კაცი-სოფელი


ათამაშებდა ცალ დარაბას ართხმოს ხევს ქარი,
ითვლიდა დღეებს სიპით ნაგები ძველი სოფელი, ფეხზე ძლივს მდგარი,
ხეობის თავში, ერთი სახლის, ერთ ბნელ ოთახში,
გამოკეტილა მთელი სოფელი - პატარა ქალი...
      ვადაგალეულ მზესა ჰგავდა ოჩიაურის ქალი - მზექალა.
-აქ მარტოკა ვარ, მარტო ვცხოვრობ, მარტო ვსულდგმულობ,
აქ მარტო მე ვარ, სხვაგან არი მთელი ქვეყანა...
                             ***
    ვაი, რომ მხოლოდ შენ არა ხარ მარტო ამ ქვეყნად,
დართლოში, რეზო ცაძიკიძე, მარტო სჭამს ქუმელს,
ზემო ვარძიას, ას წელიწადს ნაშრომ- ნაჯაფი,
პაპა ბაგრატი, დევნოსაძე, მიჰკვრია ღუმელს.
    ზეისტეჩოში ეშმაკ-ხირჩლა მარტო იზამთრებს,
(ვეღარ გაატანს იმ ზამთარს და არც დაიდარდებს.),
მარტო ეწევა ჭაპანს ქალი-გულქანი, ფშავში,
ყაზბეგა პაპა იცავს არმაზს ლეხურას თავში,
მიტოვებული რომ არ გახდეს ჭინკათ დუქანი,
და იმ ცივ ზამთარს ვიყავ მათი ერთი სტუმარი...
    დღეს აღარცერთი დედამიწას აღარ აწუხებს,
განთავისუფლდნენ, დააღწიეს თავი მარწუხებს...
                            ***
    მიტინგს მიტინგი რომ მიება, მერე რომ გვხოცეს,
ვაგრიალებდით, როცა თბილის-ქალაქში თოფებს,
მაშინ ნათქვამი ბრიყვი სიტყვით თუ ბრმა ნასროლით,
ვაი, დედავ და, ვკლავდით თურმე ჩვენ ქართულ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი