ფერიცვალება


ვაი იმ წამს, როცა თითი ჩახმახთ ახლოს გაიკარა.
არც ერთ წუთით ეტლმა იგი მასთან ახლოს არ იკარა,
ბავშვობიდან სულის გმინვა საფუძვლადა ჩაიყარა,
ცხოვრებაში ასმა ჭირმა თავი ერთად რომ იყარა.
ხორციელმა ხორციანი სინათლისგან გარიყა-რა,
ურიცხვ ცოდვამ გულიდანა გულის ფეთქვა განიყარა.

თუმცა... თითქოს... სადღაც შორსა იხვეწება: "აქ იყავ, რა!"
საათით რომ ეაზროვნა, ამას, ალბათ, არ იზამდა.
მკვდრისთვის ახლა გვიანია — მისკენ ტყვია გაიქანა
და იმიერ სამყაროში მისი სული წარიგზავნა.

კაცი, სახელად ინი, ბედნიერებით მწირი,
სამსჯავროსკენ ნელი-ნელი სვლით განსაკითხველად მიდის.
მას თან მიჰყვება იანი, მცირედი, მაგრამ წლიანი,
უბერებელი, ხნიანი, არაავთვისებიანი.

მიდის და იგებს, ედემის ბაღში მისი სული რომ მიღებულია.
"ნუთუ რას იგებს წრფელი სამყარო, მაშ, სიბოროტე მიღებულია?"
ფიქრობს და ფიქრობს და გონებიდან ბნელი ბურუსი მას თავს ანებებს,
ცამ სულსა შავსა აპატია და ისიც ამიტომ ცრემლსა აბევრებს.

სინათლემ პირი გამოიცვალა.
სამოთხის სხივი ჩვენი მზის სხივით გადაინაცვლა.
მადლიერება დაბნეულობით გადაიცვალა.
"დედამიწაა? ნუთუ რა ხდება? 
ეს ყველაფერი არ იყო ცხადად?
აბა, სამოთხე? აბა, ღმერთი?
ნეტავ სად არის? სად არის? სადა?"
ამის პასუხსაც მალე მიაგნო.
იგი მასშია, რა, ნუთუ არა?
ადამიანი შემოქმედია, მრავალის მქნელი,
მრავალის მქმნელი, თუ მან იპოვა მახარობელი.
ზოგის ცხოვრება კი არის ნელი, 
ძნელი, ბნელი და საზარელი.
სხვანის ცხოვრება კი არის ვრცელი
ვით მერანია განუსაზღვრელი.

ინი უყურებს სარკეს და ხედავს,
ორი რქა მოსტყდა, სულთ წარწყმედელის
არც რამ შრამი აქვს წყვდიადისა
და უკუნეთის გამხსენებელი.
მისთვის სიბნელე არს უწინდელი,
დღევანდელი დღე — ზესაყვარელი.
ახლა კი გახდა ინი იანი,
სულით სიბნელე — სინათლიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
თამარსტომატოლოგი8 თვის წინ

საოცრებაა 👏👏👏👏👏😱😱😱🩷🩷🩷

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი