მოკვდა ირემი...


მოკვდა ირემი...
     
           მოკვდა ირემი...
           მთელი დღე რბოდა, წუთისოფლისგან განაწირები.
          მაინც შესძლო და გამოაღწია...
           ტბის პირს, შამბნარში, დიდ ვერხვთა ჩრდილში, სოველ მიწაზე მოკვდა ირემი.
           და, ვიდრე ცრემლი გზას გაკვალავდა, ვიდრე ესმოდა ჯერ საყვირები. წამს ვიდრე წამი ემატებოდა, ემატებოდა მას ტკივილები...
           ეზმანა თვისი მოკლე სიცოცხლე,  ბევრი ღრენა და ბევრი ტკივილი, ჯოგში ყოფნა და ცალად დარჩენა, ისრის ზუზუნი, ტყვიის წივილი...
           მაგრამ აქამდე ხომ მოაღწია, ვალი არ დარჩა მას მიწიერი და ტბის პირს, სადაც ის დაიბადა, დაიბადება, კვლავ, ზეციერი...
          ცრემლის სიმლაშე საგზლად გაჰყვება,  ეჰე, მოდიან მონადირენი... ტბის პირს, შამბნარში, დიდ ვერხვთა ჩრდილში, სოველ მიწაზე მოკვდა ირემი..

                                                                                                 2018. მაისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი