ხატობა ხევსურეთში
ხატობა ხევსურეთში გადმოეფინა ზეისტეჩოს შატილის ნისლი, ქეთელაურს გამოყოლილი . ჩამოაბნელა მწვანე მთები, ლურჯი ტყეები... ისე უჩუმრად გაუჩინარდნენ არყის ხეები, როგორც უჩინრად შრიალებდა ფოთოლი მისი. და ეშმაკ-ხირჩლამ, გადაღლილმა საკლავის დაკვლით, ასწია თავი, როგორც იქნა, სისხლიან მკლავით მოიწმინდა შუბლიდან ოფლი, ნისლში ჩაკარგულ არაბულებს მოავლო თვალი და იფიქრა რა ვერ ატანდა ნისლს უფლის მზერა, წამოსცდა სიტყვა, თუ გულში თქვა, ვერ გეტყვით ვერა, - არაბულებო, რომ დამდგარხართ ამ ხატთან კუშტად, რიგს ელოდებით, რომ შესწიროთ საღვთო ვზვარაკი და გაისტუმროთ ვალი ღვთისა მხოლოდ ამათი, ასე არ არის... დავრჩი ერთი, ამ ხეობაში და მეც მალე წამიყვანს ღმერთი...ოხრადა ვტოვებთ ამ ჩვენს მიწას, წავიღებთ ოდენ საფლავის ფიცარს... ძლიერ შეშინდა უშიშარი ვაჟკაცი ხირჩლა, ეს რომ მოკვდება, ვინღა გაზრდის შესაწირს ღვთისას? ნეტავ, გაიგეს ხევსურებმა გულში ნათქვამი? ისევ იკვლება ზეისტეჩოს ხატში საკლავი?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი