ქირომანტი ქალები კვლავ დამცინიან…


ვიწრო,ბნელ ქუჩას მივაბიჯებ ხელებგაშლილი...ნაბიჯებარეული...თვალებზე ბინდგადაკრული...მისტიკური ცა გადმომყურებს ზევიდან მრისხანედ...”ალკოჰოლით გაჟღენთილი ვკვდები”...ქირომანტი ქალების გაუგონარი ხარხარი ჩამესმის ყურში...თამბაქოს მძაფრი სუნით ვთვრები...და მკაფიოდ ვგრძნობ წარსულის ნაბიჯებს...მოგესალმებით ლისაბონის ღამიდან,არ ვიცი რატომ ვარ კენტად და ვეფეთები უიღბლობას სისხლიან სამყაროში...ქაოტური აწმყოს გაცნობიერება საკმაოდ მიჭირს,არ დაგიმალავთ და მკლავს...ფიქრების ტრანსში გადახვეწილი ახალგაზრდა მოხუცი,ირეალურ ასპექტში აღვიქვამ ცხოვრებას...უკაცრავად...ხოტბა შესხმულ  ცხოვრებას...პორტის ღვინით გამომთვრალი  მისივე ბოთლით ხელში მივაბიჯებ ბოლო მუზის საფლავისკენ...ინსტიქტით მართულ წუთისოფელში,ბედისწერასთან თამაში იკრძალება...მეტიც, სიკვდილით ისჯება...ბევრი ალფონსი გამხდარა მსხვერპლი და მიუღია ჯილდო,რომელშიც სწორედაც რომ მარადიულობაში გადასვლა მოიაზრება...ცოტაც და ახლა უკვე ზედაშეთი შევსვამ მათ სადღეგრძელოს...ნათელი ფერებით შეკაზმული ცხოვრება ხატავს შედევრს,სახელად ბნელ ხმაურს...მოდით...იყიდეთ...იყიდეთ...იქნებ ასე მაინც დაინახოთ ჭეშმარიტი სინათლის სხივი...ქირომანტი ქალები კვლავ დამცინიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი