ბავშვობის წლები
ბავშვობის წლები არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება წლები ბავშვობის, აღარც ტკბილ ზღაპრებს მოგვიყვებიან, დაძინებისას გულს რომ გვითბობდა. ვიგონებ ქუჩებს, დამტვრეულ კედლებს, სადაც წვეთები ატანდნენ რითმებს, თოვლის ფიფქებიც თვალს გვისველებდა და გავსცქეროდით შორეულ მინდვრებს. ვცურავდით ზღვაში პოსეიდონთან, ქარის წისქვილებს ვებრძოდით ფანქრით, იქვე ვხატავდით მიქელანჯელოს დიად შედევრებს, შენიღბულს განცდით. ცეცხლსაც ვანთებდით დაღამებისას, ვისხედით ერთად მრგვალ მაგიდასთან, ხანდახან მთავრე გაანათებდა, ჩამქრალი სანთლის სინათლის ნაცვლად. დილით კი ისევ მტვრიან ქუჩებში ბავშვების სიცილს გაიგონებდი, გაგვაღვიძებდა ზარი ტაძრიდან, სიზმრებს ფანტავდა ზღვისფერ ღრუბლეში. ბავშვობის წლები არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება წლები ბავშვობის, აღარც სიმღერებს არ გვიმღერებენ, აღარც წარსულთან მივალთ ვარდებით...! ავტორი: გიორგი თოდუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი