სამყაროს შეცვლა
სამყაროს შეცვლა ახლაც მახსოვს, (მახსენდება, ეს წუთები ზოგჯერ მძაფრად). თუკი გულმა მოგონებებს ფართოდ გაუშალა აფრა. სიმშვიდეს ხომ ვერ იპოვი, თუკი გული ჭაბუკია, შორით ვუცქერ, სიბერიდან, მთლად ჭაბუკი მოდის გია. სოხუმი და სანაპირო ხალხით მუდამ სავსე არის, ზღვა ლურჯია, ცა - ზურმუხტი, ქვიშა - ბროლ-გიშერსადარი... ზღვას ვსტუმრობდით, ზაფხულობით, მოგროვილი მანეთებით და ვცხოვრობდით, ტოლ-სწორები, მხოლოდ ჩვენი ნდომა-ნებით. (ის წლებია,, როცა ჯინსი, ჩვენი დიდი ხალისია, ის დრო არის, როცა გულში, გაბარდნილი მაისია). და მთელი დღის დაღლილები ვეყარენით პლაჟზე, როცა, როცა მზემაც დაამთავრა ზღვის ტალღების ვნებით კოცნა, როცა ზღვაზე ალივლივდა მთვარის ვერცხლის ათინათი, შორს გამოჩნდა, ზღვის ბურუსში, დაღალული გემის ლანდი... ბურუსი გემს მოჰყვებოდა და ჩახჩახა ლამპიონებს უკარგავდა სიკაშკაშეს, გემს კი ოცნებებში ხვევდა, ანძა არ ჩანს, მოსჩანს სხმული ფერად-ფერად ნათურებთა... და, ჯადოსნურ ამ ზღაპრიდან, ამ ნისლიდან, ბურუსიდან, მოისმოდა სიმღერის ხმა, იმ ჯგუფის და იმ ბიჭების, ვის სიმღერებს, მხოლოდ ღამით, „მონტე- კარლოზე“ ვიჭერდით... ჟრუანტელმა დაგვიარა და გაგვხვია გემის ნისლში, თვალს ხუჭავ და სულ ახალი მელოდია მოდის, ისმის: „და სიტყვები, როგორც წავიმა, დის ქაღალდის რბილ ჭიქებში და მიჰქრიან ამ სმყაროს უსასრულო სივრცეებში“. ჩვენ გვესტუმრა დასავლეთის თანატოლი თანატოლებს, ასე უცებ, უბოდიშოდ, თითქოს მთვარეს, მანათობელს, მოჰყვა „ბითლზი“ და დიდებას უძღვნის ციურ მასწავლებელს. დაგვამუნჯა ღამის ხილვამ და ხმის ამოღება გვიჭირს, ნუთუ, მართლა გვესმის ხმები ოთხი მეგობარი ბიჭის? ვისიც მხოლოდ სურვილია, რომ მიაპყრო მათ ხმას ყური, იმათ სულში ჩაიხედო, ნახო, რით ძგერს მათი გული... და, გალობით, და, ხალისით, თბება პლაჟის ბინდ-ბუნდები, მოსეირნე ქალ-ვაჟების გაჩნდა ყვავილთა გუნდები... „ვერ შეცვლით ჩემს სამყაროს, (Nothings gonna change my world), ვერ შეცვლი ჩემს სამყაროს, ვერ შეცვლი ჩემს სამყაროს...“ და, როდესაც სიმღერის ხმა მიინავლა, მიოლია, თითქოს რაღაცა დამთავრდა და დასრულდა იდილია, ყვავილების თაიგულებს, როცა დაშლა უკვე უჭირთ, თითქოს დაებკურათ წყალი თავად ღვთაებრივი მუჭით, ვიგრძენი, რომ ეს ქალაქი ჩვენი დიდი ხალისია, ვიგრძენი,რომ, სხვებთან ერთად, შეიცვალა მაშინ გია... დრო გავიდა, ყველაფერი რაც მომხდარა იყო გუშინ, მაგრამ ეს დღე სულ დარჩება ჩვენს ჭაბუკურ, ალალ გულში... ახლაც მახსოვს, (მახსენდება ეს წუთები, ზოგჯერ, მზაფრად). თუკი გულმა მოგონებებს, გაუშალა ფართოდ აფრა... ბათუმი - თბილისი. 2018, სექტემბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი