრავალნაირი ხაჭაპური, ღომი თუ ელარჯი, ფხალი თუ ნიგვზიანი ბადრიჯანი, საცივი თუ ჩაქაფული, ფელამუში თუ ჩურჩხელა, ნამცხვარი, ნაზუქები და უამრავი სხვა, რომლის ჩამოსათვლელადაც დიდი დრო დაგვჭირდება. ქართული ღვინი კი მსოფლიოში განთქმულია. საქართველო ხომ ღვინის ქვეყანაა. დარენმა გიორგის ოჯახი საკუთარივით შეიყვარა და გიორგის მშობლებს უკვე მეორე ჩამოსვლაზე დედას და მამას ეძახდა. სულაც აღარ უკვირდა, რომ ამ პატარა ქვეყანას ამდენი ტურისტი ჰყავდა გერმანიიდან, თუ საფრანგეთიდან, რუსეთიდან თუ უკრაინიდან, ჩინეთიდან თუ იაპონიიდან, ბრაზილიიდან თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ავსტრალიიდან თუ ახალი ზელანდიიდან, ინდოეთიდან თუ ნიგერიიდან, თურქეთიდან თუ ირანიდან. ყველა კონტინენტის ხალხს ნახავდით აქ და დარენს ეს უკვე სულაც არ უკვირდა იმის შემდეგ, რაც თავად ნახა. გიორგის ის სად აღარ ჰყავდა: აჭარის და რაჭის ულამაზეს მთებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბუნებით. ზღვაზე ბათუმში. კახეთის ვენახებსა და გურია-იმერეთის ულამაზეს სოფლებში. ხევსურეთსა და თუშეთში, ლეჩხუმსა და სვანეთში. დარენი და ჩარლი პირდაღებული ათვალიერებდნენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებს, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილებმა მათზე მაინც ეკლესია-მონასტრებმა მოახდინეს. გიორგიმ ხომ ამ კუთხით ისინი სპეციალური პროგრამით შემოატარა. აჩვენა ვარძია და ზარზმა, ნიკორწმინდა და გელათი, ყინწვისი და სამთავისი, ლომისი და უფლისციხე, გრემი და შიომღვიმე, სამთავრო და სვეტიცხოველი, გარეჯი და ალავერდი. ყველას ვერც კი ჩამოვთვლით, ეს შორს წაგვიყვანს. გიორგი სტუმრებს უყვებოდა საქართველოს ეკლესია-მონასტრების და მათში მცხოვრები წმინდანების შესახებ. დარენი და ჩარლი სულგანაბული ისმენდნენ ამ ისტორიებს და უფრო და უფრო უღვივდებოდათ სურვილი, თავადაც ამ დიდი რელიგიის ნაწილი გამხდარიყვნენ. დარენს განსაკუთრებით ბოლო დროის წმინდანი მამა გაბრიელი შეუყვარდა. მის შესახებ გადაღებული ფილმები ნახა, წიგნები წაიკითხა და მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანიც გახდა. სამთავროს მონასტერშიც ხშირად ჩადიოდა ხოლმე ღირსი გაბრიელ ბერის წმიდა ნაწილების მოსალოცად. ძნელია დარენის და ჩარლის ემოციების სრულად აღწერა. მითუმეტეს შეუძლებელია იმ მღელვარების გადმოცემა, რაც მათ სულებში ხდებოდა. დარენს კათოლიკურ ეკლესიაში ისედაც ბევრი რამ არ მოსწონდა და დიდი ფიქრიც აღარ დასჭირვებია, უკვე საქართველოში მეორედ ჩასვლაზე ის მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა. დარენი სამთავროს მონასტერში მონათლეს და სახელად გაბრიელი უწოდეს. მისი ნათლიები კი გიორგის მამა, დავითი და ახლო მეგობარი, დემეტრე გახდნენ. ეს არ გახლდათ დარენის სპონტანული გადაწყვეტილება. ამაზე ძალიან ბევრი იფიქრა, ბევრი წაიკითხა. ოჯახთანაც ბევრი ისაუბრა და ბოლოს ძალიან დალაგებული გონებით და მთელი სულით და გულით მიიღო ეს გადაწყვეტილება, ალბათ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. დარენს მარტო საქართველოში ნანახის გამო არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. მან კარგად გაითავისა, რომ აღდგომის წინ ზეციური ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლი პატრიარქის ხელში გადმოდის. გაიგო იმ ისტორიის შესახებაც, როდესაც 1579 წელს იერუსალიმის პატრიარქი სოფრონი არ შეუშვეს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში და ცხვირწინ დაუკეტეს ჭიშკარი, მაგრამ ღვთაებრივმა ცეცხლმა გახეთქა ერთ-ერთი სვეტი და მაინც მართლმადიდებელი პატრიარქის, სოფრონის ხელში დანთებულ სანთლებად იქცა. მან ასევე შეიტყო, ყოველ წელს, 18 იანვარს, უფლის ნათლისღების წინა დღეს, როგორ იქცევა მდინარე იორდანე და საპირისპირო მიმართულებით მიედინება. ყოველი ფერისცავლებისას, 19 აგვისტოს, როგორ ბურავს ღრუბელი ფერისცვალების ტაძარს თაბორის მთაზე. ყოველი წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს, როგორ შედიან ტაძარში შხამიანი გველები და სრულიად უვნებელნი ხდებიან მხოლოდ ერთი დღით, შემდეგ კი ისევ უბრუნდებათ საშიში ბუნება. ესენი და კიდევ ბევრი მრავალი, რა თქმა უნდა, გიორგიმ აჩვენა და ასწავლა დარენს, მაგრამ გადაწყვეტილება დარენმა თავად მიიღო. მან აშკარად და მკაფიოდ დაინახა მართლმადიდებლობის სრული უპირატესობა, იულიუსის კალენდრის აბსოლუტური ჭეშმარიტება. გაბრიელ ბერის სასწაულების შესახებაც ხომ უკვე ბევრი იცოდა და ეს ყველაფერი საკმარისზე მეტი გახლდათ, რომ მართლმადიდებლობა მიეღო. უკვირდა კიდეც - ვინც ყოველივე ეს იცოდა, როგორ შეიძლებოდა, საერთოდ, რომელიმე სხვა სარწმუნოებაზე ყოფილიყო. ეს ხომ გაუგონარი სიბრიყვეაო - ფიქრობდა დარენი. მისი ზეგავლენის ქვეშ მოექცა ჩარლიც. მოკლედ, დარენი და მისი უმცროსი და, ჩარლი, მართლამდიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ და ეხლა სამივენი ერთად ნიუ-იორკის ქართულ ეკლესიაში დადიოდნენ, აღსარებას აბარებდნენ და ეზიარებოდნენ, როგორც ამის საშუალებას კალათბურთიდან თავისუფალი დრო აძლევდათ, რა თქმა უნდა. ამჟამად აქ შევჩერდები. ეხლა კი ებოს ვთხოვთ, გააგრძელოს - დაამთავრა დემონთა მთავარმა *** ებომ კი თავისი საქმე განაგრძო და სიმართლის ინექციის შემდეგ რეჟისორის დაკითხვა დაიწყო: - ბატონო რუსსო, საკმაოდ ცნობილი რეჟისორი ბრძანდებით. თუ შეიძლება, ძალიან მოკლედ მოგვახსენეთ თქვენს შესახებ. კლარკი ოდნავ შეიშმუშნა და დაიწყო: - ალბათ იცით, რომ დავიბადე ლოს-ანჯელესში, ცნობილი კინომსახიობის მედელინ შეფერდის ოჯახში. მამა გეიბლ რუსსო, ასევე რეჟისორი გახლდათ. მშობლებს ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ და მალე გაშორდნენ. მას შემდეგ დედას სულ დავყავდი გადასაღებ მოედნებზე. კინო ძალიან შემიყვარდა. სულ ვოცნებობდი, როგორ დავდგამდი ფილმებს ჩემი ჭკუით, როგორ ვათამაშებდი მსახიობებს ჩემს გემოვნებაზე. დედას, მოგეხსენებათ, ბევრი ნაცნობი ჰყავდა და არ გასჭირვებია ჩემთვის კინორეჟისორობისკენ გზის გაკვალვა. ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ, დედის წყალობით, იოლად მოვხვდი კალიფორნიის ლოს-ანჯელესის ხელოვნების უნივერსიტეტში კინო და ტელე რეჟისურის ფაკულტეტზე. დავიწყე პატა-პატარა სატელევიზო ფილმებით. ნელ-ნელა ჩემი კარიერა წინ წავიდა და ეხლა ვარ ის, ვინც ვარ. მეტი რა მოგიყვეთ არ ვიცი. რა გაინტერესებთ? - მეტი არც არის საჭირო, კლარკ, ეგეც საკმარისია. ეხლა ეს მითხარით, დედას მამათქვენის გარდა სხვა კაცები თუ ჰყავდა? - დიახ, ჰყავდა. - ბევრი? - ამისი ეხლა აქ მოტანა აუცილებელია? დედა რა შუაშუა? რა საჭიროა მისი ბოიგრაფიის აქ მოყოლა? - რადგან გეკითხებით, ალბათ საჭიროა, ბატონო რუსსო. გვიპასუხეთ. - კი, ალბათ ბევრი ეთქმის. - ანუ ბევრ საყვარელი ყავდა, ასეა? - დიახ. - ვინ იყვნენ ეს ადამიანები? კინოხელოვნების სფეროდან თუ ვინმე სხვა? - უმეტესად კინოს სფეროდან: რეჟისორები, პროდიუსერები და სხვებიც. - ხომ არ გინდათ იმის თქმა, რომ დედათქვენმა კარიერა საყვარლების ხარჯზე გაიკეთა? კლარკი სიბრაზისგან წამოენთო - დედაჩემი უნიჭიერესი მსახიობი გახლდათ დ ყველაფერს თავისი ნიჭის წყალობით მიაღწია. - არ გედავებით, მაგრამ მარტო ნიჭის? არ მიუღია ცნობილი როლები ლოგინის სანაცვლოდ? ჩამოგითვალოთ ფილმები? - არ არის საჭირო. კი, ალბათ ასეც ხდებოდა. - ალბათ კი არა, ხდებოდა და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. მარტო ნიჭიერებით რომ კინოვარსკვლავი ვერ გახდები, ეს ყველამ კარგად იცის და ეს იმდენად გავრცელებული ამბავია, რომ ამის დამალვა უაზრობად მიმაჩნია. კარგი, მეტს აღარ შეგაწუხებთ დედაზე მოგონებებით. ეს ყველაფერი იმისთვის დამჭირდა, რომ თქვენთვის, აი, ეს კითხვა დამესვა: - თქვენც ასევე ირჩევთ მსახიობებს როლებზე? ანუ თქვენც ლოგინში ითრევთ ლამაზ მსახიობ გოგონებს დ მერე ამტკიცებთ მთავარ როლებზე. ასეა ხომ? კლარკი ერთიანად გაწითლდა - ყოველთვის არა, მაგრამ კი, ხდება ასეც. როგორც თავად თქვით, ასე აკეთებს ყველა და რა გასაკვირია? - არა, ჩემო კარგო, ამას იმიტომ კი არ აკეთებთ, რომ ასეა მიღებული და სხვებს ბაძავთ, არამედ იმის გამო, რომ თქვენი დედის ჯავრი ამოიყაროთ, რომელიც სულ გულში გაქვთ და არ გასვენებთ. - დიახ, თქენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა მტკივნეულია, როდესაც პატარა ბავშვი ხედავ, ვიღაც უცხო მამაკაცი როგორ არის შენს დედასთან ერთად ლოგინში ჩახუტებული. როგორ გინდა, ეს ტკივილი გარეთ გამოუშვა, მაგრამ არ შეგიძლია. როგორ გეზიზღება ყველა ადამიანი ამ დროს. მერე ნელ-ნელა ეჩვევი, მაგრამ ზიზღი რჩება არა მარტო კაცების, არამედ დედის მიმართაც. როდესაც დედა ღამეებს არ ათევს სახლში, სულ იმის ეჭვებში ხარ, რომ ვინმესთან წევს. თქვენ არ იცით ეს რა საშინლად მტკივნეული და დამამცირებელი გრძნობაა. დიახ, მე ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ლამაზი მსახიობები ლოგინში ჩავიგორო, ვსარგებლობ ჩემი მდგომარეობით და აბა ვინმემ გაბედოს და საყვედური მითხრას. - არა ჩემო კარგო, რა საყვედური, თქვენ არაჩვეულებროვად იქცევით და ამით ძალიან გვახარებთ ჩვენ, დემონებს - ახარხარდა ოლუ ისე ხმამაღლა, რომ კედლებმა ისევ დაიწყეს ზანზარი, რადგან მას სხვებიც აყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი ჩვენი მოგონილია - რა, რა არის თქვენი მოგონილი? - კარიერის აწყობა ლოგინის გავლით. ოოო, რომ იცოდეთ რა კარგად ვიყენებთ ამ მეთოდს და რა კარგად ვუნერგავთ ამას ახალგაზრდა გამოუცდელ გოგონა მსახიობებს და არა მარტო. გეი რეჟისორებისთვისაც გვყავს ხოლმე შერჩეული კანდიდატურები და ისინიც მშვენივრად ართმევენ თავს თავის ამოცანას. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ კარგად ასრულებთ ჩვენს დავალებებს, რეჟისორებიც და მსახიობებიც. ასე იცის ოსკარის და სხვა ათასი კერპის სიყვარულმა - და ოლუ ისევ ახარხარდა. - თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, მარტო კინო თუ სათეატრო ხელოვნებაში კი არა, ზოგადად რამდენ ფირმასა თუ საწარმოში აღვუძრავთ ხოლმე ავხორცულ ვნებებს ხელმძღვანელებს თავიანთი მდივნების თუ მოსამსაურეების მიმართ და ისინიც უმეტეს შემთხვევაში მათი საყვარლები ხდებიან. მართალია, ეს ყოველთვის არ გამოგვდის, მაგრამ, დამერწმუნეთ, უმეტს შემთხვევაში ნამდვილად. სპირტიანი სასმელები თუ გიყვართ, კლარკ? - მოუბრუნდა ებო რეჟისორს. - ვსვამ ხოლმე. ხშირად? - კი, ხშირად. - ყოველდღე სვამთ, კლარკ? - დიახ, ყოველდღე - ცოტა ყოყმანის შემდეგ უპასუხა რეჟისორმა. - რა სასმელებს სვამთ უნეტესად? - მიყვარს ვისკი, ლუდი, არაყი, ტეკილა, რომი და სხვა. - თვლით რომ თქვენ ალკოჰოლური სასმელების გადამეტებული მოყვარული ხართ? - კი, ალბათ ასეა - ეხლა ეს მითხარით, ეს თქვენი გაუთავებელი მრუშობის ცოდვები თუ მოგინანიებიათ, ან ალკოჰოლური სასმელების მიმართ მიდრეკილება? - არა, არ მომინანიებია. - აბა, მაშინ აღარ გაგახსენებთ სხვა უამრავ ცოდვას და პირდაპირ გიკრავთ თავს დარბაზის უკანა ნაწილში. თქვენივე ღმერთი ამბობს, რომ ლოთი და მემრუშე ვერასოდეს შევა ცათა სასუფეველში. აღარ გაგახესენებთ იმ უამრავ მანკიერებას, რაც გახასიათებთ, აღარ არის უკვე საჭირო და მეტს აღარ შეგარცხვენთ. ამიტომ, მოგიწევთ დარბაზის უკანა ნაწილში გადაბრძანება და იქ მყოფ „პატივცემულ საზოგადოებასთან“ შეერთება - დაასრულა ებომ სარკასტული ღიმილით. ჭინკები წივილ-კივილით ჩააფრინდნენ რეჟისორს და დარბაზის ბოლოსკენ გააქანეს. შემდეგ სცენაზე ოლუ გამოვიდა და გამოაცხადა: - სანან შემდეგ ადამიანს მოვიწვევთ, მინდა ერთი პატარა ნოველა მეც მოგითხროთ. მერე კი როცა დრო მოვა, ამ სავარძელში ჩავსვამთ და კითხვებს დავუსვამთ. ჯულიანას კი ამ დროს ყურები დაეხშო და მიხვდა, რომ ეს მას ეხებოდა. *** იულია ოვეჩკინა რუსეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში დაიბადა. გოგონა არაფრით იყო გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი საშუალო სოფლის ოჯახში იზრდებოდა და იმ ერთადერთ სკოლაში დადიოდა, რომელიც მის სოფელში არსებობდა. სოფელში იმდენად უფერული და უღიმღამო ცხოვრება მიედინებოდა, იულიას ერთი სული ჰქონდა, მალე დაემთავრებინა სკოლა და იქაურობას გასცლოდა. მაინცდამაინც კარგი მოსწავლე არ ეთქმოდა, მაგრამ საშუალოზე უკეთ სწავლობდა. როგორც კი სკოლა დაამთავრა, მაშინვე მშობლებს განუცხადა, მოსკოვში მივდივარ სასწავლებლადო. მშობლებს გული შეუწუხდათ. ურალში მცხოვრები საშუალო რუსებისთვის მოსკოვი საკმაოდ შორი და ძვირფასი სიამოვნება გახლდათ. - სად წახვალ, შვილო, ვისთან? ან რა ფული გვაქვს, რომ გაგატანოთ?- შეწუხდა დედა - არ შეიძლება, რომ სვერდლოვსკში ისწავლო? მაინცდამაინც მოსკოვი რატომ აირჩიე? მამას სმისგან ცხვირი ჰქონდა დაწითლებული და არყისგან გაბრუებულს დიდად არ შეუცხადებია. გულში ისიც კი იფიქრა, ერთი მჭამელი მომაკლდება ოჯახში და არყის ყიდვის მეტი საშუალება მექნებაო. თუმცა მჭამელები არც ისე ბევრი ჰყავდა - მეუღლე და ორი შვილი. იულიას კიდევ თავისზე პატარა ძმა ჰყავდა, ალიოშა. ასე იყო თუ ისე, იულიამ თავისი მცირე ბარგი-ბარხანა ჩაალაგა და მოსკოვისკენ გაუტია. ერთი წლით ადრე იქ მისი კლასელი და მეზობელი ნატაშა წასულიყო და დიდის ამბით ეპატიჟებოდა. ნატაშა მოსკოვიდან ჩამოსულ კომერსანტს სვერდლოვსკში შეხვდა, როცა თავად რაღაც საყიდლებზე იყო წასული. დედაქალაქელი კაცი უცებ ჩაუვარდა გულში და დიდხანს არც უყოყმანია, უცებ ჩაუხტა ლოგინში. ცოტა ხნის მერე კი გამოუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყო და თუ ცოლად არ მოიყვანდა, ციხეში ამოალპობდა. მარიფათიანი და მოხერხებული გოგონა გახლდათ. იმასაც მეტი რა დარჩენოდა, ციხეში არასრულწლოვანის გაუპატიურებაზე ისეთ დღეში ჩააგდებდნენ, სიცოხლეს აწყევლინებდნენ და ბევრი აღარც უფიქრია, ნატაშა მოსკოვში წაიყვანა. სკოლა არც კი ჰქონდა დამთავრებული. დიდი ტანის გოგონა გახლდათ და ასაკს ყოველთვის იმატებდა ხოლმე, განსაკუთრებით ბიჭებში. უყვარდა მათთან დროის ტარება. იულია ნატაშასთან ჩავიდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში, საკმაოდ მწირად ცხორობდნენ. ნატაშას მეუღლეს, ეგორს, სახლში მარტო მოხუცი დედა ჰყავდა, რომელიც მთელი დღე ბანქოს გაშლის მეტს არაფერს აკეთებდა. ეგორი და მისი დედა საკმაოდ გულთბილი ადამიანები იყვნენ და იულიაც თავაზიანი ღიმილით იმ იმედით მიიღეს, რომ მალე რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მოეწყობოდა და საცხოვრებლადაც სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში გადავიდოდა. იულია მსახიობობაზე ოცნებობდა. ძალიან ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ საკმაოდ კოხტა გოგონა იყო და დასაწუნსაც ვერ დაარქმევდით. ოდნავ მოგრძო, მაგრამ მრგვალი სახე, ლამაზი ლურჯი თვალები და წითური თმები ჰქონდა. მისი ტანი კი მართლაც უნაკლო გახლდათ - ლამაზი, ძალიან მოხდენილი ამობურცული მკერდით და სწორი, გრძელი ფეხებით. იულიას იმედი ჰქონდა, რომ მისი მონაცემების პატრონი, არა მარტო ფიზიკურად, ასევე ბუნებრივი ნიჭითაც, მსახიობი გახდებოდა. ის ხომ სოფლის ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლებოდა და სკოლის სპექტაკლებშიც ყოველთვის მთავარ როლებს თამაშობდა. სამწუხაროდ, სურვილი არ აუსრულდა და იულია ე.წ. გიტისში - სათეატრო ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში - პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრა. სახლში დაბრუნებაზე არც უფიქრია. იქვე ახლოს საფეიქრო ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა და მის მასპინძლებს სულ მალე დაქირავებულ ბინაში გადასვლას დაჰპირდა. როგორც მოგახსენეთ, ეგორის დედას, ვალერია სტეპანოვნას, ბანქოს გაშლა და მკითხაობა ძალია უყვარდა. იულიაც დაინტერესდა სტეპანოვნას(ასე ეძახდა ყველა) საქმიანობით და ხშირად თავისუფალ დროსმასთან ერთად ატარებდა. დრო კი სამსახურის შემდეგ საკმარისად ჰქონდა. სამსახიობოზე მოწყობას რომ დიდი შრომა და ნიჭი სჭირდებოდა, ამაზე სულაც არ ფიქრობდა. მაინც სჯეროდა, რომ მომავალ წელს ჩააბარებდა. თუ არა და მერე სხვა პროფესიას მოჰკიდებდა ხელს, ან ნატაშასავით მოსკოველ მამაკაცზე სარფიანად გათხოვდებოდა. ბიჭები სოფელშიც ბუზებივით ეხვეოდნენ და იმედი ჰქონდა, რომ მოსკოველების გულებსაც იოლად დაიპყრობდა. სტეპანოვნამ იულიას ბანქოზე უწყინარი მკითხაობა ასწავლა, რომელიც გართობა უფრო გახლდათ, ვიდრე ნამდვილი მკითხაობა. დედაბერი ამით ერთობოდა და ასე გაჰყავდა თავისი წუთისოფელი. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაცვლოდა. ერთი შვილი ჰყავდა და ისიც ახალმოყვანილ ცოლთან ერთად მასთან ცხოვრობდა. შვილიშვილები ჯერ არ ჰყავდა და სტეპანოვნაც დღე და ღამე საყვარელი ბანქოთი ერთობოდა და თან სიგარეტს აბოლებდა. ეს სათნო მოხუცი ქალი თავის დროზე ბალეტის მოცეკვავე გახლდათ და არც თუ ისე ურიგო. ეხლა უკვე კაი ხნის პენსიონერისათვის ბანქო იყო გართობა და საყვარელი საქმე. ეს იმ შემთხვევაში, თუ მეგობარ დაქალებთან არ მიდიოდა სტუმრად ასევე ბანქოს სათამაშოდ და წარსულის გასახსენებლად. ეს კი იშვიათად ხდებდა. მეგობრებიც, ფაქტიურად, თითო-ოროლა თუ ჰყავდა. ბალეტის გადამკიდე, გვიან გათხოვდა და ორმოცს კაი გადაცილებული გახლდათ, როდესაც ეგორი შეეძინა. მოგეხსენებათ, ბალერინები დიდხანს არ ცეკვავენ და სტეპანოვნასაც მალე მოუწია კარიერის დამთავრება. შემდეგ პატარა ბავშვებთან ბალეტისვე პედაგოგად მუშაობდა და როცა პენსიის ასაკმა მოუწია, მორიდებით სთხოვეს, პენსიაზე გასულიყო და გზა ახალგაზრდა პედაგოგებისთვის დაეთმო. ასე აღმოჩნდა ვალერია სახლში მჯდომარე და შემდეგ უკვე ბანქოს დიდი მოყვარული, სიგარეტთან და ვისკის ან კონიაკის წრუპვასთან ერთად. სოფლელმა გოგონამ, ჯერ სიგარეტს გაუსინჯა გემო. მერე სასმელსაც შეეპარა. ძალიან მოსწონდა სტეპანოვნა და უნდოდა ცოტათი მაინც დამსგავსებოდა მას და ისიც გაეხარებინა მისი იქ ყოფნით. ცოტა ხანში ძალიან დამეგობრდნენ და მალე სტეპანოვნამ მეგობრებთან იშვიათი სტრუმრობისას იულიას ტარებაც დაიწყო თან. ერთად თამაშობდნენ ბანქოს, წრუპავდნენ სასმელს და ერთობოდნენ. ერთხელ სტეპანოვნამ იულიას დაუძახა და უთხრა: - გინდა ნამდვილ სპირიტულ სეანსზე წაგიყვანო? გოგონამ სიხარულისგან ტაში შემოჰკრა - რა თქმა უნდა მინდაო. - მაშინ, გაემზადე და წავიდეთო. ისინი ერთ დიდ სახლში მივიდნენ. იულია აქამდე იქ არასოდეს ყოფილა, თუმცა სტეპანოვნას ხშირად დაჰყავდა ხოლმე მეგობრებში. იქ რამდენიმე ასაკიანი ქალბატონი და მამაკაცი დახვდათ. სტეპანოვნამ მეგობრებს იულია გააცნო, თუმცა რამდენიმე მათგანს მანამდეც იცნობდა, როდესაც მათთან ერთად ბანქოს თამაშით ერთობოდა. მცირეოდენი საუბრის შემდეგ ისინი მაგიდას მიუსხდნენ და ახალმოსული გოგონაც გვერდით მიისვეს. იულიას წესები აუხსნეს. მაგიდაზე დიდი, რუქის ხელა ქაღალდი იყო გაშლილი. ზედ ნახევარწრედ რიცხვები და ასოები ეწერა. მეორე ნახევარზე კი სულ ორი სიტყვა - „კი“ და „არა“. შუაში ამოყირავებული თეფში იდგა, რომლის ერთ ნაპირზეც გარეთ გამავალი ისარი ეხატა. მაგიდაზე მსხდომებმა ამობრუნებულ ჭიქაზე სანთელი დაანთეს და მაგიდას სამჯერ შემოატარეს. შემდეგ თავადაც წრიულად დასხდნენ და ერთი ხელის 2-2 თითი თეფშზე ირგვლივ დააწყვეს. მხოლოდ ისართან დატოვეს თავისუფალი ადგილი. ბოლოს ქვეყნის სულთა მბრძანებელი(ასე ეძახდნენ) გამოიძახეს და მიმართეს თხოვნით, თუ ისურვებ ჩვენთან საუბარსო. იულიას გული უცემდა. შეუცნობელის მოლოდინში ისე ათრთოლებულიყო, ალბათ გულზე ყური რომ დაგედოთ მკაფიოდ გაიგებდით ბაგა-ბუგის ხმას. თეფში უცებ დატრიალდა და „კი“-სთან გაჩერდა. შემდეგ, რომელიღაც სული გამოიძახეს და მასთან თეფშის საშუალებით საუბრობდნენ. თეფში ძალიან სწრაფად ტრიალებდა და ასოს ასოზე კრიფავდა, მხოლოდ სიტყვების აწყობაღა გახლდათ საჭირო. მთელი ღამე ასე გაგრძელდა. იმ ღამეს, შეთავაზების მიუხედავად, იულიას არავისი სული არ გამოუძახებია. ახალმისული გახლდათ და ერიდებოდა. გაოცებული შეჰყურებდა თეფშის ბზრიალს, რომელსაც თავის თხელ, ლამაზ თითებს ძლივს აყოლებდა. დილისკენ ქვეყნის სულთა მბრძანებელს მადლობა გადაუხადეს და ამით სეანსი დაამთავრეს. იულიამ ცხადლივ დაინახა და შეიგრძნო სპირიტული სეანსის არსი. მანამდე მხოლოდ გაგონილი თუ ჰქონდა, ან რომელიმე ფილმში გაკვრით ნანახი. მან თვალნათლივ დაინახა, სეანსის მონაწილეები როგორ ესაუბრებოდნენ არა მარტო გარდაცვლილ სულებს, არამედ თავად სულთა მბრძანებელსაც კი. ეს ვინ იყო, იულიამ კარგად ვერ გაიგო და არც სტეპანოვნამ აუხსნა წესიერად, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ აქ სხვა დროსაც მოვიდოდა და მერე უკვე სულებს თავადაც გამოიძახებდა. მისი იმედი გამართლდა. სეანსებზე სიარულმა უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო და იულიაც ისე შეეჩვია, გეგონებოდათ ეს მისი ცხოვრების განუყუფელი ნაწილი ყოფილიყო და აქამდე როგორ ცოვრობდა ამის გარეშე, ის უკვირდა. ბოლო რამდენიმე სეანსის დროს შენიშნა, რომ სიბნელიდან განუწყვეტლივ ვიღაც უყურებდა. შავი სილუეტი იყო, ხელში ჯოხი თუ ყავარჯენი ეჭირა, თავზე კი შლიაპა ეფარა. თავიდან ცოტა შიშმა აიტანა, მაგრამ მერე მიეჩვია. რაც ესენი სულებს იძახებდნენ, რაღა გასაკვირი იყო, რომ რომელიმე სულის აჩრდილი ყოფილიყო?! აკი ჰყავდათ კიდეც წინასწარ გაფრთხილებული, თუ ვინმეს სილუეტი დაინახო, არ შეგეშინდესო. ერთხელაც, სილუეტმა მისკენ ჯოხი გაიშვირა და გულში ხმა ჩაესმა - ჩემთან მოდიო. ეს რამდენჯერმე განმეორდა და ხმაც მბრძანებლური კილოთი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იულია გვარიანად შეშინდა და დაიბნა, სეანსის დამთავრებისთავე კი ყველაფერი სტეპანოვნას მოუთხრო. მან გოგონას დაკვირვებით მოუსმინა და ყველაფერი აუხსნა: - შენთან თავად ქვეყნის სულთა მბრძანებელი მოსულა. ნუ გეშინია, იმქვეყნად არ გეძახის. პირიქით, ამქვეყნიურ დიდებას გაზიარებს. ბევრი ოცნებობს იმაზე, რაც შენ იხილე და ვერ ღირსებია. ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრია. - მერე, მე როგორ უნდა მივიდე მასთან, სტეპანოვნა? - შეეკითხა აღელვებული გოგონა. - ახალ საფეხურზე უნდა გადახვიდე, ზედა საფეხურზე. მაგას მე მოგიგვარებ. შენ ეს ჯერ არ იცი. „მწვანე ლოჟაში“ უნდა გაწევრიანდე და იქ თავად გნახავს ის, ვინც გეძახის. მერე კი რას შემოგთავაზებს, ეგ აღარ ვიცი. სამი ლოჟაა სულ - მწვანე, ლურჯი და წითელი. წითელი ყველაზე მაღალია და ძალიან მცირენი არიან, არც კი ვიცი, რამდენი. მარტო ის ვიცი, რომ ისინი უმაღესი იერარქიის და თანამდებობის პირები არიან და ამ ქვეყნიერების სათავეებთან დგანან - ზოგი პოლიტიკაში, ზოგი ხელოვნებაში, ზოგი სპორტში და ა.შ. რამდენადაც ვიცი, მასში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის მონარქებიც შედიან. ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ. მე ყველაფერს დავადგენ, რაც შენთვის საჭიროა და როცა დრო მოვა, წაგიყვან. მე ვარ გაწევრიანებული „მწვანე ლოჟაში“ საპატიო წევრად, მაგრამ ჩემი ნებით კი არ მივდივარ, არამედ როცა დამიძახებენ, მხოლოდ მაშინ. რადგან შენ აგირჩია მბრძანებელმა, სავარაუდოდ მალე დაგვიძახებენ. ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში „მწვანე ლოჟიდან“ მოსაწვევი ბარათი მიიღეს და დანიშნულ დღეს ერთ-ერთი შენობის კარის წინ წარსდგნენ. დიდი, ლამაზი შენობა გახლდათ. შიგნით ნახევრად ბნელოდა, რადგან მწვანე ნათურები ენთო და მკრთალად ანათებდა. დიდ დარბაზში შევიდნენ. ირგვლივ პატარა მრგვალი მაგიდები იდგა და თითოეულთან 6 ადამიანი იჯდა. სახის გამოჩება აკრძალული იყო და ყველას ნიღაბი ეკეთა. ნიღბები ეკეთათ სტეპანოვნასაც და იულიასაც, რომლებიც წინასწარ საგანგებოდ შეარჩიეს. ირგვლივ უამრავი სასმელი იდგა, მცირე სასუსნავები; მაგიდებზე ზოგი ბანქოს თამაშობდა, ზოგი ლოტოს, ზოგი უბრალოდ სვამდა და ერთობოდა. ეტყობოდა, რომ ყველა ვიღაცას ან რაღაცას ელოდა. ზუსტად ღამის 12 საათზე დარბაზში შუქი ჩაქრა და შუაში, დიდი მრგვალი სცენის თავზე ერთი დიდი მწვანე ნათურა აინთო, უფრო პროჟექტორი რომ ეთქმოდა. სცენაზე ნახევრად შიშველი ქალები და კაცები კუდიანი უნიფორმებით რაღაც მოძრაობებს აკეთებდნენ. ცეკვას ჰგავდა, მაგრამ ცეკვა არ იყო, უფრო რიტუალი, რადგან ეს ყველაფერი არა თუ მუსიკის, არამედ დოლების თუ ტამტამების ხმების თანხლებით ხდებოდა. მერე უცებ ყველაფერი გაჩუმდა და სცენაზე სწორედ ის კაცი გამოვიდა, იულია სილუეტად რომ ხედავდა ხოლმე სპირიტულ სეანსებზე. როგორც კი დაინახა, მაშინვე იცნო. რაც მან თქვა და მას შემდეგ რაც მოხდა, ამის მოყოლის უფლება არც ჩვენ გვაქვს და არც თქვენ უნდა იცოდეთ. ამიტომ აქ გავჩერდები. იულიას სახე უბრწყინავდა, გაფართოებული თვალებით უყურებდა ყოველივეს და აღფრთოვანებული იყო, რომ ასეთ განსაცვიფრებელ წარმოდგენაზე მიიწვიეს. ვერც ახსნიდა, ეს რა იყო, თუმცა იყო შიშიც, რადგან იქ ბევრი ისეთი რამ ნახა, რისი წარმოდგენაც ყველაზე დიდ ფანტაზიორსაც კი გაუჭირდებოდა - სისხლი, მსხვერპლშეწირვა და სხვა. მსხვერპლი მართალია მხოლოდ ფრინველები და ცხოველები იყვნენ, მაგრამ მაინც კაი შიში ჭამა. სტეპანოვნამ გადაულაპარაკა, გამიგია, წითელ ლოჟაში მსხვერპლად ნამდვილ ადამიანებს სწირავენო. იულიას შიშისაგან შეაჟრჟოლა. დასასრულს, იულიას ხელი მოჰკიდეს და ცალკე ოთახში შეიყვანეს. ოთახი დიდი არ იყო, სულ რამდენიმე სავარძელი იდგა და ოდნავ მბჟუტავი მწვანე ნათურით იყო განათებული. თუმცა სიბნელე უფრო ეთქმოდა. ოთახში ის დახვდა - სილუეტი, ანუ ყველაზე მთავარი, როგორც უკვე იცოდა და როგორც სტეპანოვნამ გააფრთხილა. იულიამ თავი დაუკრა და მიესალმა: - მოგესალმები, ქვეყნის სულთა მბრძანებელო. რით შემიძლია გემსახურო? მთავარმა იულიას სავარძელზე მიუთითა და როცა ის მის პირდაპირ მოთავსდა, ძალიან ბოხი და ჩახლეჩილი ხმით მიმართა. - იულინკა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ და მე შენ დიდი ხანია გაკვირდები. შენ ჩემი რჩეული ხარ და მინდა რომ ეს შენ კარგად გაიგო. იულია ცდილობდა კარგად დაენახა მოსაუბრე, მაგრამ მხოლოდ მის შავ ფორმას და დაბნელებული სახიდან მწვანედ მოელვარე თვალებს ხედავდა. ის არასოდეს ყოფილა მორწმუნე, უფრო საბჭოთა კავშირში დაბადებული ათეისტი გახლდათ, მაგრამ მის წინ ეხლა ღმერთი რომ არ იჯდა და რაღაც შავ ძალასთან ჰქონდა საქმე, კარგად ხვდებოდა. მაგრამ ისე ეშინოდა და ისე კანკალებდა, ხმას ვერ იღებდა. - ნუ, გეშინია, გააგრძელა მთავარმა - მე შენ არაფერს გავნებ. პირიქით, უმდიდრეს და უდიდეს ადამიანად გაქცევ. შენ გექნება ყველაფერი, რასაც მოისურვებ: სიმდიდრე, სახელი, დიდება, ხალხის სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე. - მე რა უნდა გავიღო ამის სანაცვლოდ?- თავაუღებლად იკითხა იულიამ. - შენი სული, შენი ლამაზი და უმანკო სული, ჩემო ძვირფასო - მიუგო მთავარმა. ამ ქვეყანაზეც გიპატრონებ და ძალიან ცნობილ ადამიანად გაქცევ, ხომ გიოცნებია ბევრჯერ? დედოფალივით ივლი და იცხოვრებ. და მერე როდესაც შენი სიცოხლე დედამიწაზე დასრულდება, იქაც ჩემთან იქნები. ასეთ საჩუქარს ძალიან იშვიათად ვაკეთებ. კარგად დაფიქრდი. მე არაფერს დაგაძალებ. შენი ნებით უნდა დამთანხმდე. შეგიძლია უარი მითხრა, მაგრამ მაშინ მტრად მომიკიდებ და და მთელი ცხოვრება ჩემთან ბრძოლა მოგიწევს. მე არ გაშინებ, მხოლოდ გაფრთხილებ. არჩევანს კი თავად აკეთებ. - ეშმაკი ხარ? - გაუბედავად ამოთქვა იულიამ მთავარს ხმამაღლა გაეცინა. - რა ბრიყვები ხართ ადამიანები. ათასი ზღაპარი და ლეგენდა გაქვთ ჩემზე მოგონილი. გინდა ეშმაკი დამიძახე, გინდა სატანა, ბელზებელი, ტარტაროზი, არა აქვს მნიშვნელობა. მე ამ ქვეყნის მბრძანებელი ვარ - მეფე - და რასაც მოვისურვებ, იმას ვაკეთებ. დაფიქრდი, იულია, არა მარტო შენ, არამედ შენს მშობლებსაც, ახლობლებსაც და საერთოდ ყველას, ვისაც მოისურვებ, ფუფუნებაში აცხოვრებ. გექნება ყველაფერი, რასაც ინატრებ. ოქროსა და ბრილიანტში იბანავებ. იმოგზაურებ სადაც გაგიხარდება. ყველა კაცი შენს ფეხებთან დაიჩოქებს, აირჩიე, ვინც გინდა. სამ დღეს გაძლევ მოფიქრების ვადას, შემდეგ კი, თუ შვთანხმდებით, ხელწერილს შევაგდენთ და შენი ახალი ცხოვრებაც დაიწყება. ასე დაშორდნენ. იულიამ სამი დღე იფიქრა. მსხვერპლის ფასი მაინდამაინც დიდად ვერ გაანალიზა. რომ მოვკვდები, ისევ მასთან ვიქნებიო, ფიქრობდა. თან ცდუნება იმდენად დიდი იყო, მისი გული ვერ გაუძლებდა ასეთი ფუფუნების დაკარგვას და რა თქმა უნდა, დათანხმდა. ხელშეკრულება გაფორმდა. იულიას ებრძანა, რომ ჯერჯერობით ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა. თანდანან კი მუსიკის ნოტებს დაუფლებოდა და სიმღერა დაეწყო. ამის დიდ ნიჭს ის მიიღებდა. ის გახდებოდა მსოფლიოში სახელგანთქმული პოპვარსკვლავი და მომავალში ნიუ-იორკში გადასახლდებოდა. ასეც მოხდა. იულია სამუსიკო სასწავლებელში მოეწყო. იქ რომ მისი ხმა მოისმინეს, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. რამდენიმე წელიწადში იულია უკვე რუსეთში ცნობილი მომღერალი გახდა. მისი სიმღერები ყველა რადიოჩარტებში ტრიალებდა. წამოვიდა სარფიანი კონტრაქტები, კონცერტები, ფული, დაფასება, ინტერვიუები, წვეულებები და გლამორული საღამოები, რასაც, რა თქმა უნდა, ახლდა სასმელი, საყვარლები და ყველანაირი დროსტარება. იულია ბოჰემურ ცხოვრებაში ჩაერთო. თუმცა, ის იულიაც აღარ გახლდათ უკვე. მან სცენური სახელი ჯულიანა მიიღო, როგორც მას მთავარმა ურჩია. სულ ორიოდე წლის შემდეგ კი ჯულიანას მრავალმილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუ ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ როკ-ბენდში სოლისტად იმღერებდა. ჯულიანა ამას დიდხანს ელოდა, ამიტომ ყოყმანიც არ დაუწყია, მაშინვე დათახმდა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადაბარგდა. ინგლისური ენა ხომ ამ დღისთვის დიდი ხანია ნასწავლი ჰქონდა. ასე გაგრძელდა მისი თავბრუდამხვევი კარიერა. ჯულიანამ რამდენიმე ბენდი გამოიცვალა, შემდეგ კი ისევ სოლო მომღერლობა აირჩია და როგორც თქვენთვისაც ცნობილია, დღემდე აზანზარებს მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს. მიღებული აქვს უამრავი გრემის, MTV-ის ვიდეოს, მსოფლიოს, ამერიკის, ბრიტანეთის, ბილბორდის მუსიკების და სხვ უამრავი მთავარი ჯილდოები. მისი ჰიტები, წლების მიხედვით, არაერთხელ გასულა პირველ ადგილებზე სხვადასხვა ჩარტებში. მის შემოსავლებსა და საერთოდ ქონებაზე მე არაფერს ვიტყვი, თვითონ მოგვიყვეს - დაამთავრა თხრობა ოლუმ. *** - მოდი ეხლა სცენაზე ცნობილი ჟურნალისტს, Jackalnews-ის ერთ-ერთ მთავარი სახეს, ქალბატონ სარა რობინსონს ვთხოვოთ - გამოაცხადა დემონთა მთავარმა. სავარძელში 40-ოდე წელს ოდნავ გადაცილებული სიმპათიური ქალბატონი მოთავსდა. მისი გამოკითხვა კი ლუსმა ითავა. რა თქმა უნდა, არც ცნობილ ჟურნალისტს ასცდა ე.წ. „ სიმართლის ელექსირი“ და ინექცია მასაც გაუკეთეს. - ქალბატონო სარა, თუ შეიძლება, ძალიან მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ. - დავიბადე და გავიზარდე ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ნიუ-იარკში -დაიწყო უხალისოდ სარამ - იქვე დავამთავრე სკოლა და სწავლა გავაგრძელე ქ.ტრენტონის ნიუ-ჯერსის კოლეჯში ხელოვნების და კომუნიკაციების განხრით. მოგვიანებით, იქვე დავამთავრე მაგისტრატურა. ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა და რადიო-ტელევიზიებში. 10 წელზე მეტია ვმუშაობ Jackalnews-ზე. მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. საკუთარ თავზე მეტის ლაპარაკს არ ვაპირებ. თუ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ. არავითარი სურვილი არ მაქვს, მთელი ჩემი ბიოგრაფია ამოგილაგოთ. როგორც ვხედავ, ისედაც ყველაფერი კარგად იცით და არ გაგიჭირდებათ ჩემზე უამრავი კომპრომატის ამოქექვა. - როგორ გეტყობათ, რომ ენა გიჭრით, ქალბატონო სარა და ბევრი ლაპარაკიც გიყვართ. კომპრომატების შეთითხნვა და ისიც ხშირად ყალბის, თქვენ უფრო გეხერხებათ, ამიტომ ხართ წამყვანი ჟურნალისტი. ჩვენ კი მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ და ამაში მალე დარწმუნდებით, თუ ეს აქამდე ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ. ადამიანების გაშავება და ცილისწამება თქვენი ხელოვნების მთავარი ატრიბუტებია და გადმობრალების პოლიტიკა არაფერში გამოგადგებათ, დამიჯერეთ. სარა უსიამოვნოდ შეიშმუშნა. - ქალბატონო სარა, მოდი ასე დავიწყოთ. მორწმუნე ბრძანდებით? ანუ, იმის კითხვა უფრო მინდა, ტაძარში მსახურებაზე ხშირად თუ დადიხართ? - მორწმუნე ვარ, მაგრამ ჩემი მოუცლელობის გამო ტაძარში ხშირად, რა თქმა უდა, ვერ დავდივარ. ტელეწამყვანის პროფესია ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. - ლამაზად ჩაცმა და დახურვა ხომ გიყვრთ? - ეგ რა შუაშია? პროფესიიდან გამომდინარე ყოველთვის კარგად უნდა გამოვიყურებოდე. - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე იმისკენ მიმყავხართ, დიდი ბრილიანტის ჯვარი რომ გაქვთ ხოლმე ჩამოკიდებული ყელზე, ტანსაცმელზე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თვლებით გაწყობილი, პირდაპირ მაისურზე ან ჟაკეტზე გადმოკიდებული, ეტყობა ბევრი გაქვთ. ეს თქვენი რწმენის ნიშანია თუ უბრალოდ სამოსელის ატრიბუტიკა? - ამ შემთხვევაში - გაწითლდა სარა - ორივეა რა თქმა უნდა. რა, ჯვრის ტარება აკრძალულია? ეს თქვენ, რა თქმა უნდა, არ მოგწონთ, თრთით ჯვრის დანახვზე და ეხლა, ალბათ, გინდათ სამაგიერო გადამიხადოთ. ლუსს ხმამღლა გაეცინა? - ჯვრის გამო რომ სამაგიეროს გადახდა იყოს საჭირო, ჩემო კარგო, მაშინ ძალიან დიდი შრომის გაწევა დაგვჭირდებოდა, მაგრამ ასე სულაც არ გახლავთ. თქვენ და თქვენისთანები ჯვარს სამკაულად ატარებთ და ამით თავადვე ბილწავთ მის მნიშვნელობას. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა. რაღა საჭიროა ჩვენი დევნა? პირიქით, ჩვენ ამას სიამოვნებით ვუცქერთ. თქვენ არც ლოცულობთ, არც მარხულობთ, არც ტაძარში დადიხართ, ჯვარი კი უზარმაზარი გიკეთიათ. რისთვის? მხოლოდ და მხოლოდ სილამაზისთვის. რა, ასე არაა? ეს იგივეა, ბიბლია რომ მოვათავსოთ სათავგადასავლო ლიტერატურის სექციაში. ხო, მართლა, წაკითხული გაქვთ საერთოდ? - არა, არ მაქვს. - რომელ ეკლესიას მიეკუთვნებით, თუ იცით მაინც? - კათოლიკურს, რა თქმა უნდა, ან პროტესტანტულს - ცოტა შეცბა სარა - ზუსტად არ მახსოვს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ქრისტიანი ვარ. - არა, რა მნიშვნელობა აქვს. გინდა ორმოცდაათიანელი იყავით, გინდა ბაპტისტი, ადვენტისტი, ლუთერანი, შვიდი დღის ეკლესიის წევრი, ანგლიკანი, მეთოდისტი, კვაკერი, მორმონი, თუნდაც იეჰოვას მოწმე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის - ხმამაღლა გადაიხარხარა ლუსმა. მე მარტო ის მაინტერესებდა, უხერხულობას თუ გრძნობთ მაინც, ჯვარს რომ სამკაულად ატარებთ. არ გაწუხებთ? თუმცა, რომ გაწუხებდეთ, არც ატარებდით. კარგი, ეს სხვის გასაგონად უფრო მჭირდებოდა, თორემ თქვენს შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. თქვენ ისეთივე ქრისტიანი ბრძანდებით, როგორც მე ვარ ბუდისტი ან კრიშნაიდი - ისევ გადაიხარხარა ლუსმა. - ეხლა ეს მითხარით, რეპორტაჟებს თავად ამზადებთ თუ სხვის გამზადებულ მასალას უშვებთ? - რა თქმა უნდა, გამზადებულს, ყველას როგორ მოვამზადებ? მე სტუდიიდან არც გავდივარ სადმე. - ესე იგი, თქვენ დაწრმუნებული არ ხართ, საერთოდ, სიმართლეს ლაპარაკობთ თუ არა, ხომ? შეგნებული სიცრუე და ცილისწამება თუ გაგივრცელებიათ? სარა გაწითლდა - მე არ ვადგენ საინფორმაციო პოლიტიკას, მხოლოდ ტელეწამყვანი ვარ. - კითხვაზე მიპასუხეთ - დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები, ალბათ ქვეყნის ინტერესების გამო. - თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ადამიანს შეიძლება ცილი დასწამოთ, გაანადგუროთ, ათასი რამ დააბრალოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე? - არ ვიცი, არ ვიცი. შესაძლოა. - მაგალითს მომიყვანთ? სარა უხერხულად შეიშმუშნა. ცოტა ხანს დაფიქრდა, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი თქვა. - გინდათ გაგახსენოთ, რამდენ ადამიანს დასწამეთ ცილი, რამდენის პირადი ფოტოები გამოაქვეყნეთ არასწორი ინტერპრეტაციებით, რამდენჯერ ჩაერიეთ სხვის პირად ცხოვრებაში, რამდენი სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია გაქვთ გავრცელებული თქვენი კარიერის მანძილზე, ჩამოგითვალოთ? - არ არის საჭირო - თავი დახარა სარამ - რა თქმა უნდა, ამისი ჩამოთვლა რომ დავიწყო, საუკუნე არ მეყოფა. ეხლა ეს მითხარით, ამდენი სიცრუე ხომ თქვენივე რეიტინგისთვის გჭირდებათ? - დიახ, ალბათ ასეა - ისევ დახარა თავი სარამ. - ასევე მრავალ სიყალბეს ავრცელებთ პოლიტიკურ გადაცემებში სხვადასხვა ქვეყნებზეც, ხომ ასეა? თუნდაც 11 სექტემბერის ტერაქტზე. ომებზე ერაყსა და ავღანეთში, ლიბიასა და სირიაში, ახლო აღმოსავლეთის, რუსეთის თუ ჩინეთის შესახებ. თქვენი ენა ხომ შხამიანი სიცრუით არის სავსე. სიცრუის მამა კი ვინ გახლავთ? ჩვენი დიდი მეფე და ბატონი, სატანა. თქვენ ვერასოდეს გადალახავთ პირველ საზვერესაც კი, ქალბატონო სარა, არათუ მეორე, სიცრუის საზვერეს, რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენი ცხოვრების იმ უამრავ მანკიერებაზე, რომლებიც ისე მრავლად არიან, რომ ერთს კი არა, ას ადამიანს ეყოფა ჯოჯოხეთისთვის. თუნდაც ჯვარი გიხსენეთ. თქვენ ხომ სულიწმიდას გმობთ, როდესაც ჯვარს აბუჩად იგდებთ, მაგრამ არც კი გესმით, რას სჩადიხართ. სულიწმიდის გმობაზე კი გაგახსენებთ, რას ამბობს თქვენივე ღმერთი: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას. მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში.“ მათე 12:31-32. გესმით რას ამბობს იესო ქრისტე? ჩემს გმობასაც კი მოგიტევებთ, მაგრამ სულიწმიდისას არასოდესო, არც აქ და არც იქო. ასე რომ, ატარეთ ჯვრები სამკაულად „ქრისტიანებო“, მოიწონეთ თავები ბრჭყვილა ყელსაბამებით და დაიმკვიდრებთ სასუფეველს - გადაიკისკისა ლუსმა - მაშ ჩამოგითვალოთ თქვენი სხვა მანკიერი ცოდვები თუ გადაბრძანდებით თქვენი ნებით დარბაზის ბოლოში? - არა, არ არის საჭირო, წამოდგა სარა. თქვენი ფილოსოფია მე სულაც არ მაინტერესებს. იმედი მაქვს ეს მარაზმი მალე დამთავრდება და გაირკვევა, რა ხდება საერთოდ. მერე კი თქვენზე ისეთ რეპორტაჟს მოვამზადებ, მთელ მსოფლიოს ავალაპარაკებ - არ ცხრებოდა გაწიწმატებული ქალი. - აბა თქვენ იცით, მისის რობინსონ. ეჭვიც არ მეპარება თქვენს უნარებში. თქვენ ბრძანდებით ძალიან ამპარტავანი, პატივის და დიდედბისმოყვარე, ქალბატონო სარა. ანგარებიანი, ცრუ და ცილისმწამებელი. ამასთან დაუნდობელი და ნამუსგარეცხილი. ჯვრის შემარცხვნელი და სულიწმიდის მგმობელი. მადლობა მითხარით, რომ არ ამოგიქექეთ თქვენი უამრავი სასიყვარულო ისტორიები ოჯახის გარეთ, თქვენი გაუთავებელი მრუშობა და სიბილწე. ეხლა კი გადაბრძანდით დარბაზის ბოლოში და თუ გადარჩით ვინმეს წყალობით, აკეთეთ ეგ თქვენი ბინძური რეპორტაჟები რამდენიც გენებოთ. ბოლოს მაინც ჩვენთან მოხვალთ. ლუსმა ჭინკებს თვალით ანიშნა, წაიყვანეთო და ისინიც დიდი ყიჟინით და „ჩვენია, ჩვენია“ შეძახილებით სარას მხრებში ჩააფრინდნენ და დარბაზის ბოლოსკენ გაიტაცეს. - ეს მარტო ქალბატონ რობინსონს არ ეხება - მიმართა ლუსმა ეხლა უკვე დარბაზს - არამედ უამრავ ჟურნალისტს დედამიწის ზურგზე. რომ იცოდეთ, როგორ გვიყვარს ეს პროფესია, რამეთუ არაფერში ვაიჟურნალისტების ცდუნება არ გვჭირდება, თვითონ ებმებიან მახეში და ამას ისეთი დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით აკეთებენ, გაოცდები პირდაპირ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ნახევრადშიშვლები და მკერდგადმოყრილი ქალები რომ ზიან სტუდიებში და ფიქრებით მათთან გულში რამდენი ადამიანი მრუშობს, ვერ მოსთვლით. უფლის მცნებები საოცრად ესადაგება ჩვენს სურვილებს, რამეთუ იესო ქრისტემ ბრძანა: „გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო. მე კი გეუბნებით, რომ ყველამ, ვინც ქალს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში." მათე 5:27-28. მადლობა იესოს, ასე რომ გაგვიადვილა საქმე. რამდენი მრუშობის ცოდვა მოემატა დედამიწას, ვინ მოთვლის მაგას?! მოკლე კაბები ხომ საერთოდ ჩვენი მოგონილია და ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა. ამ ცდუნებას თვით ღირსეულებიც ვერ უძლებენ და თვალები გაურბით ქალის სხეულისაკენ. თქვენ რომ მოკლე კაბებით და ნახევრად თუ ზოგჯერ სულ შიშვლები დადიხართ, ჩვენთან ზეიმია. ვაი თქვენც, თქვე საცოდავებო. - ამას თქვენს გასაგონადაც ვამბობ, ქალიშვილებო და სხვებისაც - გასძახა ლუსმა ჯემას და მის მეგობრებს. თუმცა მარტო ეს ცოდვა რომ გქონდეთ, რა გიჭირთ, თავიდან ფეხებამდე გადაშვებული ხართ მრუშობის და აღვირახსნილობის ჭაობში. ისევ უფლის სიტყვებს მოგიყვნთ: "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია; მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური" მათე 18 : 6, 7 აი, რას ამბობს თქვენივე უფალი და მისივე სიტყვებით განისჯებით, ჩვენით კი არა. იმდენი რამ დავთესეთ უკვე ქვეყანაზე, მოლე კაბები სასაცილოც კია მათთან შედარებით. თუმცა ამაზე შემდგომ. ეხლა კი, სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ - დაამთავრა ლუსმა, დარბაზს დამცინავად დაუკრა თავი და გაუჩინარდა. *** პრეზიდენტს დაკარგული თვითმფრინავი ყოველდღიურ კონტროლზე ჰყავდა და ცნობებსაც შესაბამისი სამსახურები ყოველდღე აწვდიდნენ, მაგრამ ახალი არავის არაფერი ეთქმოდა. არავინ არაფერი იცოდა და იმიტომ. პრეზიდენტსაც ასევე აცნობებდნენ, რომ თვითმფრინავის ადგილმდებარეობის შესახებ რაიმე ახალი ცნობა არ იყო ნაპოვნი. რეპორტაჟები კი გრძელდებოდა და მსოფლიოც ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ უჩვეულო ცოცხალ შოუს. კამათიც, რა თქმა უნდა, არ წყდებოდა. ზოგი რა ვარაუდს გამოთქვამდა და ზოგი რას. რეპორტაჟებს შორის კი მათზე მიძღვნილი გადაცემები გადიოდა. ფაქტიურად, ტელევიზიის უმეტესი დრო ლაინერის მგზავრებს და მათ სამსჯავროს ეძღვნებოდა. არ ცხრებოდა ყვითელი პრესაც და მგზავრებზე ათას სისულელეს თხზავდა და ავრცელებდა. მოკლედ, მოსახლეობას გასართობი არ აკლდა. ხოლო იმ ადამიანების ნათესავები და მეგობრები, ვისი დაკითხვაც მიდიოდა, მუდმივად პაპარაცების დევნის ქვეშ იყვნენ. მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათი ნათესავების ესა თუ ის დანაშაულები ამოქექეს. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელმწიფო იძულებული შეიქმნა მათთვის დაცვა გამოეყო, რადგან არა მარტო პაპარაცები აწუხებდნენ, არამედ „კეთილის მსურველებიც“ ბლომად აღმოჩდნენ და დაკითხულების დანაშაულებზე პასუხს მათ ნათესავებს თხოვდნენ. ამიტომ, რამე მძიმე შედეგებამდე რომ არ მისულიყო საქმე, სახელმწიფომ მათ ოჯახებს სპეციალური დაცვა გამოუყო. *** მომდევნი დილას, ჩეულებისამებრ, საუზმის შემდეგ, რასაც უკვე ყველა მიეჩვია, დემონთა მთავარმა თავისი ნოველის თხრობა განაგრძო: როდესაც გიორგი თბილისის დინამოში მიიწვიეს, სულ 16 წლის გახლდათ. მისი კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით წარიმართა. ის ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად ჩამოყალიბდა, თუმცა შორი ტყორცნებითაც შესანიშნავად ათავსებდა ბურთებს კალათში. კალათბურთელის კვალობაზე ის ძალიან მაღალი არ გახლდათ, სულ მეტრი და 82 სანტიმეტრი იყო, მაგრამ მისი სისწრაფე და მოქნილობა ამას აბათილებდა. მას ევროპულმა კლუბებმაც დაადგეს თვალი და უკვე 19 წლის ასაკში გიორგი მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდა. თუმცა, მხოლოდ ერთი სეზონის თამაში მოასწრო, რადგან მომდევო სეზონში უკვე თვით ამერიკის საკალთბურთი ასოციაციაში - NBA-ში სათამაშოდ ერთბაშად რამდენიმე გუნდში მიიწვიეს. გიორგიმ ნიუ-იორკის „Red Stars“-ი აირჩია და კონტრაქტიც მალე გაფორმდა. აგერ უკვე 5 წელია გიორგი ამ გუნდის ღირსებას იცავდა. სწორედ აქ დამეგბრდნენ გიორგი და დარენი. გიორგი, ანუ ამერიკელებისთვის ჯორჯი, ხშირად დადიოდა დარენის ოჯახში და ყოველთვის სასურველი სტუმარი გახლდათ. ოჯახმა, რა თქმა უნდა, იცოდა მათი მეგობრობის ამბავი და ეს ძალიან ახარებდათ კიდეც. როდესაც ბიჭებს თავისუფალი დრო ჰქონდათ, ან თუნდაც კალათბურთის შემდეგ კარგი დასვენება უნდოდათ, დარენის მშობლებთან მიდიოდნენ და ერთობოდნენ. ხან რას თამაშობდნენ და ხან რას. წყვილებში თუ უწევდათ თამაში, გიორგის მეწყვილე მუდამ დარენის უმცროსი და ჩარლი გახლდათ. გოგონა სულ გიორგის გვედით ჯდებოდა და ორივენი ერთად თამაშობდნენ, იქნებოდა ეს ბანქო, დომინო, ლოტო თუ ჭადრაკი. გიორგი გოგონას მოფერებით პატარა ჩარლი ჩაპლინს ეძახდა. - აბა სად არის ჩემი პატარა ჩარლი ჩაპლინი? - შესძახებდა ხოლმე გიორგი დარენის სახლში შესვლისთანავე და ისიც უმალ გაჩნდებოდა ხოლმე - თქვენი პატარა ჩარლიკო აქ არისო. ჩარლი 16 წლის გახლდათ, როდესაც გიორგი გაიცნო. გიორგი ამ დროს მასზე 4 წლით უფროსი იყო. მალე დამეგობრდნენ. გიორგის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა დარენის მშობლებთან და და-ძმებთან, მაგრამ ჩარლი განსაკუთრებით უყვარდა, როგორც ყველაზე პატარა, ყველაზე ანცი და მხიარული ბავშვი. გოგონას მის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდებიდა ხოლმე და ყელზე ჩამოეკონწიალებოდა. - კაი, სირცხვილია, დიდი გოგო ხარ უკვე - უსაყვედურებდა ხოლმე დარენი დას, მაგრამ მისი საყვედურები ჩარლის სულაც არ ადარდებდა. გიორგიც არ აკლებდა ნუგბარს და საჩუქრებს და როცა დარენის ოჯახში მიდიოდა, ყველაზე მეტად ჩარლის დანახვა უხაროდა. იცოდა, რომ ეს კისკისა გოგო ბევრ სახალისო ისტორიას მოუყვებიდა და ბევრს აცინებდა. ჩარლის ღია ყავისფერი, ძალიან მბზინავი კანი ჰქონდა, შავი, ოდნავ ხუჭუჭი თმები და მუქი ყავისფერი, ძალიან ლამაზი თვალები. მისი წამოწეული მკერდი და მკვრივი ძუძუსთავები იმის ნიშანი იყო, რომ გოგონა ახალი შესული გახლდათ ქალიშვილობაში. სიმაღლესაც არ უჩიოდა. მოქნილი და აშოლტილი იყო შველივით. მის ოჯახში ხომ ყველანი მაღლები იყვნენ. სულ რამდენიმე სანტიმეტრით თუ იქნებოდა გიორგიზე დაბალი. ჩარლი ძმის თამაშებზე ხშირად დადიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გიორგი გაიცნო, მისი არცერთი თამაში არ გამოუტოვებია. გოგონას პირველი სიყვარული ეწვია, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. უფრო სწორედ, მას ეგონა, რომ არავინ იცოდა, თორემ დარენს გოგონას ვითომ განსაკუთრებული ყურადღება მისი თამაშების მიმართ, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია, თუმცა არც გიორგისთვის და არც დისთვის, არაფერი უთქვამს; მით უფრო მშობლებისათვის. პატარაა, ქარები უქრის თავში, გაუვლის მალეო - ფიქრობდა. მაგრამ ასე არ ფიქრობდა და არც გრძნობდა ჩარლი. რაც დრო გადიოდა, გოგონას უფრო და უფრო უძლიერდებოდა გიორგის მიმართ სიყვარული და თავიდან თუ ეს უფრო პლატონული გრძნობა გახლდათ, ეხლა ჩარლი უკვე ძლიერ ფიზიკურ ლტოლვასაც განიცდიდა. მან იცოდა, რომ ამის თქმას ვერ გაბედავდა, ჯერ მაინც, მაგრამ გიორგის გარეშე სიცოცხლე რომ არ შეეძლო, ეს უკვე კარგად იცოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიორგის თაოსნობით დარენთან ერთად მთელი საქართველო მოიარა. მან მისი ოჯახი ახლოს გაიცნო. გიორგის დედამ დაინტერესებულ გოგონას შვილის მთელი ბიოგრაფია მოუყვა. დაბადებიდან დაწყებული ყველა სურათი და ალბომი დათვალიერებინა და გამოუცდელ და უკვე დამწიფებულ ქალიშვილს მეტი რა უნდოდა? სიყვარული სისხლშიც გაუჯდა, არა მარტო გულში. უდუღდა და უჩუხჩუხებდა ახალდაბადებული გრძნობისაგან. გიორგის ერთი დანახვა მთელ სიცოცხლეს უდრიდა მისთვის. რა თქმა უნდა, ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ერთად იქნებოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძმის კვალდაკვალ მართლმადიდებლად მოინათლა, თუმცა ამაზე ჯერ ხმას ვერ ამოიღებდა, ეს კარგად იცოდა და ამიტომ ელოდა, უყვარდა, შიგნიდან იწვოდა, მაგრამ დუმდა. კითხვები არ ასვენებდა - უყვარდა კი გიორგის ჩარლი, ან უყურებდა კი მას, როგორც ქალს, ისე?! აი, ეს ადარდებდა შეყვარებულ გოგონას და როცა მარტო რჩებოდა ხოლმე თავის ოთახში, ჩუმად ტიროდა და ოცნებობდა. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩარლის საპირისპირო სქესის პარტნიორთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე ჰქონდა, ინტიმურისაც კი. მაგრამ ის სულ სხვა იყო. უფრო მოდას და კლასელებს აყოლილი გოგონას გატაცება, რომელიც მალევე დასრულდა. ეს კი სულ სხვა რამ გახლდათ. მისი გული და სხეული სიყვარულისგან თრთოდა. მშობლებმა გოგონას ცვლილებები შეამჩნიეს, თუ როგორ გახდა, მადაც ისეთი აღარ ჰქონდა, ლოყები ოდნავ შეუფერმკრთალდა, თუმცა მაინც მხიარული და ხალისიანი ჩანდა. ეს ყველაფერი მაინც გოგონას მოწიფულობის ასაკს დააბრალეს. აბა რას იფიქრებდნენ, რომ ქალიშვილი უზომოდ შეყვარებული გახლდათ?! რა თქმა უნდა, დარენმაც შენიშნა ჩარლის ცვლილებები, მაგრამ ჯერ არ უნდოდა დროზე ადრე რაიმე ზომები მიეღო, ან დისთვის გული ეტკინა. ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ასაკობრივი გატაცება იყო და მალე გაუვლიდა. თუ არა და ამაზე მერე იფიქრებდა. მანამდე კი დუმდა და ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. ბოლოს და ბოლოს, გიორგი მისი ახლო მეგობარი გახლდათ და რა უნდა ექნა ასეთ შემთხვევაში, ჯერ ისიც არ იცოდა. რა იცოდა, რომ მისი იმცროსი და, სინამდვილეში, უკვე ქალი იყო და ის ასაკობრივი გატაცება, რისი იმედიც დარენს ჰქონდა, ჩარლიმ უკვე გაიარა. *** დემონთა მთავარმა გამოსაკიხად ჯულიანა გამოიძახა. ცნობილი ქალბატონი სცენაზე ავიდა და სავარძელში მოთავსდა. ერთ-ერთმა ჭინკა დემონმა მას ინექცია გაუკეთა და დაკითხვა, რომელიც თავად მთავარმა დემონმა, დიამ იტვირთა, დაიწყო: - ძვირფასო ჯულიანა, აქ მყოფ საზოგადოებას ჰქონდა ბედნიერება თქვენი ცხოვრების ისტორია მოესმინა, ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი შესავალი და პირდაპირ შეკითხვებზე გადავიდეთ. მაშ ასე, თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ? - დიახ, რა თქმა უნდა? - არის რამე ისეთი, რაც გსურდათ და ვერ მიაღწიეთ? - არა, ფაქტიურად არა - ყველაფერს მივაღწიე, რაც მსურდა. - ჯანმრთელობას ხომ არ უჩივით? - არა, საერთოდ არა. - ანუ, თქვენ თქვენი ცხოვრებით სრულიად კმაყოფილი ბრძანდებით? - დიახ. - შეასრულეს თუ არა თქვენს წინაშე დადებული პირობა? ჯულიანა წამოწითლდა - რას გულისხმობთ? - ვგულისხმობ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო თქვენსა და ქვეყნის სულთა მბრძანებელს შორის. ჯულიანა მიხვდა, რომ არაფრის დამალვას აზრი არ ჰქონდა და თამამად აღიარა: - დიახ, ხელშეკრულება მუშაობს. - მოდი, ამ ხელშეკრულებას ცოტა დაწვრილებით გავეცნოთ. რაში მდგომარეობს იგი? ჯულიანა შეიშმუშნა. - აუცილებელია ამაზე აქ ლაპარაკი? ეს ხელშეკრულება დაიდო საიდუმლოდ, ორ, ასე ვთქვათ, სუბიექტს შორის და რა საჭიროა ამის გასაჯაროება? - საჭიროა, ჩემო კარგო, რადგან გეუბნებიან, საჭიროა. განა ღმერთს ეტყვით სამსჯავროზე, ეს ჩემი პირადი საქმეა და ვერ ვიტყვიო? ეს ხომ სასაცილოა. თქვენ კი აქაც სამსჯავროზე ბრძანდებით, ეშმაკის სამსჯავროზე. ამიტომ, შეგიძლიათ თამამად და დაუფარავად ილაპარაკოთ ყველაფერი. მითუმეტეს, როცა ამის უფლებას ხელშეკრულების მეორე მხარე სიამოვნებით გაძლევთ. თანაც, ჩვენ ხომ ყველაფერი ისედაც კარგად ვიცით?! - კარგი, რა გნებავთ, რა გაინტერესებთ? - გიმეორებთ კითხვას, რაში მდგომარეობს ხელშეკრულების პირობები? - მოკლედ რომ ვთქვა, ორივე მხარეს აქვს თავისი მოთხოვნილებები და ვალდებულებები. მე მომეცა პირობა, რომ ჩემი სიცოცხლის მანძილზე დაკმაყოფილდებოდა ჩემი ყველა მატერიალური თუ სხვა მოთხოვნილებები. მექნებოდა სახელი, დიდება, პოპულარობა, სიმდიდრე და სხვა, რაც მომინდება. სანაცვლოდ კი მეც უნდა შემესრულებინა რაღაც ვალდებულებები. - ჯულიანა, მაგ დეტალებს მერე გავივლით. არ გინდათ ეგ მიკიბ-მოკიბული საუბარი „რაღაც ვალებულებები“ და ეგეთები - გამოაჯავრა მთავარმა დემონმა - პირდაპირ გვითხარით, რის სანაცვლოდ მიიღეთ ეს ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ. რა მოგთხოვეს მაგ ყველაფერში და რა გაიღეთ სანაცვლოდ? - ჩემი სრული მორჩილება ქვეყნის მბრძანებლის მიმართ. - ანუ? - კარგი, სული გავიღე, ჩემი სული, თუ ამ სიტყვებით გინდათ მოისმინოთ - ცივმა ოფლმა დაასხა ჯულიანას. - სწორედაც, სწორედაც. ესე იგი, თქვენ ამქვეყნიური კეთილდღეობის, სახელის, პატივის, დიდების, ქონების და სხვა ნეტარებების სანაცვლოდ თქვენი სული გაყიდეთ. ასეა ხომ? - დიახ ასეა - ოდნავ შეცბა ჯულიანა სიტყვა გაყიდვაზე. თუმცა ეს სიტყვა მაინდამაინც არ მომწონს, უფრო ხელშეკრულებას დავარქმევდი. - რაც გინდა ის დაარქვით, ჩემო კარგო, არსია მთავარი და არა ის, სულის გაყიდვას დაარქმევთ, ხელშეკრულებას, დეკლარაციას თუ მანიფესტს. ამით არაფერი იცვლება. ეხლა ეს მითხარით. ხელშეკრულების დადებამდე(კარგი, ასე ვუწოდოთ, რადგანაც თქვენ ასე გირჩევნიათ) ხმა თუ გქონდათ, თუ მღეროდით, თუნდაც ბავშვობაში, მაგალითად? - ვერა, ვერ ვმღეროდი. - ანუ თქვენ მოგეცათ სიმღერის უნიკალური ნიჭი, ასეა? - დიახ - და ამსათან ერთად სხვა ყველაფერი ხომ? წარმატებებს ვგულისხმობ - სახელს, დიდებას, აღიარებას, ჯილდოებს, მრავალმილიონიან კონტრაქტებს და სხვა. - დიახ, ასეა. თუმცა ისიც უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერს უზარმაზარი მონდომების და თავდაუზოგავი შრომის ფასად მივაღწიე, ისე არ ჩამოცვენილა ჰაერიდან. - რა თქმა უნდა, ვიცით. თქვენ კი ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ თქვენ არ გაქვთ რამე განსაკუთრებული ხმა, რაც, მაგალითად, სხვა ადამიანებს არ ექნებოდათ. კი, მოგეცათ სიმღერის ნიჭი, სასიმღერო ხმა, როგორც ვეძახით ხოლმე, მაგრამ წარმატება არ ყოფილა ამ ხმის და ნიჭის დამსახურება. თქვენნაირი ხმა ათასობით ადამიანს აქვს მსოფლიოში, ბევრს უკეთესიც კი, მაგრამ თქვენნაირი წარმატებული და პოპულარული არცერთი არ გამხდარა. ხომ ასეა? - ალბათ ასეა. გამართლებაზეა ყველაფერი. - არა, ჩეო კარგო, არავითარი გამართლება, თქვენ შემთხვევაში გამართლება არაფერ შუაშია. - არა, ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ ვიგულისხმე. მე რაც მომეცა, ვაღიარებ, რომ ხელშეკრულებით მომეცა. - დიახ, სწორედ ამისი მოსმენა გვინდოდა. თქვენ აღიარებთ, რომ მეორე მხარემ ხელშეკრულების პირობები სრულად და პირნათლად შეასრულა? - დიახ, ვაღიარებ ამას. - ეხლა, მოდი, გადავიდეთ თქვენს ვალდებულებებე. თქვენ რა გევალებათ? - მისი ბრძანებების უყოყმანოდ შესრულება. ასევე რიტუალებში მონაწილეობის მიღება. მწვანე ლოჟაში შეკრებებზე სიარული და სხვა. -კარგი, მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ეხლა კი ეს მითხარით, კონცერტებზე თუ გევალებოდათ რაიმეს გაკეთება? - დიახ - რისი? - სატანის ნიშნების და იეროგლიფების გამოსახვის. აი ასე... და ხელით რამდენიმე ნიშანი გამოსახა, ორი გარეთა თითი მაღლა და სხვა. - კიდევ? - ჩაცმულობა უნდა ყოფილიყო შესაბამისი, ანუ გამომწვევი, ვულგარული და ისევ სატანის ნიშნებით დატვირთული. -კიდევ? - მუსიკა უნდა ყოფილიყო ჩქარი, ტემპიანი, გიჟური, ცოტა არეული, ნაკლებად მელოდიური და თუ სატანურ სიტყვებსაც გავურევდი, ამით მეტად დავსაჩუქრდებოდი. ყოველ შემთხვევაში, ტექსტი უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც ღმერთის წინააღმდეგ იმუშავებდა. ყველა სიმღერაში არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტეს მათგანში. თანაც ეს შეფარული უნდა ყოფილიყო. - ანუ გამოდის, რომ სიმღერის ტექსტებს თქვენ წერთ? - დიახ, უცებ მეძლევა ტექსტები გონებაში, ესეც მბრძანებლის მიერ. მე მხოლოდ ფურცელზე გადამაქვს. მუსიკაც მისგან მეძლევა. ანუ, ფორმალურად, ყველა სიმღერის და ტექსტის ავტორი თავად ვარ. - და ეს ყველაფერი თქვენ არაჩვეულებრივად შეასრულეთ. თქვენი სცენური სახე სავსებით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ალბთ ყველა დამეთანხმება. კარგი, მოდი ეხლა თქვენს, ამჯერად უკვე, მწვანე ლოჟაში გატარებულ დღეებს შევეხოთ. რა სიხშირით დადიოდით შეკრებებზე? - თვეში ერთხელ მაინც. თუ თავისუფალი დრო მქონდა და ნიუ-იორკში ვიყავი, უფრო ხშირადაც. ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ყოველთვის მოსაწვევი ბარათი მომდიოდა. - რა ხდებოდა შეკრებებზე? მე დაწვრილებით არ გთხოვთ გადმოცემას, ზოგადად გვითხარით და საკმარისია. - იმართებოდა სატანის თაყვანისცემის რიტუალები. შემდეგ კი ე.წ. თავისუფალი გართობა. - ამ რიტუალებზე თუ ხდებოდა მსხვერპლშეწირვა და სისხლის დათხევა? - დიახ, ხდებოდა. ცხოველების ან ფრინველების. - ადამიანების? - არა, ადამიანების არა. როგორც მსმენია, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა ხდებოდა წითელ ლოჟებში, რომელშიც განსაკუთრებით მაღალი რანგის წევრები იყვნენ გაერთიანებულნი. ჩემნაირებს იქ წვდომა არ ჰქონდათ. რას გულისმხობთ „ჩემნაირებში“ და ვინ იყვნენ ის ადამიანები? - „ჩემნაირებში“ ვგულისხმობ საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს: მომღერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, კომპოზიტორებს - ზოგადად ხელოვნების მუშაკებს. ასევე მწერლებს, უფრო ნობელის პრემიის ლაურიატებს, მეცნიერებს და სხვა. ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს, ვინც ასევე დადო ხელშეკრულება სულთა მბრძანებელთან. ასეთები ბევრნი არიან. საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. - მაშ ვინღა არიან წითელ ლოჟაში, რა იცით ამის შესახებ? - მე დანამდვილებით არ ვიცი, ვინ არიან „წითელი ლოჟის“ წევრები, ამას ჩვენ ვინ გვეტყის, თუმცა როგორც ხმები დადის, ესენი მაღალი რანგის პოლიტიკური მოღვაწეები არიან, თვით პრეზიდენტების ჩათვლით. ასევე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ე.წ მილიარდერები. ეს რაც გამიგია, თუმცა პირადად არც წითელი ლოჟა მინახავს როდისმე და არც ის, შიგნით რა ხდება. გამიგია, რომ ტარდება ადამიანთა მსხვერპლშეწირვა, მაგრამ ეს მხოლოდ „მწვანე ლოჟაში“ საუბრების დონეზეა და სინამდვილეში რა ხდება, არ ვიცი. როგორც ამბობენ, არის სხვადასხვა დახურული საკულტო ორგანიზაციები, რომლებიც შედიან „წითელ ლოჟაში“ და იქ ხდება მსოფლიო პოლიტიკის წარმართვა. - ეგ ყველაფერი გასაგებია და ძალიან კარგად ვიცით, ჩემო კარგო, თავად ვმონაწილეობთ მასში. მე მაინტერესებდა, თქვენ რა იცოდით ამის შესახებ. ეხლა ეს მითხარით, „ლურჯი ლოჟის“ შესახებ რა იცით? - ბევრი არაფერი. არც „ლურჯი ლოჟის“ შესახებ ვიცი რამე. რაც გამიგია, ის არის, რომ მისი წევრები მწვანე ლოჟის ყოფლი წევრები არიან. ე.წ. პენსიონერები, რომელნიც მრავალი წლის მანძილზე მართავდნენ „მწვანე ლოჟას“ და ეხლა ლურჯ ლოჟაში გადავიდნენ სიცოცხლის დარჩენილი დროის გასაყვანად. თუმცა, ყველა ვერ ხვდება იქ დაბალი ლოჟიდან, მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები. ეს არის ის, რაც ასევე საუბრების დონეზე გამიგია და მეტი არაფერი ვიცი. იქ რა ხდება და რას საქმიანობენ, არც ამის შსახებ ვიცი რამე. მე რატომ მეკითხებით ლურჯი და წითელი ლოჟების შესახებ? მათ წევრებს ჰკითხეთ. მე რა შუაში ვარ? კარგი, დავუბრუნდეთ „მწვანე ლოჟას“. მე მაინტერესებს, რა ხდება ამ ლოჟის შეკრებებზე. რიტუალები გასაგებია, შემდეგ? - ლოჟაში მრავალი ოთახი არსებობს. არის გასართობი ოთახები, ბარები, რესტორნები, კაზინოები და ასე შემდეგ. მაგრამ არის ასევე სექსუალური ორგიების ოთახები. - აი, ამის შესახებ ცოტა დაწვრიელბით მოგვიყევით, თუ შეიძლება. არის სამი ტიპის სექსუალური ოთახი: A, B და C. A ტიპის ოთახში სექსუალურ პარტნიორს თავად ირჩევ, რისთვისაც ბოლოს 25 ათას დოლარს მიიღებ. თუ B ტიპის ოთახში შეხვალ, სადაც სექსუალურ პარტნიორად სხვა აგირჩევს, მაშინ 50 ათას დოლარს მიიღებ. უარის თქმა არ შეიძლება, უნდა დაემორჩილო, ვინც აგირჩევს. - მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ იმ სხვისთის ის A ტიპის ოთახია? - დიახ ასეა. ოთახების დასახელება პირობითია. შენ ირჩევ ნებისმიერ სავიზიტო კარტას, ასე ვთქვათ ბილეთს, რომელსაც აწერია ეს ასოები და ამის მიხედვით აგრძელებ დანარჩენს. A და B ოთახები ერთნაირია, ხოლო C განსხვავებული და ბევრად დიდი. იქ ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებს. C ოთახში თუ შედიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ თანახმა ხარ სექსუალურ ორგიებზე, ჯგუფურ სექსზე ნებისმიერი რაოდენობის ადამიანთან. ასეთ შემთხვევაში მიიღებ 100 ათას დოლარს. - გასაგებია. ეხლა ეს მითხარით. სექსუალურ ოთახებში შესვლა აუცილებელია თუ ნებაყოფლობითი? - აუციებელია. მართალია არჩევანს თავად აკეთებ, მაგრამ არის ვალდებულება, რომ წელიწადში ოთხჯერ მაინც შეხვიდე B ტიპის და წელიწადში ორჯერ მაინც C ტიპის ოთახში. ეს სავალდებულოა. - ჩაცმულობაზე რას იტყვით? - ოთახში სრულიად შიშველი უნდა შეხვიდე, მხოლოდ ნიღაბის ტარების უფლება გაქვს, ისიც იმ დრომდე, სანამ სექსუალურ პარტნიორს იპოვი. შემდეგ კი ვალდებული ხარ მოიხსნა, რადგანაც ის ხელს შეგიშლის გარკვეულ სიტუაციებში. ალბათ ხვდებით... - რიტუალებზე სისხლის დალევა თუ გიწევდათ? - დიახ, ესეც აუცილებელი პროცედურაა. რიტუალის დამთავრების შემდეგ ყოველმა იქ მყოფმა თასიდან სისხლი უნდა შესვას. ეს ცხოველის ან ფრინველის სისხლია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ამით, როგორც თავად ამბობდნენ, სატანის სულს ერთვი. - ხელშეკრულების დარღვევა თუ შეიძლება? - რამდენადაც ვიცი, ეს გამორიცხულია. ამისთვის სასჯელი სიკვდილია. - სხვა შემთხვევებში თუ არის გათვალისწინებული სასჯელები და თავად თუ ყოფილხართ დასჯილი. - არის სხვადასხვა სასჯელები. უმეტესად დაუმორჩიებლობის ან შეკრების გაცდენის შემთხვევაში. პირადად მე ერთხელ ვიყავი დასჯილი გაცდენის გამო. ძალიან ძლიერი თავის ტკივილები მქონდა და ცუდად ვიყავი. ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. შემდეგ, როგორც ამიხსნეს, ეს ჩემი სასჯელი იყო და თუ გავიმეორებდი, უარესად დავისჯებოდი. - კარგი, ჯულიანა, გასაგებია. ჩვენ კი კარგად ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ გვსურდა დარბაზსაც მოესმინა. თქვენ ნებაყოფლობით ჩააბარეთ სული ჩვენს მამამთავარს და იმედია არავითარი პრეტენზია არ გექნებათ და შეუერთდებით იმ პატივცემულ საზოგადოებას, ვინც უკვე გამოვკითხეთ. ჯულიანა სავარძლიდან წამოდგა და დარბაზის ბოლოსკენ გაემართა. ჭინკები მას არ შეხებიან და გზა დაუთმეს. *** დემონთა მთავარმა კი თავისი ნოველა გააგრძელა: „დროთა განმავლობაში გიორგისაც შეუვარდა გული ჩარლიზე, მაგრამ ამის თქმას კი არა, გაფიქრებასაც ვერ ბედავდა. ახლო მეგობრის და იყო მაინც და ამისი დაშვება არ შეეძლო, ერიდებოდა. თუმცა, რომ გეკითხათ, რატომ ერიდებოდა, ვერ გიპასუხებდათ. არაფერი იყო ამაში მკრეხელური. ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდა და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო უჭირდათ ამისი დამალვა. ჩარლი ხომ ბავშვი აღარ იყო უკვე, ჩამოყალიბებული ქალიშვილი გახლდათ. ქალის მხრიდან გაშვებულ იმპულსებს ნორმალური მამაკაცი ყოველთვის გრძნობს, შეუძლებელია, რომ ვერ იგრძნოს. შეიძლება არ შეიმჩნიოს, არ დაიჯეროს, ან არ მიიღოს, მაგრამ თუ საერთოდ გულგრილი და ეგოისტი არ არის, აუცილებლად იგრძნობს. მხოლოდ ერთი მზერაც კი საკმარისია, რომ ქალმა მამაკაცისკენ სიყვარულის ფლუიდები გაუშვას. გიორგიც, რა თქმა უნდა, დიდი ხანია გრძნობდა ამას. მათი ურთიერთობა ისეთი აღარ იყო, როგორც ადრე. გოგონას ერიდებოდა გიორგის კისერზე ჩამოკიდება. უფრო მეტიც, თუ შემთხვევით ხელით ხელზე შეეხებოდა, წითლდებოდა და უცებ იშიფრებოდა. გიორგი ისე იქცეოდა, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. ან რა უდა ექნა, ყვირილს ხომ არ დაიწყებდა, ვიცი რომ გიყვარვარო?! მითუმეტეს, როდესაც თავადაც იგივე ემართებიდა. ძალიან მოსწონდა დაქალებული პატარა გოგონა, რომელიც ისეთ სურვილს აღუძრავდა ხოლმე, ძლივს იკავებდა თავს, რომ გულში არ ჩაეკრა და ოდნავ შებურცულ, მარწყვივით ტუჩებს არ დაწაფებოდა. ასეთ დროს უფალს მოუხმობდა ხოლმე და იმეორებდა და იმეორებდა იესოს ლოცვას. თუმცა ეს ნაკლებად შველოდა. ბოლოს და ბოლოს დარწმუნდა, რომ უყვარდა და ვერაფერს გააწყობდა. მალე სეზონის „ყველა ვარსკვლავის“(„All Stars”) თამაში უნდა ჩატარებულიყო, სადაც დარენიც იღებდა მონაწილეობას. გიორგი არ მიიწვიეს, რადგან არ ჩათვალეს შესაბამისი დონის ვარსკვლავად. ის თამაშის მერე აპირებდა ჯერ ჩარლისთან გამოტყდომას, შემდეგ კი დარენისთვის თქმას. გიორგი ჩარლის თვალებში კითხულობდა როგორ ელოდა გოგონა, როდის აუხსნიდა გიორგი მას სიყვარულს. დარენიც არ გახლდათ დაუნახავი. რა თქმა უნდა, ამჩნევდა გიორგის ჩარლის მიმართ ცვლილებასაც, თორემ ჩარლის რომ უყვარდა, ამას დიდი ხანია ამჩნევდა. არ უნდოდა მეგობართან ჯერ ამ თემაზე საუბარი და თუ საჭიროება მოითხოვდა, მაშინ დაელაპარაკებოდა. მან კარგად იცოდა, ვინ იყო გიორგი და მის პატიოსნებასა და ვაჟკაცობაში ოდნავადაც არ ეპარებიდა ეჭვი. იცოდა, რომ გიორგი არაფერს ცუდს არ იკადრებდა. თუ ერთმანეთი უყვარდათ და მათი ერთად ყოფნაც ზეცაში იყო გადაწყვეტილი, დაე ასე ყოფილიყო. ამაში ცუდს ვეაფერს ხედავდა. პირიქით, გიორგიზე კარგ სიძეს ვერც ინატრებდა. მანამდე კი, რომც ნდომოდა, თვითონ ხომ არ დააჩქარებდა მოვლენებს?! დიდი ხნის ნანატრი თამაშის დღეც დადგა. ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია ამერიკის კალათბურთის ასოციაცის ცხოვრებაში. სეზონის მანძილზე გამოვლენილი საუკეთესო ვარსკვლავები ერთმანეთს უპირისპირდებიან აღმოსავლეთის და დასავლეთის გუნდების სახით. ეს გახლავთ კალათბურთის ნადვილი ზეიმი და ამაზე დიდი საკალათბურთო მატჩი მსოფლიოში არ არსებობს. აი, ამ თამაშში მონაწილეობდა დარენი. მატჩი ნიუ-ორკში „Madison Square Garden“-ზე იმართებიდა. რა თქმა უნდა, თამაშს დარენის ოჯახიც ესწრებოდა. ოღონდ, რატომღაც, ჩარლიმ ვერ მოახერხა წასვლა. ლექციები გვიან დაუმთავრდა და მერე კი ცოტა შეუძლოდ იგრძნო თავი. როდესაც გიორგიმ ჩარლი ოჯახთან ერთად ვერ დაინახა, მაშინვე დაურეკა. ჩარლიმ ცუდად ყოფნა მოიმიზეზა, ტელევიზორში ვუყურებ, მირჩევნიაო. გიორგის გული აუთრთოლდა, აღარ იცოდა რა ექნა. თუმცა ბევრიც აღარ უფიქრია, მანქანაში ჩახტა და ჩარლისკნ გაემართა. ჩარლის გიორგის დანახვაზე თვალები გაუბრწინდა და სიხარულისგან ძველებურად ჩამოეკონწიალა კისერზე. გიორგის ჩარლის შეხებაზე მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. სისხლი აუჩქროლდა, კანკალი დააწყებინა. ჩარლიმ, რა თქმა უნდა, უმალ შენიშნა გიორგის ცვლილებები. ან რა შემჩნევა უნდოდა, ყურებამდე გაწითლებული იდგა და ხმას ვერ იღებდა, ლუღლუღებდა რაღაცას. თვითონაც გაწითლდა. შემდეგ კი ხელი ხელზე მოკიდა და ოთახში შეიყვანა. დივანზე ისხდნენ და კალათბურთს უყურებდნენ, თუმცა ორივეს ისე უცემდა გული, კალათბურთი კი არა, ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ. ორივე კარგად ხვდებოდა, რომ გაძლებაზე იყვნენ და როდემდე მოითმენდნენ, არავინ იცოდა. ვერც გაძლეს დიდხანს, ხელებით მოფერება ხანგრძლივს ვნებიან კოცნაში გადაიზარდა და ბოლოს მოსახდენი მოხდა კიდეც. შეყვარებულმა გულებმა ვერ გაუძლეს მოძალებულ ვნებებს და გრძნობებს დანებდნენ. გიორგი, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფრება, მეორე დღესვე ჩარლის ოჯახს ესტუმრა და გოგონას ხელი ითხოვა. თუმცა იმის შესახებ, რაც მოხდა, თქმა ვერცერთმა ვერ გაბედა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, რამდენიმე თვეში გიორგის და ჩარლის ქორწილი დაინიშნა - დაამთავრა თავისი ნოველა დემონთა მთავარმა. *** შემდეგ კი სცენაზე მოსამართლის მეუღლე, ქალბატონო კლარისა ჯოუნსი გამოიძახა. კლარისას დაკითხვა ებომ იტვირთა. ჭინკებმა, ჩვეულებისამებრ, მასაც გაუკეთეს ინექცია და დაკითხვაც დაიწყო: - ქალბატონო ჯოუნს, თუ შეიძლება, მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ. თქვენზე მოთხრობას არ ვაპირებთ. - ჩემი ქალიშვილობის სახელი და გვარი კლარისა სვენსონია. დავიბადე და გავიზარდე შვედეთში, პატარა ქალაქ უფსალაში, სტოკჰოლმთან ახლოს. იქვე დავამთავრე სკოლა. სწავლა გავაგრძელე სტოკჰოლმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დამთავრებს შემდეგ სტაჟირება გავიარე ამერიკის შეერთებულ შტატებში. კერძოდ საკრამენტოს იურიდიულ აკადემიაში, სადაც, ასევე, გავიარე მაგისტრატურა. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე ჯეფრი ჯოუნსი. დავქორწინდით და აგერ უკვე თითქმის 40 წელია ერთად ვართ. გვყავს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ეს ძალიან მოკლედ. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი ჩემს ოჯახზე. თუ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ - ცივად დაამთავრა მისის ჯოუნსმა. - თქვენც მოსამრთლე ბრძანდებით, მისის ჯოუნს? - არა, მე სხვა განხრით ვმუშაობ. სახელმწიფო ნოტარიუსი გახლავართ. - მისის ჯოუნს, ბევრ მიკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ დაგისვამთ მტკივნეულ კითხვებს. მაშ ასე. ქალწულობა რა ასაკში დაკარგეთ? კლარისა გაწითლდა, მაგრამ წონასწრორობა არ დაუკარგავს. - 13 წლის ვიყავი. ეს გოგონებისთვის ნორმალური ასაკია და თუ გინდათ, რომ ამის გამო ჯოჯოხეთის კერძად მაქციოთ, არ გამოგივათ. - თქვენ კითხვებზე მიპასუხეთ, ქალბატონო ჯოუნს, და ჩვენ თავად გადავწყვეტთ, ჯოჯოხეთის კერძად გაქციოთ თუ სამოთხის დესერტად. - გათხოვებამდე რამდენ მამაკაცთან იყავით დაწოლილი? 10, 20, 40? მეტი? - არ დამითვლია. ალბათ ათეული იქნებოდა, მეტი არა. - და ათივესთან სასიყვარულო კავშირები გქონდათ? - არა, რა თქმა უნდა. იყვნენ უბრალოდ სექსუალური პარტნიორები. მე ვსწავლობდი, ბევრი დრო არ მქონდა. ვერ დავიწყებდი სწავლის დროს „ბოიფრენდების“ ძებნას. -10 სექსუალური პარტნიორი ქორწინების გარეშე...ამას რომ სიძვა ქვია, ქალბატონო ჯოუნს, თუ იცით? - მე ათეისტი გახლავართ და არ მაინტრესებს, რას რა ქვია. ახალგაზრდა ქალისთვის სექსუალური ურთიერთობები ჩვეულებრივი ამბავია და ეს არც ვინმეს უკვირს და არც ვინმეა გამონაკლისი, ალბათ მონაზვნების გარდა. რის დამტკიცებას ცდილობთ? რომ ამორალური ქალი ვარ? ნურას უკაცრავად. გათხოვების შემდეგ მეუღლისთვის არ მიღალატია. - მართალს ბრძანებთ, ქალბატონო ჯოუნს, არ გიღალატიათ და ეგ ნამდვილად საქებარია. მაშინ ეს მითხარით. რამდენი აბორტი გაქვთ გაკეთებული? - სამი, სულ სამი. - სამი აბორტი თქვენ ცოტა გგონიათ? - ჩემს თანატოლებს, ჩემთან შედარებით, ბევრად მეტი აბორტი ჰქონდათ გაკეთებული - ათეულები. ეს იმ დროს, თორემ თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები რომ გვქონოდა, ალბათ არცერთი არ დამჭირდებოდა. ბოლომდე თავის დაცვა ცოტა ძნელი გახლდათ. - ქალბატონო ჯოუნს, მინდა შეგახსენოთ, რომ პრეზერვატივები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მაშინაც არსებობდა, მაგრამ თქვენი სექსუალური ორგიების დროს ეს თქვენ არ გახსოვდათ. ამიტომ დაგჭირდათ სამი აბორტი და არა იმიტომ, რომ თავის დაცვა ძნელი გახლდათ. რაც არ უნდა იყოს, სამი აბორტი სამი ჩვილის მკვლელობაა და ვერაფერი ვერ გაგამართლებთ. მარტო ეს მოუნანიებელი ცოდვები გეყოფათ, რომ ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა უფსკრულში შთაინთქათ. მაგრამ მოდი გავაგრძელოთ და თქვენი სხვა შეცოდებები ამოვქექოთ, რათა თავადაც მიხვდეთ, რისი ღირსი ბრძანდებით. მაშ ასე, სიძვა და სამი მკვლელობა უკვე გაქვთ კისერზე. თქვენს ათეისტობაზე ჯერჯერობით თვალს ვხუჭავთ, თუმცა მარტო ესეც საკმარისი იქნებოდა და არც უნდა გამოგვეძახებინეთ საერთოდ, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზი. არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ მხოლოდ ათეისტობის გამო ისჯებით და ვინმეზე ნაკლები ცოდვები გაქვთ. ეხლა ეს მითხარით, როდესაც თქვენი მომავალი მეუღლე გაიცანით, ასე მალე რატომ გათხოვდით? - შემიყვარდა და იმიტომ. - ნამდვილი მიზეზი გვითხარით, ქალბატონო ჯოუნს, ნახევარი სიმართლე არ ჩაგეთვლებათ. კლარისას სიმშვიდე უცებ გაქრა, ფორიაქი დაიწყო, პასუხის გაცემა არ უნდოდა. ერთიანად გაწითლებულიყო და თავს ვერ წევდა ზემოთ. თუმცა იცოდა, რომ პასუხს თავს ვერ აარიდებდა ამ წყეულებს. თან ინექციაც თავის საქმეს აკეთებდა და ენასაც ვეღარ აოკებდა, რომ არ ეთქვა. - იმიტომ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. - აჰა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი პირველი შვილის, სტიუარტის, ბიოლოგიური მამა ჯეფრი არ გახლავთ. ხომ ასეა? - დიახ, ასეა. - კლერ - აღმოხდა ჯეფრის დარბაზის სიღრმიდან საცოდავი ღნავილი - რატომ არ მითხარი, რატომ? - როგორც უკვე ცხადი გახდა - გააგრძელა ებომ - თქვენმა მეუღლემ არაფერი იცოდა ამის შესახეხ. ასეა? - დიახ ასეა. ვერ გავბედე თქმა. არ მინდოდა მისი დაკარგვა. - და თქვენ ამბობთ, რომ მეუღლისთვის არასოდეს გიღალატიათ. ამას ღალატად არ თვლით? - მე მრუშობა ვიგულისხმე, გათხოვების შემდეგ სხვა კაცთან არ ვწოლილვარ მეთქი. ჩემი მხრიდან ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი საქციელი გახლდათ, მაგრამ არ შემეძლო სიმართლის თქმა. ჯეფრის შეიძლება უარი ეთქვა ჩემზე. მე კი მისი დაკარგვა არ მინდოდა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ თქმა ვეღარ გავუბედე, თუმცა რამდენჯერმე დავაპირე. არა იმიტომ, რომ მეშინოდა, მისი გულის ტკენა არ მინდოდა და იმიტომ. ასეა თუ ისე, მთელი ეს წლები ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვქონდა. - მესმის, ქალბატონო ჯოუნს, თქვენ წლების განმავლობაში ღირსეული მეუღლეობა გაუწიეთ მოსამართლეს და ეხლაც სიმართლეს ბრძანებთ. რომ არა თქვენი მუდმივი თანადგომა და ხელშეწყობა, ის ვერასოდეს მიაღწევდა ასეთ კარიერულ სიმაღლეს. როგორც მეუღლე, თქვენ საუკეთესო იყავით. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ ყველამ, ჩვენ არ გასამართლებთ ჩვენი კანონებით. ეს რომ შეგვეძლოს, ყველას სიამოვნებით გიკრავდით თავს ჯოჯოხეთში. ჩვენ ერთადერთი კანონი გვაქვს - განურჩევლად ყველა ჯოჯოხეთში. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ამის უფლება. თქვენი ღმერთი გასამართლებთ, ჩვენ მხოლოდ მის მცნებებს მივყვებით და განვიხილავთ. აბა მითხარით, ქრთამი თუ აგიღიათ ნოტარიუსობის დროს, რათა ყალბი საბუთები გაგეცათ, ან დაგეჩქარებინათ რამე? - დიახ, ამიღია. - თუ მიგიციათ? - მიმიცია კიდეც. - გვითხარით ვისთვის და რისთის მიგიციათ ქრთამი? - მოსამართლეთა არჩევის კომისიის თავმჯდომარეს მივეცი 50 ათასი დოლარი და ორ წევრს 20-20 ათასი, ჩემი მეუღლის კარიერული წინსვლისათვის. - ქალბატონო ჯოუნს, ბევრს აღარ დაგტანჯავთ „წვრილმან“ ცოდვებზე, როგორებიცაა: სიცრუე, სიხარბე, შური, ანგარება და სხვა. მარტო ამპარტავნება გეყოფათ ჯოჯოხეთისთვის. თქვენ ყოველთვის ცივი გონებით მიიწევდით წინ და ყველას თელავდით თქვენს გზაზე, ვინც გადაგეღობებოდათ და ხელს შეუშლიდა ჯეფრის კარიერულ წარმატებას. ხომ ასეა? - დიახ, ასეა. მიზნის მისაღწევად ყოველი გზა გამართლებულია. მე მეუღლე ვიყავი და უნდა მეზრუნა მისი წარმატებისათვის. როგორ და რანაირად, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. - ქალბატონო ჯოუნს, როგორც მოგახსენეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულაც რომ მონასტერში გეცხოვრათ დაბადებიდან დღემდე, მაინც არაფერი გიშველიდათ, რადგან როგორც თავად ამბობთ, ათეისტი ბრძანდებით და როცა ღმერთზე უარს ამბობთ, მაშინ ჩვენი ერთგული მიმდევარი ხართ, არა აქვს მნიშვნელობა, ათვიცნობიერებთ ამას თუ ვერა. ამიტომ, მეტს აღარ შეგაწუხებთ, და მეტადრე დარბაზს. ისედაც დაიღალა პატივცემული საზოგადოება. ცოტა რთული დღე გამოდგა. ამიტომ, იმედია, საყვარელ მეუღლეს სიამოვნებით შეუერთდებით. კლარისას ჭინკები დაესივნენ და ჯეფრის გვერდით სავარძელში ჩააგდეს. - ძვირფასო საზოგადოებავ - მიმართა დარბაზს დემონთა მთავარმა - ალბათ გაგიკვირდათ, თუ რატომ დავკითხეთ ათეისი და პირდაპირ ჯოჯოხეთის წამსვლელთა სიაში არ ჩავწერეთ, როგორც სხვები. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მიკერძოებულად არ ჩაგვითვალოთ და ამ მაგალითით გაჩვენოთ, რომ უცოდველები არც ათეისტები არიან. ასევე მაგალითი იყო ბუდისტი ბავშვის დაკითხვაც, თუმცა არცერთ შემთხვევაში ამას აზრი არ ჰქონდა, რამეთუ იესო ქრისტეს უარმყოფელი მაინც ყველა ჯოჯოხეთში წავა, არა აქვს მნიშვნელობა, ათეისტი იქნება ეს თუ სხვა რელიგიის მიმდევარი. თუ რომელიმე ათეისტს ან სხვა რელიგიის წარმომადგენელს მაინც გაქვთ დაკითხვის სურვილი, ამას სიამოვნებით გავაკეთებთ. აბა, რომელს გსურთ? მსურველი არავინ აღმოჩნდა. ამითი დღე დასრულდა და დემონთა მთავარმა დილამდე დასვენება გამოაცხადა. *** ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოაწყო შეკრება და გაიგო რა, რომ ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ახლობლებს ისევ დაურეკს და აცნობეს, რომ ცოცხლები არიან, სხვა არაფერი არ არის, თვითმფრინავი ოფიციალურად დაკარგულად გამოაცხადა და ასევე გადაეცა ჟურნალისტებსაც. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო რეპორტაჟები გრძელდებოდა და ყველა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, პრეზიდენტი იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. თუმცა, მგზავრები დაღუპულად არ გამოუცხადებია, მხოლოდ თვითმფრინავი იქნა დაკარგულად ცნობილი და ისიც მხოლოდ ვითარების გარკვევამდე. *** უკვე მერამდენე დილა გათენდა თვითმფრინავში. დილას, რა თქმა უნდა პირობითად ვამბობთ, თორემ დრო დიდი ხანია გაჩერებული გახლდათ. „ზაზუნას დღესავით“ მეორდებოდა ერთი და იგივე. სცენაზე იტალიელი ტურისტი მარკუს გალიანო გამოიძახეს. მარკუსი სცენაზე მძიმე ნაბიჯებით ავიდა და წითელ სავარძელში დაიკავა ადგილი. შემდეგ კი მას, ისევე როგორც სხვებს, „სიმართლის ელექსირის“ ინექცია გაუკეთეს და დაკითხვაც დაიწყო: - ბატონო გალიანო, მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ. ვინ ხართ და რას საქმიანობთ - დაიწყო იტალიელის გამოკითხვა ოლუმ. - წარმოშობით სიცილიიდან გახლავართ, კატანიაში ყოფილა ჩემი ფესვები. თუმცა ნიუ-იორკში დავიბადე. ჩემი არათუ მშობლები, ჩემი ბებია-ბაბუაც კი ნიუ-იორკელები ყოფილან. ასე რომ, იტალიასთან ფესვების გარდა, მხოლოდ ბიზნესი მაკავშირებს. ჩვენს ოჯახს ოდითგანვე ღვინის ბიზნესი გვაქვს ამერიკაში. მაქვს რამდენიმე ღვინის მაღაზია ნიუ-იორკსა და ბოსტონში. ასევე თითო რესტორანი და ღვინის ბარი ამავე ქალაქებში. ვარ 40 წლის. მყავს მეუღლე და 5 შვილი. - მეუღლეო რომ ამბობთ, ბატონო გალიანო, მერამდენე მეუღლე გყავთ? - მეოთხე მეუღლე გახლავთ. მასთან ერთი შვილი მყავს, ტონი. წინა მეუღლეებთან კი 2 გოგო და 2 ბიჭი. - წინა მეუღლეებს ღალატის გამო თუ დაშორებიხართ, ბატონო გალიანო? - არა, ღალატის გამო არა. სხვა მიზეზები იყო. ორი მათგანი გარდაიცვალა. ერთს კი ადრევე გავშორდი. მასთან შვილიც არ მყავს, პირველ მეუღლეს ვგულისხმობ. - მორწმუნე ხართ, მარკუს? - ოო, მამა მია. რა თქმა უნდა, დაილოცოს წმიდა მარია. - მერე ბიბლია რას გეუბნებათ ცოლის გაშვებაზე, არ იცით? - რას მეუბნება? - ისევ მათეს სახარებიდან მოგიყვანთ ციტატას. აბა ვნახოთ, რას ამბობს უფალი მე-5 თავის 32-ე მუხლში: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.“ ამიტომ გკითხეთ, სიძვის მიზეზი თუ ყოფილა თქო. ეხლა გეკითხებით. განაშვები თუ შეგირთავთ? - დიახ, ჩემი ახლანდელი მეუღლე ქმარგაცილებული გახლდათ, როცა შევირთე. - თქვენივე ღმერთის სიტყვებს რომ ვერწმუნოთ, თქვენ გაქანებულ მრუშობაში ხართ ჩაბმული ცოლებთან ერთად და ამას ვერსად გაექცევით. ეხლა ისევ თქვენს ბიზნესს დავუბრუნდეთ. ბატონო გალიანო, ღვინო ალბათ სიცილიიდან მოგაქვთ ხომ? - დიახ, სიცილიიდან. ეს სქემა ჯერ კიდევ ჩემს წინაპრებს ჰქონდათ აწყობილი, მე მხოლოდ ვაგრძელებ. - ძვირფასო მარკუს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ბიზნესის გამო დაპირისპირება გქონდათ თქვენივე წარმოშობის რამდენიმე კლანთან, მაგლითად კასტელანოს და რეინას ოჯახებთან. ასეა? - დიახ, სამწუხაროდ, გვქონდა დაპირისპირება, მაგრამ ეს უფრო ადრე იყო, წინა წლებში, ეხლა ნაკლებად. - გქონდათ თუ არა სისხლიანი დაპირისპირება ამ ოჯახებთან? - დიახ, გვქონდა. - რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ურთიერთბრძოლას? - ოო, მამა მია, ასე ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი. - მაინც, დაახლობეით რომ გვითხრათ? ერთეულები, ათეულები, ასეულები თუ რამდენი? - არა, რა ასეულები, რას ბრძანებთ. მე რამდენადაც ვიცი, ალბათ ერთი 2 ათეული სულ, ისიც ჩემი ბაბუის დროიდან მოყოლებული. - თქვენ თავად, რამდენი ადამიანის მკვლელობა შეუკვეთეთ, ბატონო გალიანო? იტალიელს ცივმა ოფლმა დაასხა. აწრიალდა, რაღაცის ბჟუტური დაიწყო იტალიურ ენაზე. ბოლოს ოფლი მოიწმინდა და თქვა: - ორი ადამიანის, მხოლოდ ორის. იძულებული ვიყავი სისხლი ამეღო. ორი ბიძაშვილი მომიკლეს, სრულიად უდანაშაულონი. იძულებული გავხდი სისხლი ამეღო და ოჯახის ნამუსი შემენარჩუნებინა. - ბატონო მარკუს, აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი ბიზნესი უამრავ სისხლზეა აშენებული? - სამწუხაროდ, ასე გამოდის. - ეხლა, მოდი, თქვენი გარდაცვლილი მეუღლეების შესახებ ვისაუბროთ. - არ მინდა, არ მინდა, აღრიალდა იტალიელი, თავში იცემდა ხელებს და ხმამაღლა ტიროდა. - გევედრებით, არ გინდათ! არ არის საჭირო. ეხლავე ჩემივე ფეხით წავალ ჯოჯოხეთში, ოღონდ ნუ გამახსენებთ. - თქვით, რატომ და აღარ ჩაგეძიებით. - იმიტომ რომ ორივე მე მოვკალი, მე - ღლიალებდა დაჭრილი დათვივით მარკუსი - დამნაშავე ვარ, ჯოჯოხეთის ღირსი ვარ. რაც გინდათ მიყავით, ოღონდ ნუ მომაყოლებთ, გევედრებით. - კარგი, მარკუს, დაწყნარდით, აღარ გკითხავთ მეტს. ბოლო კითხვას დაგისვამთ სიცხადისათვის და მოვრჩეთ. ეს ყველაფერი, რაც ეხლა გამოაშკარავდა, თუ მოგინანიებიათ? - კი, კი, მოვინანიე, ის ორი მკლლელობა, შური რომ ვიძიე - იმედის ნაპერწკალი გაკრთა მის თვალებში, თუმცა მალევე ჩაუქრა - ცოლები არა - თავი დახარა მარკუსმა - ამას როგორ ვეტყოდი ვინმეს?! შემდეგ კი, ოლუს მითითებით, ჭინკები იტალიელს მხრებსა და კისერში ჩააფრინდნენ და სხვების მსგავსად დარბაზის უკანა მხარეს გააქანეს. *** შემდეგი სცენაზე შუა ხნის მამაკაცი, ჯოშუა ჰეინსი გამოიძახეს. მისი დაკითხვა ლუსმა ითავა: - ბატონო ჰეინს - მოკლედ გვითხარით, ვინ ხართ და რას საქმიანობთ? - დავიბადე ქუინსის ღარიბულ რაიონში. დავამთავრე ნიუ-იორკის უნივერსიტეტი. ვარ მასწავლებელი. ვასწავლი მათემატიკურ საგნებს : ალგებრას, გეომეტრიას, ტრიგონომეტრიას ქუინსისავე ერთ-ერთ სკოლაში. მყავს მეუღლე და ორი შვილი. სხვა თუ რამე გაინტერესებთ მკითხეთ, მოკლედ და ცივად მოამთავრა ჯოშუამ. - რა თქმა უნდა გკითხავთ, აბა რისთვის დაგიძახეთ? ჯერ ეს მითხარით, რელიგიური თუ ხართ? - პროტესტანტი გახლავართ. თუმცა დიდი რელიგიური ვარ მეთქი, ვერ ვიტყვი. როდესაც ვიცლი, ტაძარში მაშინ დავდივარ. - გასაგებია. მასწავლებელი ვარო, ამბობთ და...ბავშვები თუ გიყვართ? ჯოშუა უხერხულად შეიშმუშნა, არ მოეწონა კითხვა, მაგრამ იცოდა რომ ტყუილი არ გაუვიდოდა და არც უნდიდა რომ ეთქვა. - მიყვარს რას ქვია? მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. - თქვენს მოვალეობას როგორ ასრულებთ, ეს სხვა საკითხია. მე გკითხეთ, ბავშვები თუ გიყვართ მეთქი. - ყველა არა, მხოლოდ ზოგიერთი. - მე დაგიზუსტებთ. ზოგიერთებში მხოლოდ თქვენი შვილები შედიან და ის რამდენიმე ადამიანი, ვინც ან მეზობელია თქვენი, ან ნათესავი, ან მეგობრის შვილი. ასე არაა? - დიახ ასეა. - თქვენ ბავშვები არ გიყვართ, მისტეს ჰეინს. მაინტერესებს, მასწავლებლობა რატომ აირჩიეთ? - ეს ყველაზე ხელმისაწვდომი პროფესია გახლდათ ჩემთვის, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე ოჯახი მყავს სარჩენი. ჩემს საქმეს პატიოსნად ვაკეთებ - აღშფოთდა ჯოშუა - პატიოსნად აკეთებთ ხომ? ერთი ეს მითხარით, სკოლაში გაბულინგებდნენ? - დიახ, იყვნენ ასეთები, უფროსკლასელები უფრო. - თქვენ თუ აბულინგებდით ვინმეს? -არა, მე არა. - რატომ, ხომ გინდოდათ? განა სულ არ ოცნებობდით შური გეძიათ ვინმეზე? - დიახ, მინდოდა, მაგრამ ეტყობა გამბედაობა არ მყოფნიდა. არ დამიბულინგებია არავინ. - ბატონო ჯოშუა, შემთხვევით, მასწავლებელი იმიტომ ხომ არ გახდით, რომ ბულინგის გამო დაკომლექსებული ბრძანდებოდით და ოცნებად გქონდათ, ძალაუფლება ბავშვებზე გამოგეყენებინათ? თქვენ ხომ ზუსტად იმავე სკოლაში ასწავლით, სადაც თავად სწავლობდით, ასე არაა? - დიახ იმავე სკოლაში ვსწავლობდი. რაც შეეხება ძალაუფლებას, ყველა ადამიანი ცდილობს მოიპოვოს იმდენი ძალაუფლება, რამდენიც შეუძლია. ასეა დაბალი ფენიდან დაწყებული და პოლიტიკოსებით დამთავრებული. რა არის აქ გასაკვირი? დიახ, მონდოდა ძალაუფლება მეგრძნო იმიტომ, რომ ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა. - მე შეგისწორებთ, ბატონო ჯოშუა, თქვენ იმავე სკოლაში იმიტომ დაბრუნდით, რომ ძალაუფლება მოსწავლეებზე გამოგეყენებინათ და ამით დაგეკმაყოფილებინათ თქვენი დიდი ხნის კომპლექსები. რადგან თქვენ მჩაგვრელებს პასუხი ვერ გაეცით, თქვენი პატივმოყვარეობა იმდენად გტანჯავდათ, რომ გადაწყვიტეთ შური სხვებზე გეძიათ. ჯოშუა უშნოდ შეიშმუშნა. - პოლ უილკინსი გახსოვთ? ჯოშუას ფერი ეცვალა. - დიახ მახსოვს - უპასუხა უხალისოდ. - მეთიუ ჯოი? - დიახ, ეგეც მახსოვს. - რატომ გააგდებინეთ ეს ორი ბავშვი სკოლიდან? სიმართლე გვითხარით. - იმიტომ, იმიტომ რომ.... ჯოშუა დაიბნა, არ იცოდა რა ეთქვა და მერე სულ გაჩუმდა. - ოლუ, გეთაყვა, თუ შეიძლება პატივცემულ მასწავლებელს „სიმართლის ინექცია“ გაუკეთეთ, თორემ ვხედავ ლაპარაკი უჭირს. ინექცია ჯოშუას წამებში გაუკეთეს და ისიც დაუყოვნებლივ ალაპარაკდა: - ეს ორი ბავშვი განსაკუთრებით არ მომწონდა. ზუსტად იგივე ჩვევები ჰქონდათ, რაც ჩემს მჩაგვრელებს. იმათ თავს მაგონებდნენ. აგდებულად იქცეოდნენ, ყველაფერზე ღლიტინებდნენ. მოკლედ, მეზიზღებოდა ორივე. ისე მოვუწყე საქმე, რომ ორივე სკოლიდან გარიცხეს. - რა გაუკეთეთ ასეთი? - ერთ-ერთი კაბინეტიდან ნივთები მოვიპარე და ქურდობა მათ დავაბრალე. ორი მოსწავლე მოწმედ დავიყენე, თითქოს დაინახეს, ნივთები სად დამალეს. მერე ის ნივთები ზუსტად იქ აღმოვაჩინეთ და ქურდობა დაუმტკიცდათ. ამას გარდა, ნარკოტიკების ხმარებაში დავდე ბრალი და უკვე ქურდობაში დამნაშავედ იყვნენ ცნობილები, უცებ დავაჯერე ყველანი. ყოველივე ამის შემდეგ შავი ბილეთით სკოლიდან გარიცხეს. - ბატონო ჯოშუა, თუ აცნობიერებდით, რომ არა მარტო უდანაშაულო ბავშვებს დასწამეთ ცილი, არამედ სხვებიც ჩაითრიეთ თქვენს ბინძურ საქმეებში? - არა, ამაზე მაშინ არ მიფიქრია. ისე მეზიზღებოდა ორივე და ისე მაღიზიანებდნენ, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ როგორმე მომეცილებინა თავიდან, რადგანაც ბავშვობის ტკივილს მახსენებდნენ. - გასაგებია. ეხლა მინდა გკითხოთ: თუ იცით, რომ პოლმა მალე სასოწარკვეთილებისგან თავი მოიკლა, ხოლო მეთიუ ცუდ გზას დაადგა. მართლაც დაიწო ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღება. ციხეში რამდენჯერმე მოხვდა და სიცოცხლეც იქ დაასრულა. ერთ-ერთი ჩხუბის დროს გალესილი კოვზი გაუყარეს ყელში. იცოდით ეს? - დიახ, გავიგე, მომივარდნენ მისი მშობლები და მლანძღავდნენ, თუმცა მე რა შუაში ვარ, მე დავაძალე ასე მოიქეცით თქო? - თქვენი ბრალი რომაა ორივეს სიკვდილი, ბატონო ჰეინს, ამას ვერ ხვდებით? - კი, სადღაც ალბათ მეც ვარ დამნაშავე. - სადღაც კი არა, ორივეს სიკვდილი თქვენს კისერზეა „მასწავლებელო“, რომ არა თქვენი გაუმართლებელი ზიზღი მათ მიმართ, დღეს ორივე ცოცხალი იქნებოდა. თქვენ სისხლისმსმელი მკვლელი ხართ და უკვე არა აქვს მნიშვნელობა, ამას აღიარებთ თუ არა. - ნაძირალა, მკვლელო - გაისმა დარბაზიდან შეძახილები. - მე თქვენი სხვა „საგმირო“ საქმეებიც შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომლებიც უხვად გაქვთ ბიოგრაფიაში - გააგრძელა ლუსმა - მაგრამ ეს ყველაზე მძიმე რაც გქონდათ, ის გითხარით და ეს სავსებით საკმარისია, რომ ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ამოყოთ თავი. მარტო პროტესტანტობა გეყოფოდათ ამისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც მოგეცით გამართლების საშუალება, რომ მიკერძოებად არ ჩაგვეთვალოს ვინმეს მიმართ. ტაძარში თქვენ არ დადიხართ, არ ლოცულობთ, ცოდვებს არ ინანინებთ, არც ღმერთი გაინტერესებთ. ამიტომ, ვისაც ღმერთი არ აინტერესებს და მის საწინააღმდეგო საქმეებს ჩადის, ის ჩვენი მეგობარია. კეთილი ინებეთ და დაიკავეთ საპატიო ადგილი უკვე დარბაზის უკანა ნაწილში მჯდომი საზოგადოების გვერდით. ჩვენ თქვენით უაღრესად კმაყოფილი ვართ - გადაიხარხარა ლუსმა. ჯოშუა, ისევე როგორც სხვა გამოკითხულები, ჭინკების ძალისხმევით დარბაზის უკან ნაწილში მყოფ საზოგადოებას შეუერთდა. *** - ეხლა კი დადგა ჯერი, ჩვენს სახელოვან მსახიობს, ქალბატონ ჯეინ გარეტს მოვუსმინოთ. გთხოვთ, ქალბატონო ჯეინ - მიიწვია დემონთა მთავარმა სცენაზე ჰოლივუდის ვარსკვლავი და ინექციის შემდეგ დაკითხვას თავად შეუდგა: - ქალბატონო ჯეინ, ვგონებ, თქვენი ბიოგრაფია ყველამ კარგად იცის. ჟურნალ-გაზეთები ხომ აჭრელებულია თქვენზე სტატიებით - დაბადებიდან და დღევანდელ დღემდე. ამიტომ, აღარ მოგთხოვთ თქვენს შესახებ რაიმე ცნობების მოწოდებას და თქვენის ნებართვით, პირდაპირ საქმეზე გადავალ. პირველი კითხვა კი ასეთი იქნება: ქალწულობა რა ასაკში დაკარგეთ, ჯეინ? მსახიობს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, ალბათ არ ელოდა ასეთ კითხვას; ჯერ მაინც. - სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაური შეკითხვაა, უტაქტო და მოულოდნელი - გულწრფელად წარმოსთქვა ჯეინმა - ჩემი ქალწულობის აპკი თუ გაინტერესებდათ, არ მეგონა. -კითხვაზე მიპასუეთ, ქალბატონო გარეტ, მოგვიანებით ყველასთვის და მათ შორის თქვენთვისაც, გასაგები გახდება, რატომ დაგისვით ეს შეკითხვა. მაშ ასე, რა ასაკში დაკარგეთ ქალწულობა? - 16 წლის გახლდით, რახან ასე გაინტერესებთ - უკმაყოფილება აშკარად გამოხატა ჯეინმა. - რა პირობებში და ვისთან მოხდა ეს? - ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. სილამაზის კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. რა თქმა უნდა, გამარჯვება მსურდა. არც სილამაზე მაკლდა და არც ტან-ფეხი. - ოოო, მაგაში დიდი სიამოვნებით გეთანხმებით, ჯეინ, ეხლაც არაჩვეულებრივად მიმზიდველი და მომხიბლავი ბრძანდებით. მე ისიც კი მიკვირს, 16 წლამდე როგორ შეინარჩუნეთ ქალწულობა, როგორც წესი, უფრო ადრე იცით ხოლმე მისი დათმობა. წინა გამომსვლელებსაც ხომ უსმინეთ? კარგი, განაგრძეთ. - მადლობა. არასოდეს ვყოფილვარ სექსუალურად ანგაჟირებული და მეორე სქესის ყურადღება არასოდეს მაკლდა. ამიტომ, ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავდი, ადრეულ ასაკში ამეშვირა ფეხები. ეს კომპლექსიან გოგონებს უფრო სჩვევიათ, მე ეს არ მჭირდებოდა. - ვითომ? - სარკასტულად გაეცინა დემონთა მთავარს - მიუხედავად იმისა, რომ ქალწული ბრძანდებოდით, არაფერი დაგიკლიათ თქვენს „ტუსოვკებზე“, სოდომიით დაწყებული და ორალური სექსით დამთავრებული. გაგახსენოთ? ქალწულობას, თქვენ, განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავდით, თქვენი დიდი ამპარტავნების და განუმეორებლობის განცდის გამო, და არა იმიტომ, რომ სექსუალური ფანტაზიები არ გაწუხებდათ. თქვენ გგონიათ მარტო ქალწულებრივი აპკია ქალის უმანკოება? რამდენჯერ გდომიათ, ახლოსაც ყოფილხართ, მაგრამ ბოლოს მაინც შეგიკავებიათ თავი. გაგახსენოთ? - რაც მკითხეთ, იმაზე გიპასუხეთ- ჭარხალივით გაწითლდა კინოვარსკვლავი - დანარჩენი მხოლოდ გართობა გახლდათ და ეს ჩემი პირადი საქმეა, ვისთან როგორი სექსით დავკავდები. - რა თქმა უნდა, თქვენი პირადი საქმეა. ამაში ჩვენი ძმა და მეგობარი მრუშობის დემონიც სიამონებით გეხმარებათ, მაგრამ ამაში არაა საქმე. პირადად ჩემთვის თქვენ საუკეთესო კლიენტი ხართ. კარგი, გავაგრძელოთ. ეხლა სილამაზის კონკურსის შესახებ მოგვიყევით. - ყველა ტური წარმატებით გავიარე და სხვა 5 გოგონასთან ერთად ფინალში გავედი. ქალაქის კონკურსი იყო და ეს ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გალხდათ, რადგან ბავშვობიდან მოდელობაზე ვოცნებობდი. გამარჯვება კი დიდ შანსს მაძლევდა. ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა და მეც ყველაფერს ვაკეთებდი გამარჯვებისთვის. კონკურსამდე რამდენიმე ხნის წინ ვარჯიში დავიწყე, დიეტაზე დავჯექი და 6 კილო დავიკელი, რათა სტარდარტულ ზომებში ჩავმჯდარიყავი. შრომა დამიფასდა და ფინალში გავედი. ძლიერი კონკურეტები მყავდა. მაინცდამაინც პირველი ადგილის იმედი არ მქონდა, რადგან ჩემი კონკურენტებიც ძალიან ლამაზი გოგონები იყვნენ და ჟიური ვის შეარჩევდა, არავინ იცოდა. ფინალის წინა საღამოს, როდესაც რეპეტიციებს გავდიოდით, გენერალური სპონსორის კაბინეტში დამიძახეს. შევედი თუ არა, სპონსორმა კარები შიგნიდან ჩაკეტა. - დაასახელეთ მისი სახელი და გვარი, ჯეინ, ნუ მალავთ. ჯეინმა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ გააგრძელა: - არ მინდოდა მისი სახელის გაჟღერება, მაგრამ რადგან არ იშლით... ჯეიმს კორბსი. - მილიარდერი ჯეიმს კორბსი, სწორად გავიგეთ? - დიახ. ის მაშინ ახალგაზრდა იყო, ასე 30-32 წლის, თუმცა უკვე დიდი ქონების პატრონი. ბევრ ღონისძიებას აფინანსებდა, მათ შორის სილამაზის კონკურსებსაც. - კარგი. შემდეგ რა მოხდა? - დივანზე დამსვა. მითხრა რომ მე ძალიან ლამაზი ვარ და ის ჩემით მოხიბლულია. ძალიან უნდა, რომ გავიმარჯვო. მაგრამ სხვა კონკურსანტებიც საკმაოდ ლამაზები არიან და ეს გარანტირებული ვერ იქნება. თუმცა ყველაფერი შენს ხელშიაო და თვალებში ჩამხედა. ვერ მივხვდი, მე კიდევ რა შემიძლია რომ გავაკეთო მეთქი? არაფერი ისეთი, რასაც გოგონები ბიჭებთან აკეთებენო. რა თქმა უნდა, ეხლა უკვე ყველაფერს მივხვდი. გავწითლდი, სახეზე ცივმა ოფლმა დამასხა. გაქცევა მინდოდა, მაგრამ რაღაც მიჭერდა. გამარჯვება ისე ძლიერ მინდოდა, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. ყოყმანი დავიწყე. შემატყო, რა თქმა უნდა. ახლოს მომიჯდა, მოფერება და კოცნა დამიწყო. მე წინააღმდეგობა არ გამიწევია. ყველაფერი მალე მოხდა და... სწორედ იქ დავკარგე ჩემი ქალწულობა. - ანუ აღიარებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა კაცმა ჯეიმს კორბსმა გაგაუპატიურათ? - არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამას გაუპატიურება ეწოდოს, მაინც ჩემი ნებით დავნებდი. თუმცა, რომ არა კონკურსში გამარჯვების პირობა, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებდი. პრინციპში, კი, შემაცდინა და გამაუპატიურა, ასე გამოვიდა. - შეასრულა პირობა? - დიახ, კონკურსში გავიმარჯვე და „მის ცინცინატი“ გავხდი. როგორც იცით, იქ დავიბადე და გავიზარდე, ოჰაიოს შტატში. ბატონი კორბსიც იქაურია და მსგავს კონკურსებს ხშირად აფინანსებდა. შემდგომში მისი დახმარებით სხვა კონკურსებიც მოვიგე. - ანუ, მისი საყვარელი გახდით? - დიახ. - ესე იგი, გამოდის, რომ თქვენ თქვენი სხეული გამორჩენის გამო გაყიდეთ. ასეა ხომ? - რაც გინდათ ის დაარქვით. ასე ხდებოდა და ხდება დღემდე. - ამით რისი თქმა გსურთ? - რაც გაიგეთ. თუ სხეულს არ გაყიდი, დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ასეა მოდელობის სფეროში და ასეა კინოხელოვნებაშიც. - ამ თქვენი პასუხით თავად მიგვიყვანეთ შემდეგ კითხვამდე, ქალბატონო ჯეინ. კინოში როლების სანცვლოდ სხეული გაგიყიდიათ? - დიახ. და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ლამაზი ხარ და გინდა წარმატებას მიაღწიო, ხანდახან რეჟისორს უნდა დაუწვე. მითუმეტეს, თუ დამწყები მსახიობი ხარ. ნურავინ დაიტრაბახებს, რომ წარმატებას მხოლოდ საკუთარი ნიჭის წყალობით აღწევს. - თქვენ ძალიან დიდი ბრალდება წარმოთქვით ეხლა, მის გარეტ. დარწმუნებული ხართ თქვენს სიტყვებში? - ნუუ... - ცოტა შეყოყმანდა ქალბატონი - ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა ნამდვილად. განსაკუთრებით ლამაზი ქალები. აბა თქვენ გგონიათ როლზე მხოლოდ ნიჭის მიხედვით ამტკიცებენ? - ირონიულად ჩაეცინა კინოვარსკვლავს. - წარმოუდგენელ რამეს ამბობთ, ქალბატონო გარეტ. თქვენი თქმით გამოდის, რომ კინოინდუსტრია სიძვასა და მრუშობაზე დგას და ეს ჩვეულებრივი ამბავია? - დიახ, ასეა და გინდა დაიჯერეთ და გინდა არა. ორი გზა გაქვს, რომ სუპერწარმატებული გახდე. ან ეშმაკს უნდა მიჰყიდო სული(ასეთებიც არიან, რა თქმა უნდა, კი მოუსმინეთ უკვე ერთ მათგანს), ან საკუთარი სხეულით უნდა გაიკვლიო გზა. მარტო ნიჭი არ გიშველის. რაც მე ვიცი, დამინახავს და გამიგია, ასეა და ეს არც ჩემი მოგონილია და არც ჩემს შემდეგ შეწყდება. ისე გაიკვირვეთ, ვითომ არ იცით. დემონთა მთავარს გაეცინა. - ვიცით, ძვირფასო ჯეინ, როგორ არ ვიცით. ეგ აღვირახსნილობა სწორედ ჩვენი დანერგილია არა მარტო კინო და სათეატრო ხელოვნებაში, არამედ ბევრ სხვა სფეროშიც. ადამიანის, მით უმეტეს ძალაუფლების მქონესი, ვნებებისაკენ სწრაფვა კარგად გამოვიყენეთ და ეს მეთოდი შესანიშნავად მუშაობს. სულგაყიდული ადამიანი ძალაუფლების მეშვეობით ან ფულს იტაცებს, ან ქვედა საფეხურზე მდგომ ადამიანებს სექსუალურად ავიწროებს. ეს გადასარევი პრაქტიკაა და საუკუნებია მუშაობს. თუმცა, უამისოდაც ისეთი წესები დაგიდგინათ თქვენმა ღმერთმა და იმდენი ცოდვები გაქვთ კისერზე ყველას, რა გადაგარჩენთ, არ ვიცი. რაც შეგეხებათ თქვენ, ქალბატონო კინოვარსკვლავო, აღარ ამოგიქექავთ სხვა უმარავ სიბინძურეს თქვენი ცხოვრებიდან, რადგან რაც თქვენ იმეძავეთ და იმრუშეთ ოთხჯერ გათხოვილმა და გამოთხოვილმა, ერთს კი არა, ათ ადამიანსაც თავისუფლად ეყოფოდა ჯოჯოხეთის ბილეთისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსახიობობა ისედაც ცოდვად ითვლება და ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ. - ეს სისულელე საიდანღა მოიტანეთ?- თვალები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა ჯეინს - ამას ეხლავე დაგიმტკიცებთ, ძვირფასო - გაუღიმა დიამ კინოვარსკვლავს. - მაშ ასე - ამჯერად დარბაზს მიმართა დემონთ მთავარმა - არის თუ არა მსახიობობა ცოდვა? მოდი ვნახოთ რას ამბობს ამაზე ქრისტიანობა. მე- 6 მსოფლიო კრების 51-ე კანონში ნათქვამია: „ეს წმინდა მსოფლიო კრება სრულიად კრძალავს სამასხარაო სანახაობებსა და გასართობებს, აგრეთვე მხეცურ სანახაობებსა და მათზე როკვას. ხოლო ვინც ეს კანონი შეურაცხყოს და რომელიმე ამ აკრძალულ გასართობს მიეცეს: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს. კართაგენის საეკლესიო კრების 63-3 კანონი კი ამბობს: ” ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან გათავისუფლდება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”. ხედავთ? მსახიობობა მოხსენიუბულია როგორც ბიწი, ანუ ცოდვა. ამ საკითხის შესახებ საეკლესიო კრების კიდევ არაერთი კანონი არსებობს. რაც შეეხება ამ კრებებებამდე და კრების შემდეგ მოღვაწე მამებს, ისინი კიდევ უფრო ფართოდ საუბრობენ იმის თაობაზე, თუ საერთოდ, რა არის თეატრი. ეს კინოსაც ეხება, ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ მაშინ კინო არ არსებობდა და ამიტომ ვერც იქნებოდა ნახსენები. კინოშიც მსახიობები თამაშობენ, ის არ გახლავთ გამონაკლისი. გავაგრძელოთ, ბატონებო და ქალბატონებო. მოდი ვნახოთ რას ამბობს, მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი წმინდა მამა, ნეტარი ავგუსტინე: „ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი, არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება.ასე მუშაკობენ მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი”. გესმით, ჩემო ძვირფასებო? დასაგმობ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებსაც პავლე მოციქული არ აკეთებდა, მსახიობობაც გახლავთ ნახსენები და ის გათანაბრებულია ქურდობასთან, ავაზაკობასთან, მაჭანკლობასთან და ასე შემდეგ. მოდი ეხლა ვნახოთ რას ამბობს დიდი წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას „ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს. ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. ქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..” ამას ამბობს მე-19 საუკუნის წმიდა მამა. ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია რას იტყოდა ეს ადამიანი დღევანდელი გარყვნილება და აღვირახსნილობა რომ ენახა. ამ ჩამონათვალში როგორც ხედავთ სხვა გართობებიცაა შესული, თქვენ რომ უწყინარი გგონიათ. ვგულისხმობ ცეკვას, ბანქოს თამაშს და სხვას. თვით არაქრისტიანული ლიტერატურაც კი ახსენა ამ პატივცემულმა სასულიერო პირმა. სწორედ წმიდა მამების სიტყვებით, უფლის მცნენებით და ბიბლიით გაგასამართლებთ ყველას. ეს ისე, მცირე გადახვევასავით. მაშ ასე, გავარძელოთ. ეხლა ვნახოთ რას ამბობს ასევე მე-19 საუკუნის წმინდა მამა, თეოფანე დაყუდებული: „გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და სპექტაკლის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა (სულისთვის). თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ. დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია”. აქვე, კვლავ თეოფანე დაყუდებული წერს: „თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ, რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას. ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოზნი და წმინდანნი ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო”. ხოლო წმიდა იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების მასწავლებელს, ვნებების სამჭედლოს უწოდებდა. მსურს, განმარტების სახით ასევე მოგახსენოთ, რომ, აქ საუბარი არაა ეგრეთწოდებულ „კარგ“ და „ცუდ“ როლებზე, ვაიქრისტიანი მსახიობები რომ იმართლებენ ხოლმე თავს. არა, ჩემო კარგებო. ეკლესია ზოგადად მსახიობობას კრძალავს, როგორც ცრუს და სინამდვილის იმიტირებას. ჭეშმარიტების გათამაშებას და ამის თქვენთვის დაჯერებას. თავად მეთოდია მიუღებელი. აღარაფერს ვამბობ იმ სპექტაკლებსა თუ ფილმებზე, სადაც წმინდანებს და თავად უფალსაც კი განასახიერებენ. ეს საშინელი მკრეხელობაა. თუნდაც ფიზიკური შესახედაობის თვალსაზრისით. შეიძლება უფლის სახის იმიტირება? ეკლესია თეატრს კრძალავს, როგორც მოვლენას და არა ამა თუ იმ როლებს. აბა, ქრისტიანული თეატრი ვინმეს გინახავთ? მე ვგულისხმობ ეკლესიის წიაღში არსებულ თეატრს ან კინოს. არა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ცდილობს როლებით გამართლებას, მაგრამ ასეც რომ იყოს, რამდენი აღვირახსნილი სცენებია თეატრსა და კინოში, ძალადობის, მკლელობის თუ ათასი რამ. თქვენ ხომ ეს ძალიან კარგად იცით? მეტყვის ვინმე, რა სარგებლობა მოაქვს თეატრს ან კინოს ქრისტიანული თვალსაზრისით? თუნდაც ცეკვებს, გართობა-თამაშობებს? არავითარი, სრულიად არავითარი. ერთი ადამიანი მანახეთ რომელიმე ფილმის ან სპექტაკლის ნახვის შემდეგ ქრისტეს რჯულზე მოქცეული და მაშინ შეგიძლიათ ედავოთ წმიდა მამებს. თეატრიც, კინოც და სხვა სანახაობებიც, იყო, არის და იქნება. ეს გარდაუვალია, ისევე, როგორც არიან მორწმუნე, ეკლესიური და მათგან განსხვავებული ადამიანები. ყველა თავად ირჩევს თავის გზას. ვისაც უნდა ეკლესიურად იცხოვრებს, ვისაც უნდა ცოდვების ჭაობში ჩაეფლობა. ყოველი ადამიანი თავად წყვეტს, როგორ იცხოვროს. ღმერთმა ამის სრული თავისუფლება მოგცათ. მე ამ შემთხვევაში თქვენ აგიხსენით, რომ მსახიობობა, მოცეკვავეობა, ბანქოს მოთამაშეობა, მასხარაობა და სხვა, ჩვეულებრივი ცოდვებია და ვერ გაიმართლებს თავს ვერავინ ამის ჩამდენი. აი, ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ძვირფასო ჯეინ. ასე რომ, თქვენი ყველა ცოდვები რომ წავშალოთ, მარტო ეს გეყოფათ სასჯელად. აღარ ვამბობ რამდენ შიშველ სცენებში მიგიღიათ მონაწილეობა, გარყნილებასა და ორგიებში. თქვენ არ ხართ ის, ვინც მხოლოდ მონაზვნების როლს თამაშობდა და თამაშობს. თუმცა არც ეს გიშველიდათ, როგოც უკვე მოგახსენეთ „კარგი“ და „ცუდი“ როლების შესახებ. თქვენდა სამწუხაროდ, არც ეკლესიაში დადიხართ, არც აღსარებას აბარებთ და არც ეზიარებით, თუმცა მონათლული ბრძანდებით. ასე რომ, თავისუფლად და მთელი შემართებით შეგიძლიათ დარბაზის უკანა ნაწილში მყოფ საზოგადოებას შეუერთდეთ, რაშიც ჩვენი ძვირფასი კოლეგები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ამის თქმა იყო და გაავებული ჭინკები შეშინებულ ჯეინს ყიჟინით ჩააფრინდნენ და ქორის მიერ მოტაცებული წიწილასავით გააქანეს. - ალბათ დაიღალეთ, ჩემო ძვირფასებო - მიმართა დემონთა მთავარმა დარბაზს ირონიულად - დღეს ამით დავამთავროთ და დანარჩენს ხვალ გავაგრძელებთ. ეხლა კი შეგიძლიათ თქვენს ადგილებზე დაბრუნდეთ და დაისვენოთ - დიამ შავი შლიაპა მოიხადა და დარბაზს დიდი პომპეზურობით დაუკრა თავი. მას მიბაძეს სხვა დემონებმაც. მგზავრები კი მალე ისევ თვითმფრინავში აღმოჩდნენ. *** შემდეგი დილაც ისევე გათენდა თვითმფრინავის სალონში როგორც სხვა დანარჩენი. დილას პირობითად ვამბობთ, თორემ მგზავრებმა არც დღე იცოდნენ, თუ იყო, და არც ღამე. საათი ყველას გაჩერებული ჰქონდა და ილუმინატორებში საერთოდ არაფერი ჩანდა. ვერ გაიგებდი, დღის სინთლე გახლდათ თუ ბნელოდა. ამას არც ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. გარეკავდნენ დასაკითხად, მორეკავდნენ და დააძინებდნენ. დილასაც, რა თქმა უნდა, პირობითად ეძახდნენ. ასე იყო თუ ისე, მგზავრებს საუზმე მიართვეს და შემდეგი წარმოდგენისთვის ისევ დარბაზში გადაანაცვლეს. მინდა აღვნიშნო, რომ სადილს და ვახშამს დემონები მგზავრებს ყოველ მიზეზ გარეშე მიართმევდნენ ხოლმე. თანაც საკმაოდ გემრიელ კერძებს, რაც, სინამდვილეში, მგზავრობის მენიუში ვერანაირად ვერ იქნებოდა. მაგალითად, დილაობით ხან შემწვარ და ხან მოხარშულ კვერცხს მიართმევდნენ, შებოლილ ყველთან, ძეხვთან ან სოსისებთან ერთად. შემდეგ კი ჩაის, ცხელ შოკოლადს ან სხვადსხვა სახეობის ყავას, არჩევანის მიხედვით, იქნებოდა ეს ესპრესო, ლატე, კაპუჩინო, ამერიკანო თუ სხვა. თან დესერტსაც მიაყოლებდნენ, რაც, უფრო ხშირად, გემრიელი ნამცხვარი ან შოკოლადი გახლდათ. შუადღეზე სტეიკს ან შემწვარ წიწილს მიართმევდნენ, შემწვარ კარტოფილთან და სხვადასხვა სალათებთან ერთად, რასაც ქილა ლუდი ან უალკოჰოლო სასმელი მოჰყვებოდა. ვისაც ხორცი არ უნდოდა, შეეძლო შემწვარი თევზი დაეგემოვნებინა. მაგალითად კალმახი ან სკუმბრია. ხანდახან ორაგულსაც კი გაურევდნენ ხოლმე, მოხარშულს ან შემწვარს და ესეც შემწვარ კარტოფილთან ან კარტოფილისვე პიურესთან ერთად. სხვადასხვა საწებელზე არაფერს ვამბობ, ეს თავისთავად. ვახშამზე უმეტეს შემთხვევაში ძეხვის და ყველის სენდვიჩები, ჰოდ დოგი, ჰამბურგერი ან ჩისგურგერი გახლდათ, ისევ ცხელ ჩაისთან ან ყავასთან ერთად. სპეციალური მენიუ ვეგეტარიანელებისთვისაც გახლდათ გამზადებული. ლაინერში ასეთებიც საკმაოდ აღმოჩდნენ, ვეგანებიც კი. თვითმფრინავის მენიუს კვალობაზე საკვები, მართლაც, უცნაური გახლდათ. რა თქმა უნდა, მგზავრებს თავიდან გაუკვირდათ ასეთი კვება, მაგრამ შემდეგ იმდენი მოულოდნელი და ამოუცნობი რამ გადახდათ თავს, ამაზე ვინღა ფიქრობდა?! ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყვნენ და ბოლომდე არც სჯეროდათ, რაც ხდებოდა. ზოგს მადა საერთოდ არ ჰქონდა და არც ჭამა უნდოდა და არც სმა, რაც გინდათ შეგეთავაზებინათ. სხვათა შორის, იყო დემონებისგან შეთავაზება, თუ ვინმეს რამე განსაკუთრებული კერძი უნდოდა, შეეძლო მოეთხოვა და მიართმევდნენ, თუმცა არავის არაფერი მოუთხოვია, გარდა ბავშვებისა, რომელთაც ნაყინი მოუნდათ და უყოყმანოდ, მაშინვე მიართვეს. რადგან სურვილების ასრულებაზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა მოგახსენოთ, რომ მგზავრებს სურვილის მიხედვით მიეწოდებოდათ თამბაქოს ნებისმიერი ფირმის სიგარეტი თუ სხვა ნაწარმი, მაგალითად სიგარა ან ჩიბუხი. ეს დღის ნებისმიერ დროს ხდებოდა და არა მარტო საკვების მიღების შემდეგ. ასევე მიეწოდებოდათ ალკოჰოლური სასმელები და სხვათაშორის, არც თამბქოს და არც ალკოჰოლის მსურველები ცოტანი არ გალხდნენ. ასე იყო თუ ისე, დიამ ახალი დღე გამოაცხადა და სცენაზე ცნობილი მწერალი, ბატონი უილიამ სპარქსი მიიწვია. სპარქსი ნელი, მშვიდი ნაბიჯით გაემართა სცენისკენ. - ეს მარაზმი რომ დამთავრდება, ერთ კარგ ნაწარმოებს დავწერ ამაზე - ხელები მოიფშვნიტა სპარქსმა. - ოო, ეჭვიც არ მეპარება, ჩემო ბატონო, თქვენ ამას არაჩვეულებრივად მოახერხებთ - მიუგო დიამ და სავარძლისკენ მიუთითა. - იმედია ინექციის გარეშე მოგვახსენებთ სრულ სიმართლეს, ბატონო სპარქს - გაუღიმა დემონთა მთავარმა მწერალს. - მკითხეთ, რა გნებავთ - სავარძელში მოხერხებულად მოთავსდა სპარქსი, ფეხი ფეხზე შემოიდო და ჩიბუხი გააბოლა. - სახელგანთქმული უილიამ სპარქსი ვინ არ იცის, მაგრამ იქნებ მოკლედ მაინც მოგვახსენოთ თქვენს შესახებ, ბატონო სპარქს? - დავიბადე და გავიზარდე სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის პატარა ქალაქ გლასტონბერიში. იქვე დავამთავრე სკოლა და და შემდეგ ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტი. წერა სკოლაშივე დავიწყე. ვწერდი პატარა დეტექტიურ და სათავგადასავლო მოთხრობებს და ვაქვეყნებდი სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში. პირველი სერიოზული წიგნი „შავი მზე“ ჯერ კიდევ უნივერსტეტში სწავლის პერიოდში დავწერე. გამოცემული მაქვს 12 რომანი და სამი მოთხრობების კრებული. ასევე 1 ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწარმოები შექსპირის შესახებ. როგორც იცით, ჩემმა რომანმა „ორი ქრისტე“ ნობელის პრემია დაიმსახურა. აღარაფერს ვამბობ სხვა ჯილდოებზე, თუ გაინტერესებთ ჩამოგითვლით. მყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. 15 წლის წინ საცხოვრებლად გადმოვედით ამერიკაში და ვცხოვრობთ ნიუ-იორკში, მანჰეტენის რაიონში. მოკლედ თუ გნებავთ, ეს არის და თუ სხვა რამე გაინტერესებთ, მკითხეთ და გიპასუხებთ. - ძალიან კარგი, ბატონო სპარქს. საკმაოდ კარგად და ლაკონურად ჩამოაყალიბეთ, რაც გთხოვეთ. მეტი არცაა საჭირო. რაც შეეხება დანარჩენს, იმედია, ამას კითხვების სახით გვიპასუხებთ. ბატონო სპარქს, მოდი ჯერ ცოტა თქვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ და მერე თქვენს შემოქმედებასაც შევეხებით. მორწმუნე ბრძანდებით? - დიახ, ანგლიკანური ეკლესიის წევრი გახლავართ. თუმცა აქ შესაბამისი ტაძრები ცოტაა და მეც მოუცლელობის გამო ვერ დავდივარ. ჩემი ცოლ-შვილი ესწრება კათოლიკურ წირვებს. - თქვენ ცოლ-შვილზე არ მიკითხავს, ბატონო სპარქს, თქვენზე გეკითხებით და მხოლოდ თქვენს შესახებ გვიპასუხეთ ხოლმე, თუ შეიძლება. თქვენ ცოლ-შვილს ვერანაირად ვერც ამოეფარებით და ვერც რამეში გამოიყენებთ. თქვენს ნამოღვაწარზე თავად უნდა აგოთ პასუხი. ხომ მეთანხმებით? - გიპასუხეთ უკვე - ცივად მიუგო სპარქსმა. - ბატონო სპარქს, პირველი სექსუალური გამოცდილება როდის გქონდათ? მწერალი ჩაფიქრდა. - 15 თუ 16 წლის ასაკში, ზუსტად არ მახსოვს. - და ის გოგონა, ვისთანაც პირველი სექსი გქონდათ, თქვენი მეუღლეა? - არა, რა თქმა უნდა - გაეცინა მწერალს. - მეუღლემდე რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდათ, ბატონო სპარქს? - აბა რა ვიცი, თვლას ხომ არ დავიწყებდი?! საკმაოდ ბევრი. - ბევრი რამდენი - 10, 20, 50, რამდენი? - შესაძლოა 30-მდე ან მეტი, არ ვიცი. მე ჩეულებრივი ადამიანი ვარ და არ განვსხვავდები სხვებისგან. მაქვს ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. რა არის ამაში გასაკვირი? - გასაკვირი ნამდვილად არაფერია, ბატონო ჩემო. დანარჩენზე შემდეგ მოგახსენებთ. ეხლა ეს მითხარით, მეუღლისთვის თუ გიღალატიათ? - გააჩნია, რას ეძახით ღალატს. ჩემი მეუღლე იყო და არის ჩემთვის ერთადერთი ძვირფასი ქალი ჩემს ცხოვრებაში. დედას არ ვთვლი, რა თქმა უნდა, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას ვგულისხმობ. - ბატონო სპარქს, ერთადერთიო რომ ამბობთ, იქნებ გვითხრათ, ის თქვენი მერამდენე ცოლია? - მეოთხე ცოლია, მერე რა. მე ამჟამად ვიგულისხმე და საერთოდ, ყველა ცოლი, ვინც მყავდა, არ ყოფილა ჩემს ეხლანდელ მეუღლეზე ძვირფასი ჩემთვის. მათთან შვილებიც კი არ მყოლია, სამივეს მალე გავშორდი. - ხომ ვერ მეტყვით რატომ შორდებოდით წინა ცოლებს? - იმიტომ, რომ ვხვდებოდი, არ იყვნენ ჩემი, ასე ვთქვათ, ნახევრები. მათზე დაქორწინება შეცდომები გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ჩავთვალე. - ეგ ყველაფერი გასაგებია, ბატონო სპარქს, მაგრამ მოდი მე წაგეხმარებით. იმიტომ ხომ არ შორდებოდით, რომ სხვა ქალი გიყვარდებოდათ ხოლმე და მერე ის ხდებოდა თქვენი შემდეგი ცოლი? - ჰმმმ, ჰო, ალბათ ასეც იყო. რა არის აქ მერე გასაოცარი?! ადამიანს ხან ერთი უყვარს და ხან მეორე, სანამ თავის მეორე ნახევარს არ იპოვის. ასეა ეს ცხოვრება და ეს ჩემგან გიკვირთ? - არაფერი არ გვიკვირს, ბატონო სპარქს, ჯერჯერობით მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მეუღლე ბოლოა, ვინც ცოლად გყავთ? მწერალი ცოტა შეყოყმანდა - ნუ, ეხლა, ასე დარწმუნებით, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, მაგრამ ასე ვფიქრობ ამჟამად. - ანუ, რომ ამბობთ ჩემი ერთადერთი ძვირფასი ქალიაო, შეიძლება მომავალში ტყუილი გამოდგეს ხომ? - ეხლა, ასე თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი შესაძლებელია, ვერ უარვყოფ. - კარგი, რადგან ღალატის ახსნა გჭირდებათ, ასე გკითხავთ: ქორწინების პერიოდში(და აქ ყველა ცოლი მყავს მხედველობაში) სხვა ქალებთან თუ გქონიათ სექსუალური ურთიერთობა? - დიახ, მქონია. მაგრამ მე ამას ღალატად არ ვთვლი. მარტო სხეული ხომ არაა მთავარი? - რომელიმე ცოლის ერთგული თუ ყოფილხართ ამ საკითხში, ერთის მაინც? - ქალები მე ყოველთვის მყავდა, მაგრამ ეს ოჯახურ მდგომარეობასთან არაფერ შუაშია. კაცი ვარ და მიყვარს ლამაზი ქალი, რა არის აქ მოღალატური? - თქვენს ცოლებს რომ გაეკეთებინათ იგივე, რას იზამდით, აპატიებდით? - არავითარ შემთხვევაში. ეს ხომ ბოზობა იქნებოდა. ვის უნდა ბოზი ცოლი ყავდეს სახლში? -ააა, ეს ბოზობაა, მისტერ სპარქს? მაშ, თქვენ ბოზი არ ხართ? ეგ სხვა რამეა? სპარქსი სულ დაიბნა. ცივმა ოფლმა დაასხა. ერთიანად გაწითლდა. - რაც გინდათ ის დაარქვით, არ მაინტერესებს. - რატომღაც მამაკაცებს ასე გგონიათ, რომ თქვენ გაქვთ უფლება თქვენი სხეული სხვა ქალებს დაუთმოთ და ეს არაფერია, მაგრამ ამას თუ ქალი გააკეთებს, ეს დაუშვებელია. ასეა ხომ, ხომ ასე ფიქრობთ? - მარტო მე არ ვარ ასე, ალბათ ყველა მამაკაცი ასე ფიქრობს. მაჩვენეთ ერთი კაცი მაინც, ვისაც ცოლის მეტი ქალი არ უნახავს. რა სისულელეა. - კარგია, ასე რომ ფიქრობთ, ეს ხომ ჩვენი შექმნილი იდეოლოგიაა და ისე კარგად ჩავნერგეთ, არაჩვეულებრივად მუშაობს. მრუშობა კი ყველა შემთხვევაში მრუშობაა, ჩემო ძვირფასო უილიამ, ეს კაცი იქნება, ქალი თუ ჰემოფროდიტი. - იცით რა მაინტერესებს? - მოუტრიალდა სპარქსი დემონთა მთავარს. რაც ამ დარბაზში ვზივარ, უმეტესობას მრუშობით ამხელთ და ამით გინდათ ჯოჯოხეთში გაუშვათ. ეტყობა, თავად ხართ ასეთები და ეს თემა ძალიან გიყვართ. - დიახ, მართალი ბრძანდებით, ეს თემა ძალიან გვიყვარს. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვართ ასეთები, არამედ იმიტომ, რომ ეს ცოდვა იმდენადაა თქვენში, ადამიანებში, გამჯდარი, იმდენად კარგად ჩავნერგეთ, რომ არაჩვეულებრივად მუშაობს. ცოდვებს იმდენს ჩამოგითვლით, ბატონო სპარქს, თავი აგეხდებათ სირცხვილისაგან, მაგრამ აქ ეხლა ამისი დრო არ არის. მხოლოდ მომაკვდინებელ ცოდვებს გახსენებთ ყველას, თორემ აქედან თუ მშვიდობით გააღწევთ, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, საზვერეებში რა დღეში ჩაგადგებთ, თუ, რა თქმა უნდა, მოაღწევთ იქამდე და თქვენი ღმერთი პირდაპირ ჯოჯოხეთში არ გიკრავთ თავს. იქ კი ყოველ ჩადენილს, ყოველ გაფიქრებას და ყოველ სიტყვას გაგახსენებთ. თავად გაოცდებით, რამდენი ცოდვა გქონიათ ჩადენილი. ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, დაბადების დღეს იწყევლიდეთ. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რას გიზამთ. პირველ საზვერესაც კი ვერ გაივლით, იმდენი ზედმეტი და უწმაწური სიტყვა გექნებათ ნათქვამი. აბა ნახეთ მეორე საზვერე, რამდენი სიცრუე გითქვამთ ცხოვრებაში, მესამე - განკითხვა და ცილისწამება. ეს საზვერე განსაკუთრებით გვიყვარს. თქვენ ხომ წარა-მარა განიკითხავთ ერთმანეთს. ეს ცოდვა მრუშობასთან ერთად ისე გაქვთ უმეტესობას გამჯდარი, რომ ამ საზვერეზე შავ დღეს დაგაყრით ყველას. მეოთხე- ნაყროვანება, ესეც ხომ უძვირფასესი საზვერეა, როგორ გიყვართ გემრიელად სმა და ჭამა. მეტს აღარ გავაგრძელებ, ამ ოთხ საზვერეში გაგანადგურებთ ყველას და ამოგიყრით ყველაფერს. აი, იქ ნახავთ ჩვენს ნამდვილ ძალას. ეხლა კი რა, ეს, როგორც იტყვიან ხოლმე, მხოლოდ კვირტებია და ბედნიერები უნდა იყოთ, რომ ასე იოლად და მსუბუქად გიშვებთ დარბაზის ბოლოსკენ. თან იქნებ გადარჩეთ კიდეც. რაც შეეხება მრუშობას, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა თქვენივე ღმერთმა დაგიწესათ და მათ შორისაა ესეც: ამპარტავნებასთან, მრისხანებასთან, ანგარებასთან, შურთან, უდებებასა და ნაყროვანებასთან ერთად. ეხლა რომ მოგდგეთ და ყველა ეს ცოდვა გაგახსენოთ, ხომ ხართ ღირსი? თუ რომელიმე არ გახასიათებთ? აბა მითხარით. სულ რომ ანგელოზებივით იცხოვროთ ყველამ, მარტო ამპარტავნება გეყოფათ სულების წარსაწყმედად, იმდენად გაქვთ ადამიანებს სულში გამჯდარი. ამაზე, ცოტა დაწვრილებით, მოგვიანებით გესაუბრებით. თქვენ კიდევ მრუშობაზე რატომ მელაპარაკებიო, ის გიკვირთ. მე თქვენი სახით დავანახე ყველას, როგორი მახინჯი დამოკიდებულება გაქვთ მამაკაცებს ამ ცოდვის მიმართ. არადა ზუსტად იგივე კატეგორიაში გადიხართ, რაც ქალები. ბოზს ეძახით? თქვენც ბოზი ხართ. მეძავი და მრუშია? იგივე ხართ თქვენც, მამაკაცები. უფრო მეტიც - ასჯერ მეტად ბოზები და მრუშები ხარ, ვიდრე ქალები. თქვენ ესეც კი არ იცით და კარგია, რომ არ იცით. იმდენ ცოდვას აგკიდებთ, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭის დანახვა მოგენატრებათ, ისე ღრმად ჩაგძირავთ ცეცხლის გეენაში; იმდენ სიბინძურეს ამოგიქექავთ, ჯოჯოხეთშიც კი მიყრუებული კუნჭულის ძებნას დაიწყებთ, სად დაიმალოთ სირცხვილისაგან. სულ რომ უბიწოდ შეგენახათ თავი, ისევ თქვენივე ღმერთის სიტყვებით გამტყუნდებით და მაინც მრუშად იქცევით. იცით რატომ? აბა მოუსმინეთ რას ამბობს იესო ქრისტე: ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. მათე 19:9 გნებავთ მარკოზის სახარება ავიღოთ: „ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი.“ „და უთხრა მათ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მის მიმართ მრუშობს. ხოლო თუ ცოლი გაეყრება თავის ქმარს და სხვას გაჰყვება, მრუშობს.“ მარკოზი 10:9, 11,12. ხედავთ, როგორ დაგიდგინათ თქვენმა ღმერთმა, სპარქს? სულ რომ უმწიკვლო ყოფილიყავით, მარტო ცოლების გამოცვლით უამრავჯერ იმრუშეთ. თქვენ ღმერთს დააბრალეთ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. როგორც გითხარით, მისი კანონებით გასამართლებთ. კარგი, დავანებოთ თავი თქვენს სიძვა-მრუშობას და ეხლა თქვენს ნაწარმოებებზე გადავიდეთ. თქვენი ცხოვრების ქექვა რომ დავიწყო: მემთვრალეობა, მუცელღორობა, განკითხვა და ასე შემდეგ, ვერასოდეს ვერ დავამთავრებ, იმდენი გაქვთ. ამიტომ აქ გავჩერდები. ეხლა კი მოდი, თქვენს ლიტერატურაზე ვისაუბროთ. მაშ ასე, თუ შეიძლება, გვითხარით, რაზე წერთ, რაზეა თქვენი ნაწარმოებები? - რაზეა და ცხოვრებაზე, თავგადასავლებზე, მაქვს დეტექტივებიც. მოკლედ, ჩვენი ყოფაცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. რა გაინტერესებთ? - მე უფრო კონკრეტულად გკითხავთ: გაქვთ თუ არა თქვენს ნაწარმოებებში მკვლელობები და სხვა ძალადობის სცენები? - დიახ, მაქვს, რა თქმა უნდა. - ეროტიკული, სექსუალური სცენები? - ეგენიც მაქვს. მაგის გარეშე ზოგადად ეხლა არცერთი ნაწარმოები არ იწერება. - გაქვთ თუ არა თვითმკვლელობის ეპიზოდები? - დიახ, მაქვს. - ხოდა, ჩემო კარგო, ეს ყველაფერი რაც ეხლა ჩამოგითვალეთ და ასე უყაყმანოდ დამეთანხმეთ, საშინელი ცოდვებია, რომელთაც თქვენ ასე უხვად ავრცლებთ და ახალისებთ, ანუ მათ პროპაგანდას ეწევით. - ეს ტყუილია, მე არაფერსაც არ ვახალისებ. მე მხოლოდ ცხოვრებისეულ ეპოზოდებს აღვწერ. - როდესაც თქვენს წიგნებში მკითხველი ეროტიკულ, მე ვიტყოდი, პორნოგრაფიულ ეპიზოდებს კითხულობს, რას ფიქრობს? - მე რა ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მე რა შუაში ვარ, ვის რა ფანტაზია აქვს? - ფანტაზია არაფერ შუაშია, ბატონო სპარქს, რაც დაწერეთ, იმას კითხულობენ. მერე კი თავად წარმოიდგენენ ამ ეპიზოდში თავს. ვნება ეშლებათ და სურვილი უჩნდებათ. ეს კი უკვე მრუშობაა, სიძვაა, რომელიც მომაკვდილებელი ცოდვა გახლავთ და თქვენ ამბობთ მე რა შუაში ვარო? რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს, როცა სიყვარულის საფარქვეშ მრუშობის სცენებს ისე ლამაზად აღწერთ ხოლმე წიგნებსა თუ ფილმებში, რომ მკითხველსაც იგივე სურვილი უჩნდება და ცხოვრებაში ხშირად ახორციელებს კიდეც. სწორედ ასეთი პროპაგანდის დამსახურებაა, ქორწინებამდე სექსი ჩვეულებრივ მოვლენად რომ იქცა. ქალწულობა და უმანკოება კი დასაცინი გახდა. სწორედ ეს გვინოდა ჩვენც და მივაღწიეთ კიდეც ამას თქვენნაირი „უნებლიე“ მარიონეტების წყალობით. თქვენ გგონიათ, რასაც წერთ, თქვენი აზრებია? - ხმამაღლა გადაიხარხარა დემონთა მთავარმა. როდესც ძალადობის სცენებს აღწერთ, თქვენ ალბათ ესეც უვნებელი ეპიზოდები გგონიათ, მაგრამ მრავალი ადამიანი შემდეგ ასეთ ძალადობას თავად ჩადის. იგივე შემიძლია ვთქვა თვითმკვლელობაზეც და სხვა მანკიერ სცენებზე, რასაც აღწერთ თქვენს წიგნებში. ისიც კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენ ფილმს იღებენ თქვენი წიგნების მიხედვით და როგორი ზეგავლენა აქვს ადამიანზე კინოს, მითუმეტეს ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ინდივიდის ფსიქიკაზე. თქვენ კიდევ მეტყვით, რა შუაში ვარო? როგორ ფიქრობთ, თქვენი წიგნების წაკითხვის ან მათ საფუძველზე შექმნილი ფილმების ნახვის შემდეგ, ვინმე უკეთესი გახდა? ან ღმერთისკენ მოექცა, ან სინანულში ჩავარდა, ან ქველმოქმედების სურვილი გაუჩნდა? არა და არა, რა თქმა უნდა არა. თქვენ მათ იგივე სურვილები გაუჩინეთ, რაც თქვენი ფანტაზიის წყალობით წიგნებში წაიკითხეს ან ფილმებში ნახეს. ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც. საქმით თუ არა, ფიქრით მაინც შესცოდეს და ამაში თქვენი უდიდესი წვლილია. თქვენთვის სამწუხარო და ჩვენთვის დიდად სასიხარულოა, ამას რომ ვერ ხვდებით. ასე რომ, ჩემო კარგო „დიდო მწერალო“, ცოდვებს ვერასოეს ჩამოირეცხავთ. თუ რამე მოინანიეთ და არ ვიცით, ესეც მითხარით. - რა სისულულეებს ჩმახავთ? - გაცხარდა მწერალი - თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, ადამიანმა წიგნებიც აღარ უნდა წაიკითხოს, ფილმებსაც არ უყუროს. - თუ სულის ცხონება გინდათ, მაშინ წესებიც უნდა დაიცვათ. ჩვენ არ დაგვიდგენია ისინი, თქვენივე ღმერთმა დაგიდგინათ, ჩვენ კი მხოლოდ ვიყენებთ ამას. მე ზემოთ უკვე ვახსენე ერთ-ერთი წმიდა მამის გამონათქვამი წარმართულ ლიტერატურაზე. თუ კარგად ვერ გაიგეთ, შემიძლია გაგიმეოროთ, არ მეზარება. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: „ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას „ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს. ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. ქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..” რომელია წარმართული ლიტერატურა? - ის, რომელიც არ გახლავთ ქრისტიანული. ან იქნებ თქვენ ქრისტიანულ ლიტერატურას წერთ, ჩემო ბატონო, და მე მეშლება რამე? იქნებ თქვენი ნაწარმოებებით ზნეობისა და სულის ცხონებისკენ მოუწოდებთ და მე ვერ ვიგებ კარგად? არა, ჩემო კარგო, თქვენი ლიტერატურა სწორედაც რომ სულის წარწყმედას და გათახსირებას ემსახურება. თქვენ და თქვენისთანები, ფაქტობრივად, ადამიანებს გარყვნილებისაკენ, ძალადობისაკენ, თვითმკვლელობისა და ათასი მძიმე ცოდვისაკენ მოუწოდებთ. მართალია, ამ საქმეში მარტო არ ხართ და თითქმის ყველა მწერალი მხარს გიბამთ, მაგრამ ეს თქვენთვის არავითრი შეღავათი და შვება არ გახლავთ, დამერწმუნეთ. ან კიდევ, დღევანდელ დროში სადღა ნახავთ ქრისტიანულ ლიტერატურას, ნეტა ვის აინტერესებს?! - ისევ ხმამაღლა გადაიხარხარა დემონთა მთავარმა - თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამაში ჩვენი წვლილი უფროა, ვიდრე თქვენი გენიის დამსახურება. - ყველა მონასტერში ვერ გამოიკეტება. ღმერთს ჩვეულებრივი ადამიანებიც უყვარს. ასე ვიცი და ასე მასწავლეს. ეგ თქვენი დემონური ხრიკები თქვენთვის შეინახეთ. რამდენადაც ვიცი, თქვენ არ წყვეტთ, სიკვდილის შემდეგ ვინ სად წავა. საერთოდ, რაც აქ ხდება, ერთი დიდი ნონსენსია და იმედია, მალე გაირკვევა ყველაფერი. - თქვენ რომ ჭრით და კერავთ, ისე არაა ყველაფერი - შემოსძახა დარბაზიდან გიორგი ბურდულმა - სამსჯავრო რომ მოგვიწყეთ აქ, მაშინ ანგელოზებიც უნდა იყვენ ჩვენს დასაცავად. რატომ წყვეტთ ჩვენს ბედს მარტო თქვენ? ჩვენც ვიცით რაღაც, სულ ბნელები არ ვართ. უფლის სამსჯავროზე ანგელოზებიც უნდა იყონ, თორემ თქვენ ათას რამეს დააბრალებთ ადამიანს. თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, ალბათ კალათბურთის თამაშს და საერთოდ სპორტსაც ცოდვებად ჩაგვითვლით. ღმერთი კი, დარწმუნებული ვარ, ასე არ ფიქრობს. - ბატონო ბურდულო, მაგ კითხვაზე მაშინ გაგცემთ პასუხს, როცა აქ გამობრძანდებით. დამერწმუნეთ, ნაკლები იმედგაცრუება არ გელოდებათ, თუმცა კი დიდი მორწმუნე გგონიათ თავი. მალე გამოჩნდება თქვენი საქმეებიც, დამშვიდდით. შემდეგ ისევ მწერალს მიუბრუნდა - რაც შეეხება თქვენ ნაწარმოებს „ორი ქრისტე“, რაშიც ნობელის პრემიაც კი აიღეთ, გახლავთ საშინელი დაცინვა თქვენივე ღმერთისა. გაოცებულიც კი ვარ, როგორ მოიფიქრეთ ასეთი მკრეხელობა. ასეთ ტრიუკებს ჩვენც კი ძლივს ვიგონებთ ხოლმე. მარტო ეს გეყოფათ, რომ სულიწმიდის გმობის გამო ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა უფსკრულებში მოგათავსოთ. სულ რომ ღმერთი გედიდებინათ, მარტო სათაური გეყოფოდათ ბრალდებისათვის. რამეთუ არავითარი ორი ქრისტე არ არსებობს და ამას პირდაპირი მნიშვნელობით ამბობთ თუ გადატანითი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს უკვე მკრეხელობაა. ხოლო რასაც მასში აღწერთ, ეს ისეთი ცოდვების ბუკეტია, რომ ჩვენს მეფეს, სატანასაც კი გაუჭირდებოდა უკეთ მოფიქრება. ჩვენ მცირეს გინერგავთ და თქვენ მას აზვირთებთ და უზარმზარ ტალღად აქცევთ ხოლმე. ყოჩაღ, გაქებთ ამისთვის, თუმცა, ვშიშობ, ეს თქვენთვის ვერაფერი შეღავათია. „ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც“ - ამბობს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მერვე თავის მეექვსე მუხლში. გესმით? ერთი იესო ქრისტეო და არა ორი, სამი ან რამდენიმეო. ბიბლიით და ღმერთის მცნებებით დაგცემთ, სხვა არაფერი გვჭირდება. მაშ ასე, ბატონო სპარქსს, თუ რამე კეთილი საქმე გაქვთ გაკეთებული და შეგიძიათ გააბათილოთ ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებები, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ. თუ არა და თქვენი ადგილიც გამზადებულია, ჯერჯერობოთ მხოლოდ დარბაზის უკანა ნაწილში - დაამთავრა თავისი სიტყვა დემონთა მთავარმა. ჭინკებმა სპარქსი აიტაცეს დარბაზის ბოლოსკენ გააქანეს. თქვენ ძალიან ბევრი რამე არ გესმით - მიმართა მთავარმა დემონმა დარბაზს - და კარგია, რომ არ გესმით. თქვენ კარგად ცხოვრებაც გინდათ და შემდეგ სამოთხეში მოხვედრაც. ასე არ ხდება, ჩემო კარგებო. თუ უფალთან მოხვედრა გნებავთ, ჯვარიც უნდა ატაროთ მაშინ. „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი“ მათე 10:38. ამას თქვენი ღმერთი და მაცხოვარი მოგიწოდებთ, ჩვენი მოგონილი არ გახლავთ. ამიტომ, ნეტარებით ცხოვრებაც და მერე სასუფეველში მოხვედრაც, არანაირად არ გამოგივათ და ეს რომ არ იცით და საკუთარი ეგო ყველაზე მეტად გიყვართ, ამით ვსარგებლობთ სწორედ ჩვენც. დანარჩენს მოგვიანებით აგიხსნით. ეხლა კი სცენაზე ვიწვევთ ჩვენს პატივცემულ მისტერ სმითს: სცენაზე დარენის ასვლის ჯერი დადგა. ინექციის შემდეგ მისი დაკითხვა ლუსმა ითავა: - ბატონო სმით, რას გვეტყვით თქვენს შესახებ? - დავიბადე და გავიზარდე ნიუ-იორკში, ბრონქსის რაიონში. იქვე დავამთავრე სკოლა. ბავშვობიდან ვთამაშობ კალათბურთს. მეუღლე არ მყავს. მყავს მშობლები, ორი ძმა და სამი და. ამჟამად ვთამაშობ ნიუ-იორკის „Red Stars“-ში. მაქვს წარმატებული კარიერა. თუ რამე განსაკუთრებული გაინტერესებთ, მკითხეთ. - ძვირფასო დარენ. როგორც ვიცით, თქვენ კათოლიკურ ტაძარში მოინათლეთ და მრავალი წელი კათოლიკე ბრძანდებოდით, ხომ ასეა? - დიხ ასეა. მაგრამ ეხლა მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავართ. - მაგრამ თქვენ მეორედ მოინათლეთ, ესეც ხომ სწორია? - დიახ. - ბატონო სმით, როგორც ვიცი, ლოცვებს ხანდახან მაინც კითხულობთ ხოლმე, მათ შორის მრწამსსაც, ხომ ასეა? - დიახ ასეა. მრწამსს ყოველდღე ვკითხულობ დილის ლოცვებში, თუ ძალიან არ ვჩქარობ და მხოლოდ მოკლე ლოცვებით არ შემოვიფარგლები. - როგორ ფიქრობთ, მისი დარღვევა შეიძლება თუ არა? - რამდენადაც ვიცი, არა. - მაშინ მე მოგიყვანთ ციტატას მრწამსიდან, რომელიც თქვენ დაარღვიეთ: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებლად ცოდვათა“. ეხლა ვნახოთ, რას ამბობს მოციქულთა 47-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი.“ ეხლა ეს მითხარით, როდესაც კათოლიკურად მოინათლეთ, მოგნათლეს თუ არა მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით? - დიახ, ასეა ინათლებიან კათოლიკეებიც. - მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ეს ჭეშმარიტი ნათლობაა? - არ ვიცი, ალბათ ჭეშმარიტია, მაგრამ თავად კათოლიციზმი არ მიმაჩნია ჭეშმარიტად. - მე თქვენ ნათლობაზე გეკითხებით. ჭეშმარიტია თუ არა? - არ ვიცი, არ ვიცი. თუ სწორად არის ჩატარბული, ალბათ ჭეშმარიტია. - მაშინ მე გეტყვით. დიახაც, კათოლიკური ნათლობა ჭეშმარიტია და მონათლულის მეორედ გადანათლვა ძალიან დიდი ცოდვაა როგორც მღვდლისათვის, ასევე მონათლულისათვის. კათოლიციზმი, ამ შემთხვევაში, არაფერ შუაშია. თუ ოქროს რაიმე ნაკეთობა დურგალმა გამოჭედა და არა ოქრომჭედელმა, ეს სულაც არ აკნინებს ოქროს ღირსებას. მეთანხმებით თუ არა? - დიახ, რა თქმა უნდა - ბატონო სმით, მღვდელმა, რომელმაც თქვენ მოგნათლათ, დიდი ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ ეს არ გიხსნით თქვენ იგივე ცოდვას. თქვენ ხომ იცოდით, რომ მონათლული იყავით? - მე მღვდელს ყველაფერი მოვახსსენე და მან როგორც ჩათვალა საჭიროდ, ისე მოიქცა. აქ ჩემი ბრალი რა არის? - თქვენი ბრალი ის არის, ჩემო კარგო, რომ მრწამსის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დებულება დაარღვიეთ, რაც დიდი ცოდვაა. „არცოდნა არცოდვაა“ ჩვენი მოგონილია და ამით თავს ვერ გაიმართლებთ. ისიც ვიცი, რომ ეს ცოდვა არ მოგინანიებიათ. ეხლა ასეთ კითხავს დაგისვამთ. რომელიმე ერზე თუ შეიძლება ან კარგი ითქვას ან ცუდი? - არ ვიცი, რატომ არ შეიძლება? რამდენი კარგი ერია დედამიწაზე... - ცუდის თქმა თუ შეიძლება? - არ ვიცი, ალბათ ესეც შეიძლება. - განა ეს განკითხვა არ იქნება? თქვენ გაქვთ უფლება რომელიმე ერი განიკითხოთ? - მე განვიკითხე ვინმე? - გაიოცა დარენმა. - სულ ცოტა ხნის წინ ნათქვამ თქვენსავე სიტყვებს გაგახსენებთ, როდესაც თქვენს მეგობარს, გიორგის გადაულაპარაკეთ სწორედ ამ დარბაზში: „ყველა ათეისტი არ იქნება, ჯორჯ, ზოგი მუსულმანია, ზოგი ბუდისტი, ებრაელებიც იქნებიან ალბათ. მაგათმა გააკრეს ქრისტე ჯვარზე და რომელი ქრისტიანები ეგენი არიან? მართლა იუდაელები, იუდას მიმდევრები“ განა ეს თქვენი სიტყვები არაა? - დიახ ჩემი სიტყვებია, თავი დახარა დარენმა. - ეს უკვე მეორე დიდი ცოდვა ჩემო კარგო. განკითხვა საერთოდ დიდი ცოდვაა, იცით ალბათ, მაგრამ როდესაც მთელ ერს განიკითხავ და იუდას მიმდევრებს უწოდებ, ამას, არც კი ვიცი, რა დავარქვა. განა არ იცით, რომ ებრაელებშიც არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები? იერუსალიმს რომ თავისი პატრიარქი ჰყავს, რა, არ იცით? - დიახ, ვიცი. - თქვენი მეგობარიც რომ დაგეთანხმათ და თავადაც თავი გაყო ამ ცოდვაში, ნეტა თუ იცის? ვკითხავთ, აქ რომ გამოვა, მაგრამ ამ ცოდვაში, ის, ხომ თქვენ ხომ ჩააგდეთ? „ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდურიო“ - ბრძანებს უფალი. ეს თქვენ ცოდვათა მცირე მათგანი, რაც უცებ შემიძლია გითხრათ, ბატონო სმით. ეხლა ეს მითხარით, სიძვა-მრუშობის ცოდვის შესახებ ხომ კარგად მოგეხსენებათ? - დიახ, რა თქმა უნდა. - თქვენ თუ გაქვთ ეს ცოდვა? - დარენი გაწითლდა, ფორიაქი დაიწყო. - ნუ ღელავთ, დარენ, მე მოგეხმარებით. მე არ ჩამოგითვლით იმ გოგონათა სახელებს, რომლებიც თქვენი გულშემატკივრები იყვნენ და რაც თქვენ კარგად გამოიყენეთ მათ ლოგინში ჩასაწვენად. მე მარტო სულ ბოლოს გაგახსენებთ. ამ სცენაზე თქვენ ნახეთ ლამაზი გოგონა, რომელიც მოკლე კაბაში საკმაოდ სექსუალურად, გნებავთ ვნებიანად გამოიყურებოდა. უფრო სწორედ, სამი მეგობარი, მაგრამ თქვენ უფრო იმ ერთზე გაამახვილეთ ყურადღება, რომელიც სცენაზე გვყავდა. მისი სახელია ჯემა უოლტერსი. მან თქვენ ისეთი ვნება აღგიძრათ, რომ თქვენ მასთან გულში იმრუშეთ. ასეა თუ არა? დარენმა ისევ დახარა თავი დაბლა.ა - დიახ, ასეა. - არ მიკვირს, არ მიკვირს. ფერადკანიანებს ხშირად გაგირბით თვალი თეთრი ქალებისაკენ. ხოდა, აბა რა გასაკვირია, თუ ჯემასთან სექსუალური კონტაქტის დამყარების სურვილი აღგეძრათ, მითუმეტეს თუ ის ასეთი მოხდენილია და თანაც ვულგარულად აცვია. გვერდით მეგობარი გოგონა გიზით, თქვენ კი ჯემაზე აღგეძრათ სურვილი, თანაც ძლიერი. მე დეტალებს აღარ ვიტყვი და აღარ შეგარცხვენთ. ამის გაკეთებას საზვერეებშიც სიამოვნებით შევძლებ. რაც შეეხება თქვენს შეცოდებას, ალბათ ჩემზე კარგად იცით, რომ ეს მომაკვდილებელი ცოდვაა და თუ სხვა სიძვის ცოდვები მონანიებული გაქვთ, როგორც აღმსარებელ ქრისტიანს, ეს ცოდვა თქვენს კისერზეა და ამას ვერსად გაექცევით. აგერ აქვე, ამ დარბაზში ჩვენს თვალწინ სამი უმძიმესი ჩოდვა ჩაიდინეთ უკვე და ეს სრულებით საკმარისია, რომ ჯოჯოხეთში გიკრათ თავი. თუ რამეში არ მეთანხმებით, მითხარით. - სამი რატომ? - აღშფოთდა დარენი. - აკი გითხარით: გულში იმრუშეთ, განიკითხეთ და მეგობარი ჩააგდეთ განკითხვის ცოდვაში. განა ეს სამი არაა? უფრო მეტსაც დაგითვლით, თუ გნებავთ, მაგრამ ესეც საკმარისია. - მაგრამ თქვენ თქვით კეთილი საქმეებიცო. იმათ რატომ არ ახსენებთ? - კი, ბატონო, თქვენ საქველმოქმედო საქმეებს ვითვალისწინებთ, მაგრამ თქვენ არა მარტო ეს სამი მძიმე ცოდვა გქვთ ჩადენილი, არამედ უამრავი სხვაც. ამპარატვნების, მრისხანების, ნაყროვანების და სხვა მრავალი, რომელიც არ მოგინანიებიათ. ამ თემებზე დია ბოლოს დაგელაპარაკებათ. თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რამდენს სცოდავთ ყოველდღიურად და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყველა ცოდვას ინანიებს, რაც არ უნდა დიდი მორწმუნე იყოს, ძალიან შემცდარა თქვენს საქველმოქმედო საქმეებაც გეტყვით, ასე რომ გაქვთ თავში ავარდნილი. ის, რასაც თქვენ თქვენი ხელფასიდან გასცემთ, ვითომ ღარიბების დასახმარებლად, თქვენი შემოსავლის 1 პროცენტიც კი არ არის. ეს არ არის ორი ლეპტა, რომელიც ღარიბმა ქალმა გაიღო. გაგახენოთ? „აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს. დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო. თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“ ლუკა 21: 1-4 გესმით რა ამბობს უფალი? როგორ ფიქრობთ, თქვენი გაცემული ქველმოქმედება მოჭარბებულისგანაა თუ სიდუხჭირისგან? პასუხი თავადაც კარგად იცით, ჩემო კარგო. ამიტომ, თქვენი კეთილი საქმეები, რა თქმა უნდა, ჩაგეთვლებათ, მაგრამ დიდი იმედი ნუ გექნებათ, რომ რამე დიდი სიკეთე ჩაიდინეთ. ეს თქვენი ქველმოქმედება ცოდვების გადასაფარად უფრო გჭირდებათ, ვიდრე ჭეშმარიტად გული შეგტკივათ ღარიბებზე, თუმცა თავად სიღარიბეში ხართ გაზრდილი. ეს არცაა გასაკვირი. თქვენ პირველი ღარიბი არ ხართ, ვინც გამდიდრდა და სხვა ღარიბები ნაკლებად ახსოვს. ეხლა კი მოგიწევთ, დარბაზის უკანა ნაწილში გადაინაცვლოთ, რადგან თქვენი კეთილი საქმეები ვერ ფარავს თქვენს ცოდვებს და თუ ჩვენ ვცდებით, მაშინ უფალი ყველაფერს თავის ადილზე დააყენებს. ვერ ატყობთ, რა ლმობიერად მოგექეცით და რა მსუბუქად გამოძვერით? თორემ შემიძლია ისეთი ცოდვები ამოგიქექოთ, თავად გვეხვეწებოდეთ, ოღონდ გაჩუმდით და ჩემი ფეხით წავალ ჯოჯოხეთშიო. რაც შეეხება კალათბურთს და საერთოდ სპორტს, ამაზე გიორგისთან ვილაპარაკებთ, თუმცა ის თქვენც გეხებათ, რა თქმა უნდა. ჭინკებმა დარენი ყიჟინით გადაიყვანეს დარბაზის უკანა ნაწილში და უკვე გამოკითხულებში მიუჩინეს ადგილი. სცენაზე კი მისი თანმხლები გოგონა, ლორა რაითი გამოიძახეს. მისი გამოკითხვის ვალდებულება კი თავის თავზე ებომ აიღო. რა საკვირველია, „სიმართლის ელექსირი“ მასაც გაუკეთეს. - მის რაით, გვითხარით თქვენს შესახებ რამე, რისი სურვილიც გქონდეთ. თუ გნებავთ დაწვრილებით, გნებავთ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. - არა, არ მნებავს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ მსურს თქვენთან საუბარი, მაგრამ რადგან სხვა გზა არ მაქვს, რა გაეწყობა. - ეგ გასაგებია, მის რაით, ჩემო კარგო - გაეღიმა ებოს - თუმცა ვერაფრით დაგეხმარებით, უნდა გამოგკითხოთ. მაშ ასე, გისმენთ. - დავიბადე და გავიზარდე ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში. ვარ 24 წლის. დავამთავრე სკოლა და შემდეგ მუსიკალური კოლეჯი ფორტეპიანოს განხრით. ამჟამად ვმუშაობ ბრონქსის ერთ-ერთ სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. მყავს ორი ძმა და დედა. მამა ადრე გარდამეცვალა - მის რაით. გვითხარით, რისთვის მიემგავრებით დუბაიში? - ჩემი „ბოიფრენდის“ და და მისი საქმრო წინასაქორწინო მოგზაურობაში მიდიან. ჩვენც მივყვებით დასასვენებლად. - გათხოვილი ბრძანდებით? - არა, ჯერ არა. - ვინ არის თქვენი „ბოიფრებდი“, მის რაით? - ცნობილი კალათბურთელი დარენ სმითი. - დიდი ხანია დარენს ხვდებით, ლორა? - ჰმმმ, რამდენიმე თვეა, ალბათ 7-8. - მოდი თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ. ჯერ ეს მითხარით, რომელიმე ეკლესიის წევრი თუ ხართ? - დიახ, „მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიას“ განვეკუთვნები. - გადასარევია. ეს ხომ ჩვენი მოძღვრებაა. გამოთაყვანებულ მილერი რომ არა, უფრო მეტი წევრი გვეყოლებოდა ამ სექტაში. - მილერი ვინ არის, არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ლორამ. - უილიამ მილერი, ბაპტისტი ფერმერი და მქადაგებელი, თქვენი სექტის დამფუძნებელი, რომელმაც დანიელ წინასწარმეტყველის მე-8 თავის მე-14 მუხლის გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა მოხდებოდა 1843-1844 წლებში. რა თქა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ამ იდიოტის მცდარი წინასწარმეტყველების გამო ბევრმა დატოვა ადვენტისტების სექტა. თუმცა, ჩვენი დიდი ძალისხმევით ის მაინც შევინარჩუნეთ, სწორედ „მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის“ სახელით, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 207 ქვეყნის 30 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენც მისი წევრი ბრძანდებით. თუმცა გასაოცარია, რომ თქვენი მამამთავარი ვინ არის, არ იცით. მსახურებაზე არ დადიხართ? - არა, არ დავდივარ. ბავშვობაში მატარებდა დედა, თუმცა რაც გავიზარდე, არ მივლია. მთლად წევრიც არ ვარ. - აჰ, ეხლა წვერიც არ ხართ, არა? აკი წეღან თავად თქვით, წევრი ვარო? - ეს ისე, ფორმალურად. - დარენს არ უცდია თქვენი მართლმადიდებლობაზე მოქცევა? - კი, როგორ არა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მას ვთხოვე, რომ ძალა არ დაეტანებინა. თუ რაიმეს შეცვლას გადავწყვეტ, თავად უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ თემაზე აღარ ვსაუბრობთ. - კარგი, გასაგებია. ეხლა მოდი ისევ თქვენს ბავშვობას დავუბრუნდეთ. თქვენი ოჯახი თავს როგორ ირჩენდა, ხომ ვერ მეტყვით? - ჩემი ოჯახი რა შუაშია? - გაცხარდა ლორა - ჩემზე მკითხეთ, თუ რამე გაინტერესებთ, და გიპასუხებთ. - დაწყნარდით, მის რაით და კითხვაზე მიპასუხეთ. თქვენი ცხოვრება მჭიდროდ რომ არის თქვენს ოჯახთან დაკავშირებული, იმიტომ გეკითხებით. ლორამ ცოტა ხანს პაუზა შეიკავა. შემდეგ ამოისუნთქა და დაიწო: - დედა საფეიქრო ქარხანაში მუშაობდა, მამა დაშლილი მანქანების ნაწილებს ყიდდა, ეს გაინტერესებთ? - არა მარტო, მის რაით. ეს ოფიციალრად, მაგრამ მე მინდა, თქვენ ის თქვათ, დამალულად რა საქმიანობას ეწეოდნენ ჯერ მამათქვენი, შემდეგ კი უკვე თქვენი ძმები. ლორამ მძიმედ ამოიოხრა. - ნარკოტიკებით ვაჭრობას და კიდევ, მოპარული მანქანების ნაწილების გაყიდვას. - აი, სწორედ ამის მოსმენა მინდოდა. თქვენ თუ იყავით ამ საქმიანობაში ჩართული? - მხოლოდ ნარკოტიკებში და მხოლოდ მცირე დოზით. - რას გულისხმობთ მცირე დოზაში? - ნარკოტიკებს ვყიდდი, თუ ჩემი ძმები სახლში არ იყვენ და მსურველი მოვიდოდა ვინმე. მამა ადრე გარდამეცვალა, გითხარით უკვე. 9 წლის ვიყავი მაშინ. - ისიც გვითხარით, ლორა, როგორ გარდაიცვალა? - ის მოკლეს. - რისთვის? - რამდენადაც ვიცი, უთანმოება მოუვიდა პარტნიორებთან, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა და ცეცხლსასროლი იარაღით სამუშაო ადგილზე მოკლეს. მე პატარა ვიყავი და ჩემთვის დაწვრილებითი ინფორმაცია არ მოუწოდბიათ. რაც ვიცი, იმას გეუბნებით. - სავსებით მართალი ბრძანდებით, რაც იცით, იმას ამბობთ. თქვენი ძმები სად არიან ამჟამად? - ორივე ციხეშია. - რისთვის? - ნარკოტიკების გასაღებისათვის. - ეს მათი პირველი პატიმრობაა? - არა, უფროსი ძმისთვის მესამე და უმცროსისთვის მეორე. - თქვენ თუ ყოფილხართ დაპატიმრებული? - ერთხელ წამიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანობის გამო პირობითი სასჯელით გამომიშვეს. მას შემდეგ ნარკოტიკებთან საქმე არ მქონია. ეს ჩემი ძმის პირველი პატიმრობის დროს იყო, ასე 12 წლის წინ. - ანუ გამოდის რომ 12 წლის გოგონა ნარკოტიკებს ყიდდით? - დიახ, მე ვიცოდი ვისთვის უნდა მიმეცა და საიდან უნდა ამეღო. მხოლოდ სახლში თუ მოდიდოდნენ და ძმები არ იყვნენ, მაშინ ვატანდი. ქუჩაში არ მივაჭრია. - გასაგებია. ეხლა ეს მითხარით. ქალიშვილობა რა ასაკში დაკარგეთ? - 13 წლისამ. - და მას შემდეგ თუ გქონიათ სექსუალური ურთიერთობები დარენთან შეხვედრამდე? - რა თქმა უნდა, მქონია. ვის არ ჰქონია, ის მითხარით. - ვის ჰქონია და არ ჰქონია, მაგის გარკვევა სულ არ მაინტერესებს, მის რაით. თქვენი მაინტერესებს და ამიტომაც გეკითხებით. განა არ ვიცით, მაგრამ ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ დარბაზმა გაიგოს. - რა უნდა გაიგოს? - ის რომ ჩვეულებრივი მეძავი ხართ. ვინც სიძვის მრავალ ცოდვას ჩადის, ის მეძავია. სხვა სახელი აქვს რამე? - მე არ ვთლი თავს მეძავად, ფულზე არავისთან ვწოლილვარ. თქვენ რას დამიძახებთ, სულ არ მაინტერესებს. - ფულზე სხეულის გაყიდვას პროსტიტუცია ქვია, ჩემო კარგო. თქვენ კი მეძავი ხართ. ამას გვასწავლით ჩვენ? ჩვენი მოგონილია - გადაიხარხარა ებომ. - დარენმა თუ იცის თქვენი წარსული? - არა, ამაზე არ გვილაპარაკია. - ესე იგი, დაუმალეთ? - არა, უბრალოდ, არ გვილაპარაკია ამაზე. ან რა საჭირო იყო? არც მე მიკითხავს, ვისთან იწვა ჩემამდე. სულ არ მაინტერესებს. - რა პრიმიტიული ლოგიკა გაქვთ, მის რაით. რა იოლია ასე ცხოვრება არა? ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ ასეთი ცხოვრების სტილი დაგვენერგა და მივაღწიეთ კიდეც. მთელი მსოფლიო გაგიჟდა. ავხორცობასა და მუცელღორობაში ატარებენ თავიანთ სიცოცხლეს, სიამოვნებასა და განცხრომაში. და მერე, სიკვდილი რომ მოაწევს, ჰოი საოცრებავ, ჯოჯოხეთი არავის უნდა, ყველას სამოთხეზე აქვს პრეტენზია. თქვენს დანარჩენ უამრავ ცოდვას აღარ ჩამოვთვლი, აზრი არა აქვს. შეგიძლიათ თამამად შეუერთდეთ უკვე გამოკითხულებს - დაამთავრა ებომ და ჭინკებს ანიშნა, შეგიძლიათ წაიყვანოთო. ასეც მოიქცნენ. ლორა რაითი წამში აიტაცეს და დარბაზის ბოლოსკენ გააქანეს სცენაზე კი დარენ სმითის უმცროსი და ჩარლი სმითი გამოიძახეს. მისი დაკითხვა თავის თავზე ოლუმ აიღო. - მის სმით, თქვენი ბიოგრაფია დარბაზში მყოფმა აუდიტორიამ, ასე თუ ისე, უკვე იცის. ამიტომ თუ ნებას მიბოძებთ, პირდაპირ კითხვებზე გადავალ. ჩარლიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - მის სმით, თქვენ ბავშვობაში მოინათლეთ, როგორც კათოლიკე ქრისტიანი, ისევე როგორც თქვენი ძმა, ხომ ასეა? - დიახ, ასეა. - როგორც ვიცით, თქვენ გიორგისთან და თქვენს ძმასთან, დარენთან ერთად საქართველოში რამდენჯერმე იყავით. მოგეწონათ ეს ქვეყანა? - დიახ, ძალიან მომეწონა. - იქ თქვენ გიორგის მშობლები და ახლო ნათესავები გაიცანით ხომ? - დიახ, გავიცანი. - ისიც ვიცით, რომ თქვენ გიორგისთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ - უფრო ახლო, ვიდრე მეგობრული. - დიახ, ჩვენ დანიშნულები ვართ და მალე ქორწილი გვექნება. ეს არც არის დასამალი. - ძვირფასო ჩარლი, თქვენ საქართველოში მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლეთ. ხომ ასეა? - დიახ, ასეა. უკვე ვიცი, რაც უნდა მითხრათ - რაც ჩემს ძმას უთხარით. - მოითმინეთ, მოითმინეთ. რა ბრალდებაც დარენს წავუყენეთ მეორედ ნათლობის შესახებ, ცხადია, თქვენც გეხებათ. მე მაინტერესებს, თქვენ რატომ მოინათლეთ მართლმადიდებელ ქრისტიანად. დარენს აჰყევით თუ? - სიმართლე რომ გითხრათ, უფრო გიორგის გამო. მე მინდოდა იგივე რელიგია მქონოდა, რაც იმ ადამიანს, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს. როგორც კი გავიგე, რომ დარენიც ამას აპირებდა, დაუყოვნებლივ გავამჟღავნე ჩემი სურვილი. თუმცა მაშინ ვერ ვიტყოდი, რომ ამას გიორგის გამო ვაკეთებდი და ვთქვი, რომ ამას ჩემი რწმენით და დარენის წამხედურობით ჩავდიოდი. - ანუ, თქვენ უფლის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთის მიღების წინ იცრუეთ, რომ ამას რწმენით აკეთებდით და ეს მხოლოდ სიყვარულის გამო გააკეთეთ? - ნუუუ, ხო, ასე გამოდის. ვაღიარებ. სიყვარულის გულისთვის რას არ გააკეთებს ადამიანი?! - სინამდვილეში კი არ გწამდათ, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა და კათოლიციზმი მცდარი, ხომ? - მე ამდენი არ მიფიქრია და ეხლა ნამეტანს ნუ დამაბრალებთ. არასოდეს ვყოფილვარ თავგადაკლული მორწმუნე. რა მნიშვნელობა აქვს, მართლმადიდებლი ვიქნები თუ კათოლიკე? ქრისტიანი ქრისტიანია. ისლამზე ან ბუდიზმზე ხომ არ გადავსულვარ? უფრო სწორედ, მაშინ ვფიქრობდი ასე. მას შემდეგ, რაც გიორგისთან და დარენთან ერთად უამრავჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, ბევრი რამ გავიგე და ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გიორგისთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ უფრო ეკლესიური გავხდი. ასე რომ, არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, მიუხედავად თქვენი ბოდვებისა მეორედ ნათლობის შესახებ. ჩვენ მართლმადიდებელმა მღვდელმა მოგვნათლა და ეს რომ აკრძალული ყოფილიყო, ის ამას არ გააკეთებდა. მე როგორც ვხედავ, თქვენ ყველას ყველაფერში ადანაშაულებთ და არა მგონია, მართლები იყოთ. უფალი თავად გადაწყვეტს, ვინ როდის რა დააშავა. კიდევ კარგი, თქვენ არ წყვეტთ ამას. - კარგი, მის სმით, დავუშვათ თქვენ მართალი ხართ, რახან ასე გწადიათ. მერე სანანებელი არ გაგიხდეთ თქვენი სიტყვები. - ერთი წამითაც არ ვინანებ, დარწმუნებული ვარ - ამაყად განაცხადა ჩარლიმ. - ხომ ვერ მეტყვით, ვინ მოგნათლათ? - გიორგის ბიძაშვილმა გოგონამ, ნინომ. - დარენი ვინ მონათლა ეს თუ იცით? - როგორ არა, ჩვენ ერთ დღეს მოვინათლეთ. დარენი გიორგის მამამ, ბატონმა დავითმა მონათლა. ნათლი-მირონობის კავშირზე თუ აგიხსნათ თქვენმა მომნათლავმა მღვდელმა რამე? - რა უნდა აეხსნა? არ ვიცი რას გულისხმობთ. შვიდი თაობა რომ ახლო ნათესავები ხართ ნათლობის მერე, ეს თუ აგისხნათ მღვდელმა? -კი, ეგ ისედაც ვიცით, მერე რა. ამით რისი თქმა გსურთ? - იმის თქმა მინდა, ჩემო ძვირფასო, რომ თქვენ გიორგისთან ვერანაირ საქორწინო ურთიერთობაში ვერ შეხვალთ. არ გაქვთ ამის უფლება. თქვენ კი მასთან უკვე სექსუალური ურთიერთობაც კი გაქვთ დამყარებული, თანაც არაერთხელ. ეს ჩვეულებრივი ინცესტია და სოდომურ ცოდვად ითვლება. ასე განსაჯეთ, თვით სოდომურ ცოდვებშიც კი, ინცესტი ყველაზე მძიმე გახლავთ. ასეთი ცოდვა ამ დარბაზში მყოფთანაგანს აცერთს არ ჩაუდენია. ეს თუ იცით? - რა სისულელეა, რა ინცესტი, თქვენ ხომ არ გარეკეთ? - გაცხარდა ჩარლი. - ჩემი ბიძაშვილი არ არის ჩემი პირველი რიგის ნათესავი და ნუ იგონებთ სისულელეებს - წამოხტა დარბაზიდან გიორგი - ჩვენც ვიცით რაღაცეები. ჩემი და, ან ძმა რომ ყოფილიყო, დედა, მამა ან შვილი, კიდევ სხვაა. ბიძაშვილი კი მეორე რიგის ნათესავად ითვლება და მე სრული უფლება მაქვს მის მონათლულზე დავქორწინდე. ნუ აბნევთ თქვენი ხრიკებით ჩემს საცოლეს. - ბატონო ბურდულო, ჯობს, თქვენ მანდ მშვიდად იყოთ და აქ რომ გამოხვალთ, მერე ვიდაოთ. დამერწმუნეთ, იმდენი საკამათო გვექნება, წარმოდგნაც რომ არ გაქვთ. თუ გნებავთ, რომ საჯარიმო გალიაში გადაგიყვანოთ? - სადაც გინდათ იქ გადამიყვანეთ, ჩარლის დაჩაგვრის უფლებას არ მოგცემთ. - ჭინკებმა არ დააყოვნეს და გიორგი საჯარიმო გალიაში მოათავსეს. - დიახ, მიპასუხეთ იმაზე, რაც გიორგიმ გითხრათ - გული მიეცა ჩარლისაც. - დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. აბა აქ რისთვის ვარ?! თქვენ ამბობთ, რომ ბიძაშვილი მეორე რიგის ნათესავია და მისი მონათლულთან კავშირი დაშვებულია. კარგი, დავუშვათ ასეა. მაგრამ თავად გიორგის სიტყვებით გამტყუნდებით მაინც. მამა ხომ გახლავთ პირველი რიგის ნათესავი? - დიახ. მერე? - ძმაც ხომ გახლავთ პირველი რიგის ნათესავი? - დიახ. არის. მამა ან ძმა რა შუაშია? - იმ შუაშია, ჩემო ძვირფასო, რომ დარენი, ანუ თქვენი ძმა, გიორგის მამამ მონათლა. თქვენ დარენის პირველი რიგის ნათესავი ხართ, გიორგი კი ბატონი დავითის ასევე პირველი რიგის ნათესავი. თქვენს შორის სექსუალური კავშირი კი ინცესტის ტოლია. ეხლა გაიგეთ? ქორწინება ხომ საერთოდ დაუშვებელია. გიორგი ბატონი დავითის სულიერი შვილია, ანუ გიორგი და დარენი სულიერი ძმები არიან. თქვენ დარენის და ხართ, ანუ თქვენ და გიორგი სულიერი და-ძმანი გამოდიხართ. ეხლა გასაგებად ავხსენი? - არ ვიცი, არ ვიცი. მე თქვენი საერთოდ არ მჯერა - არ ნებდებოდა ჩარლი. - ესეც რომ არ იყოს, მის სმით, ქორწინებამდე სექსი მიღებულად მიგაჩნიათ? ვიცი, რომ ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. დიდი შრომა დაგვჭირდა ამის დასანერგად და დავნერგეთ კიდეც, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს. - არა, მაგრამ ჩვენ ხომ მალე დავქორწინდებით?! ასე რომ, ჩემს მომავალ მეუღლესთან მქონდა. - ეგ ვერაფერი გამართლებაა. აი, დავუშვათ თვითმფრინავი იღუპება, თქვენ კი დაქორწინეული არ ხართ? როგორ გაიმართლებთ თავს? ამასაც რომ დავანებით თავი, ერთი ეს მითხარით, როდესაც გიორგისთან პირველი სექსუალური ურთიერთობა გქონდათ, ქალწული ბრძანდებოდით? ჩარლი ერთიანად გაწითლდა. არ უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. - სამწუხაროდ არა. გიორგიმდე მყავდა შეყვარებული სკოლაში. - რამდენი წლის იყავით, როცა ქალწულობა დაკარგეთ? - 14 წლის - ანუ შეყვარებული თუ გყავს, რა ასაკშიც არ უნდა იყო, მასთან სექსუალური ურთიერთობები უნდა დაამყარო ხომ? - ასეა თუ ისე, ეს მიღებულია და მეც, სამწუხაროდ, ავყევი. ეხლა ვნანობ. თუმცა გიორგიმ იცის ამის შესახებ და ეს საკითხი ჩვენ გარკვეული გვაქვს. მე მას ყველაფერი მოვუყევი. - მე არ მაინტერესებს, გიორგიმ რა იცის და რა არა. მე თქვენ იმაზე გესაუბრებით, რომ თქვენ სიძვის ცოდვები გაქვთ ჩადენილი და ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. თუმცა, ინცესტთან შედარებით ეს მხოლოდ ბავშვური ოინბაზობაა. მონანიებული თუ გაქვთ? - პირველ შეყვარებულთან კავშირები კი. - გიორგისთან? -არა, გიორგისთან არა. მე არ ვთვლიდი, რომ ვცოდავდი და არც ეხლა ვთვლი. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და დაქორწინებას ვაპირებთ. - რა დამახინჯებული წარმოდგენა გქონიათ მართლმადიდებლობაზე. თუმცა ეს ჩვენ ხელს გვაძლევს, რადგანაც დიდი სიამოვნებით გაგისტუმრებთ უკვე გამოკითხულების სექციაში. მადლობა თქვით, რომ ნაკლებ ცოდვილებთან გიწევთ ყოფნა. აი, ჯოჯოხეთში კი ინცესტის გამო სად მოხვდებით, ამას თავადაც მალე ნახავთ. იქ ძმას ვეღარ მუჯდებით ვერდით. ეხლა კი, ჯერჯერობით გაქვთ ეს სიამოვნება. თქვა და ჭინკებმაც ყიჟინით გადააფრინეს ჩარლი ძმის გვერდით. ამით თვითმფრინავში, პირობითად, კიდევ ერთი დღე დაღამდა და ვახშამის შემდეგ ყველანი დასაძინებლად გაისტუმრეს. *** კიდევ ერთი ღამე გადაათენეს მგზავრებმა დაკარგულ თვითმფრინავში და საუზმის შემდეგ ისევ დარბაზში გადაინაცვლეს. ჩემის მხრიდან მინდა გაცნობოთ, რომ მრავალი ღამე გათენდა და კიდევ უამრავი ადამიანი დაიკითხა, მაგრამ ვინაიდან მათი ისტორიები ძალიან გავდა ერთმანეთს, მოსაბეზრებელი რომ აღარ ყოფილიყო ერთი და იგივეს გამეორება, ჩვენ ისინი ამოვიღეთ თხრობიდან. საუბარია ასეულობით დაკითხულზე(ავტორი). სულ ბოლოს კი დასაკითხად კალათბურთელი გიორგი ბურდული გამოიძახეს. დაკითხვას კი თავად დემონთა მთავარი შეუდგა. - ბატონო გიორგი, ასე მოგმართავთ, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოში „ბატონოს“ შემდეგ სახელით მიმართავენ. თუმცა, თუ გნებავთ, „ბატონო ბურდულითაც“ შემიძლია. - არა აქვს მნიშვნელობა, იყოს სახელით. - მაშ ასე. თქვენი ისტორია ჩვენ აქ უკვე მოვყევით და დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ ბევრი რამ იცის თქვენს შესახებ. მოდი დავიწყოთ თქვენი რელიგიით. როგორც ცნობილია, თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ბრძანდებით - დიახ, გახლავართ. - ბიბლიას ხშირად თუ კითხულობთ? -დიახ, ყოველდღე ვკითხულობ. მართალია, მხოლოდ თითო თავს, მაგრამ დიდმარხვებში ოთხივე სახარებას, როგორც წესი, თავიდან ბოლომდე ვკითხულობ. - გასაგებია. ალბათ როგორ შეგაქებდათ უფალი ამის გამო - ირონიულად ჩაეცინა მთავარ დემონს. - აქ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ. ამას თავის გამოსაჩენად არ ვაკეთებ. რომ არ გეკითხათ, არ მიყვირია არსად - უპასუხა ირონიის სანაცვლოდ გიორგიმ. - კარგი გასაგებია. ეხლა ეს მითხარით. ლოცვებს თუ კითხულობთ, დაუჯდომელებს, ფსალმუნებს? - დიახ, შეძლებისდაგვარად ვკითხულობ. ფსალმუნებს ასევე ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოცვებთან ერთად. დაუჯდომელებს კი პერიოდულად. - კარგია, კარგია. ამაზეც შეგაქებდათ უფალი. წირვებზე თუ დადიხართ? - დავდივარ, ასევე შეძლებისდაგვარად. ვცდილობ არ გავაცდინო, მაგრამ თუ თამაში დაემთხვა, მაშინ იძულებული ვარ, გამოვტოვო. თამაშს ვერ გავაცდენ, არ მაქვს უფლება. - გასაგებია. ანუ მაინც ჩავთვალოთ, რომ წირვებს რეგულარულად ესწრებით. თუმცა არა მგონია, თამაშები დილაობით გქონდეთ, წირვების დროს. - ხშირად მგზავრობა გვიწევს და ნიუ-იორკში არ ვარ. ეს ვიგულისხმე - გასვლითი თამაშები. გარდა ამისა, არც ვარჯიშებს შემიძლია მოვეპყრო უდისციპლინოდ. - აღმსარებელი და მაზიარებელი თუ ბრძანდებით? - დიახ, აღმსარებელიც ვარ და მაზიარებელიც. - რა სიხშირით, ხომ ვერ გვეტყვით? აღსარებას ორ თვეში ერთხელ ვაბარებ. ზიარებით კი თითქმის ყოველ წირვაზე, რომელსაც ვესწრები, ვეზიარები. - სამაგალითოა, სამაგალითო. ქველმოქმედებას თუ ეწევით? - ამაზე საუბარი არ მიყვარს, ეს ხმამაღლა სალაპარაკო არ არის. მაგრამ რადგან კითხვას მისვამთ, გიპასუხებთ - დიახ, ვეწევი შეძლებისდაგვარად. დემონთა მთავარი დარბაზს მიუბრუნდა. - ძვირფასო საზოგადოებავ. მე ეს კითხვები ბატონ ბურდულს შეგნებულად დავუსვი თქვენს გასაგონად. აი, ჩვენს წინაშეა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რეგულარულად ესწრება საეკლესიო წირვებს, ანუ მონაწილეობას იღებს საღვთო ლიტურგიაში; გახლავთ აღმსარებელი და მაზიარებელი; ყოველდღიურად კითხულობს ბიბლიას, სხვადახვა ლოცვებს, ფსალმუნებს, პერიოდულად დაუჯდომელებს. ეწევა ქველომქედებას და ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. თქვენს წინაშეა სამაგალითო ქრისტიანი. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა მეტი, რათა სათნო ეყოს უფალს? თითქოს არც არაფერი. ალბათ თქვენ გგონიათ, რომ სწორედ ეს არის ის ადამიანი, ვინც თქვენ გადაგარჩენთ ხომ? ერთი შეხედვით ეს გახლავთ ჭეშმარიტი ქრიტიანი, რომელიც განუხრელად ასრულებს უფლის მცნებებს და მისდევს მის გზას. მაგრამ ასეა კი? - მოდი ეს საკითხი უფრო დაკვირვებით გამოვიკვლიოთ - მიმართა მთავარმა დემონმა ისევ გიორგის - ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს, რომ თქვენ ასევე ხართ სოციალური ქსელების ფართო მომხმარებელი, ასე ვთქვათ „ბლოგერი“. ხომ ასეა? - ეხლა, მაინცდამაინც ბლოგერს ვერ დავარქმევ თავს, მაგრამ ქრისტიანულ მასალას ვაქვეყნებ ხოლმე, კი. - როგორ არა, ბატონო გიორგი. თავს ნუ მოიკატუნებთ. რასაც თქვენ აქვეყნებთ, მაგათ ბლოგებს ეძახიან და თქვენც შესაბამისად ბლოგერი ბრძანდებით. - თუნდაც მასე იყოს, მერე რა? - აბა ეს მითხარით, სოციალურ ქსელებში უფალს ხშირად მიმართავთ? - ლოცვებით, კი. - ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, უფალი სოციალურ ქსელში ზის და თქვენს ბლოგებს კითხულობს? - უფალი ყველგანაა და ყველაფერს ხედავს. ეგ რა შუაშია? - იმ შუაშია, ჩემო კარგო, რომ თქვენ, რომელიც ასე ხშირად კითხულობთ ბიბლიას და განსაკუთრებით ახალ აღთქმას, ალბათ უამრავჯერ გაქვთ წაკითხული თქვენი უფლის სიტყვები: „ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.“ მათეს 6: 5-8 როგორ ფიქრობთ, თქვენ ასრულებთ უფლის ამ მითითებებს? - გიორგი დაიბნა და ოდნავ სახე აუწითლდა. - გატყობთ, ცოტა დაიბენით. ნუ ნერვიულობთ, მე მოგეხმარებით. რა თქმა უნდა, თქვენ ამას არ სრულებთ და მხოლოდ თავის გამოსაჩენად გჭირდებათ ის, რასაც სოციალურ ქსელში აკეთებთ. ეს არ არის ლოცვა, ეს ფარისველობაა და თქვენ, ჩემო მეგობარო, ჩვეულებრივი ფარისეველი ბრძანდებით. თქვენ გინდათ სხვებს დაანახოთ, თუ რა „მაგარი“ მორწმუნე ხართ და ამას აკეთებთ სოციალური ქსელის მეშვეობით. აქვეყნებთ სხვადასხვა ლოცვებს, დაუჯდომელებს, ქადაგებებს და მათში საკუთარ ლოცვებსაც ურევთ. აი, ამაშია საქმე. გარდა ამისა, თქვენ არღვევთ მესამე მცნებასაც, რომელიც ამბობს: „არ წარმოთქვა შენი უფლის სახელი ფუჭად“. თქვენ კი, ნეტა თუ დაგითვლიათ, დღეში ამას რამდენჯერ აკეთებთ?! - თქვენ რასაც ამბობთ, სრული სისულელეა - გაცხარდა გიორგი. - თქენ ასე ფიქრობთ? ამას თქვენი ამპარტავნება ხომ არ გალაპარაკებთ, გიორგი? ამას ხომ ამპარტავნების გამო აკეთებთ, რომ გამოაჩინოთ, რა სამაგალითო ქრისტიანი ხართ?! ეს არის თავი და თავი და ეხლა თქვენ რაც არ უნდა მითხრათ, მე ვერ მომატყუებთ, ტყუილის მამები ჩვენ ვართ, ჩვენი მოგონილია. ზოგადად, კომპიუტერი და მით უმეტეს სოციალური ქსელები რომ ჩვენ გვემსახურებიან, ეს თუ იცით? - მე არ ვიცი, რა რას ან ვის ემსახურება, მაგრამ რასაც ვაკეთებ, სავსებით ნორმალური მგონია. ადამიანები მეტ რწმენაში მოდიან და მეტს იგებენ უფლის შესახებ. რაც შეეხება ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს, ვიცი, რომ თქვნი დიდი წვლილი დევს იქ, ბევრია იქ ეშმაკისეული, რაც ადამიანებს ცოდვებში აგდებს, მაგრამ როგორც ერთ ჩვენს წმიდა მამას აქვს ნათქვამი: „შეიძლება ეშმაკს კისერზე შეაჯდე და სამოთხემდე მიაყვანინო თავი“ - ვიცი, ჩემო კარგო, ეგ გაბრიელ ბერის ნათქვამია, თქვენი უახლესი წმინდანის, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ და ტყუილად ცდილობთ. ჯერ ერთი, რასაც თქვენ ამბობთ, სრული აბსურდია, ბატონო გიორგი. ეს მხოლოდ ვირტუალური სამყაროა, სადაც ადამიანები არ აჩენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ამათ რომ უყურო და დაიჯერო, სოციალური ქსელები წმინდანებით ყოფილა სავსე. სინამდვილე კი სულ სხვა გახლავთ. - მე ვიცოდი, რომ თქვენ სხვას რომ ვერაფერს მომიძებნიდით, სისულელეებსა და წვრილმანებზე მომედავებოდით და აჰა, ეს არის სულ? ამით გინდათ ჯოჯოხეთში გამიშვათ? სასაცილოა პირდაპირ. - რამხელა წარმოდგენა გქონიათ საკუთარ თავზე. ეს რას ნიშნავს, თავადაც იცით. წვრილმანებსა და ყოველ სიტყვასა და ფიქრზე მოდავება თქვენ არ იცით, რა არის, წარმოდგენაც კი არ გაქვთ. ამას საზვერეებზე ნახავთ, ეხლა თუ გადამირჩით. აბა ეხლა ეს მითხარით. თქვენ გამოქვეყნებულ მასალას კამათი თუ გამოუწვევია? - კი, ყოფილა ასეც. ყველა ადამიანს ვერ მოაწონებ ყველაფერს. არიან ისეთებიც, რომლებიც სულ რაღაც მიზეზებს ეძებენ, რომ მოგედაონ. აი, როგორც თქვენ. - კი, მაგრამ კამათის მიზეზი ხომ თქვენ ყოფილხართ? ანუ, თქვენ ჩააგდეთ ისინი სხვადასხვა ცოდვაში. განკითხვაში, მაგალითად. ბილწსიტყვაობაში და სხვა. განა ასე არ იყო? განა თქვენ გადასარევად არ იცით უფლის სიტყვები? კიდევ ერთხელ მოგიყვანთ ზუსტ ციტატას მათეს სახარებიდან: „ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური". ეს ხომ კარგად იცით და განა ამაზე დავა შეგიძლიათ? - თქვენ მე ისეთ რამეს მაბრალებთ, სასაცილოა პირდაპირ. - ვინ იცინებს, ამას ბოლოს ვნახავთ, ჩემო კარგო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თქვენ ვინ მოგცათ უფლება ქადაგად დაეცეთ? არა აქვს მნიშვნელობა, ამას მოედნებზე აკეთებთ თუ სოციალურ ქსელებში. ეს ერთი და იგივეა. აბა ვნახოთ, რას ეუბნება პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში რომალებს მე-12 თავის მე-6, მე-7 და მე-8 მუხლებში: „და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე, თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე“ გესმის ჩემო კარგო? გგონია რომ მქადაგებლის ნიჭი გებოძა? კი ბატონო, მაშინ შედექი მღვდლად და იქადაგე. ვინ მოგცა უფლება სხვის სამსახურს რომ ასრულებ და ისიც საყოველთაოდ? ეს მხოლოდ თქვენს ამპარტავნებაზე მეტყველებს, ბატონო ბურდულო და სხვა არაფერზე. განა არ ბრძანებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ყველამ თქვენ-თქვენი საქმე აკეთეთ, ნუ იქნებით ყველა მოძღვარიო?! თქვენ, სოციალური ქსელების მეშვეობით, არა მარტო მესამე მცნება დაარღვიეთ, არამედ სასიკვდილო ცოდვაც გადევთ კისერზე. - რა სასიკვდილო ცოდვა, თქვენ სულ ხომ არ შეიშალეთ? - ხელები გაასავსავა გიორგიმ - თქვენ რომ ჭრით და კერავთ, ეგრე არაა საქმე. - ეგრეა, ჩემო კარგო, ეგრე და ამას საზვერეებზე უფრო კარგად დაგიმტკიცებთ. მარტო ეგ რომ იყოს, ვინ ჩივის, თქვენი კეთილი საქმეები გადაფარავდა, მაგრამ ჯერ სადა ხართ. ასევე ბევრი ადამიანი განიკითხეთ ამ თქვენი გამოყვეყნებული საკუთარი ქადაგებებით. უფალი კი გეუბნება, ნუ განიკითხავო. თქვენ ალბათ მხილება გინდოდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცით, ეს როგორ უნდა გააკეთოთ და მიდიიიი, განიკითხავთ და განიკითხავთ დაუსრულებლად. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ლგბტ-ს წევრი იქნება, წარმართი, ერეტიკოსი თუ სხვა ვინმე. აბა ვნახოთ, რას ამბობს უფალი ამის შესახებ. აი, თუნდაც ლუკას სახარება ავიღოთ: „ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.(ლუკას 6:37) რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკა 6:38;) გესმით ბატონო გიორგი? უფალი იმას კი არ ამბობს მარტო ქრისტიანები არ განიკითხოთო, საერთოდ ნურავის განიკითხავთო, თორემ განიკითხებითო. და მერე როგორ განიკითხებით...ხო, ხო ხო, როგორ კარგად გაჩვენებთ ამას საზვერეებზე, აქ თუ გადაგვირჩით. რადგან გაბრიელ ბერის სიტყვები მომიყვანეთ, მეც მისივე სიტყვებს გაგახსენებთ: „დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“ მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელ ბერის ეს სიტყვები თქვენ ძალიან კარგად იცით, მაინც რა ზიზღით და დაცინვით გყავთ განკითხული ლგბტ წევრები, არასამთავრობო ორგანიზციები, თქვენი გაგებით სამშობლოს გამყიდველები, პაპისტები და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?! ასე განიკითხებით თქვენც, ჩემო კარგო და ნუ გაგიკვირდებათ. გიორგი ამაზე გაჩუმდა. რა უნდა ეთქვა? მართლაც უამრავი პოსტი ჰქონდა დადებული ამ წარწყმედილ ადამიანებზე. - ეს ცოდვა აქ მყოფთაგან ყველას აქვს, მაგრამ სხვებს არ გავახსენე - გააგრძელა დიამ - რადგან ამაზე თქვენთან მინდოდა საუბარი, ბურდულო. იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ იმდენი მძიმე ცოდვები გადმოვულაგე, რომ ეს აღარ დამჭირდა, თქვენთან კი ცოტა კამათი მჭირდება, რამეთუ არ ვიცი, თქვენი გაკეთებული კეთილი საქმეები რამდენ ცოდვას გადაფარავენ. ამიტომ, თქვენთან საბრძოლველად განსაკუთრებით მოვემზადეთ. რაც შეეეხება განკითხვას: ძვირფასო საზოგადოებავ - მიმართა დემონთა მთავარმა დარბაზს - თქვენ, რა თქმა უნდა, არ იცით, რომ ჩვენი სახელოვანი კალათბურთელი, ასევე, პოეტიც ბრძანდება და ლექსებსაც წერს, უმეტესად ქრისტიანულ თემებზე. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ რაც არ უნდა გასაკვირი და ჩემთვის პირადად სასაცილო უნდა იყოს, ბატონ ბურდულს თავად აქვს ლექსი დაწერილი განკითხვაზე და ახლავე მოგახსენებთ: „სანამ ვინმეს განიკითხავ, მოიხსენებ ავადა, ჯერ დაფიქრდი, მეგობარო, იქნებ ცდები თავადა? იქნებ ცუდად დაგინახავს, ცუდად გაგიგონია? თვალიც, ყურიც ხშირად ცდება, ასე გამიგონია“ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რამეთუ თავად იმდენჯერ აქვს ეს ცოდვა ჩადენილი, ვერ დათვლით და სხვას კი არიგებს ჭკუას. ასევე ესეებსაც წერს ჩვენი პოეტი, მის ერთ ესსესაც წაგიკითხავთ: „როდესაც ვინმეზე საუბრობ, წარმოიდგინე, რომ ის შენს გვერდითაა და გისმენს. ენის სიწმინდით იწყება სულის სიწმინდე“ ხედავთ, მეგობრებო, რა ლამაზად ცოდნია ლაპარაკი ჩვენს პოეტს? მაგრამ ასრულებს კი თავად თავისივე ნათქვამს? რა თქმა უნდა, არა. - მე არც პოეტი ვარ და არც მწერალი. ჩემთვის თუ ვწერ რამეს, თქვენ რა უფლება გაქვთ, აქ რომ გამოგაქვთ? - გაცხარდა გიორგი. - ის უფლება მაქვს ჩემო კარგო, რომ თქვენივე სიტყვებით გამხელთ. სოციალურ ქსელებში, საერთოდ, ისეთი რაღაცეები ხდება, ჩვენც კი გაოცებული ვართ, რა კარგად ასრულებენ ჩვენს ჩანაფიქრს ადამიანები. უკეთესადაც კი, ვიდრე მოველოდით. მეცოდებიან ჭირისუფლები, რომელნიც თავის გარდაცვალებულებს სოციალური ქსელებით ელაპარაკებიან. თანაც ყველას იმედი აქვს, რომ სასუფეველში მოხვდებიან. თითქოს გარდაცვლილი სული სოციალურ ქსელში იჯდეს და ელოდებოდეს, როდის მოიხსენიებენ და დაელაპარაკებიან ახლობლები. ვერც კი ხვდებიან, რა შეურაცხყოფას აყენებენ მათ სულებს. სოციალურ ქსელებს რომ გადახედო, ყველა სასუფეველში მიდის თურმე. ჩვენ აქ რას ვაკეთებთ ნეტავი, არხეინად ვუყურებთ? არა უშავს, დაე, ასე იფიქრონ, ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. ასევე მინდა გითხრათ, როცა დაბადების დღეებს და სხვა პირად დღესასწაულებს ულოცავთ ადამიანებს, რომლებიც გვერდით გყავთ, და ყველაზე სასაცილო რაც არის, იმათ, ვინც არასოდეს არ შედის სოციალურ ქსელებში, ასაკიანი ადამიანები მაგალითად, და თქვენ მათ ულოცავთ, ამას მათი სიყვარულის გამო კი არ აკეთებთ, არამედ თავის გამოსაჩენად. ეს კი ამპარტავნების ერთ-ერთი სახეობაა, ჩემო კარგებო. სასაცილოა, როცა ცოლი ქმარს, ან მამა შვილს და ა.შ. ულოცავს სოციალური ქსელის მეშვეობით. განა ამას თავის გამოსაჩენად არ აკეთებს? განა ის ადამიანი გვერდით არ ყავს? ვერ მიულოცავს პირადად? მიულოცავს, მაგრამ ეს ხომ მოდა გახდა, სოციალური ქსელებით მარიაჟობა. თან ლამაზ საჩუქრებს რომ დაურთავენ ხოლმე სურათებით. რა სასაცილოდ გამოიყურებით, ნეტა იცოდეთ. ამას იმიტომ გეუბნებით, ბატონო გიორგი, რომ თქვენც ბევრჯერ გაგიკეთებიათ ეს. როცა შეგეძლოთ ან პირადად, ან უბრალოდ დაგერეკათ და მიგელოცათ ახლობელი ადამიანებისთვის, რაც გაგიკეთებიათ კიდეც ამასთან ერთად. მაგრამ ამ სოციალური ქსელების სიგიჟეებს თქვენც ისევე ხართ აყოლილი, როგორც სხვა დანარჩენი. რა კარგად გვიმუშავია, არც კი გვეგონა ასეთ შედეგებს თუ მივიღებდით. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ ადამიანები დაგვეშორებინა ერთმანეთს და ვირტუალურ სამყაროში გადაგვესროლა, რაც არაჩვეულებრივად მოვახერხეთ კიდეც. გასაოცარი ის არის, რომ არა მარტო უბრალო, უგუნური ადამიანები ცდებიან, არამედ რჩეულნიც კი. მხედველობაში სასულიერო პირები მყავს, რომლებიც დღე და ღამე სოციალურ ქსელებში სხედან და რას აღარ ლაპარაკობენ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გაოცებისგან პირები დავაღოთ და სიამოვნებით ვუსმინოთ, როგორ არღვევენ რჯულის კანონებს და როგორ ასწავლიან ჭკუას სოციალური ქსელებით. მოდი ვნახოთ, რას ამბობს კონსტანტინოპოლის VI მსოფიო კრების მე-20 კანონი: „ეპისკოპოსს არა აქვს უფლება საჯაროდ იქადაგოს სხვა ქალაქში, რომელიც მის განსაგებელში არ შედის, ხოლო ვინც შემჩნეული იქნება ასეთ ქმედებაში, განკანონებულ იქნეს ეპისკოპოსობიდან და მხოლოდ სამღვდელო საქმე აკეთოს.“ გესმით, ჩემო კარგებო? ეპისკოპოსსაც კი არა აქვს უფლება სხვაგან იქადაგოს, მით უფრო მღვდელს. ჩვენ კი რას ვხედავთ? სხვა ქალაქში კი არა, სოციალური ქსელებით მთელი მსოფლიო აქვთ მოცული და მიდიიი, ქადაგებენ და ქადაგებენ, რაც გაუხარდებათ. არც განკითხვას ერიდებიან და არც პოლიტიკურ მიმოხილვებს გვაკლებენ. ამას ვინ ჩივის, ზოგმა სამღვდელო შესამოსელი გაიხადა და ფოტომოდელობას მიჰყო ხელი. VI მსოფლიო კრების 27-ე კანონი კი ამბობს: „კლერიკოსთაგან არავინ შეიმოსოს შეუფერებელი სამოსლით, არც ქალაქში და არც გზაში მოგზაურობისას; თითოეულმა მათგანმა ის სამოსელი უნდა ჩაიცვას, რაც უკვე დაწესებულია სასულიერო პირთათვის. ვინც ამ წესს დაარღვევს, ერთი შვიდეულით განყენებულ იქნეს ღვთისმსახურებისაგან.“ თქვენ კი, სოციალური ქსელების მომხმარებლებო, რამდენი მღვდელი გინახავთ ფოტოებში განმოსილი და ისედაც? ძალიან ბევრი, ალბათ დამეთანხმებით. ასე რომ, ძვირფასო გიორგი, როცა სოციალურ ქსელებში სასულიერო პირები ასეთ დღეში არიან და ამდენს სცოდავენ, ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ და თქვენნაირები თუ გაებმებით მახეში. აბა, რისთვის ვიწვალეთ ამდენი? თქვენი საყვარელი გამონათქვამი კი, რომელიც ისევ თქვენს საყვარელ გაბრიელ ბერს ეკუთვნის, შეიძლება ეშმაკს კისერზე შეაჯდე და სასუფევლამდე მიაყვანინო თავიო, ამ შემთხვევაში არ მუშაობს, თქვენ რომ ასე დარწმუნებული იყავით. თქვენ გგონიათ, ჩვენ ასეთი ბრიყვები ვართ, რომ თქვენნაირები კისერზე შევისვათ და სასუფეველში მივაბრძანოთ? აქ დემონთა მთავარმა თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა. - მე რატომ მეუბნებით მაგას? ეგრეც რომ იყოს, მათი ცოდვებიც მე უნდა მოვინანიო? თქვენ რომ გისმინოთ კაცმა, მაშინ წმიდა მამებს წიგნებიც არ უნდა დაეწერათ, რადგან ამასაც საყოველთაო ქადაგებად ჩათვლით. - იმიტომ გეუბნებით, ჩემო კარგო, რომ თქვენც გახვეული ხართ მათ ამ ცოდვებში, იღებთ რა მონაწილეობას განხილვებში, წერთ კომენტარებს, აზიარებთ მათ ქადაგებებს. ამაშია საქმე. გინდათ თუ არა, თქვენ თანამონაწილე ხდებით მათი ცოდვებისა. ასეა ეს და ვერაფერს ვეღარ იზამთ. რაც შეეხება წმიდა მამებს, უმეტეს მათგანს წიგნი საერთოდ არ დაუწერია, ეტყობა ვერ ერკვევით კარგად. თავად კი არ დაწერეს, არამედ მათი ქადაგებებიდან და სწავლებებიდან ამოკრეფილი მასალებით წიგნები ერისკაცებმა შეადგინეს. ასეც რომ იყოს, წერას არავინ გიშლით. თქვენც ხომ წერთ, მაგრამ ქადაგებაში არ გითვლით ამას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ლექსები სწორედ ქრისტიანული ცხოვრების წარმოჩენას ემსახურება. სხვა საკითხია, როცა ამას აუდიტორიის წინ აკეთებ და მსოფლიო კრების კანონს არღვევ. - ცრუ ხართ და სიცრუის გამავრცელებელი. აი, ეხლაც იცრუეთ ჩემს თვალწინ, არცერთ წმინდანს წიგნი არ დაუწერიაო, რომ ამბობთ, როცა უამრავი მაქვს წაკითხული. თუნდაც მარტო იოანე ოქროპირს გაგახსენებთ, ან ეგნატე ბრიანჩანინოვს, თავად რომ მოიყვანეთ ციტატები მათი გამონათქვამებიდან. საბედნიეროდ, ყველაფერს უფალი წყვეტს და რაც აქ იბოდიალეთ, მე სულ არ მაინტერესებს - არ თმობდა გიორგი - საზვერეებზეც ბევრ სიცრუეს მოიტანთ და ცილს დასწამებთ სულებს, ეგეც ვიცი. აკი ნათქვამია კიდეც დავითის მიერ 26-ე ფსალმუნში: „ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თჳსსა“. ეს თქვენზეა სწორედ. ამიტომ, მაგ თქვენი ბოდვების არც მჯერა და არც ვაქცევ ყურადღებას. თუ ვინმე განვიკითხე, ვაგებ პასუხს და სასულიერო პირები კი ბევრ ადამიანს განანათლებენ თავიანთი მოღვაწეობით სოციალურ ქსელებში, სადაც მრავალი ღირსეული სასულიერო პირია. ეგეც ცილისწამებაა, რასაც მათზე ამბობ, დემონო. - ამას ყველაფერს ბოლოს ვნახავთ, ჩემო კარგო. თქვენ მაგ იმედით არხეინად იყავით და ბოლოს ვისი გამართლდება, ვნახოთ. ჯერ ეს მარტო სოციალურ ქსელებს რაც შეეხება, ის გითხარით, ისიც არა სრულად. მთელ დროს ამაზე ვერ დავხარჯავ, ისედაც ბევრი ვილაპარაკეთ ამ თემაზე. მე რომ იმაზე დავიწყო ლაპარაკი, ნახევრად შიშველი ქარაფშუტა გოგონები და ქალებიც კი როგორ კოხტაპრუწობენ კამერების წინ და მერე ინსტაგრამში, ფეისბუქსა თუ ტიკტოკზე როგორ აქვეყნებენ ამას, რამდენჯერ გაგქცევიათ თვალი თქვენ და ბევრ სხვას და რამდენჯერ აღუძრავთ სექსუალური სურვილები ადამიანებისთვის, მაშინ ძალიან დიდხანს მომიწევს ლაპარაკი და ეხლა ამას არ გავაკეთებ. რა ბილწსიტყვაობას და აღვირახსნილობას, ერთმანეთის ლანძღვას და გინებას, განკითხვას და განქიქებას აქვს ადგილი, არც ამაზე დავიწყებ ეხლა საუბარს. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. სალაპარაკო კი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ეხლა სპორტის თემაზე უნდა გადავიდეთ და ვნახოთ, რამდენად უმწიკვლო ხართ, როგორც სპორტსმენი. - მე უკვე გითარით, რომ არ მაინტერესებს თქვენი ბოდვები -განაგრძობდა თავდაცვას გიორგი - და თუ თქვენ კითხვებს ვპასუხობ, მხოლოდ იმიტომ, რომ იძულებული ვარ. მე უფლის სამართლის მჯერა, თქვენ რომელი სამართლის აღმსრულებლები ხართ, არ გამაცინოთ. რომელ სამსჯავროზეა ლაპარაკი, ეშმაკი და სამართალი ვის გაუგია? არ ვიცი აქ რა ხდება, მაგრამ მჯერა, რომ ეს ყველაფერი დროებითია და სამართალს უფალი აღასრულებს. თქვენ, გირჩევნიათ, საკუთარ ბედზე იზრუნოთ. თუმცა რაც არ უნდა იზრუნოთ, მაინც არ აგცდებათ საბოლოო განადგურება. ხომ არ გაგახსენოთ რა გელოდებათ? აი, რას ამბობს აპოკალიფსის მე-20 თავის მე-10 მუხლი: „ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.“ აქვე დავამატებ ამ თავის მე-14 მუხლსაც: „სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი“. ასე რომ, ის ერთადერთი სამყოფელი, რომელსაც ჯოჯოხეთი ქვია, თქვენთან ერთად ისიც კი დაინთქმება ცეცხლის ტბაში. ამიტომ ცოტა სასაცილოა, ასეთი მომავლის მქონე აქ სასამართლოს მიმართავდეთ. - ვიცით, რომ ბიბლიაში, ასე თუ ისე, გათვიცნობიერებული ბრძანდებით, ბატონო გიორგი, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ, ვისთან გაქვთ საქმე. ბიბლიის ყველა წერტილი, ყველა ფსალმუნი თუ დაუჯდომელი, ლოცვები, ტროპარ-კინდაკები და სხვა ბევრი რამ კიდევ, ზეპირად ვიცით. თქვენ სათქვენოდ გამოიყენეთ აპოკალიფსის მე-10 და მე-14 მუხლები, თუმცა არ გიხსენებიათ იქვე მდებარე, ბოლო, მე-15 მუხლი, რომელიც ამბობს: „ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.“ რაო, არ გაწყობდათ ამ მუხლის ხსენება? თუ გგონიათ, რომ უკვე ჩაწერილი ხართ სიცოცხლის წიგნში? ჯერ თქვენ ხართ ჩვენს სამსჯავროზე, ჩემო კარგო, და ამიტომ ნუ ცდილობთ, როგორმე გამოძვრეთ აქედან. ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ თან გაგიყოლიოთ იმ ცეცხლის ტბაში, ასე რიხიანად რომ მოგვახსენეთ წუთის წინ, და ამას ვახერხებთ კიდეც. თან რა წარმატებით, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. აი, ამათაც - ხელი გაიშვირა დემონთა მთავარმა დარბაზის ბოლოსკენ - ეგონათ, რომ სამოთხეში დაიდებდნენ ბინას, მაგრამ ეხლა შერცხვენილები და კუდამოძუებულები არიან...და თუ ცოტას დამაცლით, თქვენც თქვენივე ფეხით გაემართებით მათკენ. თქვენზე ძლიერი მოწინაღმდეგეები დაგვიმარცხებია და თქვენი გამტყუნება არც ისე ძნელია, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. ნაწილი გითხარით უკვე და კიდევ გეტყვით, ხოლო საზვერეებზე, ნემსის ყუნწში გაგაძვრენთ და დავინახავთ, როგორ გაეტევით. - ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ, აზრი არა აქვს - ხელი აიქნია გიორგიმ. - ბავშვობიდან თამაშობთ კალათბურთს, ხომ ასეა? - დიახ, ვთამაშობ. მერე? - აბა მითხარით, საქართველო უფრო გიყვართ თუ ამერიკა? ხართ თუ არა პატრიოტი? - რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლო ყველა ქვეყანას მირჩევნია. ეგ რა შუაშია? - მაშინ მითხარით, მისტერ ბურდულო, რატომ გადახვედით ამერიკაში სათამაშოდ? - უკეთესი პირობების გამო, კარიერისთვის. - მე უფრო ზუსტი სიტყვებით გეტყვით. ანგარების გამო, ჩემო კარგო. ასევე სახელისა და დიდებისათვის. განა საქართველოში ანაზღაურება არ გყოფნიდათ? გყოფნიდათ, როგორ არა, მაგრამ თქვენ მეტი მოგინდათ, სახელი და დიდება მოგინდათ. ამიტომ ადვილად გაწირეთ თქვენი ქვეყანა და სხვა ქვეყნის გულშემატკივრებს ახარებთ. უკვე მხოლოდ ამით თქვენ ორი მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინეთ - ანგარება და ამპარტავნება. - რა სისულელეა, რეებს მიედ-მოედებით?! თქვენს ცილისწამების უნარს საზღვრები არ გააჩნია. ყველაფერს თქვენს სასარგებლოდ როგორ ატრიალებთ, გასაოცარია. ყველა ნორმალურო ადამიანი ზრუნავს კარიერაზე, წინსვლაზე, უკეთეს ხელფასზე. ეს რა, ცოდვა და დანაშაულია? საიდან მოგაქვთ ასეთი მარაზმატიკული ბრალდებები? - არ ცხრებოდა გიორგი. - გასაგებია, თავის დაცვას ცდილობთ, მაგრამ არ გამოგივათ. შრომა და კარიერა სულ სხვა რამეა, სპორტი კი სულ სხვა. ეხლავე აგიხსნით. მოდი, ბიბლიას გადავხედოთ. ვთქვათ, მათეს მე-7 თავის მე-12 მუხლს. აბა ვნახოთ რას ამბობს იგი: „როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.“ გესმით, რას ამბობს უფალი? ეს ხომ თქვენ ჩემზე კარგად იცით, თავად გაქვთ ეს მცნება გამოყენებული ერთ-ერთ ლექსში. მაგრამ იქცევით კი თქვენ ასე? განა სპორტი, ზოგადად, სხვისი დაჩაგვრა არაა? განა სხვის ხარჯზე პირველობისკენ სწრაფვა არაა? რამდენჯერ განრისხებულხართ საკალათბურთო მოედანზე, აბა გაიხსენეთ. რამდენჯერ თავად მიგიყენებიათ სხვისთვის ტრავმა, რათა თქვენ გაგემარჯვათ. არა მარტო კალათბურთი, ზოგადად სპორტი, ამპარტავნების და პირველობისკენ სწრაფვის ზეიმი გახლავთ...და ამას მილიონობით ადამიანი ტაშს უკრავს. აიღეთ კრივი, ან ბროძოლა წესების გარეშე. როგორ ალეწავენ თავპირს ერთმანეთს, ასისხლიანებენ და ზოგჯერ ფატალურ შედეგებამდეც კი მიდიან? როგორ ფიქრობთ, ეს მოსწონს თქვენს ღმერთს? - რაღა მაინცდამაინც კრივს და კარატეს დაეტაკეთ? - კარგი, ფეხბურთი ავიღოთ, ნომერ პირველი სპორტი, ასე რომ უყვართ მილიარდებს. განა იქ არ ალეწავენ ფეხებს ერთმანეთს, განა იქ არ არის ტრავმები? რამდენჯერ ხელჩართულ ბრძოლაში გადაზრდილა ყოველივე. მეტყვით არაო? ყოველი წამი აღრიცხული გვაქვს, ყოველი შეტაკება, ყოველი უწმაწური სიტვა. წარმოდგენაც რომ არ გაქვთ, იმდენი სიბილწე გვაქვს მოგროვილი. მერედა რისთვის ხდება ეს ყოველივე? ისევ და ისევ ამპარტავნებისთვის. პირველობისკენ სწრაფვისათვის, სხვის დასაჩაგრად მოედანზე. მილიონების წინაშე თავის გამოსაჩენად. თანამედროვე ფეხბურთი ხომ პატივმოყვარეობის და ეგოიზმის უმაღლეს დონეზე ავიდა. გაოცდები, რა დონის ამპარტავნებასთან გვაქვს საქმე, ყველას გოლის გატანა რომ უნდა და გვერდზე მდგომ თანაგუნდელს კი არ მისცემს პასს, არამედ დაურაკუნებს თავის ჭკუაზე და გააფრენს ტრიბუნებზე. რამდენჯერ გვინახავს ეს. იმდენად სასაცილოა, ლაპარაკიც კი არ მინდა ამაზე. ფეხბურთში დევს ამპარტავნებაც, მრისხანებაც, შურიც, ეგოიზმიც, სასოწარკვეთილებაც, ნაყროვანებაც, თამაშის შემდეგ, ბევრს, ასე რომ უყვარს კარგად გამოძღომა და გამოთრობა(ამ შემთხვევაში გულშემატკივრებს ვგულისხმობ). ექვსი სასიკვდილო ცოდვის წყარო გახლავთ ეგ თქვენი ნომერ პირველი სპორტი, ხოლო თუ ქალები თამაშობენ, მაშინ ბევრს მრუშობის სურვილსაც აღუძღავს...და ეგეც თქვენი მე-7 სასიკვდილო ცოდვა. რა სიამოვნებით ვუცქერ ხოლმე, როცა მამლაყინწებივით დაეტაკებიან ერთმანეთს და რომ მიუშვა, მუშტი-კრივსაც კი ჩარევენ საქმეში, იმდენად პატივმოყვარენი გახლავან მოედანზეც და ტრიბუნებზეც. იქნებ ის გაგახსენოთ, რამდენი ადამიანია დაღუპული ფეხბურთის სტადიონებზე?! გახსოვთ, რას ამბობს უფალი სილოამის კედელზე? მოდი ვნახოთ ლუკას სახარების მე-13 თავის მე-4 და მე-5 მუხლები: „ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.“ ეხლა მე გეკითხებით თქვენ: იქნებ გგონიათ, რომ ის ხალხი, ვინც სტადიონებზე დაიღუპა ფეხბურთის მატჩების დროს, სხვაზე ცოდვილი იყო? მაშ როგორ ფიქრობთ, სათნოა თუ არა ღმერთისთვის ფეხბურთი და უნდა თამაშობდეს თუ არა მას ქრისტიანი? არის ფეხბურთში სიმდაბლე, მოთმინება ან მოყვასის სიყვარული? მაგრამ თქვენ, ადამიანებმა ჭკუა ვერ ისწავლეთ. სიამოვნებისგან ისე ხართ გაბრუებულები, რომ დედამიწის ნახევარიც რომ ამოწყდეს, ფეხბურთს არ დაანებებთ თავს. რომელი სპორტია უფლისთვის სათნო, მეტყვით ვინმე? ვერა, ვერ მეტყვით. იმიტომ რომ ამპარტავნების ბუდეა ყველა. სხვისი დაჩაგვრის, მოტყუების, გაბითურების და ბოლოს და ბოლოს მორევის ხარჯზე. ეს არის სიმართლე და ამას ვერსად გაექცევით. ამას დაუმატეთ ის თეატრალური სანახაობები, რაც სპორტულ მოედნებზე ხდება, თუნდაც ფეხბურთში - „ვითომ ტკივილისგან“ დაბლა დაცემული ფეხბურთელები როგორ იკლაკნებიან და როგორ ეჯაჯღანებიან მსაჯს, რომ დასაჯოს მოწინააღმედეგე გუნდის მოთამაშეები. ეს არის სათნო უფლისთვის? არ გამაცინოთ. ამაზე გიჟდება ამდენი ხალხი? ამას უკრავთ ტაშს? მოდი ისევ ბიბლიას გადავხედოთ: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.“ სახარება მათესი 5. 43-48 ეხლა მითხარით, ბატონო გიორგი, გესმით, რას ამბობს თქვენი უფალი? მტერი და მაწყევარი გიყვარდეთო. ხოლო საპირისპირო გუნდის მოთამაშეები მტრებიც კი არ არიან, მოყვასნი ქვიათ მათ. ეხლა ვნახოთ, რა ორი მთავარი მცნება დაგიტოვათ უფალმა შესასრულებლად. ამისთვის ამჯერად მარკოზის სახარების მე-12 თავის 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებს მოვიხმობ: „ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება.“ ამაზე დიადი მცნებები არ არსებობსო, ჩემო კარგო, თქვენივე ღმერთი ბრძანებს. გესმით? რომელი სპორტსმენი იცავთ ამ მცნებებს, თუნდაც მოყვასთან მიმართებაში? რა თქმა უნდა, არცერთი. სიყვარული კი არა, ხანდახან ისეთი მრისხანებით დაეტაკებით ხოლმე ერთმანეთს, ლამის შუაზე გაგლიჯოთ და უფლება რომ გქონდეთ, გააკეთებდით კიდეც ამას იგივე ხდება კალათბურთშიც. არ მითხრათ, არაო. ისევე ხართ დაგეშილი მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების მიმართ, როგორც სხვა ნებისმიერ სპორტში. განა იქ არ არის შეტაკებები, ჩხუბი, უცენზურო სიტყვები? რამდენიც გინდათ. რამდენჯერ განრისხებულხართ, ეს ხომ თქვენც კარგად იცით? მრიხანება კი მომაკვდინებელი ცოდვაა, ესეც კარგად იცით. რა არის ამისი გამომწვევი მიზეზი? - კალათბურთი და ზოგადად სპორტი. ვერცერთ სპორტის სახეობას ვერ დამისახელებთ, რომელიც არ იწვევს მრისხანებას, შურს, მტრობას და სხვა. ეხლა შურზეც გეტყვით. როდესაც თქვენი მეგობარი, დარენ სმითი, წლის საუკეთესო კალთბურთელების მატჩისთვის შეარჩიეს, თქვენ კი არა, შეგშურდათ მისი. - ეგ შური არ იყო, გააპროტესტა გიორგიმ - მე მისი წარმატება ყოველთვის მიხარია. გული დაწმყდა, რა თქმა უნდა, მე რომ ვერ მოვხვდი, მაგრამ არა შური. - დიახაც, რომ შეგშურდათ, ჩემო კარგო, ეხლა როგორც გინდათ იმართლეთ თავი. პირიქით რომ ყოფილიყო, თქვენ ასეთივე გრძნობა არ გექნებოდათ დარენის გამო. არ გამოგივათ ეგ მიზეზი. მისი წარმატება გიხარიათ, ეგ მართალია, მაგრამ შური მაინც დაკრავს როდესაც ის თქვენზე უკეთ თამაშობს. ეს თქვენს გულში მაინც ხომ იცით? - საერთოდ აღარ მინდა თქვენთან ლაპარაკი. რას აღარ იგონებთ, რომ ჯოჯოხეთში გამიშვათ - გაცხარდა გიორგი. - ასეა, ჩემო კარგო. ცოდვილ ადამიანებს სიმართლის პირში თქმა არ მოსწონთ. ასე ხართ თქვენც. ხომ ხედავთ, ორ მომაკვდინებელ ცოდვას კიდევ ორი დაემატა და ოთხი მოგიგროვდათ უკვე: ამპარტავნება, ანგარება, მრისხანება და შური. დამერწმუნეთ, ეს საბოლოო რიცხვი არ გახლავთ. ამას დაემატება როგორც მრუშობა, ასევე ნაყროვანება და სასოწარკვეთილება, რომელიც არაერთხელ დაუფლებია თქვენს სულს წაგებული თამაშის შემდეგ. ალბათ არ გჭირდებათ, გაგახსენოთ, გაცხარებულს რამდენჯერ გდომიათ კალათბურთისთვის თავის დანებება. რაც შეხება ნაყროვანებას, გემრიელი ჭამა-სმა რომ გიყვართ და ხშირად გადამეტებულიც, სწორედ ის გახლავთ, ჩემო კარგო. გაიხსენეთ, რამდენჯერ გამოგიტენიათ ზედმეტად კუჭი ცხელ-ცხელი ხინკლით თუ ხაჭაპურით, მწვადებით თუ ჩაქაფულით. აღარ გავაგრძელებ, თავადაც კარგად მოგეხსენებათ, როგორ გიყვართ გემრიელი ჭამა-სმა. მრუშობის, უფრო სწორედ კი სიძვის ცოდვა, თქვენ ჩარლისთან გაქვთ ჩადენილი, როდესაც ქორწინების გარეშე სექსუალურ კავშირში შეხვედით მასთან...და არა მარტო მასთან. შემიძლია ყველა ჩამოგითვალოთ, ვისთანაც სექსუალური ურთიერთობა გქონიათ. თუმცა ამას არ გავაკეთებ, რამეთუ ეს ცოდვები, თქვენდა სასიკეთოდ, მონანიებული გაქვთ. აი, ჩარლი სმითთან კი არა. - მარაზმია ეს ყველაფერი, სისულელე და არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან. თქვენ რომ გისმინოთ კაცმა, ცხოვრება ერთი დიდი ცოდვების გორგალი ყოფილა. რა უნდა ქნას ერისკაცმა, როგორ იცხოვროს - არც ჭამოს, არც სვას, არც სპორტით გაერთოს, არც ემოცია ჰქონდეს რამე, არც საყვარელ ადამიანთან ჰქონდეს ურთიერთობა და საერთოდ, რა უნდა აკეთოს? - ეგ კითხვები თქვენ ღმერთს დაუსვით, ვინც ეს კანონები დაგიდგინათ. ადამიანის ცხოვრება რომ ცოდვებით არის სავსე, ამაში გეთანხმებით. ამიტომაც, თითქმის სრული უმრავლესობა ჯოჯოხეთში დაიდებს ბინას. ჩვენ, როგორც ხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ღმერთის კანონებით გასამართლებთ, ისიც ძალიან რბილად, თორემ სრული გასამართლება საზვერეებში გექნებათ და ამიტომაც გეუბნებით, რომ ბევრი თქვენგანი პირველ საზვერესაც ვერ გადალახავს. დიახ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა მძიმე ჯვარი გახლავთ, ძალიან მძიმე, მაგრამ ვინც ბოლომდე ღირსეულად ატარებს, მხოლოდ ის მიიღებს საზღაურს. თქვენ კალათბურთით ტკბობაც გინდათ, შემდეგ ამით უამრავი ფულის მოხვეჭა და სხვა სიამოვნებებით ცხოვრება, ლამაზ ჩარლისთან უკანონო სექსუალური ურთიერთობების დამყარება, სხვა კიდევ მრავალი ცოდვა და ბოლოს უფლის სასუფეველში მოხვედრაც. არა, ჩემო კარგი, ასე არ ხდება. ან მძიმე ჯვარი უნდა ატარო ან ჩვენ მამას ემსახურო და მაშინ იცხოვრე, როგორც გინდა და ისიამოვნე, რამდენიც გაგიხარდება. გინდა თუ არა, ასეა - ან ღმერთს ემსახურები, ან ეშმაკს, სხვა არჩევანი არ არსებობს. რა კარგია, რომ ქრისტიანობა ასე დამახინჯებულად გესმით უმრავლესობას. თვეში ერთი-ორჯერ თუ ტაძარში შეხვალთ და სანთლებს დაანთებთ, ჭეშმარიტი მარხვის მაგივრად მცირე დიეტას დაიცავთ და ლოცვებს თუ ლექსივით წაიკითხავთ, ლამის უკვე წმინდანები გგონით თავები. რაც შეგეხებათ თქვენ, ჩემო ძვირფასი „მართლმადიდებელო ქრისტიანო“ თქვენ არა მარტო 7 მომაკვდინებელი ცოდვა გაქვთ ჩადენილი, არამედ ის ორი მთავარი მცნებაც გაქვთ დარღვეული, რაც იესო ქრისტემ დაგიტოვათ. თქვენ არც ღმერთი გიყვართ, და არც მოყვასი. ეგ არ არის ღმერთის სიყვარული, თქვენ როგორც ცხოვრობთ. იმაზე უკვე ლაპარაკიც კი არ ღირს, როგორ უგულისყუროდ ლოცულობთ, როცა ფიქრები გასულ ან მომავალ თამაშზე გაგირბით. თქვენ ლოცვაც კი არ იცით ჯერ, იმდენად დაბალ დონეზე ხართ რწმენაში და მხოლოდ პრეტენზიები გაქვთ დიდი. ჩვენ ღმერთმა ზეციდან ერთადერთი ცოდვის - ამპარტავნების გამო გადმოგვყარა ზეციდან, თქვენ კი ამდენი მომაკვდინებელი ცოდვა გაქვთ და როგორ ფიქრობთ, უფალი სასუფეველში მიგიღებთ? - მადლობა ღმერთს, ყველაფერს ის წყვეტს და არა თქვენ. ეგ თქვენი ბრალდებები თქვენთვის შეინახეთ - არ ცხრებოდა გიორგი - თორემ ბოლოს იქამდე მიხვალთ, ღმერთის მტრადაც კი გამომაცხადებთ. - ვინც უფლის მცნებებს არ იცავს, ის მისი მტერია - გაუღიმა დიამ გიორგის დამცინავად. - აჰა, აკი ვამბობდი კიდეც. - გავაგრძელოთ, გიორგი? კიდევ ბევრ რამ მაქვს თქვენთვის გასახსენებელი, თუ, რაც გითხარით, საკმარისი არ არის თქვენთვის, ან დამაჯერებელი. თუნდაც ნათლობის შესახებ, რაც ჩარლის მოვახსენე. ინცესტი თქვენც გეხებათ. - აი, ეხლა კი უკვე ამდენს ვეღარ შეგარჩენთ. ცრუობთ, იმიტომ რომ სიცრუის მამაა თქვენი ღმერთი და ცრუები ხართ თქვენც ყველა. ამას ეხლავე დაგიმტკიცებთ. თქენ აქ მომიყვანეთ მოციქულთა 47-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი.“ მაგრამ მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში პირველი ნათლისღება ითვლება ჭეშმარიტად და არა მეორე. „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა. მოსატევებლად ცოდვათა“ - ნათქვამიაა მრწამსში. ამიტომ, გაერკვიეთ ჯერ კარგად, რაში მდებთ ბრალს. თუ მეორედ ნათლობაში, მაშინ 47-ე კანონის თანახმად ინცესტს და მსგავს სისულელეებს ვერც მე დამაბრალებთ და ვერც ჩემს საცოლეს, ჩარლის. მაგრამ თქვენ გაწყობთ, რომ ორივე ცოდვაში დავგდოთ ბრალი და ამიტომ ისე ჭრით და კერავთ, როგორც გაწყობთ. მე ვიქორწინებ ჩარლიზე და ვერაფერი ვერ შემიშლის ხელს. თქვენ კი, რაც არ უნდა ცილი დაგვწამოთ, ვერაფერს დაგვაკლებთ. მე არ მეშინია თქვენი. დიას გაეღიმა. - რომც დავუშვათ, რომ ეს საკითხი გამიბათილეთ, მრუშობის ცოდვას ვერსად წაუხვალთ, ჩემო კარგო. ეხლა სხვებსაც დაგიმატებთ. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ხომ დაგიმტკიცდათ, ამას ვერსად გაექცევით. ეხლა 10 მცნება ვნახოთ. თქვენ წეღან ბრძანეთ, რომ კვირაობით წირვებს აცდენთ, როდესაც თამაში გაქვთ, ხომ ასეა? - დიახ, ასეა. - ანუ თქვენ უფალთან სიახლოვეს, კალათბურთის თამაში გირჩევნიათ. პირობითად სასწორის ერთ პინაზე თუ ღმერთია, მეორეზე კი კალთბურთი, თქვენ კალათბურთს ირჩევთ. გინდათ თუ არ, ეს ასეა. ესე იგი კალათბურთია თქვენი ღმერთი. ასევე კალათბურთის პრიზებია თქვენი კერპები, ასე გულმოდგინედ რომ გაქვთ სახლში დიდი სიამაყით გამოფენილი. თამაშის გამო თქვენ შეგიძლიათ წირვა გააცდინოთ და მერე მეტყვით, რომ თქვენ უფალი ყველაზე მეტად გიყვართ? რა სისულელეა. თქვენ უკვე დაარღვიეთ პირველი, მეორე და მესამე მცნებები. აღარ მოგიყვანთ ციტატებს, მოკლედ ვიტყვი სხვების გასაგონად: ერთ ღმერთს ემსახურე, არ გაიჩინო კერპები ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღე, შენი უფლის შაბათია. კვირა, ამ შემთხვევაში. მესამეს მცნებას რაც შეეხება, ამაზე უკვე გითხარით. თქვენ უფლის სახელი უაზროდ, საჭიროების გარეშე, იმდენჯერ ახსენეთ, რომ ამას თავადაც უნდა ხვდებოდეთ. ეხლა მოდი მეხუთე მცნება ვნახოთ. სცემთ თუ არა პატივს დედას და მამას. - უკვე გითხარით, თქვენი ბოდვები არ მაინტერესებს მეთქი- დოინჯი შემოირტყა გიორგიმ - ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ, ენა საბურავი არაა, რომ გაცვდეს. - აქაც რა კარგად ჩანს თქვენი ამპარტავნება, ჩემო კარგო. მიხარია, რომ არ შევცდი თქვენში. მაშ ასე, მეხუთე მცნება ვახსენე. თქვენ რომ დედას და მამას პატივს სცემდეთ, არ გადაიხვეწებოდით ცხრა მთას იქით თქვენი პატივმოყვარეობის და ხარბი ბუნების დასაკმაყოფილებლად, არამედ მოუფრთხილდებოდით ასაკში შესულ მშობლებს და მოუვლიდით, როგორც საჭიროა. თქვენ თუ გგონიათ, სიყვარულს და მზრუნველობას ფულით შეცვლით, ძალიან შემცდარხართ. არავითარი გამართლება არ გაქვთ. თქვენ კალათბურთი საკუთარ მშობლებსაც გირჩევნიათ. ეს მცნებაც ისევე გაქვთ დარღვეული, როგორც სხვა. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ბატონო ბურდულო, რამდენი ვიღვაწეთ, რომ თქვენი ამერიკაში ტრანსფერი შედმგარიყო, რადგან წინასწარ კარგად ვხედავდით, რამდენ ცოდვაში ჩადგამდით ფეხს. ამას თქვენ ვერ გაიგებთ და ეხლა არც ვისაუბრებ ამაზე. ეს ჩვენი დამსახურება უფროა. მკვლელობის ცოდვას ვერ დაგაბრალებთ, ეს არ ჩაგიდენიათ. თუმცა, რამდენჯერმე გაცხარებისას გქონიათ გულში ასეთი სურვილი, მაგრამ მონანიებული გაქვთ და ამიტომ არ ჩაგითვლით. როგორ მოინანიეთ და ჩაგითვლით თუ არა ამას უფალი მონანიებად, ეს სხვა საქმეა. მრუშობაზე უკვე გითხარით. ქორწინებამდე სექსუალური კავშირები გახლავთ სწორედ მრუშობის ცოდვა, და რადგან სხვა ცოდვები მონანიებული გაქვთ, ამ მოუნანიებელ კავშირებს ვერ გაექცევით. აბა ეხლა ქურდობა ვნახოთ. განკითხვა რატომაა ასეთი დიდი ცოდვა, თუ იცით საერთოდ? მე აგიხსნით. იმიტომ, რომ თქვენ ღმერთს პარავთ სამართლიანი განსჯის უფლებას. მხოლოდ ღმერთს შეუძლია განიკითხოს ადამიანები. თქვენ კი მას ამის უფლებას პარავთ. არა აქვს მნიშვნელობა, ნემსს მოიპარავ, აქლემს და ღმერთის უფლებას. თქვენ ისეთივე ქურდი ხართ, როგორც ბანკის მძარცველი და შესაძლოა უფრო მეტიც, რადგან თავად უფალს პარავთ. - ღმერთო ჩემო, რა მარაზმია - ამოიხვნეშა გიორგიმ. - თქვენ რაც გინდა ის დაუძახეთ, ჩვენ კი ვნახავთ როგორ გაიმართლებთ თავს. ეხლა შემდეგი მცნება ვნახოთ ცილისწამებაზე. როდესაც სათამაშო მოედანზე დაცემულხართ შეტაკების შედეგად, რამდენჯერ დაგიწამებიათ ცილი მსაჯთან მასზე, ვინც დაგეჯახათ. რამდენჯერ დაგიბრალებიათ ის, რაც არ ჩაუდენია, აბა გაიხსენეთ: ხელი გამარტყაო, სპეციალურად დამეჯახაო და სხვა. რა თქმა უნდა, ამას ანგარების გამო აკეთებდით, რომ მსაჯს თქვენი მეტოქე დაესაჯა და ამით თქვენ სარგებელი მიგეღოთ. ეხლა მეტყვით, რომ ეს თამაშია და იქ ყველაფერი მოსულა. არა, ჩემო კარგო, ასე არაა. ცილისწამება ცილისწამებააა, გინდა თამაშის დროს იყოს ეს და გინდა ძილის დროს. ამიტომ, ეს მცნებაც დარღვეული გაქვთ. რაც შეხება მეათე მცნებას, არ ისურვო შენი მოყვასის არც სახლი, არც ცოლი, არც მსახური და ასე შემდეგ. ესეც დარღვეული გაქვთ, ჩემო კარგო. სანამ თავად გაგიჩნდებოდათ ფული, თქვენ იმდენჯერ ისურვეთ გულში სხვისი პრესტიჟული სახლი, სხვისი ლამაზი ცოლი, სხვისი გლამორული მანქანა, რომ ჩამოთვლა ძალიან შორს წამიყვას. თავადაც კარგად მოგეხსენებათ. აბა გულში ჩაიხედეთ, რამდენჯერ გინატრიათ. რას იტყვით ამაზე? გიორგი დუმდა. - აბა ეხლა ვნახოთ, რა მივიღეთ. თქვენ 10 მცნებიდან, 9 დარღვეული გაქვთ. რაც შეეხება მკვლელობას, რაც ზემოთ მოგახსენეთ, თუ ღმერთმა თქვენი მონანიება საკმაოდ გულწრფელად არ ჩათვალა, მაშინ თქვენ აბსოლუტური ჩემპიონი ბრანდებით მცნებების დარღვევაში. აი, ძვირფასო საზოგადოებავ - მიმართა დემონთა მთავარმა დარბაზს - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სანაქებო და თითით საჩვენებლი „მართლმადიდებელი ქრისტიანი“. გარედან, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, სინამდვილეში კი შვიდივე მომაკვდინებელი ცოდვის, ძველი აღთქმის 10-დან 9 მცნების(ან შესაძლოა ათივესიც) და უფლის ახალი აღთქმის ორივე მთავარი მცნების დამრღვევი. მეტს აღარ ვიტყვი, ეს საკმაოზე მეტია. აი, ამ ადამიანს აქვს პრეტენზია, რომ უფლის სასუფეველში მოხვდეს და ჯოჯოხეთი აირიდოს. როგორ ფიქრობთ, ჩემო ძვირფასო გიორგი - მიუბრუნდა დემონი გიორგის - თქვენი კეთილი საქმეები გადაფარავენ ამ ცოდვებს ყველას ერთად? - არ მაინტერესებს თქვენი დასკვნები. დაე უფალმა განმსაჯოს - მიუგო გიორგიმ პასუხად. - კარგი, ეგრე იყოს. ისიც იცოდეთ, რომ თქვენი ცოდვების მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოგითვალეთ, ძალიან მცირე. დანარჩენს საზვეერეებზე მოგახსენებთ. შემდეგ ჭინკებს გადახედა და ხელით გიორგიზე ანიშნა - მომაშორეთ ეს ვაიქრისტიანი აქედან და მიუჩინეთ თავისი ადგილიო. ჭინკებმაც დიდი ყიჟინით და სიხარულით აიტაცეს გიორგი და დარბაზის უკანა ნაწილში გააქანეს. *** ბოლო ღამემაც წინანდელებივით ჩაიარა და გათენდა. ბოლოს რომ ვამბობ, ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ როგორც იქნა ყველა გამოიკითხა. დარბაზის წინა მხარეს სულ 2 ადამიანი იჯდა - ინვალიდი ბავშვი და მისი დედა. ბავშვს ვერ გამოკითხავდნენ, ლაპარაკი არ შეეძლო. დედამისი კი მუსულმანი გახლდათ და მხოლოდ ბავშვის გამო დატოვეს წინა ნაწილში. მის გამოკითხვას აზრი არ ჰქონდა, ისევე როგორც უამრავი სხვა ადამიანების, არაბების, აზიელების, რამდენიმე აფრიკელის და სხვების, ვინც ქრისტიანი არ იყო. სცენაზე დემონთა მთავარი გამოვიდა და შუაში დადგა. შემდეგ, კაი გამოცდილი ორატორივით ცოტა ხანს სცენაზე თავჩაღუნულმა გაიარ-გამოიარა და დარბაზს მიმართა: - ძვირფასო საზოგადოებავ, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ. მესმის, რომ თქვენთვის ძალიან უცნაურ და დაუჯერებელ გარემოებაში მოხვდით, თუმცა რას ვიზამთ, ეს რეალობაა. რეალობაა ისიც, რაც აქ ნახეთ და მოისმინეთ. ზოგს გწამთ ღმერთი და ზოგს არა. მე არაფრის მტკიცებას არ დაგიწყებთ. ყოფილი ანგელოზები აქ ვართ, თქვენს წინაშე და დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც ნაკლები ირწმუნებთ, მით უკეთესია ჩვენთვის. მე გეტყოდით, არ არსებობს მეთქი ღმერთი, ტყუილი არ მეუხერხულება, მაგრამ არ მაქვს ამისი უფლება. არც იმისი თქმის უფლება მაქვს, რომ ყველა რელიგია ერთნაირად მართალია და თუ არ დამიჯერებთ და დარჩებით თქვენს სარწმუნოებაზე, პირადად მე ძალიან გამახარებთ. ქრისტიანები სხვებისგან იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ სხვა აღმსარებლობის ადამიანები ვერანაირად ვერ გადარჩებიან მოუნათლაობის გამო და ისინი პირდაპირ ჯოჯოხეთში წავლენ. ამაზე კარგად აბა რა ვიცით?! „ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას“ ნათქვამია იოანეს სახარების მე-3 თავის 36-ე მუხლში. ხოლო იოანესვე სახარების მე-6 თავის 53-ე და 54-ე მუხლებში უფალი ამბობს: „უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“ ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, მთელი გულითაც რომ მოვინდომოთ, ვერაფერს გიშველით, რამეთუ ნათლობის და ზიარების საიდუმლო თავად უფალმა დაადგინა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ვინმეს გჯერათ თუ არა. ასეთი უფლება ჩვენ გვაქვს და ამიტომ აღარ წაგართვით ზედმეტი დრო თქვენი ცოდვების გამოსავლენად. დამერწმუნეთ, თქვენ არანაკლებ ცოდვილებო ხართ, ვიდრე გამოკითხულები. ცოდვაზე, ზოგადად, თქვენ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, ამაში ჩვენი ძალინ დიდი ძალისხმევაა ჩადებული და რაც ყველაზე მთავარი ფაქტორია - თქვენი ცოდვილი ბუნება. ათასობით წლებია, ამაზე ვმუშაობთ და რა თქმა უნდა, ჩვენც დავიხვეწეთ და განვვითარდით ამ მიმართულებით. არ დავმალავთ, რომ ჩვენ თქვენ გვეზიზღებით და ჩვენი მთავარი და ერთაერთი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი დავღუპოთ. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ღმერთს თქვენ უსამართლოდ უყვარხართ. დიახ, ღმერთი, რომელიც ჩვენ ასევე გვეზიზღება, უსამართლოა და მიკერძოებული. ჩვენ ოდესღაც ანგელოზები ვიყავით და ვნეტარებდით ზეცაში. ვიცით, რომ ხიბლში ჩავვარდით და ამპარტავნებამ მოგვიცვა. ლუციფერი, ჩვენი მამამთავრი, და მასთან ართად ჩვენც, მისი მიმდევრები გადმოყრილ ვიქმენით სპეციალურად ჩვენთვის შექმნილ ჯოჯოხეთში, სადა არა არს არც სინათლე, არც სითბო, არამედ ბნელი და წყვდიადი. ღმერთმა ჩვენ ერთი ამპარტავნების ცოდვა არ შეგვინდო, თქვენ კი არათუ ამპარტავნება, არამედ 7-ვე სასიკვდილო ცოდვებს გითმენთ, ათივე მცნების დარღვევას და მაინც ისე ძალიან უყვარხართ, რომ თავისი მხოლოდშობლი ძეც კი მისცა ჯვარზე საცმელად. განა ეს სამართლიანია? რითი ხართ თქვენ ანგელოზებზე უკეთესი? რატომ უყვარხართ ღმერთს ასე ძალიან? განა არ ვიცით, რაც გველოდება, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი დასასრული მოახლოებულია და ამიტომაც ჩვენც გაშმაგებით ვიბრძვით, რომ ბევრი თქვენგანი გავიყოლოთ თან. მოგვეცა ღვთისგან ამისი უფლება. ჩვენ რომ მეტი ძალაუფლება გვქონდეს, ღმერთს ვინ შეეკითხებოდა, ყველას დაგღუპავდით და საერთოდ ადამიანის სახსენებელი არ იქნებოდა დედამიწაზე, მაგრამ სამწუხაროდ ღმერთი ჩვენზე ბევრად ძლიერია, უსაზღვროდ ძლიერი და მხოლოდ ის შეგვიძლია, რის უფლებასაც გვაძლევს. სიმართლე უნდა ითქვას, ღმერთის თქვენდამი სიყვარულის შემხედვარე, გაკვირვებულებიც კი ვართ, რატომ გვაძლევს უფალი ამდენის უფლებას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ამიტომ, ნუ გიკვირთ, თუ ჩვენ თქვენ დაღუპვას ვცდილობთ, ადამიანებო. ათასობით წლების მანძილზე ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ამისთვის და ბევრს მივაღწიეთ კიდეც. ამ ბოლო ჟამს კი ისეთ დონეზე ავედით, რომ ადამიანებს დასაღუპად ჩვენი ძალისხმევა აღარ სჭირდებათ, თავად იღუპავენ თავს. ზოგი ადამიანი ისეთ რამეს ჩადის, ეშმაკს რომ აზრადაც არ მოუვიდოდა. დღევანდელი მსოფლიო ხომ საერთოდ გაგიჟებულია. მუცელღორობა, აღვირახსნილობა, უკუღმართი სექსუალური კავშირები, ძალადობა, მასიური მკვლელობები და სხვა მრავალი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ადამიანები ისე კარგად ასრულებთ ჩვენს მიერ დაყენებულ ამოცანებს, რომ, ხშირად, უსაქმურობისგან აღარ ვიცით ხოლმე, რა ვაკეთოთ, სულ უბრალოთი დავიწყოთ, მოდა. მოდა ეშმაკის მოგონილია, არა აქვს მნიშვნელობა, იცით ეს თქვენ თუ არა. ის კარგად მუშაობს ადამიანის პატივმოყვარეობის გაძლიერებაზე და არა მარტო სხეულის შემოსვას ანატრებს ადამიანს, არამედ აღვივებს შურს, ამპარტავნებას, მიმბაძველობას. ქალების ნახევრადშიშველი სამოსი კი მამაკაცებში მრუშობის სურვილს აღძრავს. აქამდე ჩვენ ეტაპობრივად, თანდათანობით მოვედით. აბა ნახეთ, რა ეცვათ ქალებს შუა საუკუნეებში და როგორ იმოსებიან დღეს. მოკლე კაბები და ამოყრილი შიშველი გულ-მკერდი ჩვეულებრივი ამბავი გახდა. არავის უკვირს და რა თქმა უნდა, ესეც ჩვენი დამსახურებაა. კარგია, რომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ ამ ცოდვის სიმძიმეს. არათუ აცნობიერებენ, საერთოდ არც მიაჩნიათ ცოდვად. მოსეს კანონის თანახმად, ქალებს და კაცებს სქესის მიხედვით შესაფერისი ტანსაცმლის ტარება ევალებოდათ, რადგან საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარება უფლის წინაშე აჯანყებას ნიშნავდა. აი, რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია: „ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.“ მეორე რჯული 22:5 ხოლო მე-6 მსოფლიო კრების 62-ე კანონი პირდაპირ ამბობს: „ვადგენთ, რომ არც ერთმა მამაკაცმა სადედაკაცო სამოსელი არ შეიმოსოს, არც დედაკაცმა – სამამაკაცო.“ აბა გადახედეთ დღევადელ ჩაცმულობას, გაარჩევს ვინმე რომელია მამაკაცის და რომელია ქალის სამოსი? ქალები სიამოვნებით ატარებენ შარვლებს, კაცები კი კაბებით დადიან. თუმცა, იმათ კაცებიც არ ქვიათ, მაგრამ მაინც. საერთოდ კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორთვა-მოკაზმულობაც კი მიუღებელია უფლისათვის. ისევ ბიბლიას დავეყრდნოთ: პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს: „დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.“ 1 პეტრე 3 : 3,4 ხოლო პავლეს ეპისტოლეში ვკითხულობთ: „ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით, არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი.“ 1 ტიმოთე 2: 9, 10 ხედავთ, რა ყოფილა მთავარი? თქვენ გგონიათ ადამიანებმა ეს არ იციან? ბიბლიას არ კითხულობენ? იციან, როგორ არა, განსაკუთრებით ე.წ. ეკლესიურმა ადამიანებმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიამოვნებით ეტანებიან ფერუმარილსაც და სამკაულებსაც. ვერ ნახავთ ქალს, კოსმეტიკას რომ არ ხმარობდეს და ძვირფას სამკაულს არ ატარებდეს...და ამას მარტო ქალები კი არა, კაცებიც სიამოვნებით აკეთებენ, ატარებენ რა საყურეებს თუ ძვირფას ბეჭდებს. რაც შეეხება გაშიშვლებას, უნდა იცოდეთ, რომ სიშიშვლე განსაკუთრებით საზიზღარი და მიუღებელია უფლისათვის. „საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე“ ამ თემაზე ბევრ ადგილასაა მინიშნება და ის ყოველთვის სირცხვილად და დიდ დანაშაულად აღიქმება. მიუხედავად ამისა, დღეს ქალები სიამოვნებით ატარებენ მოკლე კაბებს და ამოღებულ დეკოლტეებს. ამას ვნ ჩივის, ზოგჯერ საცვალსა თუ ბიუსჰალტერზეც კი ამბობენ უარს. მარტო ბიბლია რომ არ გეგონოთ თქვენი განმსჯელი, წმიდა მამების გამონათქვამებსაც მოგიყვანთ. წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: „თავშეკავება და უმანკოება მარტოოდენ ხორცის უმანკოებაში კი არა, მოკრძალებულად ჩაცმა–დახურვასა და უბიწო მორთულობაში ვლინდება.“ ის ასევე ბრძანებს: „ესაია, სული წმიდით აღვსილი, ამხელს სიონის ქალწულებს, მოოქროვილი და მოვერცხლილი სამოსით ცდუნებულებს, აყვედრებს დამღუპველი სიმდიდრით ავსებულებს და სოფლიური გასართობებისა და მხიარულობების გამო ღვთისგან განშორებულებს. ამბობს: „ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერხთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერხებითა თანად მომღერალნი. და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა... და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა. და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა, და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა... და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა... და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ვიაკინთისა თანამოქსოილსა... და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათვის შენთა“ (ეს. 3,16-23). აი ამაში ადანაშაულებს, ამას აღნიშნავს ღმერთი, აუწყებს, რომ აქედან წარმოიშობა ქალწულთა გარყვნა და განშორება ჭეშმარიტი და ღვთაებრივი მოკაზმულობისგან. ამაღლებულნი დაეცნენ. მოკაზმულობით თავმომწონენი სიმყრალემ და სიბილწემ დაფარა. განა ღვთის ნებაა – ყურებს იარები გაუკეთო და ამით დატანჯო უმანკო სიყმაწვილე, სოფლიურ ბოროტებასთან უზიარებელი, რომ შემდეგ გახვრეტილ ნაჭდევებზე ძვირფასი, მძიმე თვლები დაჰკიდო, რომლებიც თუ წონით არა, მათში გადახდილი ფულითაა მძიმე. ეს ყოველივე შეცოდებულმა და ღვთისგან განდგომილმა ანგელოზებმა გამოიგონეს, როდესაც თავისი ზეციური სამყოფელი დატოვეს და ძირს დაეცნენ. მათ, თავისი წამხდარი ბუნებისგან აღძრულებმა, ასწავლეს წარბების გაშავება, ლოყებზე ყალბი სიწითლის წასმა, თმების შეღებვა მათთვის არაბუნებრივ ფერად, სახისა და თავის ნაკვთების გადასხვაფერება.“ წმიდა ისააკ ასური კი ამბობს: „ვისაც უყვარს შესამოსელი ბრწყინვალე და კარგად გატკეცილი, იგი ვერასოდეს შეიძენს მდაბალ გულისთქმებს, რადგან გულიც გარეგან შესახედაობას ბაძავს და ემსგავსება. მდაბიო იქნება თუ მზვაობარი გარეგნული შესახედაობა, გულიც იგივე იქნება.“ ხოლო ეფრემ ასური ბრძანებს: „რატომ გიყვარს მორთვა ასე კადნიერებით? მოუსმინე, რას ამბობს მოციქული: „სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე“ (2ტიმ. 2,22). ნუთუ არ იცი, როგორ მტერს ებრძვი? ნუთუ არ იცი, რა მძიმეა, იყო მახე სხვა სულისთვის? როგორ არ უფიქრდები, როგორ სიდამპლეს და ხრწნილებას დაიმკვიდრებენ ამგვარ საქმეთა მოქმედნი? მსურს გაცნობო, რომ თუკი გარეგანი კაცი მორთულია, ხოლო სულის საცხოვრებელი შებილწულია, მისი სილამაზე არ დააყოვნებს დაზიანებას. ხოლო თუკი სულიერ მშვენიერებას მოიპოვებ, მაშინ ამ მშვენიერებიდან და ამ ნათლიდან რაღაც გადაიღვრება გარეგან კაცზეც, და ამგვარი მშვენიერება მუდმივი იქნება.“ რაც შეეხება მახეს სხვა სულისთვის, წმიდა ისიდორე პრუსიელის გამონათქვამს მოვიყვან: „ბევრნი ფიქრობენ, რომ არაფერს ნიშნავს, ცნობისმოყვარეობით უყურო სხვის სილამაზეს, მაგრამ ამისგან იშვება მრუშობა და არეულობა სახლებში.“ მე კი კდევ ერთხელ შეგახსენებთ მათე მოციქულის სახარებიდან უფლის სიტყვებს: "ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური" როგორ ფიქრობთ, მოკლე კაბებით მოსიარულე ქალები არიან თუ არა საცდურები მამაკაცებისათის? ვგონებ, პასუხი თავადაც კარგად იცით. ღირსი გაბრიელ ბერი, ქართველების ბოლო დროის ერთ-ერთი უდიდესი წმანდანი ამბობს: „ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილნი ივლიან. ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული – შეჩვენებული იყოსო, წერია სჯულის კანონში. ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია.“ ხედავთ გიორგი, რა კარგად ხსნის თქვენი წმინდანი დღვანდელი ჩაცმულობის არსს? - მიმართა დემონთა მთავარმა ბურდულს. - დიახ, ასეა. ნახევრადშიშველი ქალები თუ კაცები მართლაც ანტიქრისტეს მიმდევრები არიან და ვერც აცნობიერებენ ამას. ყოველგვარი სიშიშვლე საძაგელია უფლისთვის, ბატონო გიორგი, არა აქვს მნიშვნელობა, სპორტსმენია, მოცეკვავე თუ მოდელი. მე კი გავაგრძელებ ჩაცმულობის შესახებ. აი, რას ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი კოლასელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებისას: „გსურს გამოიყურებოდე მშვენივრად და ღირსეულად? იკმარე ის სახე, რაც შემოქმედმა მოგცა. რატომ ჰკიდებ ოქროს, თითქოსდა შესწორება შეგქონდეს ღვთის ხატებაში? გინდა ღირსეულად ჩანდე? შეიმოსე გულმოწყალება, კაცთმოყვარება, უბიწოება, სიმდაბლე. ეს ყოველივე ოქროზე ძვირფასია. ეს ყოველივე მშვენიერს უფრო ღირსეულად აქცევს, ხოლო უშნოს – კეთილშესახედავად.“ ხოლო მათეს სახარების განმარტებისას ამბობს: „მშვენიერება სხეულში არაა, სხეულის მშვენიერება დამოკიდებულია იმ გამოსახულებაზე და ფერზე, რომელსაც სული აღბეჭდავს სხეულის ბუნებაში. ამგვარად, სული შეიყვარე, რომელიც სხეულს ასეთ მშვენიერებას ანიჭებს... თუკი სული ხარობს, სახესაც ამხიარულებს, ხოლო თუ მწუხარეა, ფერს აკარგვინებს და მჭმუნვარებით მოსავს. თუკი მუდმივად სიხარულშია, სხეულიც დალხენილია, ხოლო თუ მწუხარე და მგლოვიარეა, სხეულიც სუსტდება და უშნოვდება. თუ განრისხდება, სახესაც საშინელ შეხედულებას მისცემს; თუ დამშვიდდება, სახეც სასიამოვნოდ გამოიყურება. თუ შურისგანაა შეპყრობილი, სახეც უფერული და გალეულია; თუკი სიყვარულითაა აღვსილი, სახესაც განსაკუთრებულ სანდომიანობას ანიჭებს. ამგვარად, მრავალ ქალს, რომელთაც გარეგნული სილამაზე არ გააჩნიათ, სულისგან ეძლევათ სასიამოვნო შესახედაობა; სხვები კი, პირიქით, გარეგანი სილამაზით შემკობილნი, ჩრდილავენ ამ სილამაზეს, რადგან სულიერი მიმზიდველობა არ გააჩნიათ... ჭეშმარიტად, არაფერია კეთილ სულზე უფრო მშვენიერი და სასურველი.“ წმიდა ტიხონ ზადონელი ბრძანებს: „ვინც სხეულის გამშვენებისთვის ზრუნავს, მას არ სცალია სულიერზე იზრუნოს; რამეთუ რითიცაა დაკავებული მავანის გონება, მისთვის ცდილობს, მას ეძიებს, მასზე ხარჯავს დროს. „სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.“ (მათე 6:21).“ აბა ეხლა ვნახოთ, რას ამბობს არქიმანდრიდი რაფაელ კალერინი: „თუკი ქრისტიანებისთვის ტანსაცმლის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ დაიცვას საცდურისაგან როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები, ახალი მოდები უპირატესად ამის საწინააღმდეგო მიზანს ისახავენ: ყურადღება მიაქციონ ადამიანის სხეულს და გამოიწვიონ ავხორცული გრძნობა. ისინი, ვინც ნახევრადშიშვლები დადიან და ამასთანავე ირწმუნებიან, რომ არ გრძნობენ ვნებას, თავს იტყუებენ. ისინი ჰგვანან მთვრალს, რომელიც ირწმუნება, რომ ფხიზელია – ეს მიწა ირწევა მათ ფეხქვეშ. როდესაც ჩლუნგდება სირცხვილის გრძნობა, შორდება მადლი, ვნება ხდება განუწყვეტელი მდგომარეობა კაცისა და ის უკვე ვეღარ ხედავს მას (ვნებას), როგორც თევზი ვერ ხედავს წყალს, რომელშიც დაცურავს. ხატებზე ანგელოზები თეთრ, გრძელ სამოსელში არიან გამოსახულნი, ხოლო დემონები – შიშველი, ნახშირივით შავი, რაც მადლის სრულ დაკარგვას ნიშნავს. განსაკუთრებით დაუშვებელია ნახევრადშიშველი დგომა ტაძარში, ღვთის წინაშე ... ... უბიწოება არის ყოვლისმომცველი მცნება. ის უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და გამოვლინდეს გარეგანში. ქრისტიანი უბიწო უნდა იყოს ხალხის წინაშეც და მარტო ყოფნის დროსაც. უბიწოების გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, ხოლო მადლის გარეშე – სიხარული ამ ქვეყანაზე და მარადიული ცხოვრება ზეცაში.“ - ნეტა თქვენი ცოდნა მისცა ყველა ადამიანს - გამოეხმაურა გიორგი დარბაზის ბოლოდან. - მარტო ცოდნა არ კმარა, ჩემო კარგო. ბევრმა ქრისტიანმა იცის, როგორ უნდა იცხოვროს, მაგრამ მაინც არად დაგიდევთ და თავის ჭკუაზე დადის. სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო ამბობს: „ნუ მიბაძავთ მოდას! ის ადამიანებს მოკრძალების დაკარგვას აიძულებს. მოციქული პავლე ამბობს, რომ ქალმა თავი უნდა შეიმკოს არა თმების წნულებით, არა სამოსით, არამედ სიმდაბლით, სიმშვიდით და მორცხვობით. ამიტომაც დედებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი ქალიშვილები სახლშიაც კი მოკრძალებით იცვამდნენ, ხოლო ტაძარში, და მით უფრო მონასტერში, განსაკუთრებით მოკრძალებული სამოსით დადიოდნენ, რომ არავინ დააბრკოლონ და უფალი არ განარისხონ.“ ხოლო წმიდა ფილარეტ მოსკოველი ბრძანებს: „ქრისტიანებო! უმჯობესია სხეულის ათასობით სამკაულს გამოვეთხოვოთ, ვიდრე ყოვლისმხედველს (უფალს) წარუდგინოთ უმცირესი ლაქა სულში და სინდისში. თუნდაც ძონძებით ვიყოთ შემოსილნი, ოღონდაც ის სამეფო სამოსელი შევინარჩუნოთ, რომლის შესახებ დაწერილია: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალატ. 3:27). ამინ.“ კიდევ უამრავი გამონათქვამის მოტანა შემიძლია მოდასა და საერთოდ სამოსელზე, მაგრამ აღარ გადაგღლით. ვფიქრობ საკმაოდ კარგად აგიხსენით არსი და დასკვნები თავად გამოიტანეთ. ეხლა მაინც თუ გესმით, თუნდაც მარტო ამ ცოდვასთან დაკავშირებით საზვერეებზე რა დღეში ჩაგაგდებთ? ყოველი დღის და ღამის ჩაცმულობას გაგახსენებთ, მოკაზმულობას, თავის მორთვა-პრანჭვას. არაფერი არ დარჩება გაუხსნებელი და მივიწყებული, ეს იცოდეთ. არც კი ვიცი, რა გადაგარჩენთ. მოკლე კაბებზე ხომ საერთოდ აღარც ღირს საუბარი. ეს კულმინაციაა. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, რა დღეში არიან ქალები და რას დაემსგავსნენ. მეძავებისგან ვერ გაარჩევთ. თან რა სიამოვნებით და სიამაყით წარმოაჩენენ ლამის შიშველ სხეულს. ამასთან ერთად კი იმ სიმახინჯეებს, პირსინგები რომ ჰქვია, ტატუირება და ათასი სიბილწე, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ჩვენც კი გაოგნებულები ვართ, რა დონეზე გავრყვენით ადამიანთა ბუნება, რამდენს მივაღწიეთ. ჩვენ რომ სულ არ ამოვიღოთ ხმა, ღმერთი რას გიზამთ თუ იცით? როდესაც ამას თავად იხილავთ, მერე გვიანი იქნება სინანული. ჩვენ კი გავიხარებთ და წაგიძღვებით ჩვენს სამფლობელოში. ჩარლიმ ტირილი დაიწყო, ზე აღმართა ხელები და ლოცვას მოყვა: „უფალო იესო, ქრისტე, დაგვიცავი ამ ბოროტი ძალებისგან და მოგვეცი საშუალება, ჩვენი ცოდვები მოვინანიოთ, გევედრები ღმერთო მოწყალეო. დაგვიფარე ამ წყეული დემონებისგან“ - თქვენი მცდელობა გასაგებია, მის სმით - გამოეხმაურა ჩარლის ლოცვას დემონთა მეთაური დია - მაგრამ, ვშიშობ, ეგ ეხლა არ გიშველით. თუ რატომ, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მე კი განვაგრძობ. ჩაცმულობაზე მეტს აღარ შეგაწყენთ თავს. მთელი მსოფლიო გაშიშვლდა და ამას თავადაც კარგად ხედავთ ყველა. სიშიშვლე კი ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა. შიშველი ადამიანი ვერ შევა ღვთის სასუფეველში და ის ჩვენი ლუკმაა. თქვენ არ გეგონოთ, ვინმეზე ბრიყვები და უგუნურები ვიყოთ. უკვე ათასობით წლებია ვმუშაობთ. ადამიანის ყველა თვისება კარგად ვიცით. ყველა მეთოდი გამომუშავებული გვაქვს. არნახულ შედეგებს მივაღწიეთ. გადახედეთ ამ შეშლილ მსოფლიოს, ვიღას უნდა ღმერთი? ჩვენ შევაღწიეთ ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში. არ არსებობს დარგი, ან პროფესია, ჩვენ რომ არ ჩაგვეტარებოს სამუშაოები. თავად ეკლესიაშიც კი, ისეთ ხრიკებს და ოინებს ვაწყობთ, რომ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი ჩვენი სამფლობელოს ღირსეული წევრი ხდება. როგორ მივაღწიეთ ამას? ძალიან მარტივად: მიეცით ადამიანს სიამოვნება და ის თავად დაივიწყებს ღმერთს. ყველაფერი, რაც გართობას და სიამოვნებას უკავშირდება, თქვენივე ღმერთმა ცოდვებად მონათლა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მივაწოდოთ ადამიანებს ეს გართობანი და სიამოვნებანი. თან ისე, რომ ეჭვიც არ გაუჩნდეთ მათ სიმცდარეში. ამიტომ, ჩვენ ისინი სახალხო გავხადეთ, მასიური. ადამიანს ის ჰგონია მართალი, რასაც ბევრი აკეთებს და არა ის, რას ფიქრობს ღმერთი. ცოდვები უამრავია, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით სამ მათგანზე გავაკეთეთ ყველაზე დიდი აქცენტი, რადგან ისინი ყველაზე კარგად მუშაობენ. ესენი გახლავთ ამპარტავნება, განკითხვა და მრუშობა. ეხლა მოკლედ დაგიხასიათებთ სამივეს და თავად განსაჯეთ, რა ღრმად აქვთ მათ ფესვები გამდგარი ადამიანში. ღმერთმა ადამიანს ენა უბოძა, ანუ ლაპარაკის საშუალება მისცა. მან კი ის არაჩვეულებრივად გამოიყენა სხვათა განკითხვისათვის და მას შემდეგ საბრალო ადამიანები განიკითხებიან და განიკითხებიან. განიკითხავენ განურჩევლად ყველას, მტერს და მოყვარეს, ძმას და მეგობარს, მეზობელს და ნათესავს. ჩვენს მიერ შემოგდებულ სოციალურ ქსელებში ეს ცოდვა ხომ დუღს და ტრიალებს სხვადახვა გვერდებზე შეუსვენებლად. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ განკითხვა ამპარტავნების ნაწილია. მის შემადგენლობაში შედის მაინც. ასევე, როგორ ბატონ ბურდულს ავუხსენი - ქურდობაა, ღმერთის უფლების მოპარვა. „ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა“- ბრძანებს წმიდა იოანე სინელი. ადამიანს სხვაზე უკეთესი რომ ჰგონია თავი, იმიტომ განიკითხავს შეუჩერებლად. კარგად რომ იცის თქვენმა ღმერთმა ადამიანის ბუნება, ამიტომ დაგიტოვათ ამხელა პრიზი, უდიდესი საჩუქარი - „ნუ განიკითხავ და არ განიკთხებიო“. ამაზე დიდი საჩუქარი რაღა გინდა ადამიანო?! რა ცოდვაც გინდა ჩაიდინე, ოღონდ ნუ განიკითხავ და მეც აღარ დაგსჯიო, გესმით? მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ყველაზე ხშირად სწორედ ამ ცოდვას ჩადიხართ ადამიანები. მართალია, ხშირად განკითხვის საგნის პროვიცირებას ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ არც თქვენ აკლებთ, იმდენად გაქთ გამჯდარი ეს ცოდვა სისხლსა და ხორცში, უფრო სწორად კი სულში. აბა დამისახელეთ ერთი ადამიანი მაინც, ვისაც არასოდეს არავინ განუკითხავს. - იესო ქრისტე - დაიძახა დარბაზიდან კარდინალმა. მას არ განუკითხავს არავინ. თუნდაც ღვთისმშობელი. - რას მეუბნებით, უი, მართლა? - დამცინავად მიუგო დიამ კარდინალს. იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის უცოდველობა თქვენ რაში გამოიყენეთ „თქვენო უკარდინალესობავ“? არ გეყოთ თქვენი მძიმე ცოდვები, რაც გითხარით? იქნებ გაგახსენოთ, რა გაქვთ ნალაპარაკები რომის პაპზე, გნებავთ? - არ არის საჭირო. თქვენ იკითხეთ, ვის არ შეუცოდავსო და მე გიპასუხეთ, მეტი არაფერი - დაირცხვინა კარდინალმა. - მაშ ასე - გააგრძელა მთავარმა დემონმა საუბარი - მარტო განკითხვის ცოდვა ეყოფა ბევრ ადამიანს, რომ ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ამოყოს თავი, მაგრამ არც სხვა ცოდვები შეგრჩებათ, ამის პირობას გაძლევთ. როგორც ცეცხლში ჩავარდნილი ქაღალდის არცერთი მოლეკულა არ რჩება დაუწველი, ასევე არცერთი ცოდვა არ იქნება დავიწყებული და შერჩენილი, რომელიც მონანიებული ან კეთილი საქმეებით გაბათილებული არ არის. ეს კარგად იცოდეთ. „ისე არაფერი განარისხებს ღმერთს, ისე არაფერი განძარცვავს (მადლისგან) ადამიანს და დაღუპვამდე მიიყვანს, როგორც მოყვასის გაკიცხვა, ავად ხსენება და განკითხვა.“ - ბრძანებდა ბარსანუფი დიდი. დანარჩენი თავად იფიქრეთ. მე აღარ მოგიყვანთ უამრავ ციტატებს და გამონათქვამებს, რაც ამ ცოდვას შეეხება. თავად უნდა იყოთ დაინტერესებული და კითხულობდეთ. რომ არც კითხულობთ და არც გაინტერესებთ, იმიტომ ხართ ჩვენს ხელში. ასევე მრუშობის ცოდვა, რომელიც ისეა გამჯდარი ადამიანში, ვერც კი ხვდება თავად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყეთ და მსოფლიო თავისუფალ სექსზე ავალაპარაკეთ, მაგრამ თავად ღმერთმა ფიქრიც კი აგიკრძალათ ამაზე, რამეთუ ბრძანა: „ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ მათე 5:28. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, შიშვლები და მკერდგადმოყრილები რომ დარბიან უტვინო ქალები ასე დაუფიქრებლად, რამდენმა იმრუშა გულში მათ მიმართ? ქალმა დაკარგა მოკრძალება, აღარც სინდისი გააჩნია და აღარც კდემამოსილება. ისე გადავაგვარეთ ადამიანის გონება, რომ ქალწულობა სირცხვილიც კი გახდა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ თქვენვე დასცინით და მასხარად იგდებთ ქალწულობის ინსტიტუტს, როცა მას წარსული საუკუნეების გადმონაშთად და გოიმობად თვლით. თანამდროვე ე.წ. სამოქალაქო ქორწინებაზე ხომ ლამის სიცილით გავიგუდო. სიძვა-მრუშობის დაკანონებაც რომ გინდათ. მრუშობა რომ მომაკვდინებელი ცოდვაა, ეს კარგად იცით ყველამ, მაგრამ მაინც არ თაკილობთ და ამიტომ ამ ცოდვით ძალიან ბევრი ადამიანი წამოვა ჩვენთან. ეხლა ხომ გესმით, რატომ იყო გაკეთებული ამ ცოდვაზე უმეტესი აქცენტი? რა ჩვენი ბრალია, თუ უმრავლესობა დაავადებული ხართ ამ ცოდვით? თუმცა, ბრალი კი არა მეტიცაა, ბევრი ვიზრუნეთ ამაზე, მაგრამ თქვენ თქვენი თავი თქვენვე არ გაბარიათ? ხომ არავის უთქვამს თქვენთვის, იმრუშეთო? აი რას ბრძანებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში: „ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს“ 1 კორინთელთა 6: 18,19 გესმით რა ცოდვას ჩადიხართ, როდესაც თქვენივე ღმერთის ტაძარს ბილწავთ? აბა როგორ არ გავიხარებთ, როდესაც ამდენს მივაღწიეთ?! მარტო მრუშობა რა სათქმელია, ისეთი სოდომიზმი დავამყარეთ დედამიწაზე, გაუკუღმართებული სექსის მოყვარულები არხეინად დადიან და მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა პატივისცემასაც კი მოითხოვს. ვერ ხედავთ, მთელი მსოფლიო სოდომად და გომორად რომ ვაქციეთ უკვე? აღლუმებს და ფესტივალებს გიტარებენ ცხვირწინ და თქვენ მათ ტაშს უკრავთ და პატივს სცემთ. - საქართველოში ეს არასოდეს მოხდება, ამას ვერასოდეს მიაღწევთ - გამოსძახა გიორგი ბურდულმა. - ვნახოთ, ვნახოთ, ბატონო ბურდულო. ვიცი, რომ საქართველოში თავგამოდებით იბრძვით ამის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ დააკავებთ მაინც ამ ტალღას, მალე გადაგივლით და გაგანადგურებთ - მიუგო დემონმა და გააგრძელა: - არავითარი კავშირი არა აქვს ამას ადამიანის უფლებებთან. ეს მხოლოდ თვალის ასახვევი ფანდია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დიდი ქვეყნის მმართველები ჩვენი მონები არიან და ჩვენს ბრძანებებს ასრულებენ. ყველაზე სასაცილო ის არის, ბრიყვი ადამიანები როგორი ენთუზიაზმით იტაცებენ ამ იდეას და მათ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ჰომოფობებს ეძახიან, ებრძვიან და სჯიან კიდეც. ის კი არა და ეკლესიაშიც წარმატებით დავნერგეთ ეს სიმახინჯე და სასულიერო პირებიც კი პედერასტებად ვაქციეთ და ბევრი მამათმავალი თუ პედოფილი შევყარეთ ტაძრებში. ქორწინების უფლებაც დავაკანონებინეთ და ეს ყველაფერი ადამიანის უფლებებით შევმოსეთ. ამაზე მეტს რას უნდა მივაღწიოთ?! მალე ეს სენი მთელ დედამიწას მოედება და წარიწყმიდება ყოველი ერი. თავადაც ხედავთ, როგორი წარმატებით ვრცელდება სოდომიზმი მთელ სამყაროში. მას ემატება პედოფილია, ინცესტი და სხვა ათასი გარყვნილება, რომელთაც ასევე ნელ-ნელა დავაკანონებინებთ ყველგან. ადამიანთა ცოდვებზე იმდენი ლაპარაკი შემიძლია, საუკუნე არ მეყოფა მოკლედ ჩამოსათვლელადაც კი. თქვენ ყველა მომაკვდინებელ ცოდვას არღვევთ, რაც კი უფალს დაუდგენია. განა ასე არ არის? მითხრას ვინმემ, რომ არ გაბრაზებულა არასოდეს, ანუ მრისხანებაში არ ჩავარდნილა; ან გემრიელი სმა და ჭამა არ უყვარს, რაც ნაყროვანება გახლავთ. იქნებ შურს არასოდეს შეუწუხებიხართ? ან სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილხართ? იქნებ სიზარმაცე არ გამოგიჩენიათ როდისმე? რაც შეეხება ამპარტავნებას, ეს ყველაფერი მისი შემადგენელი ნაწილებია. ადამიანს რომ თავისი ცოდვილი ბუნების რცხვენოდეს, ან სიმდაბლე ჰქონდეს, რასაც უფალი მოითხოვს მისგან, არ შეშურდებოდა სხვისი, არ იქნებოდა ეგოისტი და არ იფიქრებდა საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე. არ გაბრაზდებოდა შეურაცხყოფაზე და არ დაკარგავდა უფლის იმედს არასოდეს. ამპარტავნება გახლავთ თავი და თავი ყველაფრისა. ეს სენი იმდენადაა მოდებული ობობას ქსელივით, რომ ვერა ადამიანი ვერ დაუსხლტება მათ. ადამიანს თავისი თავი უყვარს ყველაზე მეტად. არც ღმერთი და არც მოყვასი, არამედ საკუთარი თავი და თუ ვტყუივარ, შემედავოს ვინმე. ჩვენ კი გიყურებთ არხეინად და ვხალისობთ, როცა ვხედავთ, როგორ ბრაზდებით ხოლმე სულ მცირე შენიშვნაზეც კი. საკუთარ ძმას და მშობელს არ დაუთმობთ მისხალს, მეუღლეს და შვილს, მეგობარს და ნათესავს. დაუთმობთ კი არა, ლამის ყელში წვდეთ სიბრაზისაგან, ისეთ დღეში ვარდებით. იშვიათად თუ გაიგონებთ სიტყვებს: „მართალი ხარ, მე დამნაშავე ვარ, იმიტომ რომ უვარგისი ადამიანი ვარ. ცოდვილი ბუნება მაქვს და ვიხრჩობი საკუთარ ცოდვებში“ - გაგიგიათ ვინმეს? მითხარით. სპორტზე გითხარით უკვე, მაგრამ გიმეორებთ. ის იმისთვის მოვიგონეთ, რომ ადამიანებს პირველობისკენ სწრაფვა გავუმძაფროთ, ეგოიზმი გავუძლიეროთ. სხვისი დაჩაგვრა და მასზე გამარჯვება სიხარულად და ბედნიერბად ვუქციოთ? განა ვერ მივაღწიეთ ამას? მეტყვის ვინმე, რომ სპორტი სხვა რამეს ემსახურება? ძალადობა ყველა სახეობაში ვერ დავამკვიდრეთ, მაგრამ სადაც შევძელით, იქ სიამოვნებით ამტვრევენ და ჩეხავენ ადამიანები ერთმანეთს. შემდეგ კი თვეობით ნაოპერაციევი ჰოსპიტლებში მკურნალობენ. ისეთი უწყინარი სპორტის სახეობებიც კი, როგორებიცაა, მაგალითად, ჭადრაკი, შაში და სხვა, სადაც ტრავმები არ ხდება, ეგოიზმის და პირველობის სურვილითაა გამჯდარი. უარესადაც კი. თუ გუნდურ სახეობებში გუნდური გამარჯვების სურვილი მოქმედებს, ასეთ სპორტის სახეობებში ეგოიზმი მეტად მძლავრობს, რადგან ერთი ადამიანის მეორეზე გამარჯვებას ისახავს მიზნად. გაგიჟდა მსოფლიო. ზოგიერთ ფეხბურთელში ასობით მილიონ დოლარს იხდიან, იმ დროს, როცა მსოფლიოში უამრავი ბავშვი შიმშილით და წამლის უკმარისობით იღუპება. მათი სიკვდილი ჩვენთვის სულაც არ გახლავთ სასურველი, რამეთუ ისინი პირდაპირ უფალთან მიდიან. ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი და ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ცოდვებით სავსენი წარსდგებიან უფლის წინაშე. აი, ისეთები, როგორებიც თქვენ ხართ - თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლები გადმოყარა დემონთა მთავარმა. - ასევე მილიონობით დოლარის ჰონორარებს აძლევენ მოკრივეებს ერთ ბრძოლაში, ოღონდ კარგად დათეთქვოს და დაასისხლიანოს თავისი მოწინააღმდეგე. აბა მითხარით, სად არის აქ „ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ ან სად არის „როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ“?! პირიქით ხომ არ ხდება ყველაფერი? რომელ მოკრივეს, მოჭიდავეს ან წესების გარეშე მებრძოლს სურს, რომ ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ ექცევა მოწინააღმდეგეს?! ან რომელ ფეხბურთელს სურს, რომ ისევე დაალეწონ ფეხები, როგორც თვითონ ალეწავს სხვას?! რომელ კალათბურთელს უნდა, რომ ისევე უთავაზონ მუჯლუგუნები, როგორც ამას თავად აკეთებს?! რა თქმა უნდა, არავის. ეს ქრისტიანული მცნება არანაირად არ მუშაობს ცხოვრებაში და ეს არა მარტო სპორტს შეეხება, არამედ ცხოვრების ყოველ ასპექტს. ყველაზე სასაცილო და სატირალი ის არის, რომ ამას მილიარდობით ადამიანი უყურებს და პრეტენზია არავის გააჩნია. შემდეგ კი ქრისტიანობაზე დადებენ თავს განა ამპარტავნების გაძლიერებას, ეგოიზმის უმაღლეს ფორმას არ ემსახურება სხვადასხვა შეჯიბრებები, სილამაზის კონკურსები, მოდების ჩვენებები, ვიქტორინები, ფესტივალები და ათასი სხვა, სადაც აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ გამარჯვებაზე, საკუთარი სახის და სხეულის მორთულობასა თუ სხვა ნიჭების გამოვლენაზე და ეგოიზმის დაკმაყოფილებაზე? აღარ ვამბობ უკვე იმას, ნახევრადშიშველი ქალები პოდიმუებზე ათას ვნებას და აღვირახსნილ ფიქრებს რომ აღძრავენ უამრავ ადამიანში. რა კარგია, რომ ვერც კი ხვდებით, როგორი ამპარტავნება დევს ამაში ყველაფერში. პატარა ბავშვებიც რომ ჩარიეთ და ათას კონკურსებში აღებინებთ მონაწილეობას, რომ ბავშვობიდანვე ჩაუნერგოთ სხვისი დაჯაბნის და საკუთარი თავის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული? ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, როგორ იხვეწებიან უგუნური მშობლები ჩემი შვილის ფოტო მოიწონეთ, კონკურსში იღებს მონაწილობას, რომ სხვა ბავშვი დაჩაგროს და გაიმარჯვოსო? სად არის აქ მოყვასის სიყვარული, სიმდაბლე ან მოთმინება?! ასევე დიდი ამპარტავნება ჩავდეთ ხელოვან ადამიანებში, რომლებიც თუ ღმერთის მიერ მინიჭებული ნიჭებით რამეს ქმნიან, უფალს კი არ ადიდებენ, საკუთარ განდიდებაში არიან და ნეტარებენ ქება-დიდებაში. ვაი, თქვენ პატრონს! თითსაც ვერ გაანძრევდით უფლის ნების გარეშე, სიტყვასაც ვერ დაწერდით და ერთ ნოტსაც ვერ შექმნიდით, უბრალო ხეს ვერ დახატავდით და ასანთის კოლოფსაც ვერ გამოძერწავდით. მაგრამ სად გახსოვთ ღმერთი?! ეგოიზმი და ამპარტავნება იმდენად გაქვთ გამჯდარი სულში, რომ სიამოვნებით იღებთ ხოტბას და დითირამბებს. ის კი არა და შემოქმედებით საღამოებსაც კი აწყობთ და ლამის ღმერთები გგონიათ თავები. ვაი, თქვე უბედურებო. არც კი იცით, რა ხიბლსა და ამპარტავნებაში ხართ ჩავარდნილები და რომ იცოდეთ, იქნებ ნატრობდეთ კიდეც, რომ ყველაზე უნიჭო და გამოუსადეგარი ადამიანები ყოფილიყავით, ოღონდ ამ ცოდვებისგან დაგეხსნათ თავები. ვარსკვლავებსაც კი უხსნით ერთმანეთს და მით უფრო მეტ ხიბლში აგდებთ საცოდავ ადამიანებს. „როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?“ - ამბობს უფალი იოანეს სახარების მე-5 თავის 44-ე მუხლში. ვისი დანერგილია ეს ყოველივე? რა თქმა უნდა ჩვენი. განა ისეთ რამეს დაგინერგავთ ცხოვრებაში, რომ ღმერთთან ახლოს მიხვიდეთ? ნურას უკაცრავად. - კატეგორიულად არ გეთანხმებით, რა სისულელებს ლაპარაკობთ - წამოხტა გაცხარებული ბურდული - თქვენი ცრუ იდეებით სპორტი ცოდვად გამოიყვანეთ. ის, რაც ბევრ ადამიანს სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს, არ შეიძლება ცოდვა იყოს. არც სპორტი და არც ხელოვნება ცოდვა არ არის. ცრუობთ და მაგ სიცრუეს ვერ გაიტანთ უფალთან. - ჩემო ძვირფასო ჯორჯ - მოუბრუნდა დია გიორგის - მე თუ ვცრუობ, ამას უფალი დაადგენს და თუ შეიძლება მაცალეთ საუბარი. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენ სიმართლეს ვლაპარაკობ დღეს და რატომ ვაკეთებ ამას. თქვენ გგონიათ მეხალისება? სრულებითაც არა. არავითარი სურვილი არ მაქვს ამისი, მაგრამ იძულებული ვარ. თუ რატომ, ამას, თუ დამაცლით, აგიხსნით. სხვათა შორის ნარკოტიკები და სექსი უფრო ბევრ ადამიანს ანიჭებს ბედნიერებას და ნეტარებას, ვიდრე სპორტი, თუნდაც აზარტული თამაშები, მაგრამ ამით ეს ცოდვები არ მართლება, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ამიტომ, თქვენი არგუმენტი ისეთი სასაცილო და უსუსურია, პასუხის გაცემადაც არ ღირდა, ჩემო კარგო. კეთილი საქმე ის კი არ არის, რაც ბევრს მოსწონს, არამედ ის, რაც სათნოა უფლისათვის, თუნდაც არავის მოსწონდეს. კარგად დაიმახსოვრეთ ეს, ბურდულო. მე ადრე უკვე მოგახსენეთ თქვენივე წმიდა მამების გამონათქვამები გართობა-თამაშობებეზე, მაგრამ ეტყობა ყურადღებით არ მისმენდით. თუ სპორტი არ გახლავთ ან გართობა, ან თამაშობა? სწორედაც რომ გახლავთ, და თანაც როგორი. ამაშია საქმე. იცით თუ არა თქვენ, აზარტული თამაშების გამო რამდენი ადამიანი ეწირება თვითმკვლელობას? და არა მარტო ამის გამო. ეს ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი თემაა და ზეამოცანა. თუ ადამიანს თვითმკვლელობამდე მივიყვანთ, ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება რასაც შეიძლება მივაღწიოთ. იცით თუ არა თქვენ, რომ წელიწადში დაახლოებით 703 ათასი უგნური ადამიანი თვითმკლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ხოლო ამაზე მეტს მცდელობა აქვს, რაც არანაკლებ ცოდვაა? აი, ასეთ მასშტაბებს მივაღწიეთ და მალე მილიონზეც ავალთ, ეს არის ჩვენი უპირველესი ამოცანა. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ყოველი ადამიანი აქამდე მივიყვანოთ, თუმცა ეს შეუძლებელია. უმეტესობას ყოფნის გონიერება, რომ ეს არ ჩაიდინოს. რა არის თვითმკვლელობა? სხვა არაფერი, თუ არა ამპარტავნების ერთ-ერთი სახეობა. ალბათ ყველაზე დიდიც კი, როდესაც ამპარტავან, პატივმოყვარე ადამიანს იმდენად ელახება ღირსება, რომ სიცოცხლეზე ამბობს უარს. არა აქვს სულ მცირე სიმდაბლის და მოთმინების უნარიც კი. სხვა დანარჩენი იმდენად უმნიშვნელო და წარმავალია, რომ ადამიანი ამას უნდა აცნობიერებდეს, მაგრამ ამპარტავნების უმაღლესი დონე უბიძგებს თვითმკვლელობისაკენ და სიდუჭირე ან სხვა რაიმე ძლიერი განსაცდელი არაფერ შუაშია. რამდენი შვილმკვდარი დედა უძლებს ტკივილებს; განა რა შეიძლება იყოს შვილის დაკარგვაზე დიდი განსაცდელი ცხოვრებაში? ალბათ არც არაფერი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თქვენი ამპარტავნება, ეგოიზმი, სიამოვნებისაკენ სწრაფვა, მრუშობა და სოდიმიზმი. უნდა მოვიგონოთ ეგზოტიკური და გემრიელი საჭმელები, რომ გავაძლიეროთ თქვენი მუცელღორობა. ადამიანის უფლებებით უნდა შევნიღბოთ ყველაფერი, რომ მცირე შეურაცხყოფაც კი არ აპატიოთ ერთმანეთს და მაშინვე საჩივლელად გაიქცეთ სასამართლოებში, ან დაასახიჩროთ და დახოცოთ ერთმანეთი. თქვენ უნდა შეიმკოთ ეგ ცარიელი თავები სამკაულებით და ფერუმარილით, რომ სხვებზე ლამაზები გეგონოთ თავები? ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სხვაზე უკეთესი უამრავ ადამიანს ჰგონია თავი, სხვაზე უარესი კი - თითქმის არავის. თითქმის სრულად მივაღწიეთ ყველა დასახულ მიზანს და მხოლოდ ერთეულ ადამიანებსღა თუ ვებრძვით, რომლებსაც ვერ ამოვაგდებინეთ გულებიდან ღმერთის ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული. თუმცა ეს დროებითია, ვერცერთი ვერ უნდა გადარჩეს სასუფევლისათვის. განა იმისთის დაგსდევთ ყოველ თქვენგანს მთელი სიცოცხლე, რომ გამარჯვებული გაგიშვათ ამ ქვეყნიდან? აი რას ამბობს ამპარტავნების შესახებ თქვენივე წმინდანი ტიხონ ზადონელი: „უსაძაგლესი ცოდვაა ამპარტავნება, მაგრამ მცირედნი შეიცნობენ, რამეთუ დაფარულია და გულის სიღრმეში იმყოფება. ამპარტავნების საწყისი საკუთარი თავის არცოდნაა. ეს უმეცრება აბრმავებს კაცს და ისიც ამაყობს. ოჰ! რომ შეეცნო ადამიანს თავი თვისი, საკუთარი უბედურება, სიგლახაკე და უბადრუკება, – არასოდეს იამაყებდა. მაგრამ იმითაა კაცი უფრო მეტად უბადრუკი, რომ ვერ ხედავს და ვერ შეიცნობს თავის უბედურებასა და უბადრუკებას. ისევე როგორც ხე ნაყოფთაგან, ამპარტავნება საქმეთაგან შეიცნობა. ვნახოთ, როგორია ამპარტავნების მწარე თესლის ნაყოფი: ა) ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას. მას ყოველთვის რაღაცის ჩვენება სურს და სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა, უფროსობა. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე ძლიერ მრისხანებს და ემტერება. ბ) პატივისა და უფროსობის დაკარგვისას დრტვინავს, აყვედრებს და გმობს. – როდის შევცოდე? რაში ვარ დამნაშავე? ნუთუ ამის ღირსია ჩემი შრომა და დამსახურება? ხშირად ასეთი კაცი თავს იკლავს. გ) საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულ საქმეებს იწყებს, რომელთა აღსრულება არ ძალუძს. ჰოი კაცო! რატომ ეხები უღელს, რომლის ზიდვაც არ შეგიძლია?! დ) სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს ამპარტავნება. ე) ურცხვად იქებს და აღიმაღლებს საკუთარ თავს: მე ესა და ეს საქმე გამიკეთებია, საზოგადოების წინაშე ასეთი და ასეთი დამსახურებები მაქვსო. ჰოი კაცო! დამსახურებებს რომ ითვლი, შენს ცოდვებზე რატომ არაფერს ამბობ? თუ მათი გამოცხადებისა გრცხვენია, მაშ თავის ქებისაც შეგრცხვეს. ვ) სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს და ამცირებს: ის ფლიდი კაცია, ის უვარგისია, და ა. შ. ადამიანო! ის ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ. ჩვენ ყველანი კაცნი ვართ. ის ცოდვილია, მაგრამ, ვფიქრობ, არ უარყოფ, რომ ეს სახელწოდება შენც გეკუთვნის. ამან იმ ცოდვით შესცოდა ან სცოდავს, შენ სხვა ცოდვით სცოდავ, შესაძლოა იმავე ცოდვითაც: „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“ (რომ. 3:23). ზ) ხელისუფლებასა და მშობლებს არ ემორჩილება. ამპარტავანთ ფიცხელი და უდრეკი ბუნება აქვთ. მათი მუდმივი სურვილია, თავიანთი ნება დააწესონ და დაამტკიცონ. თ) რაც კი სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს, და არა ღმერთს. ჰოი კაცო! შენი თავისაგან რა გაგაჩნია, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე კეთილისა? რა შეუძლია შენს მონდომებასა და შრომას იმის დაუხმარებლად, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ყოველივე და რომლის გარეშე ყოველი კაცი არარაობაა, როგორც აჩრდილი სხეულის გარეშე. ი) მხილება და დარიგება არ უყვარს, თავი სუფთა ჰგონია, თუმცა მთლიანად გასვრილია. კ) წარუმატებლობის, დამცირების, განსაცდელისა და უბედურების დროს მოუთმენელია, აყვედრებს, დრტვინავს და ხშირად გმობაშიც ვარდება. ლ) სიტყვასა და საქმეში ზვაობასა და მედიდურობას გამოაჩენს და ა. შ. ეს ყველაფერი ღმრთისა და კაცთათვის საძაგელი ამპარტავნების ნაყოფია; მწარეა ეს ნაყოფი. „კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკა 16:15). ამიტომაც წერია: „ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკა 14:11) ხედავთ, რა კარგად არის ჩამოპყალიბებული ამპარტავნების ზოგიერთი ასპექტი ამ ჩამონათვალში? სრულად არა, რა თქმა უნდა, სრულად არც ტიხონ ზადონელმა იცოდა და არც სხვა ვინმემ იცის. ჩვენ იმდენი დაფარული ხრიკები გვაქვს ჩადებული ადამიანთა ცხოვრებაში, რომ არც კი ვიცით, შესაძლებელია თუ არა ვინმე გადაურჩეს ამ ცოდვას. ის კი ყველაზე საზიზღარია უფლისათვის. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ სწორედ ამ ცოდვის გამო გადმოგვყარა ჩვენ, ანგელოზები ზეციდან. თორემ არც მრუშები ვყოფილვართ და არც ზარმაცნი, არც მრისხანენი და არც სასოწარკვეთილნი, არც მოგვიკლავს ვინმე, არც დაგვიცინია, არც სხვა მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია, რასაც თქვენ ყოველდღიურად ჩადიხართ ადამიანები. ამიტომ, დიდი უსამართლობაა, როცა უფალს თქვენ ასე ძლიერ უყვარხართ და თქვენს გადარჩენას ცდილობს, ჩვენ კი ეს ერთი ცოდვა არ გვაპატია. როგორ გგონიათ, ამას ჩვენ შევეგუებით? არამც და არამც. ბოლომდე დაგცემთ და გაგათახსირებთ. ისე დაგცემთ, რომ ღმერთმაც ვეღარ წამოგაყენოთ ფეხზე. სწორედ ჩვენ, და არა ღმერთმა, ჩაგინერგეთ გასნაკუთრებული სიყვარული ეროვნულობისა. ამბიციები და ტრაბახი საკუთარი წარმომავლობისა. ყველას რომ გამორჩეულები გგონიათ საკუთარი ერი, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ სახელმწიფოებს: რუსებს, ბერძნებს, ქართველებს - ბატონო გიორგი - გადახედა დიამ კალათბურთელს დაცინვით - როგორ ამბობთ ხოლმე, რაც კარგები ვართ ქართველები ვართო არა!? შეხედეთ, როგორი გამორჩეული ჰგონიათ თავისი თავი ამერიკელებს, იაპონელებს, ჩინელებს, ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებს, ესპანელებს და რა ვიცი, ვის აღარ. ამას ყველაფერს ზოგადად გეუბნებით, ხოლო საზვერეებში, თუკი გეღირსათ და მოხვდით მაინც, ისე დაგაცხრებით თავს, უფალიც ვერ გიშველით. ვერ გადავა თავის სიტყვას და ვერ გასტეხს. თქვენს უღირსებას სრულად გამოვაჩენთ და დაგითვლით დაბადებიდან ჩადენილ ყოველ მცირე ცოდვასაც კი. იქ კი თავად უფალმა განსაჯოს, რა გაქვთ გულით მონანიებული და რა არა, რამეთუ ჭეშმარიტი სინანული ის კი არ გახლავთ, რასაც მხოლოდ სიტყვებით იტყვით მღვდელთან, არამედ რასაც, აგრეთვე, მთელი გულით მოინანიებთ უფლის წინაშე. თქვენ გგონიათ, არ ვიცით, რა ფიქრები გაგივლიათ გულში? რამდენჯერ გინატრიათ სხვა ადამიანების გამწარება და სიკვდილიც კი? აღარ ვამბობ იმ უამრავ უღმერთო სიტყვაზე, რაც წარმოგითქვამთ ცხოვრებაში. აკი გეუბნებით, დიდი უმრავლესობა პირველ საზვერესაც კი ვერ გადალახავს მეთქი. მათეს სახარების მე-12 თავის 36-ე და 37-ე მუხლებში თავად უფალი გეუბნებათ: „ „თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს; რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”. აღარაფერს ვამბობ, რამდენი ომი გაგაჩაღებინეთ უგნურებს და გახოცინეთ ერთმანეთი. რამდენი სისხლი გაღვრევინეთ და მაინც ვერ ისწავლეთ ჭკუა, ისე გაქვთ ამპარტავნებისგან გონება დაბნელებული. ისევ ომისკენ გიჭირავთ თვალი და რომ მოგეცეთ უფლება, უყოყმანოთ დახოცავდით ერთმანეთს. თუმცა მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორსაა და ასეც მოხდება; საბოლოოდ გაწყვიტავთ და გაანადგურებთ ერთმანეთს. ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ამას სახელმწიფო დონის ამპარტავება ქვია, ჩემო კარგებო. ნაციონალური ამპარტავნება. მარტო ეს ცოდვა დაღუპავს კაცობრიობას. ეს გვეყოფა ჩვენ, სხვა რომ არაფერი გვქონდეს მოსადავებლად. ჩემო ძვირფასებო, როგორც ხედავთ, უაღრესად თავაზიანად და მოწიწებით გეპყრობით, როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ ქრისტიანს. არა, ქრისტესთან არაფერი საერთო აქ გვაქვს - გაეცინა სარკასტულად დემონთა მთავარს - სხვანაირად მოქცევის უფლება არ მოგვეცა, იძულებული ვართ, თორემ ჩვენთან რომ მოხვალთ ჯოჯოხეთში, იქ საპირისპიროს მიიღებთ და ისეთ დღეს ჩაგაგდებთ, თქვენ წარმოდგენაც რომ არ გაქვთ. აქ კი ღმერთმა არ მოგვცა უფლება, ზედმეტად დაგვეთრგუნეთ. ღმერთმა ადამიანებს მოგცათ ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეუქმნია. ულამაზესი სამყარო, ფლორა, ფაუნა. მოგცათ თავისი მსგავსი სხეული. იცხოვრე და იყავი ბედნიერი. თქვენ კი ყველაფერი წაბილწეთ და გაანადგურეთ. ყველაფერი იკადრეთ, რაც საძაგელი და მიუღებელია ღმერთისათვის. გარეულ მხეცებს დაემსგავსეთ და გადააჭარბეთ კიდეც. სწორედ თქვენზეა 48-ე ფსალმუნში ნათქვამი: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.“ ამაში, რა თქმა, უნდა ჩვენი დიდი წვლილია. ვინაიდან ღმერთმა გადმოგვყარა სასუფევლიდან, ეს არის ჩვენი შურისძიება. ჩვენ მას ვაჩვენებთ, როგორ წავბილწეთ და გავხრწენით მისი საყვარელი ქმნილებანი, თავადაც რომ ვერ აიტანს და ჯოჯოხეთში გაუშვებს დიდ უმრავლესობას. ამას თავად თქვენი ღმერთი უკვე წინასწარვე ამბობს მათეს სახარების მე-7 თავის მე-13 და მე-14 მუხლებში: „შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“ ხომ გაიგეთ რას ამბობს თქვენი უფალი? - მრავალნი დადიან წარსაწყმედელის გზაზე, ხოლო უფლისკენ გზას მცირედნი ჰპოვებენო. ჩვენ კი ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს „მცირედნი“ რაც შეიძლება ნაკლები იყოს და უმეტესობა წარსაწყმედელის გზას გავუყენოთ. აი, ეს იქნება ჩვენი საზღაური. თქვენ კი, ჩემო ძვირფასებო, ამაში ისე კარგად გვეხმარებით, რომ მთელი გულით შეგიყვარებდით, სიყვარულის უნარი რომ გაგვაჩნდეს. თქვენ ღმერთისანი არა ხართ, თქვენ ჩვენიანები ხართ. ჩვენ ვართ ყველგან. ჩვენს ხელშია ტელევიზია, რადიო, სცენა, თეატრი, კინო, ჟურნალ-გაზეთები - ყველაფერი. ჩვენ ვაკონტროლებთ, ვინ უნდა იჯდეს ტელევიზიებსა თუ რადიოში და რას უნდა ლაპარაკობდეს. ვინ უნდა აქვეყნებდეს მასალებს ჟურნალ-გაზეთებში. რას უნდა წერდნენ ლიტერატურაში, რას უნდა იღებდნენ კინოში და რას დგამდნენ თეატრებში. დააკვირდით, ვინ არიან ისინი, ვისაც ყოველდღ ხედავთ მედიაში - არავითარი დამსახურების მქონე, ყოვლად უსახური და საზიზღარი პიროვნებები, რომლებიც დღე და ღამე ლგბტ და სხვა მარაზმის მხარდასაჭერად გამოდიან. გადახედეთ წიგნებს, ფილმებს და სპექტაკლებს, რომლებიც მუდმივად მრუშობას, ძალადობას, აღვირახსნილობას, სოდომიზმს და სხვა უამრავ საზიზღრობას ლამაზად შეფუთულად ქადაგებენ. ჩვენ შევქმენით მთავრობები, რომლებიც ქრისტიანობის წინააღმდეგ იბრძვიან და ყოველივე ანტიქრისტიანულს და ანტიადამიანურს ნერგავენ და აკანონებენ. მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის საფარქვეშ იცავენ გადაგვარებულ და სოდომიზმის ცოდვით დაავადებულ ადამიანებს; ე.წ. იუვენალური კანონის დახმარებით ჩვენ ვანგრევთ ოჯახებს და ვზრდით ახალ, უსქესო და ღირსებადაცლილ ადამიანებს. ხოლო ვინც წინაღმდეგობას გაგვიწევს, მათ წავართმევთ შვილებს და ჩავაბარებთ ჩვენს მორჩილ მონებს, რომლებიც მათგან ახალ თაობას შექმნიან. ჩვენ თქვენგან შევქმნით ზომბებს, რომლებიც უყოყმანოდ შეასრულებენ ჩვენს დავალებებს და ბოლოს კი იოლად გაგანადგურებთ ყველას. განა, უკვე დიდი ხანია, ამას არ ვაკეთებთ? გადახედეთ, როგორ გაგიჟდა მსოფლიო და რას აკეთებენ ადამიანები. აღარ სჭირდებათ ჩვენი წაქეზება. მთავარი დარტყმა კი, ამჟამად, ქრისტიანობაზეა მიმართული. ჩვენ უნდა წავშალოთ ღმერთი ადამიანის ცნობიერებიდან. მაგრამ როცა ამას ვერ ვახერხებთ, ჩვენ ქრისტიანობას ვაქცევთ მხოლოდ რიტუალების და წესების ბრმად შესრულებად, რადგან ე.წ. ქრისტიანებიც სიამოვნებით ერთვებიან იმ მსოფლიო წარწყმედაში, რაც ჩვენ შევქმენით. ისინიც უყურებენ ფილმებს, სპექტაკლებს; უსმენენ ტელევიზებს, რადიოს; კითხულობენ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს და ისევე უგვარდებათ გონება, როგორც სხვა დანარჩენს. თქვენ გგონიათ ეს ასე არ არის? ცხადია, არიან ერთეულები, რომლებიც შორს იჭერენ თავს მსოფლიო გარყვნილებისაგან, მაგრამ მათთანაც მიმდინარეობს მუშაობა. მათ სხვა ხერხებით ვებრძვით. ზოგს ხიბლში ვაგდებთ, ზოგს ამპარტავნებაში, ზოგს მრუშობის ცოდვით დავცემთ, ზოგს რითი და ზოგს რითი. მაგალითად, განა თავად არ მოისმინეთ თქვენი ყურით, რა ვუყავით გიორგი ბურდულს, ასე რომ იყო ღმერთს და ეკლესიას მიკედლებული? რაც შეეხება სასულიერო პირებს, ეს იქნება ეპისკოპოსი, მღვდელი, ბერი თუ მონაზონი, მათი უმრავლესობა წაგიძღვებათ წინ ჯოჯოხეთისკენ. დღეს ეკლესია ისევე სუფთაა, როგორც ის ჭაობი, ბაყაყებით რომაა სავსე. ეს მარტო კათოლიკურ ეკლესიას როდი ეხება, სადაც გარყნილების და სოდიმიზმის უმაღლეს დონეს მივაღწიეთ, არამედ ეხება მართლმადიდებლებსაც. ჩვენ მათ ეკლესიებში უამრავი სულწარწყმედილი და გათახსირებული ჩავნერგეთ. ხოლო ის მცირე ნაწილი, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტეს ერთგულები არიან, ჩვენ ვერ მოგვერევიან და მათაც დავამარცხებთ. მოძღვართა დიდი ნაწილი უკვე დიდი ხანია ჩვენი მიმდევარია ისე, რომ არც კი იციან ეს. თუ ვინმეს აინტერესებს რატომ, გადაშალოს დიდი რჯულის კანონი და მერე შეადაროს, ისე იქცევიან დღეს სასულიერო პირები, როგორც რჯულის კანონში წერია თუ არა. ამის ახნსას აქ არ დავიწყებ, ვერ გაიგებთ მაინც. თუ რამდენიმე დაგვისხლტდა ხელიდან, არა უშავს, ამას ავიტანთ. მთავარია, რომ თქვენ, მასები ჩვენს ხელში ხართ და ჩვენთან მოხვალთ ჩვენი დიდი ბატონის საბრძანებელში. აი, იქ კი გაჩვენებთ სეირებს. ასეთია თავად უფლის ნება და ჩვენ მხოლოდ მისი კანონებით გსჯით. დათვალოს ბოლოს, ვისთან მეტი ხალხი იქნება და იქნებ მიხვდეს, რომ ჩვენი დასჯა დიდი შეცდომა იყო. როგორ დაუნდობლადაც გადმოგვყარა ზეციდან, ისეთივე დიდი იქნება ჩვენი შურისძიება, ისეთივე დაუნდობელი და უკომპრომისო, როგორც თავად მოგვექცა. ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ და დავამთავრებთ ჩვენს სამსჯავროს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს ყველაფერი, რაც აქ მოვაწყეთ, ღმერთის ბრძანებით გავაკეთეთ და ჩვენი ნება სულაც არ ყოფილა. არავითარი სურვილი არ გვქონია, ჩვენი გეგმები და მეთოდები გაგვემჟღავნებინა, რათა ადამიანები სინანულში არ ჩავარდნილიყვნენ. ჩვენ იძულებული ვართ ღვთის ბრძანებებს დავემორჩილოთ, მიუხედავად იმისა, რომ გვეზიზღება იგი. ესეც მისი კიდევ ერთი დიდი წყალობაა თქვენს მიმართ, რათა ცოტა დაფიქრდეთ თქვენს ცხოვრებაზე და გაიხსენოთ ღმერთის მცნებები. დიახ, სულაც არ არის ეს ჩვენი სურვილი, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ერთი სულიც რომ მოიქცეს ღვთისაკენ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება, რამეთუ ყოველი სულისათვის ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობთ და არცერთის ხელიდან გაშვება არ გვწადია ბოლოს კი მინდა გაცნობით, რომ გადარჩენილები ხართ. არა იმიტომ რომ გამოკითხულებში ვინმე მართალი აღმოჩნდა, არამედ აი, ამ ინვალიდი ბავშვის წყალობით, რომელსაც ცოდვა არა აქვს და წყაროსავით წმინდაა - ხელი გაიშვირა დემონთა მთავარმა ინვალიდის სავარძელში მჯდომარე ბავშვისაკენ - რომელსაც არავინ აქცევთ ყურადღებას და ალბათ ბევრი არც არაფრად თვლით. მას უმადლოდეთ თქვენს გადარჩენას, მხოლოდ ის არის უცოდველი. მათნაირებისაა სასუფეველი და არა თქვენნაირების. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი ჯოჯოხეთში მოხვდება, რამეთუ არ აქვს ზიარება უფლის სისხლთან და ხორცთან. ის არ გახლავთ ქრისტიანი. მაგრამ პირობა პირობაა, ის უცოდველია და ამიტომ თქვენ გაიმარჯვეთ. რომ იცოდეთ, როგორ მეზიზღებით ყველანი. რომ არა ეს გარიგება ღამერთთან, ვერასოდეს გაიგებდით ჩვენს გეგმებს და ამოცანებს. ვერც იმას, რა გაგვიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილი მოგახსენეთ. არც რეპორტაჟების სურვილი გვქონია. არავითარი სურვილი არ გვაქვს ჩვენი, თუნდაც მცირე გეგმები, ასე სახალხოდ გვეღიარებინა, მაგრამ ეს იყო პირობა იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ეს სამსჯავრო ჩაგვეტარებინა და ყველასთვის ადამიანის მთელი გახრწნილება და სიბინძურე დაგვენახვებინა; გვეჩვენებინა, რომ ადამიანი არ არის ჩვენზე უკეთესი, პირიქით, ათასჯერ მეტი ცოდვა აქვს ჩადენილი და არ არის იმის ღირსი, რომ ღმერთს ისინი უყვარდეს და მათთვის სასუფეველში გაამზადოს ადგილი, ჩვენ კი საუკუნო ცეცხლს მიგვცეს. ღმერთს სურდა, რომ ამით კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინეთ ადამიანები, ვის ხელში ჩაცვივდებით, მაგრამ თქვენი ცოდვილი ბუნება რომ ვიცი, იმედი მაქვს, ყურსაც არ გაიპარტყუნებთ და ისევე გააგრძელებთ ცხოვრებას, როგორც აქამდე ცხოვრობდით. ბოლოს კი, თუ ვინმეს გეღირსებათ მაინც, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში არ გიკრან თავი და საზვერეებამდე მოაღწევთ, ისეთ დღეს დაგაწევთ, დაბადების დღეს იწყევლიდეთ. ცოდვას კი არა, ერთ მცდარ ფიქრსაც კი არ შეგარჩენთ და ყელში ამოგადენთ ყველაფერს. ვერცერთი ვერ გადაგვირჩებით. დაინახოს ღმერთმა, ვინ შექმნა და ვისი გულისთვის გასწირა მხოლდშობილი ძე. მე კი თქვენ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დაგელოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ ვიცოდით ყოველივე, მაგრამ როგორც გითხარით, გარიგების პირობებს ვასრულებდით. ღმერთის ბრძანება იყო ასეთი. - თქვენი დროც მოვა, წყეულებო, და თქვენც განისჯებით უფლის მიერ ყოველი ბოროტებისათვის, რაც ჩაგიდენიათ კაცობრიობის წინააღმდეგ - შემოსძახა მთავარ დემონს კარდინალმა. - მართალი ბრძანდებით, კარდინალო - უპასუხა დიამ - და ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეხლა ჩვენ დავჯდებით განსასჯელის სკამზე და თქვენ შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ ჩვენს მიმართ, რაც ჩვენ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ასეთია უფლის ბრძანება და იძულებული ვართ, დავემორჩილოთ. შემდეგ, ოთხივე სცენის შუაგულში შეიკრიბა. სცენის ირგვლივ კი უზარმაზარი ცეცხლი აგიზგიზდა. ოთხი დემონი, უცებ, ერთ დიდ ურჩხულად გადაიქცა. გამოცნობა რთული არ გახლდათ - საზარელი წითელი თვალები, უზარმაზარი ბრჭყალები, თხის თავი და დიდი რქები უცებ გაგახსენებდათ, ვინც ბრძანდებიდა ეს ბანჯგვლიანი და საშინლად აყროლებული არსება. ეშმაკი სრულიად შიშველი გახლდათ და ხელში დიდი სამკაპი ეჭირა. დარბაზს შიშის უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა. მარტო მისი დანახვისას ადამიანს შეიძლებოდა შიშისაგან გული გასკდომოდა. ეშმაკმა ერთი ისეთი ამოიღნავლა, რომ კედლებმა ზანზარი დაიწყეს. შემდეგ, ეს საზარელი არსება, უცებ, ანგელოზად იქცა. თეთრი ქათქათა მოსასხამი ეცვა და სახე მზესავით უბრწყინავდა. ირგვლივ ცეცხლიც ჩაქრა და სიმშვიდემ დაისადგურა. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა. ეშმაკმა, უცებ, დინოზავრის სახე მიიღო და დარბაზი ისევ შიშისაგან დაზაფრა. დინოზავრმა ერთი გაიქნ-გამოიქნია თავისი უზარმაზარი თავი და თვალის დახამხამებაში დიდ შავ ხოჭოდ გადაიქცა; ხოჭო უზარმაზარ კობრად იქცა და ისეთი საზარელი სანახავი გახლდათ, რამდენიმეს გულიც კი შეუწუხდა. შავი გაჭრილი ენა გარეთ გადმოეგდო და გეგონებოდა მათ ჩაყლაპვას აპირებდა. შემდეგ, კობრა მოღრიალე ლომად იქცა; ლომი უზარმზარ არწივად გარდაიქმნა, რომელიც სცენის იატაკს ნისკარტს უკაკუნებდა და დარბაზი ისე ირყეოდა, მიწისძვრა გეგონებოდათ. არწივის შემდეგ ეშმაკმა, ჰოი საოცრებავ, თავად უფალი იესო ქრისტეს სახე მიიღო. იესო ირონიულად იცინოდა და დარბაზს ათვალიერებდა. ბოლოს ეშმაკი შავ შარვალ-კოსტუმსა და ჰალსუხში გამოწყობილ სიმპათიურ მამაკაცად იქცა. სცენის წინ დადგა და დარბაზს მიმართა: - ძვირფასო საზოგადოებავ, ეს პატარა ხუმრობები გახლდათ და იმედია, ძალიან არ შეშინდით. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ იცოდეთ, რა იოლად შემიძლია ყველაფერი და როგორი უსუსურები ხართ ადამიანები. მარტო ჩემი იერით შემიძლია ისე დაგაფრთხოთ, რომ შიშისაგან სული გაგძვრეთ. ჯოჯოხეთში კი, როცა ხელში ჩაგიგდებთ და თქვენი სხეულების ნაკუწ-ნაკუწ დაქუცმაცებას დავიწყებ, შიში და ტკივილი მერე უნდა ნახოთ. ეს კი არ აგცდებათ, დამერწმუნეთ. ეხლა კი მზად ვარ თქვენს, კითხვებს ვუპასუხო. თქვა და სცენაზე მდგარ იმ სავარძელში მოკალათდა, სადაც აქამდე ამდენი ადამიანი დემონების პირისპირ იჯდა. - აბა, რომელი იტვირთავთ ჩემს გამოკითხვას? გახედა ეშმაკმა დარბაზს. გამოკითხვა კარდინალს შესთავაზეს, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა, შემდეგ ჟურნალისტს. ისიც უარზე წავიდა. ბოლოს, ბჭობის და თათბირის შემდეგ, ეს საქმე გიორგი ბურდულს მიანდეს, როგორც ბიბლიის ასე თუ ისე მცოდნეს. *** - მიდი, გიორგი, გაასწორე მიწასთან ეგ წყეული - გაისმა შეძახილები დარბაზიდან. ყველა გულისყურით შეჰყურებდა სცენას და ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ, რა მოხდებოდა. - გაგვეცანი, ვინ ხარ? - დაიწყო გიორგიმ ეშმაკის დაკითხვა. - მე ბევრი სახელი მაქვს: ეშმა, ლუციფერი, ბელზებული, ბელიარი, სატანა, ტარტაროზი, მეფისტოფელი, ბაფომეტი, ლევიათანი და მრავალი სხვა. რაც გინდათ მიწოდეთ, ჩემთვის სულერთია. სინათლის ანგელოზსაც მეძახიან. - მაშ, ის ოთხი დემონი, სამსჯავრო რომ მოგვიწყეს აქ, სუყვლელა შენ იყავი? - დიახ, მე ვიყავი. მე შემიძლია ვიყო ერთი და შემიძლია ვიყო ლეგიონი. ხომ გაშიფრეთ ოთხივე დემონის სახელები, რაღა გიკვირთ? - პირველ რიგში მაინტერესებს, ეს რეპორტაჟიც გადის თუ არა მსოფლიო ტელევიზიებით? - დიახ, სამწუხაროდ, გადის, ჩემი სურვილის წინააღმდეგ. - რაში დაგჭირდა ეს ყოველივე, რა იყო მიზანი? - ხომ გითხარით, გარიგება მქონდა დადებული ღმერთთან, ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა, მან მიბრძანა. - შენ გინდა თქვა, რომ ეს საშინელება, რაც აქ მოგვიწყე, ღმერთის ბრძანებით გააკეთე? - დიახ. - საყოველთაოდ ცნობილია, რომ შენ ხარ სიცრული მამა. რატომ უნდა მჯეროდეს, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვი? - ასე მიბრძანა უფალმა და იძულებული ვარ, დავემორჩილო. - რომ არ დაემორჩილო? - მაშინ ეხლავე ჩამაგდებს ცეცხლის ტბაში. რაც აქ ხდება, არ იყო ჩემი სურვილი. გარიგება დამადებინა ღმერთმა, მომცა უფლება, როგორც მინდოდა, ისე გამეშიშვლებინეთ, ოღონდ ეს ყველაფერი ტელევიზიით უნდა გავრცელებულიყო საყოველთაოდ და ბოლოს თქვენს კითხვებზეც მეპასუხა, რასაც ვასრულებ კიდეც. პირობის მიხედვით კი მხოლოდ სიმართლე უნდა ვილაპარაკო. თქვენ ამისთვის ინექცია დაგჭირდათ, ჩემთვის კი ღმერთის ბრძანებაც საკმარისია. სიცრუის მამას რომ მეძახით, თქვენ გგონიათ ადამიანები ნაკლებად ცრუები ხართ? თქვენ რომ სიცრუე და ორპირობა გიყვართ, იმდენი ჩვენ სდ შეგვიძლია?! თუმცა კი ჩემი მოგონილია და მართლაც სიცრუის მამა ვარ, მაგრამ თქვენ ისე აიტაცეთ და შეიყვარეთ ტყუილი, რომ ვერც კი შეგეჯიბრებით. აქ კი, რომც მოვინდომო, ვერ ვიცრუებ. ვამბობ იმას, რაც მიმაჩნია სიმართლედ, თუმცა შეიძლება არც იყოს. - რას გულისხმობ? - მე მაქვს უფლება დაგაბრალოთ, რაც სიმართლე მგონია, თუმცა შეიძლება არც იყოს მართალი. ამას ღმერთი წყვეტს. - აი, რაში ყოფილა საქმე. მაგას ხომ დიდი ხანია მივხვდი. იმიტომ გაისმა ამდენი მარაზმი შენი ოთხი პირიდან, თუმცა იცოდი, რომ შეიძლებოდა სიმართლე არ ყოფილიყო. - არა, ასე არ არის. ყველაფერი, რაც ვთქვი და რაშიც გამხილეთ, ჩემი თვალთახედვით სრული სიმართლეა. მე ასე მჯერა. რაც შეეხება მხილებას, მე თქვენი ცოდვების ერთი პროცენტიც კი არ გამიშიშვლებია, იმდენი გაქვთ. ამ საკითხებზე ჩვენ უფალთან საზვერეებზე ვიდავებთ, თქვენ არავინ გეკითხებათ. მე ხომ მხოლოდ წმიდა წერილით და წმიდა მამების კანონებით გამხელთ. ჩემი არაფერი დამიმატებია. სხვა საკითხია ღმერთი როგორ მიიღებს ამას. თუმცა საზვერეებზე ყველა ვერ მოხვდებით. - ვითომ რატომ? - იმიტომ, რომ ზოგი საზვერეების გარეშე პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის. გააჩნია, სული როგორი ცოდვილია. ამას მე არ ვწყვეტ, ღმერთი წყვეტს. მაშინ ისიც თქვი, რომ ზოგი პირდაპირ უფლის სასუფეველშიც მიდის, საზვერეების გარეშე. - არ ვმალავ, ასეა. - რადგან ამბობ, რომ სიმართლეს ლაპარაკობ, მაშინ მითხარი, რატომ გადმოგაგდო ღმერთმა ზეციდან? - იმიტომ, რომ ავუმხედრდი. ხომ ვთქვი, ამპარტავნების გამო მეთქი. ამიტომ ეზიზღება ღმერთს ეს ცოდვა ყველაზე მეტად. მეც მინდოდა ღმერთის ტოლი გავმხდარიყავი. სინათლის ანგელოზი ვიყავი, ყველაზე პირველი, ძალმოსილი, მძლავრი, მაგრამ ეტყობა არ მეყო ძალა. - და ამიტომ აღვივებ ამ ცოდვას ყველა ადამიანში ხომ? - რა თქმა უნდა. ღმერთს უნდა დავანახო, რომ ადამიანი არანაკლებ ამპარტავანია, ვიდრე მე. - მერე, შენ ამით რას მოიგებ? - ჩემს პატივმოყვარეობას დავიკმაყოფილებ. - მაინტერესებს, როგორ ღუპავ ადამიანებს, რას უკეთებ? - მე მათ შთავუნერგავ ათას ცოდვას. გულში, გონებაში, ფიქრში. მერე ეს ცოდვები გადადის სულში და ამით ვღუპავ. - ესე იგი, ადამიანში თუ რამ ცოდვაა, შენი ჩადებულია ყველა? - რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ უმწიკვლო ადამი და ევა შევაცდინე. მერე მათი შვილი კაენი და ასე შემდეგ. ეხლა კი ყოველი ადამიანი ბუნებითაც ისეთი ცოდვილია, მე მხოლოდ მის ცოდვებს ვაღვივებ. ყველა ცოდვას თავისი დემონი ყავს და ის უსახლდება ადამიანს სულში. მრუშობას თავის დემონი ყავს, სიცრუეს თავისი, განკითხვას თავისი და ასე შეემდეგ - ამდენი ხართ, რომ ყოველ ცოდვას თავისი დემონი ყავს? - ძალიან ბევრნი ვართ, თქვენ წრმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი. ღმერთმა დაგინდოთ, რომ თქვენგან უხილავები ვართ, თორემ ბევრს, მარტო ჩვენი დანახვისას, შიშისაგან გაგისკდებოდათ გულები. - სნეულებანიც შენი საქმეა? - დიახ, სნეულებანი ცოდვებს მოსდევს. როცა ადამიანი ცოდვილია, მე მას შემიძლია ათასი სნეულება დავმართო, თუ უფალი მომცემს უფლებას. ყოველ სნეულებასაც თავისი დემონი ჰყავს. როდესაც უფალი ადამიანებს კურნავდა, ის მხოლოდ ამ დემონებს აძევებდა სხეულებიდან, ესაა სულ. თქენ კი ამას სასწაულებს ეძახით. ჩემი მხრიდან ეს ადამიანების წამებაა, ხოლო უფლის მხრიდან - მადლი. - ეგ როგორ? - სნეულებებისგან ადამიანები იტანჯებიან და ეს ჩემთვის დიდი სიხარულია, მე მათ ასე ვაწამებ. მაგრამ რადგან ღმერთი ამას უშვებს მათ თავზე, ეს მათთვის მადლია, რათა ან დაფიქრდნენ, რატომ მიეცათ ეს განსაცდელი, ან ცოდვებისაგან განიწმინდონ. ისე, შემთხვევით, არაფერი ხდება, ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება და მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფალი უაზროდ არაფერს დაუშვებს. - და გაძლევს ღმერთი უფლებას, რომ ადამიანები დაასნეულო? - ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად კი. ხომ გითხარი, როცა ამას რაიმე აზრი აქვს. ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. რა კარგია, რომ ადამიანები ამას ვერ ხვდებით და სულ ხვნეშით და კვნესიხართ. - ადამიანის დაღუპვაც შეგიძლია? მხედველლობაში მისი სიცოცხლის წართმევა მაქვს. - როგორც წესი, ღმერთი ადგენს, ადამიანი როდის გაიყვანოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩემი ხელი ურევია. ყველა კატასტროფა, ყველა ავარია, ყველა უბედური შემთხვევა ჩემი მოწყობილია. ღმერთი ამის ნებას მხოლოდ ხანდახან მაძლევს, ყოველთვის არა. რომ შემეძლოს, ყველას საშინელი სიკვდილით ამოგხდიდით სულს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს ამის უფლება. - სიკვდილი შენ ხარ? - არა, სიკვდილი მე არ ვარ. ის ღმერთის მსახურია და არა ჩემი. - მოდი, ეხლა საზვერეებზე ვილაპარაკოთ. რატომ გვემუქრები წარა-მარა საზვერეებით ასე ხშირად, რას უშვრები ადამიანის სულს ამ დროს? - ოოო, საზვერეები ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ის ხომ სულისთვის ნამდვილი წამებაა. ამ დროს ადამიანს სიცოცხლეში ჩადენილ ყველა ცოდვას ვახსენებ, აბსოლუტურად ყველას. ისეთებსაც კი, რომელიც მან არ იცის, ან არ ახსოვს. - როგორ შეიძლება, ცოდვა არ იცოდეს? - არ ჰგონია ცოდვა. აი, ისე, როგორც მე წარმოგიდგინე შენ დღეს. ადამიანი არხეინად არის და ჰგონია, რომ არ სცოდავს. ე.წ. კარგი მორწმუნე მხოლოდ 10%-ს თუ ინანიებს. დანარჩენი არ იცის, რომ შესცოდა, ვერ აცნობიერებს. განსაკუთრებით ამპარტავნების ცოდვას, ან როცა ხიბლშია და ვერ საზღვრავს. როცა წარმატების პიკშია, როცა უნდა ამხილოს და ჩუმადაა, ანუ იწყნარებს ცოდვას და სხვა. არა და ყოველი ადამიანი უამრავს სცოდავს ყოველდღირად. მე და ჩემი თამაშემწეები, ყოველ ცოდვას ვიწერთ და საზვერეებზე წარვუდგენთ. რომ ჰგონია, რომ ამა თუ იმ საზვერეს გადალახავს, ხშირად შოკში ვარდება, იმდენ ცოდვას გადმოვულაგებთ ხოლმე. თქვენ, ზოგადად, სრულად ვერ აცნობიერებთ ცოდვის არსს. თქვენი თვალსაწიერით საზღვრავთ ყველაფერს. ეს არ არის მართებული. ყოველი კუთხიდან უნდა შეხედოთ და ისე განსაჯოთ, მიუკერძოებლად, რაც ასე ძალიან გიჭირთ. უნდა აწონოთ, ამა თუ იმ საქციელს, სიტყვას, ფიქრს რა აქვს დადებითი და რა უარყოფითი. სასწორზე უნდა შეაგდოთ და ისე აწონოთ. აბა კარგად დაფიქრდით, რას გეუბნებათ უფალი იოანეს სახარების მე-7 თავის 24-ე მუხლში: “იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.” თქვენ კი მხოლოდ თქვენი გადმოსახედიდან სჯით და ამიტომაც ვერ აცნობიერებთ, რამდენს სცოდავთ სინადვილეში. - რატომ ამბობ, ბევრი პირველს საზვერესაც ვერ გადალახავსო? - როგორც იცი, პირველი უქმად მეტყველების და უხამსი სიტყვების საზვერეა. შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენ უქმ სიტყვას ამბობს ადამიანი თავის ცხოვრებაში ან რამდენ ბილწ სიტყვას ახსენებს. იმდენი გროვდება, რომ ადამიანი თავისი კეთილი საქმეებითაც კი ვერ აბათილებს მათ. აი, ამიტომ. გამოცდილებიდან ვიცი და იმიტომ ვამბობ. თქვენ ვერ აცნობიერებთ, რა ძალა აქვს სიტყვას და როგორი გაფრთხილება უნდა ყოველ წარმოთქმულს ბაგიდან. ჩემდა სასიხარულოდ, ადამიანები ამას ვერ აცნობიერებთ და ტლიკინებთ და ტლიკინებთ გაუთავებლად. ამ საზვერეშია დაცინვაც, მათ შორის ანეგდოტები, ასე რომ გიყვართ და იჭაჭებით სიცილისაგან. აი, ამ დროს, თქვენი უგუნურების შემყურე, მე მართლა ვიჭაჭები სიცილისაგან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მასიამოვნებთ ხოლმე, როცა ერთმანეთზე ჭორაობთ მათ ზურგს უკან. პირველი საზვერე რომც გადალახოთ, მეორეს რას უშვრებით, ტყულის გუდები რომ ხართ ყველანი? ან მესამეს - განკითხვას? ამათ ხომ ვერასოდეს გადალახავთ. იცით მაინც, რამდენ სიცრუეს ამბობთ ან არ ამბობთ? - „არ ვამბობთ“ რას ნიშნავს? - როცა სიმართლეს მალავთ, ცრუობთ მაშინ. შენ წარმოგიდგენია, ადამიანებმა სულ სიმართლე რომ ილაპარაკონ, რა მოხდება? - ერთ დღეში დახოცავენ ერთმანეთს. თქვენ პირში ლაქუცი გიყვართ, ანუ სიცრუე. ზურგს უკან ლაპარაკი გეხერხებათ. ეს იმდენად გაქვთ ჩვევებში გამჯდარი, რომ ვერც კი ამჩნევთ და არც ინანიებთ. მაჩვენეთ ადამიანი, ვინც მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს. ეს შეუძლებელია, მას თავად გვერდით მყოფები ჩაქოლავენ. ადამიანს სიმართლე კი არ სჭირდება, არამედ ის, რაც სასმენად საამოა და მის ამპარტავნებას და პატივმოყვარეობას აკმაყოფილებს. ასეთია მისი ბუნება. კრიტიკა არავის უყვარს, მტრად მოიკიდებ ყველას. ამიტომ, ხშირად გაჩუმება ურჩევნია. სიჩუმე ხშირად არანაკლები ცოდვაა, ვიდრე ყბედობა. - ვიცი, რომ ცილსაც სწამებ ხოლმე. - გამარჯვებისათვის ყველაფერი მისაღებია. სულის დასაღუპად ყოველ ღონეს ვხმარობთ. ცილისწამება მაშინ გვჭირდება, როცა სული ხელიდან გვისხლტება. ისიც მხოლოდ მონანიებულ ცოდვებს ვახსენებთ ხოლმე, თუმცა მაინც არ გაგვდის, ანგელოზები აბათილებენ. სხვა შემთხვევებში კი იმდენი ცოდვა აქვს, ისინი ღუპავენ მას. - თუ არ გაგდით, რატომ აკეთებთ ამას? - იმიტომ, რომ სული რაც შეიძლება მეტად დავტანჯოთ და დავაშინოთ. თუ ჯოჯოხეთში ვერ წავიყვანთ, საზვერეებში მაინც მოვუწყოთ მცირე ჯოჯოხეთი. - და ეს ხშირად ხდება? - საბედნიეროდ არა. უმეტეს შემთვევაში სულები იოლად მიგვყავს ჯოჯოხეთში. მხოლოდ ერთეულები მიდიან ღმერთთან. - ჯოჯოხეთზე მეტყვი რამეს? - მხოლოდ იმდენს, რამდენის თქმის უფლებაც მაქვს. - მაგალითად? - გეტყვი იმას, რომ ყოველ ცოდვას თავისი სასჯელი აქვს და მათივე დემონები განაგებენ. როგორც ადრე გითხარი, ყველა ცოდვას თავისი დემონი ჰყავს და თანაც არაერთი. ცოდვაც და მადლიც იწონება. ამიტომ, როგორც ღმერთს აქვს სხვადასხვა, ერთმანეთზე უკეთესი სავანეები სასუფეველში, ასევე გვაქვს ჩვენც სხვადასხვა ერთმანეთზე უარესი შრეები ჯოჯოხეთში. - შეგიძლია შრეები დამიხასიათო? - არა, ამას არ გეტყვი. ღმერთმა ისედაც ბევრ ადამიანს მისცა ცოდნა ჯოჯოხეთის შესახებ და ისინი ამოწმებენ ამას რეალურ ცხოვრებაში. საბედნიეროდ, მათ ნაკლებად უსმენს ვინმე. - შენ გინდა თქვა, რომ კლინიკური შემთხვევევბის დროს ადამიანების მიერ განცდილი ყველა მოწმობა ჭეშმარიტია? - ყველა არა, რა თქმა უნდა. უმეტეს შემთხვევაში ჩემი ხელი ურევია და სულს რასაც მინდა, იმას ვაჩვენებ. მაგრამ თუ ღმერთმა ინება და მოისურვა აჩვენოს ამა თუ იმ სულს სიმართლე, მაშინ უძლური ვარ. ეს უმეტესად მართლმადიდებელი ქრისტიანების შემთხვევებში ხდება და მათი მოწმობები ხშირად ჭეშმარიტია. თუმცა არის შემთხვევები, როცა მათაც ვატყუებ და ვუქმნი ხოლმე ილუზიებს. ღმერთი ასე არ არიგებს ცოდნას - რამდენი ადამიანიც კლინიკურ სიკვდილს განიცდის, ისე ჩამოურიგოს კამფეტებივით. აი, მე კი შემიძლია მათ ლამაზი ზღაპარი დავუხატო და დავაჯერო, რაც მე მინდა. - რისთვის აკეთებ ამას? - იმისათვის, რომ ადამიანებს მცდარი წარმოდგენა დარჩეთ სასუფეველსა და ჯოჯოხეთზე. მათ უნდა ეგონოთ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი ბებია-ბაბუები, მშობლები, და-ძმანი, მეგობრები და სხვა ახლობლები დახვდებიან. რომ ისინი ყველანი სასუფეველში არიან და ახალ სულებს სიხარულით ეგებებიან. ამ დროს წარმოდგენაც კი არა აქვთ, რომ რეალობაში ისინი დემონები არიან. მე არ მინდა, მათ დაინახონ, სინამდვილეში მათი ახლობლები სად არიან და როგორ იტანჯებიან. მათ რომ სიმართლე იცოდნენ, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცევიან და სხვანაირად იცხოვრებენ, გახდებიან აღმსარებლები და მაზიარებლები. ეს კი მე სულაც არ მხიბლავს. ამიტომ, მათ უნდა ეგონოთ, რომ მათ სარწმუნოებას არა აქვს მნიშვნელობა და სიკვდილის შემდეგ ყველანი სამოთხეში მოხვდებიან. - კიდევ ვის ატყუებთ დემონური ხრიკებით? - მედიუმებთან მოსიარულე იდიოტებს, სულებთან ლაპარაკის მსურველებს. მედიუმები სინამდვილეში ჩვენი მსახურები არიან. არა აქვს მნიშვნელობა, იციან მათ ეს თუ არა. არავითარი სულები ადამიანებთან არ ლაპარაკობენ. ეს ჩემი მოგონილი ზღაპარია. მათ ან მე ვესაუბრები, ან ჩემი რომელიმე დემონი. - ნათელმხილველებზე რას იტყვი? - არავითარი ნათელმხილველი არ არსებობს, ვინც ეკლესიის წიაღში არ არის. თუმცა ასეთებიც ერთეულები არიან, უმეტესად წმინდანები. ჭეშმარიტი ნათელმხილველი არ მკითხაობს და თუ რამეს ეტყვის ადამიანს, მხოლოდ უფლის ნებით ან ბრძანებით. დანარჩენები კი ყველანი ცრუ წინასწარმეტყველები არიან. ასევე, არავითარი თეთრი და შავი მაგია არ არსებობს. სუყველანი ეშმაკის მსახურები არიან და ჩემს საქმეებს აკეთებენ. ვინც მკითხავებთან დადის, მასაც ისევე მოეკითხება, როგორც თავად მკითხავებს. - როგორ მიხვდე, ვინ არის ცრუ და ვინ არის შეშმარიტი? - ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის ყველა სიტყვა მართალია და სიცრუე არ არის მასში. ხოლო ვინც ერთხელ მაინც შეცდა, ის ცრუა და ეშმაკის მსახური. ამით უნდა მიხვდეთ. მე ვაძლევ მათ წინასწარმეტყველების უნარს. სამწუხაროდ, მე მომავალი არ ვიცი და რაც მხოლოდ გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, იმას ვუნერგავ მკითხავებსაც, რაც ხშირად მართლდება. აი, წარსული კი კარგად ვიცი და სწორედ ამით ვაბითურებ ყველას. სადღა არიან ეხლა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები? აღარ არიან. - კიდევ რა ხრიკებს ხმარობთ ადამიანების მოსასტყუებლად? - უკვე საკმარისზე მეტი გითხარი და ყველაფერს ვერ გადმოგილაგებ. მართლა ღვთის სამსჯავროზე კი არ ვარ. - როგორ აწამებთ ადამიანებს, ამას მაინც მეტყვი? - ვერც ამას გეტყვი, მაგრამ ჯობია არც იცოდე. ეს რომ იცოდნენ ადამიანებმა, ყველაფერს იღონებდნენ, რომ იქ არ მოხვდნენ. ხომ გახსოვს, რას ამბობდა გაბრიელ ბერი ამის შესახებ? ან შენივე ლექსი გაიხსენე: “თქვენ ჯოჯოხეთის ბჭე რომ იცოდეთ, ეშმაკი როგორ გიმზადებთ მახეს, გადაიტყავებთ ლოცვებით მუხლებს და ტაძრის მტვერით დაიბანთ სახეს” დიახ, მართლაც ასეა. თქვენ რომ იცოდეთ ჯოჯოხეთში რა ტანჯვა და ტკივილები გელოდებათ, არ მოშორდებოდით ეკლესიას და მოძღვარს, მოინანიებდით ყველა ცოდვას და შეცვლიდით მთელ ცხოვრებას. ჩვენდა გასახარად, ეს ასე არ ხდება და მეც ამით ვსარგებლობ. - რა არის შენი საბოლოო მიზანი? - სუყველა ადამიანის დაღუპვა. ყოველ შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტის. - ბევრი ხომ შენი ერთგულია, შენ გემსახურებიან. აი, ჯულიანა მაგალითად. იმათ რა ბედი ელის? - ოოო, ისინი ჯოჯოხეთის ყველაზე საშინელ სატანჯველში მოხვდებიან. - რატომ, განა შენ არ გემსახურებიან? - სწორედ ამიტომ. სულის გაყიდვის და ღმერთის ღალატის გამო. შეიძლება მე მათ ამ ქვეყანაზე ბევრი რამ მივცე(მაგალითად: სიმდიდრე, ძალაუფლება, სახელი, პატივი, დიდება), მაგრამ როდესაც ჩემთან მოვლენ, საშინელ დღეში ჩავაგდებ. - ყველაზე მეტად ისინი იტანჯებიან? - დიახ. და მათთან ერთად თვითმკვლელები და ჯადოს და მაგიის მკეთებლები. - კი მაგრამ, ვინც შენ გემსახურება და შენს საქმეებს აკეთებს, იმათ ტანჯავ ყველაზე მეტად? - ასეა, ვინც მეტს იღებს ჩემგან, საფასურსაც მეტს იხდის. ასეთი წესი მაქვს და ასე ვმუშაობ. მაშ თქვენ გგონიათ, ამდენს იმიტომ ვაძლევ ამ ცოდვილ მიწაზე, რომ მერე ჯოჯოხეთშიც არხეინად იყონ? არა გენაცვალე, ვინც მეტს მიიღებს, მეტ საფასურს გადაიხდის. ასევე, ვინც ყველაზე ბოროტია დედამიწაზე, ყველაზე ღრმა უფსკრულში დაინთქმება. - მაგალითად ვინ? - სახელებს ვერ გეტყვი: დიქტატორები, სერიული მკვლელები, მოძალადეები, პედოფილები, სოდომისტები, მაგიის მიმდევრები და სხვები. ისე კი, რომ გითხრათ ვინ არიან ჯოჯოხეთში, გაოცებისგან პირები დაგრჩებათ ღია და არ მინდა, რომ შიგ მტვერი ჩაგივიდეთ - გადაიხარხარა ეშმაკმა. - ეს მარტო ჩემი ნებაც არ არის, ღმერთმა დაადგინა ასე. რაც უფრო ცოდვილია ადამიანი, მით მეტად დაიტანჯება მისი სული ჯოჯოხეთში. ეს ძალიან მარტივია. ჩემთვის კი სულერთია, იმიტომ რომ ყოველი სული მეზიზღება და ყველაფერს გავაკეთებ მათ დასაღუპად. - რამდენი სული გყავს დაღუპული უკვე? ეშმაკს გაეცინა. - უამრავზე უამრავი. მილიარდობით. ამას შენ ვერ დათვლი. - ამპარტავნების გარდა, კიდევ მრუშობაზე გაქვს დიდი აქცენტი გაკეთებული. რატომ? - ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ადამიანი ბუნებით ეგოისტია და უყვარს სიამოვნება. ამიტომ, სიძვა-მრუშობა მისი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საქმიანობაა. თუ თავისუფლებასაც მისცემ და აღვირს აუშვებ, ის ამ ცოდვაში სიამოვნებით გადაეშვება…და ასეც ხდება. მე ბევრი არ მილაპარაკია ნაყროვანებაზე, რაც არანაკლებ ძვირფასია ადამიანებისათვის. ნახე, როგორ უყვართ კარგი სმა-ჭამა. შენს ძვირფას ქართველებსაც, მათ შორის. მუცელღორობა და მემთვრალეობა ხომ ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მაგრამ სექსი მაინც სულ სხვაა. ჩვენ სიამოვნებით ვუყურებთ ხოლმე, როგორ ბილწავს ადამიანი თავის სხეულს. ის უფლის ტაძარია, და ჩვენც ამიტომ ვაკეთებთ უფრო მეტ დარტყმას მასზე, რათა მეტად წაიბილწოს და გათახსირდეს. ადამიანი სიამოვნებას ნებდება და ჩვენც ამას ვუწყობთ ხელს. მერე კი ვანადგურებთ ამ ცოდვების გამო. - ადრე რატომ ვერ ახერხებდით ამდენს? - იმიტომ, რომ მაშინ უფრო კონსერვატიულები იყვნენ და ძნელი იყო ამის გაკეთება. თუმცა ეს ცოდვა ყოველთვის არსებობდა. ყველაფერს დრო სჭირდება, ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ადამიანი ყველაფერს. ეხლა ტექნოლოგიები განვითარდა, ვირტუალური სამყარო უფრო ძვირფასი გახდა ადამიანისათვის, ვიდრე რეალური. ამავდროს ადამიანს ერთი მეტად განსაკუთრებული თვისება აქვს, რასაც არაჩვეულებრივად ვიყენებთ. - რა არის ასეთი? - მიმბაძველობა. აღარაფერს ვამბობ შურსა და შეჯიბრების სურვილზე. ადამიანს ძალიან უყვარს სხვისი მიბაძვა. ჯერ ერთი გაშიშვლდა, მერე მეორე, მერე სხვებმაც მიბაძეს. ეხლა კი მთელი მსოფლიო შიშველი დადის და ეს აღარავის უკვირს. ასევეა სიძვაც. სამოქალაქო ქორწინება დაარქვეს. პარტნიორების ხშირი ცვალებადობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ესეც ჩვენ დავნერგეთ. ადრე თუ მეძავები მხოლოდ ქუჩებსა ან ბორდელებში იყვნენ, ეხლა ყველა ერთნაირი გახდა და ამას სიამოვნებითაც აკეთებენ. სწორედ ადამიანის მიმბაძველობის უნარმა გაგვაკეთებინა ეს ასე იოლად. ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელების და ინფორმაციის საშუალებების ფართო გამოყენებამაც. - წყეული ხარ და ასეც დაამთავრებ. - ასე დავამთავრებ თუ ისე, ბევრს წაგიყოლებთ თან. - კიდევ რითი ღუპავ ადამიანებს? - მე ჩემით არავის ვღუპავ. მე ვაძლევ მათ იმას, რაც მათ ცოდვილ ბუნებას სიამოვნებს. მაგალითად, აზარტული თამაშები. კაზინოებიც და ტოტალიზატორებიც ჩემი მოგონილია. კაზინოში რულეტის ციფრთა ჯამი რამდენია თუ იცი? – 666. რა ჩემი ბრალია, თუ თქვენ თამაში გიყვართ და საკუთარ სულებს სიამოვნებით ყიდით ეშმაკს. თან ხარბები ხართ, მუქთა ფულის მოპოვებ გსურთ. მე მხოლოდ ვაქეზებ და ვუბიძგებ? განა მე ვაძალებ ვინმეს რომ მეძავი იყოს, მრუში და მამათმავალი? ან საჭმელ-სასმელი ზომაზე მეტად უყვარდეს? ან განიკითხოს ადამიანები, ლანძღოს და აგინოს? მე ვაძალებ ვინმეს კლას ან ამახინჯოს გარშემომყოფები? მე ვაძალებ ვინმეს იყოს, ეგოისტი, ამპარტავანი და უზომოდ უყვარდეს საკუთარი თავი? არა, ჩემო კარგო, მე მხოლოდ ვუადვილებს ამას ყოველივეს, სურვილი კი თავად ადამიანისაა. მე ვერავის ვერაფერს დავაძალებ, თუ არ უნდა. ამის უფლება რომ მქონდეს, მაშინ ყველა ადამიანს დავღუპავდი. თქვენი ცოდვები თქვენ თავებს მოკითხეთ და მე ნუ მაბრალებთ ნურაფერს. ვისაც თავის წმინდად შენახვა და ცოდვებისგან თავის შორს დაჭერა უნდა, ის ამას ახერხებს კიდეც. თუმცა, ჩემდა სასიხარულოდ, ასეთები ერთეულები არიან. - სწორედაც შენ და შენი დემონები ხართ დამნაშავე. ამდენი საცდური რომ არ შემოგეგდოთ, ხომ არ შესცოდავდა ადამიანი? - შესცოდავდა, ჩემო კარგო, მაინც შესცოდავდა. ზოგი გულში, ზოგი მალულად, ზოგიც ვიწრო წრეში. ადამიანს რაც ვნებები აქვს გულში, ის არც იკარგება და არც ქრება სადმე. მართალია, წაქეზება ხელს უწყობს, მაგრამ ვნებები თავისია. აბა ჩვენ რისთვის ვართ ეს თუ არ გავაკეთეთ?! ეს არის ჩვენი საქმე და ამას ვემსახურებით ბოლომდე. - შენ უამრავი დანაშაული მიგიძღვის ადამიანებისა და ღმერთის წინაშე. უარყოფ ამას? - არა, არ უარვყოფ. აკი გითხარი, ეს არის მეთქი ჩემი საქმე და ამას ვაკეთებ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სული უნდა წავიყვანო ჯოჯოხეთში. ამისთვის კი ყველაფერს ვიყენებ. ვინც წამოეგება, თავის თავს დააბრალოს, თავის ვნებებს და მიდრეკილებებს. ადამიანს თუ ლამაზ აუზთან მიიყვან, მასში ბანაობა მოუნდება, თუმცა თავისით შეიძლება არ წავიდეს არც ზღვაზე და არც აუზზე. მე სწორედ ამას ვაკეთებ - აუზს ვთავაზობ, ცოდვებით სავსე აუზს და ისიც სიამოვნებით და თავდავიწყებით ეშვება მასში უკანმოუხედავად. მე ხელის კვრაც კი არ მჭირდება. განა თავად არ უყურე და უსმინე ყველას განსჯას? მე დავაძალე პროფესორს ასისტენტის მოკვლა? არა, ეს მისმა ამპარტავნებამ გააკეთა, მისმა სწრაფვამ პირველობისკენ და ნობელის პრემიის სურვილმა. მე დავაძალე მოსამართლეს ფერადკანიანი ბრალდებულები სიკვდილით დასაჯე თქო? არა, რა თქმა უნდა, ეს მისმა შურისძიების სურვილმა გაკეთა...და საიდან იყო ეს სურვილი?- ამპარტავნებიდან. დამცირებას ვერ შეეგუა და იმიტომ. სხვებს აღარ ჩამოვთვლი, თავადაც კარგად მოისმინე ყველაფერი. მე ვაძალებ ადამიანებს, რომ მრუშები ან მეძავები იყონ? ან კარგი სმა-ჭამა უყვარდეთ, ან გართობა და დროის ტარება? არა, რა თქმა უნდა, მათ სიამოვნება უყვართ. არ უყვართ საკუთარი თავის შეზღუდვა და იმიტომ? რა არის ეს? - ისევ აპრატავნება. რატომ განიკითხავენ ერთმანეთს? მე ვაძალებ? ისევ და ისე არა. თავები რომ ერთმანეთზე უკეთესები ჰგონიათ, იმიტომ...და რა არის ეს? - ამპარტავნება. - მე თუ ჩემს დემონებთან ერთად დამნაშავე ვარ, მხოლოდ იმაში, რომ შურისძიება გვწყურია. რატომ უნდა უყვარდეთ ღმერთს და გპატიობდეთ უამრავ დანაშაულს? ჩვენ რითი ვართ თქვენზე დამნაშავეები? - მაგრამ ეგეც ხომ ამპარტავნებაა? - დიახ, არის და არც ვმალავთ ამას. ამისთვის გადმოგვყარა ღმერთმა ზეციდან. - გეტყვი რატომაც. - აბა მითხარი. - იმიტომ, რომ თქვენ სიმდაბლე არ გაქვთ. სინანულის გრძნობა არ გაგაჩნიათ. თქვენ რომ სინანული შეგეძლოთ და მოგენანიებინათ თქვენი ცოდვები, გაპატიებდათ ღმერთი. აბა, თქვი “უფალო შემიწყალე!” ეშმაკი დუმდა. - ხედავ? არ შეგიძლია. იმდენად ამპარტავანი ხარ, რომ ბოდიშის მოხდა არ შეგიძლია. ამაშია საქმე. ღმერთი სამართლიანია და ის ცოდვებს მხოლოდ მაშინ გვპატიობს, თუ გულით ვინანიებთ. სიმდაბლე არის მთავარი - სიმდაბლე, სინანული და სიყვარული. შენ კი ესენი არცერთი არ გაქვს. არც შენ დემონებს. როგორ მიხვალ ღმერთთან სიყვარულის გარეშე, როცა ღმერთი თავად სიყვარულია?! თუმცა, თქვენ ამისი არც სურვილი გქონიათ როდისმე და არც მცდელობა. ასე არ არის? - მე არ ვარ ღმერთზე ნაკლები და მასზე ნაკლები ძალაუფლება როდი გამაჩნია. უფრო მეტიც. მე მეტი სული მყავს დამორჩილებული, ვიდრე მას. მე მეტი ადამიანი მემსახურება, ვიდრე მას. რატომ უნდა ვევედრო პატიება, ან რატომ უნდა მიყვარდეს? განსაკუთრებით მას შემდეგ, როგორც მომექცა. ვის უყვარს თავისი მჩაგვრელი? - აი, ამაშია სწორედ საქმე, წყეულო, ეხლაც ამპარტავანი ხარ და ასე დარჩები სულ. ამიტომ გელოდება ცეცხლის ტბა და საბოლოო განადგურება. შენ და შენი დემონები დამნაშავენი ხართ ადამიანთა მრავალ უბედურებასა და სიკვდილშიც კი. თქვენ ღუპავთ კაცობრიობას, თქვენ არცერთი კეთილი საქმე არ გაქვთ გაკეთებული. ბოროტები ხართ დასაბამიდანვე და ბოროტია თქვენი სული. ამიტომ, მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ. ჩემი ნება რომ იყოს და მართლა განსასჯელის სკამზე მეჯდე, ეხლავე მოგისჯიდი სამუდამო განადგურებას და ეს ყველაზე სასიამოვნო და კეთილი მკვლელობა იქნებოდა, რაც კი ოდესმე ჩადენილა აქამდე. მე თქვენ სიამოვნებით დაგხოცავდით. ეშმაკმა იმხელა გადაიხარხარა, ჭერიდან ბათქაში ჩამოცვივდა და დარბაზს თოვლივით დაეყარა თავზე. - ამით შეგვიძლია დავამთავროთ. შენთან საუბრის გაგრძელების არავითარი სურვილი არარ მაქვს - დაასრულა გიორგიმ. - დავასრულოთ. მეც არავითარი სურვლი არ მაქვს, ის ვილაპარაკო, რაც დაფარული უნდა იყოს თქვენთვის და რისი გამჟღავნებაც არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს - სიბრაზისგან თვალებიდან ცეცხლი გადმოყარა ეშმაკმა. ამით, ყოველივე დასრულდა. *** - ეხლა კი გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე გეპატიჟებით. დააგემოვნეთ ნებისმიერი კერძი ან სასმელი თქვენი სურვილის მიხედვით. მოუსმინეთ მუსიკას, გაერთეთ და დაისვენეთ. ისიამოვნეთ, სანამ შეგიძლიათ - გადაიხარხარა ეშმაკმა და სცენაზე აგიზგიზებული ცეცხლის ღრმულში ჩაეშვა. როგორც კი ეშმაკი გაუჩინარდა, მგზავრები ერთ უზარმაზარ ნათელ დარბაზში აღმოჩდნენ. დარბაზი იმდენად დიდი გახლდათ, ალბათ ერთი კარგი სტადიონი დაეტეოდა თავის ტრიბუნებთან ერთად. შუაში ძალიან დიდი მაგიდა იდგა და ზედ რა კერძი გინდა, სულო და გულო, რომ არ ყოფილიყო. ყველაზე გასაოცარი ის გახლდათ, რომ საკმარისი იყო, რომელიმე კერძი მოგენდომებინათ და ის მაშინვე თვალწინ გაჩნდებოდა. აქ იყო ყველაფერი, თუკი დედამიწის ზურგზე რამე არსებობდა, მოლუსკიდან დაწყებული და თეთრი დათვის მწვადებით დამთავრებული - გინდა აფრიკული აკელეტი მოგენდომებინა, გინდა არაბული ფალაფელი თუ ინდური ტკბილი ლადუ. ნებისმიერი კერძი გენატრა და ის შენს თვალწინ ჩნდებოდა მაგიდაზე. აღარაფერს ვამბობ ჩვეულებრივ ამერიკულ ბურგერებზე, იტალიურ პიცასა თუ იაპონურ სუშიზე. ქართული ხაჭაპურის მარტო იმდენი სახეობა იყო წარმოდგენილი, თვალები აგიჭრელდებოდა ადამიანს. დარბაზის კიდეზე, გასწვრივ, ასევე უზარმაზარი ოთხკუთხედი მაგიდა გასდევდა, სადაც ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელი გახლდათ ჩამწკრივებული - შოტლანდიური ვისკიდან დაწყებული და ავსტრალიური ღვინით დამთავრებული, რომ არაფერი ვთქვათ ისეთ ცნობილ ღვინოებზე, როგორიცაა, მაგალითად, ფრანგული ღვინოებიდან - ბურგუნდიული დომეინი თუ კაბერნე სოვინიონი, გევურზტრამინერი თუ პომეროლი, კოტე როტი თუ ნუიტისენტ-ჟორჟი; იტალიური - აგლიანიკო თუ ამარონე, როსსო თუ ბიანკო, დოლჩეტო თუ ლაგრეინი; ესპანური - პინგუსი თუ ლა ფარაონა, რიოხა თუ რიბერა დელ დუერო, პრიორიო თუ ვეგა სიცილია; ქართული - ხვანჭკარა თუ ოჯალეში, ქინძმარაული თუ ალექსანდროული, მუკუზანი თუ ახაშენი...და მათთან ერთად ამრავი სახეობის ნარჩევი ღვინოები ჩილედან დაწყებული და ახალი ზელანდიით დამთავრებული. ასევე მრავლად გახლდათ წარმოდგენილი ვისკის, რომის, კონიაკის , არყის, ჯინის თუ ლიქიორის სახეობები. ასევე შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ ნებისმიერი სახეობის კოქტეილი სურვილის მიხედვით. მრავლად იყო ათასგვარი ლუდის სახეობები და უამრავი უალკოჰოლო სასმელები, ფანტათი დაწყებული და ალუბლის ლიმონათით დამთავრებული. დარბაზის ირვლივ უამრავი დიდი მონიტორები გახლდათ დამონტაჟებული, სადაც ერთმანეთს ცვლიდნენ ჩაკ ბერი და ჯიმი ჰენდრიქსი, ელვის პრესლი და მაიკლ ჯექსონი, მადონა და შაკირა, უიტნი ჰიუსტონი და ჯულიანა. ამათ ენაცვლებოდნენ პინკ ფლოიდი და როლინგ სტოუნზი, ბლექ საბათი და ქუინი, ბითლზი და დიიფ ფაიფალი, ლედ ზეპელინგი და ურია ჰიიფი. ყველას ჩამოთვლა ძნელია, იმდენი სახელოვანი არტისტი თუ ჯგუფი მღეროდა. აქა იქ გაბნეუულ უამრავ მონიტორზე კი პირდაპირ პორნოგრაფიული სცენები გადიოდა. ირგვლივ ნახევრად შიშველი ულამაზესი მანდილოსნები და დაკუნთული ვაჟები დადიოდნენ. ეს მათთვის, ვისაც სექსუალური ვნებების დაკმაყოფილება მოუნდებოდა. ამის საჩვენებელ ორგიებს თავად წარმოადგენდნენ რამდენიმე სცენაზე. ასევე ეკრანებზეც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. ცალკე გახლდათ სტრიპტიზის სცენები. დარბაზის შუაში უამრავი მრგვალი მაგიდა იდგა, სადაც ბანქოს მოყვარულებს ნებსმიერი თამაშით შეეძლოთ დამტკბარიყვნენ და თან სტრიპტიზიორებისათვის ეცქირათ. დარბაზის სხვადასხვა ადგილას ზოგან სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდნენ, ზოგან როკენ-როლს, ლამბადას და ზოგან ჰიპ-ჰოპს. აზიელი მოცეკვავვეები კი ე.წ. მუცლის ცეკვით ატკბობდნენ მაყურებელს. ბევრ ადგილას პატრა-პატარა მაგიდა იდგა, სადაც თავმოყრილი გალხდათ ნარკოტიკული საშუალებები, იქნებოდა ეს მარიხუანა, კოკაინი, ჰეროინი თუ უბრალო ნარგილე, რომ აღარაფერი ვთქვათ მეტადონსა თუ ამფეტამინზე, კეტამინსა თუ ექსტაზზე, როჰიპნოლსა თუ სხვა კლუბურ ნარკოტიკებზე. აქ იყო ყველაფერი, რაც ადამიანის ველურ ვნებას და ფანტაზიას შეეძლო წარმოედგინა. ირგვლივ სიცილ-ხორხოცი ისმოდა. უკრავდა მუსიკა და ჰაერში ათასნაირი ღვინის და კონიაკის სურნელი იდგა. შიშველ მანდილოსნებს საუკეთესო სუნამოები ეპკურათ, პირდაპირ გიზიდავათ, ისეთ ძლიერ ვნებებს აღძრავდა. ეშმაკმა წარმოადგინა ყველაფერი ის, რაც ასე იტაცებს და ამავ დროს ღუპავს ადამიანს. ეს იყო მართლაც გრანდიოზული ნადიმი, რომლის მსგავსიც ჯერ არასოდეს არავის არსად არ ენახა, მითუფრო ჩვენს საბრალო მგზავრებს. შეიძლებოდა მისთვის „ეშმაკის სერობა“ დაგვერქმია. ...და იდგა დღე - წითელი პარასკევი - დღე იესო ქრისტეს წამებისა და ჯვარცმისა. ქრისმა, რაც უნდოდა, ყველაფერი გემრიელად მიირთვა, არომატული ბურგუნდიული ლა ტაჩეც დააყოლა და ის იყო, დესერტად თავის საყვარელ შოკოლადის და ვანილის ნაყინს მიადგა, როდესაც ყურში ვიღაცამ ხმამაღლა ჩასძახა, - კაპიტანო, კაპიტანო, ქრის, ქრის... *** - ქრის, გაიღვიძე, არ დაგაგვიანდეს, მაღვიძრამ უკვე დარეკა - შეაღვიძა ქრისი მეუღლემ, ქალბატონმა რეიჩელმა. როდესაც ქრისმა თვალები გაახილა, უკვე 8 საათი სრულდებოდა. მაშინვე წამოხტა ლოგინიდან. ადრე უნდოდა ადგომა, მაგრამ თურმე მაღვიძარას ზარს ვერ გაუღვიძებია, ისე ღრმად ეძინა. კიდევ კარგი, რეიჩელმა გამაღვიძაო - ფიქრობდა და ჩქარ-ჩქარა იცვამდა უნიფორმას. - ხომ იცი, რეისიდან რომ დაბრუნდები, ჯულიანას კონცერტზე მივდივართ კარნეგი ჰოლში - გამოსძახა მისის მელოუნმა. ჯულიანას ხსენებაზე ქრისი შეცბა. - მაპატიე ძვირფასო, ჯულიანას კონცერტზე მე არასოდეს აღარ წავალ. რომ დავბრუნდები, ყველაფერს აგიხსნი, კარგი? - რეიჩელი გაოცებული თვალებით მიაჩერდა ქმარს, მაგრამ სიტყვა აღარ უთქვამს, და კარგიო, მოწყენილად ჩაილაპარაკა. - ხო, მართლა, ჯულიანას ნამდვილი სახელი და გვარი თუ იცი? - გამოსძახა ქრისმა მეუღლეს აბაზანიდან. - როგორ არა, მისი ქალიშვილობის გვარი ჯენიფერ მაკ გეილია, მეუღლე კი პეტერსონი ყავს, სტენლი პეტერსონი - იყო პასუხი. - უი, მეუღლეც ყავს? - გაიკვირვა ქრისმა. - როგორ არა, მეუღლეც ყავს და შვილებიც. რატომ დაგაინტერესა ასე? - გაკვირვებით შეხედა რეიჩელმა აბაზანიდან გამოსულ ქმარს. - არა, არაფერი ისეთი, უბრალოდ, არ ვიცოდი ამდენი. მე ხომ მუსიკის დიდი მოყვარული არ ვარ - ღიმილით მიუგო ქრისმა მეუღლეს და შუბლზე აკოცა. საუზმეს ვეღარ ასწრებდა. რეიჩელმა, სახელდახელოდ, სენდვიჩები გაუკეთა და ხელში მიაჩეჩა - ეს მაინც შეჭამე უცებო - მაგრამ ძალიან ჩქარობდა და პირი არ დააკარა. თანაც, სულ ახლახანს, სიზმარში მირთმეული კერძების შემდეგ, რომელთა გემო ჯერ არც კი განელებოდა, სენდვიჩებით კუჭის ამოტენა სულაც არ იზიდავდა. ის კი არა და გულიც კი სწყდებოდა, ნაყინის ჭამა მაინც მომესწროო. სასწრაფოდ პირი დაიბანა, თხელი ლაბადა შემოიცვა და სახლიდან გავიდა. დღეს ხომ, კაპიტნის რანგში, მისი პირველი რეისი სრულდებოდა და დაგვიანება არ უნდოდა, ძალიან უხერხული იქნებოდა. ჯერ ისევ სიზმრის შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. ეს რა სისულელეები ნახა. რამდენი განიცადა. თუმცა ბევრი კარგი გაკვეთილიც მიიღო. ეხლა, რაც არ უნდა ეფიქრა, უნდა უკუეგდო ყველაფერი და ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. დაე, სიზმარს გაყოლოდა ის ყველა განცდები, რაც ამ ღამეს გადაიტანა. *** კაპიტანი უფროსის კაბინეტში იჯდა და გასაცნობად ახალი ეკიპაჟის წევრებს ელოდა. ტელევიზორში პროფესორი ზელერი თავის ახალი აღმოჩენის შესახებ საუბრობდა. იქვე ყავდა მუდმივი თანმხლები ქალბატონი ზელერიც. - უკაცრავად, ხომ არ იცით პროფესორის ცოლს რა ჰქვია? - ჰკითხა კაპიტანმა უფროსს. - თუ არ ვცდები, ქეითლინი. კი, ქეითლინ ზელერი. რატომ დაგაინტერესათ? - არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მაინტერესებს, სულ მავიწყდება ხოლმე - მორცხვად გაუღიმა კაპიტანმა. მალე რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. უფროსმა კაპიტანს ეკიპაჟის წევრები გააცნო: - ეს თქვენი თანაშემწე, მეორე პილოტი ჯონათან ტეილორი გახლავთ. დია, ჩაილაპარაკა კაპიტანმა თავისთვის ოდნავი ღიმილით. - რა ბრძანეთ, კაპიტანო? - გაკვირვებული ჩაეკითხა ახალი თანაშემწე. - არა, არაფერი, ეს ისე. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. შემდეგ ბორტინჟინერი გააცნეს, სახელად მაიკლ ბარნსი, ერთი მამაკაცი სტიუარდი ვიქტორი და ორი მშვენიერი სტიუარდესა - მელანია და კატერინა. *** კაპიტანმა და მისმა მოადგილემ ყველაფერი საგულდაგულოდ შეამოწმეს და დედამიწას მზადყოფნის შესახებ მოახსენეს. - ხო, მართლა, ტეილორ, შეიძლება ასე მოგმართოთ? ხომ არ იცით. ბორტზე რამდენი მგზავრია? - კი, კაპიტანო, როგორ არა. ვნახე სია. 256 მგზავრია და ჩვენ, ეკიპაჟის 6 წევრი. შეგიძლიათ სახელით მომმართოთ, ჩვენ ხომ უკვე ერთი გუნდი ვართ?! - გაუღიმა მეორე პილოტმა კაპიტანს თავაზიანად. ძრავები ჩაირთო და რამდენიმე წუთში ბოინგ-777 ჰაერში აიჭრა. *** 13 საათისა და 20 წუთის ფრენის შემდეგ, რეისი 767 მშვიდობით დაეშვა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში. *** რეისიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ათეისტი ქრის მელოუნი მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი