სიზმრად გამოცხადება


წუხელ სიზმრაში ცხადად გიხილე
შეშლილი მზერა თვალს მიბნელებდა,
შენ მიგამსგავსე სიკვდილის ფრესკას
და მეფისტოფელს სიცოცხლის სევდად.
თვალები შენი ცეცხლით აღვსილი,
ჯოჯოხეთიდან რომ ანათებდნენ,
ჰგავდა ჰადესის წყვდიად სამყაროს
და თვით დემონის ავსულ ბნელ ძალებს.
ვილტვოდი შენსკეს მე გამალებით
და გული ჩემი გრძობდა სამარეს.
ფიქრებმა ისევ ჭკუას შემშალეს,
ფიქრებმა იქვე დამასამარეს.
მოგიახლოვდი, ვცადე შეხება
და ვიგრძენ შიშით თრთოდა სხეული,
შენ შემომხედე და გადმისროლე
სამარადისოდ, როგორც წყეული.
მისტიკის ხმები ახლაც ჩამესმის
და დაღამება კვალვაც მაშინებს,
ვიფიქრებ მხოლოდ სიცოცხლის წლებზე,
წლებზე, რომელიც გამომაღვიძებს.



                                                          ავტორი: გიორგი თოდუა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი